გენერალური კონფერენცია
საკუთარ თავზე იესო ქრისტეს სახელის აღება
2025 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


13:22

საკუთარ თავზე იესო ქრისტეს სახელის აღება

რაც უფრო მეტად ვაიგივებთ საკუთარ თავს ქრისტესთან და გვახსოვს იგი, მით უფრო მეტად გვსურს მისი მსგავსება.

2018 წელს იუტას უნივერსიტეტში სპეციალური პროფესურა შეიქმნა, რომელსაც „პროფესორ რასელ მ. ნელსონისა და დენცელ ვ. ნელსონის კარდიოვასკულარული ქირურგიის საპრეზიდენტო კათედრა“ ეწოდა. რასელ მ. ნელსონი და დენცელ ვ. ნელსონის სახელობის კარდიოთორაკალური ქირურგიის საპრეზიდენტო კათედრა“ — კარდიო, რაც გულს ნიშნავს და თორაკალური, რაც გულმკერდს ნიშნავს. ამით პატივი მიაგეს პრეზიდენტ ნელსონის, როგორც კარდიოქირურგის, მნიშვნელოვან საქმიანობას და იმ მხარდაჭერას, რომელიც მან გარდაცვლილი მეუღლისგან, დანცელისგან, მიიღო. ამ პროფესორობის დაფინანსება ხდებოდა მომავალზე გათვლილი ფონდიდან. ამ ტიპის პრესტიჟული პროფესორობისთვის შერჩეული პირი მიიღებს აღიარებას, ხელფასს და კვლევებისთვის საჭირო დაფინანსებას.

ბ-ნი სელზმანი პრეზიდენტ ნელსონთან ერთად

პირველი ქირურგი, რომელიც პროფესორობისთვის შეირჩა, გახლდათ ბ-ნი ქრეგ ჰ. სელზმანი, გამოცდილი კარდიოქირურგი, რომელიც არ არის ჩვენი ეკლესიის წევრი. ბ-ნ სელზმანისთვის პროფესორის წოდების მინიჭების ცერემონიაზე მრავალი მნიშვნელოვანი სტუმარი იმყოფებოდა, მათ შორის პრეზიდენტი ნელსონი მეუღლესთან, ვენდი ვ. ნელსონთან ერთად. ამ შეკრებაზე პრეზიდენტმა ნელსონმა მოკრძალებით ისაუბრა თავის გავლენიან ქირურგიულ კარიერაზე.

შემდეგ ბ-მა სელზმანმა გაგვიზიარა, რას ნიშნავდა მისთვის ამ პროფესორობაზე დანიშვნა. მან აღნიშნა, რომ ოთხი დღის წინ, საოპერაციოში გატარებული გრძელი დღის განმავლობაში, მან აღმოაჩინა, რომ მის ერთ-ერთ პაციენტს კიდევ ერთი ოპერაცია ესაჭიროებოდა. ის დაღლილი და გულგატეხილი იყო, იცოდა, რა, რომ კიდევ ერთი ღამის გატარება მოუწევდა საავადმყოფოში.

ბ-ნი სელზმანი პრეზიდენტ ნელსონთან და და ვენდისთან ერთად

იმ საღამოს, ბ-ნ სელზმანს საკუთარ თავთან ძალიან სერიოზული საუბარი ჰქონდა. იმ მომენტში მან გაიფიქრა: „პარასკევს მე დამნიშნავენ პროფესორ ნელსონის სახელობის თანამდებობაზე. მას ყოველთვის იცნობდნენ როგორც ადამიანს, რომელიც ემოციებს აკონტროლებდა, ყველას პატივისცემით ეპყრობოდა და არასოდეს არ კარგავდა მოთმინებას. ახლა, როდესაც ჩემი სახელი მას დაუკავშირდება, მე უნდა ვეცადო, უფრო მეტად დავემსგავსო მას“. ბ-ნი სელზმანი უკვე ძალიან განთქმული ქირურგი იყო. მაგრამ მას სურდა, უფრო კარგი გამხდარიყო.

წარსულში, მისმა ქირურგთა გუნდმა ალბათ შეამჩნია მისი გადაღლილობა და გულგატეხილობა, რადგან სავარაუდოდ, ეს მის საქციელში ან ტონში გამოიხატებოდა. მაგრამ იმ ღამით, საოპერაციოში, ბ-ნი სელზმანი შეგნებულად ეცადა, ყოფილიყო თავისი გუნდის მიმართ განსაკუთრებით მხარდამჭერი და გამგები. მან იგრძნო, რომ ამან შედეგი გამოიღო და გადაწყვიტა, მუდამ ეცადოს ბ-ნ ნელსონის მიბაძვა.

ბ-ნი სელზმანი  სამკერდე ნიშნით „რმნ“

ხუთი წლის შემდეგ პრეზიდენტმა ნელსონმა თავისი პროფესიული ჩანაწერები იუტას უნივერსიტეტს გადასცა. უნივერსიტეტის საპატიო პირები ოფიციალურად მივიდნენ პრეზიდენტ ნელსონთან, მისთვის მადლობის გადასახდელად. იმ საღამოს, ბ-ნი სელზმანმა ისევ გამოვიდა სიტყვით. პრეზიდენტ ნელსონის ინიციალებზე, რ.მ.ნ -ზე მითითებით, მან თქვა: „ამჟამად, იუტას უნივერსიტეტის კარდიოთორაკალური ქირურგიის განყოფილებაში „რ.მ.ნ“-ს სულისკვეთება სუფევს“.

გულგატეხილობის დროს ბ-მა სელზმანმა განმარტა: „არასასიამოვნო სიტუაციებში მე ვაკეთებ იმას, რასაც ახლა ჩვენს სტაჟიორებს ვასწავლით - კონცენტრაცია, ყველაფრის დაძლევა და ყველაფრის გაკეთება, რაც კი შეგიძლია. ეს სულისკვეთება ჩვენთან ყოველდღე სუფევს. ქვედანაყოფის ყოველ წევრსა და სტაჟიორს ჩვენ სამკერდე ნიშნებს ვაძლევთ. ამ ნიშნის ქვედა ნაწილში „რმნ“ არის ამოტვიფრული. რმნ-ს სულისკვეთება ჩვენი ტრენინგის აუცილებელი ნაწილია, ჩვენ მას ყველას ვასწავლით“. ბ-მა სელზმანმა შეცვალა თავისი ადრინდელი დამოკიდებულება და მისწრაფებები, რადგან მისი სახელი ახლა პრეზიდენტ ნელსონის სახელს უკავშირდებოდა.

ბ-ნ სელზმანთან დაკავშირებული მოვლენების ამ სერიამ დამაფიქრა: „როგორ შევიცვალე მას შემდეგ, რაც ჩემი სახელი იესო ქრისტეს სახელს დავუკავშირე? მივიღე ამის შედეგად ქრისტესმსგავსი სულისკვეთება? გულწრფელად ვცდილობდი, უფრო უკეთესი ადამიანი გავმხდარიყავი და დავმსგავსებოდი მას?“

ბ-ნ სელზმანის მიერ მიღებულ გამოცდილებაში ვხედავთ სულ მცირე ხუთ პარალელს იმ პროცესისა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ საკუთარ თავზე იესო ქრისტეს სახელს ვიღებთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი ნათლობით იწყება, ის არ არის დასრულებული, სანამ არ გავხდებით უფრო წმინდა, სუფთა და არ დავემსგავსებით უფალს.

პირველი პარალელია გაიგივება. ბ-ნ ნელსონის პროფესორობაში პროფესორ სელზმანის დანიშვნამ მისი სახელი პრეზიდენტ ნელსონს დაუკავშირა და ბ-ნი სელზმანის პრეზიდენტ ნელსონთან გაიგივეობა დაიწყო. როცა საკუთარ თავზე იესო ქრისტეს სახელს ვიღებთ, ჩვენ ამით ჩვენს სახელს მის სახელს ვუკავშირებთ. ჩვენ მასთან ვაიგივებთ თავს. ჩვენ სიხარულით გვცნობენ, როგორც ქრისტიანს. ჩვენ ვაღიარებთ მხსნელს და ყოველი მიზეზის გარეშე მის რიგებს მივეკუთვნებით.

გაიგივებასთან ახლოს დგას მეორე პარალელი: არ დავიწყება. როცა ბ-ნი სელზმანი თავის კაბინეტში მიდის, მას თვალი იმ მედალიონისკენ გაურბის, რომელიც მან მიიღო, როცა ნელსონის პროფესორობას შეუერთდა. სელზმანი თავის კაბინეტში შედის, მისი მზერა მედალზეა მიპყრობილი, რომელიც ნელსონის სახელობის პროფესორად დანიშვნისას მიიღო. ეს მედალიონი ყოველდღიურად ახსენებს მას „რმნ“-ს სულისკვეთების შესახებ. ზიარების ყოველკვირეული მიღება ჩვენ იესო ქრისტეს გვახსენებს მთელი კვირის განმავლობაში. ჩვენ ვიღებთ ზიარებას, რათა გავიხსენოთ ჩვენი ხსნისთვის გადახდილი საფასური. ჩვენ ხელახლა ვდებთ აღთქმას, რომ გვეხსომება იგი, ვაღიარებთ მის სიდიადეს და მადლიერნი ვართ მისი სიკეთისა. ჩვენ კვლავ და კვლავ ვაღიარებთ, რომ მხოლოდ მისი მადლით მივიღეთ ფიზიკური და სულიერი სიკვდილისგან ხსნას.

არ დავიწყება ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღებთ მორმონის წიგნში წინასწარმეტყველი ალმას მიერ მოცემულ რჩევას. „დაე, ყველა [ჩვენი] საქმე იყოს უფლისათვის, სადაც არ უნდა [წავიდეთ], დაე, ეს იყოს უფლისათვის; … დაე, ყოველი [ჩვენი] ფიქრი უფლისკენ იყოს მიმართული; … [და ჩვენი] გულის სიყვარული უფლისაკენ იყოს მიმართული უკუნისამდე“. მაშინაც კი, როცა სხვა საქმეებით ვართ დაკავებულნი, ჩვენ გვახსოვს უფალი, ზუსტად ისე, როგორც გვახსოვს საკუთარი სახელი, განურჩევლად იმისა, რაზე ვართ ფოკუსირებულნი.

როცა გვახსოვს, რა გააკეთა ჩვენთვის მხსნელმა, ჩვენ მესამე პარალელამდე მივდივართ: მიბაძვა ბ-მა სელზმანმა დაიწყო პრეზიდენტ ნელსონის და რმნ-ს სულისკვეთების მიბაძვა. მე მწამს, რომ პრეზიდენტ ნელსონის სულისკვეთება უბრალოდ მისი იესო ქრისტეს მოწაფეობის ხანგრძლივი გამოვლენაა. ჩვენ, რაც უფრო მეტად ვაიგივებთ საკუთარ თავს ქრისტესთან და გვახსოვს იგი, მით უფრო მეტად გვსურს მისი მსგავსება. ჩვენ, როგორც მისი მოწაფენი, უკეთესობისკენ ვიცვლებით მაშინ, როცა მასზე უფრო მეტად ვართ ფოკუსირებულნი, ვიდრე საკუთარ თავზე. ჩვენ ვცდილობთ, დავემსგავსოთ მას და გვსურს, მისი თვისებების კურთხევა მივიღოთ. ჩვენ მხურვალედ ვლოცულობთ, რათა აღვივსოთ გულმოწყალებით - ქრისტეს წმინდა სიყვარულით.

როგორც პრეზიდენტმა ნელსონმა აპრილში გვასწავლა: „როცა გულმოწყალება ჩვენი ბუნების ნაწილი ხდება, ჩვენ სხვების დამცირების იმპულსს დავკარგავთ. ჩვენ აღარ განვიკითხავთ სხვებს. ჩვენ ყველა ფენის ადამიანების მიმართ გვექნება გულმოწყალება. ყველასადმი გულმოწყალება ჩვენი ზრდის საწინდარია. გულმოწყალება ღვთიური ხასიათის საფუძველია“. გულმოწყალებასთან ერთად ჩვენ ვეძიებთ, „ვავითარებთ, ვიყენებთ და ვაფართოვებთ“ მხსნელის სხვა სულიერ ძღვენებს, მათ შორის კეთილშობილებას, პატიოსნებას, მოთმინებას, თავმდაბლობას და სიბეჯითეს.

იესო ქრისტეს მიბაძვას მივყავართ მეოთხე პარალელისკენ: უფლის მიზნებთან შესაბამისობა. ჩვენ უფალს მის საქმეში ვუერთდებით. ბ-ნი ნელსონი, ქირურგი, ცნობილი იყო როგორც მასწავლებელი, მკურნალი და მკვლევარი. ბ-ნ სელზმანის ქვეგანყოფილებაში გამოყენებული სამკერდე ნიშნები გამოხატავდა ამ მცდელობებს სიტყვებით ასწავლე, განკურნე და აღმოაჩინე. ჩვენგან, საკუთარ თავზე იესო ქრისტეს სახელის აღება ნაწილობრივ მოითხოვს ნებაყოფლობით, განზრახ და ენთუზიაზმით ჩვენი ნების უფლის ნებასთან შეთავსებას. ჩვენ უფალს მის საქმეში ვუერთდებით, როცა ვცხოვრობთ პრინციპით „შეიყვარე, გაუზიარე და მოიწვიე“. ჩვენ მის საქმეს ვუერთდებით, როცა ვემსახურებით სხვებს, განსაკუთრებით მიწიერი ცხოვრებისგან დაუცველებს, გულნატკენებს, განადგურებულებსა და თავზარდაცემულებს.

ჩვენ უფრო სრულად ვიღებთ საკუთარ თავზე იესო ქრისტეს სახელს გაიგივებით, მისი არდავიწყებით, მიბაძვითა და შესაბამისობით. ამ ოთხის შესრულებას მივყავართ მეხუთე პარალელამდე: ძალის მომატება. ჩვენ ცხოვრებაში ღვთის ძალასა და კურთხევებს ვიღებთ. ნელსონის პროფესორობის მხარდაჭერა უზრუნველყოფს ბ-ნ სელზმანის აღიარებას და მხარდაჭერის ფონდს, რომელიც მის ქვეგანყოფილებაში კულტურის შესაცვლელად გამოიყენება. ის ამ „ძალის ძღვენს“ სხვების დასახმარებლად იყენებს. მსგავსად ამისა, როცა ჩვენ საკუთარ თავზე მხსნელის სახელს ვიღებთ, ჩვენი მამაზეციერი დაგვლოცავს თავისი ძალით, მიწიერ ცხოვრებაში ჩვენი მისიის შესასრულებლად.

ღმერთთან დამატებითი აღთქმების დადებით ჩვენ უფრო სრულად ვიღებთ საკუთარ თავზე იესო ქრისტეს სახელს. შესაბამისად, ღმერთი თავისი ძალით უფრო მეტად გვაკურთხებს. როგორც პრეზიდენტი ნელსონი გვასწავლიდა: „ყოველ ადამიანს, რომელიც დებს აღთქმას ნათლობის ემბაზში და ტაძარში და იცავს მას, აქვს უფრო მეტი წვდომა იესო ქრისტეს ძალაზე. … ღმერთთან აღთქმის დადების ჯილდო არის ზეციური ძალა - ძალა, რომელიც გვეხმარება, უკეთ გავუძლოთ განსაცდელს, ცდუნებასა და გულისტკივილს.”

ჩვენ სულიერად უფროფაქიზნი ვხდებით. ჩვენ მეტიგამბედაობით ვხვდებით ერთი შეხედვით გაუსაძლის ვითარებას. უფრო ძლიერდება იესო ქრისტეს კვალზე სიარულის ჩვენი გადაწყვეტილება. დაცემის შემდეგ უფრო მალე ვინანიებთ და ვუბრუნდებით უფალს. ჩვენ უკეთვაზიარებთ უფლის სახარებას მისი ძალითა და უფლებამოსილებით. ვეხმარებით გაჭირვებულებს და ნაკლებად განვიკითხავთ მათ, გაცილებით ნაკლებად. ვინარჩუნებთ მიტევებული ცოდვებისგან თავისუფლებას. ჩვენ გვაქვს მეტი სიმშვიდე და უფრო მხნედ ვართ, რადგან ყოველთვის შეგვიძლია, გავიხაროთ. უფლის დიდება იქნება ჩვენ ირგვლივ და მისი ანგელოზები დაგვიფარავენ.

მხსნელი გვიწვევს: „მო[დით] მამასთან ჩემი სახელით და შესაფერის დროს მიიღ[ე]თ მისი სისავსე“. მე მოგიწოდებთ, ასე მოიქცეთ. მოდით მამაზეციერთან. აიღეთ საკუთარ თავზე იესო ქრისტეს სახელი. გააიგივეთ თავი მასთან. ყოველთვის გახსოვდეთ იგი. ეცადეთ, დაემსგავსოთ მას. შეუერთდით მას მის საქმეში. მიიღეთ მისი ძალა და დალოცვები თქვენს ცხოვრებაში. ამოტვიფრეთ მისი სახელი თქვენს გულში - საკუთარი ნებით, გააზრებულად. ამით შეძლებთ ღმერთის წინაშე „დგომას“ და გახდებით მხსნელის ქომაგობის ღირსნი. თქვენ გახდებით ჩვენი ზეციერი მამის სასუფევლის ამაღლებული მემკვიდრე, თანამემკვიდრე მისი პირმშოსი, ჩვენი საყვარელი მხსნელისა და გამომსყიდველისა.

იგი ცოცხალია. მე ეს დანამდვილებით ვიცი. თქვენ მას უყვარხართ. მან თქვენთვის სიცოცხლე შეწირა. ის გევედრებათ, მოხვიდეთ მამასთან მისი მეშვეობით. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. ფონდი მოხსენიებულია როგორც ძღვენი.

  2. ერთ-ერთი აღსანიშნავი მიღწევაა პრეზიდენტ ნელსონის მიერ გულ-ფილტვის პირველი შუნტირების აპარატის შექმნაში შეტანილი წვლილი, რომელიც ღია გულის ოპერაციისთვის გამოიყენება.

  3. პრეზიდენტმა ნელსონმა მოგვახსენა, რომ ქირურგიული სტაჟირების დროს, საოპერაციოში მყოფმა ქირურგმა მოთმინება დაკარგა და სკალპელი ისროლა, რომელიც პრეზიდენტ ნელსონს მხარში შეერჭო. პრეზიდენტმა ნელსონმა თქვა: „ეს გამოცდილება დიდხანს ჩამრჩა გულში. იმ მომენტში კი დავპირდი საკუთარ თავს, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო ჩემს საოპერაციოში, ემოციებზე კონტროლს არასოდეს არ დავკარგავდი. ასევე დავიფიცე იმ დღეს, რომ გაბრაზებული არასოდეს არაფერს არ ვისვროდი - არც სკალპელს და არც სიტყვას“ („გვესაჭიროება მშვიდობისმყოფელნი“, Liahona, მაისი 2023, 98).

  4. შემოწირულობა მოიცავდა 7000-ზე მეტ ჩატარებულ ოპერაციაზე ანგარიშს, ასევე კვლევით ნაშრომებსა და სხვა პროფესიულ ჩანაწერებს, რომლებიც პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის არაჩვეულებრივი სამედიცინო კარიერის განმავლობაში შეიქმნა.

  5. რამდენიმე ადამიანმა მიმართა პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონს, მათ შორის იუტას უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, პრეზიდენტ ტეილორ რ. რენდალმა, რომელმაც პრეზიდენტი ნელსონი იუტას უნივერსიტეტის ყველაზე გამორჩეულ კურსდამთავრებულად მოიხსენია.

  6. The word ethos describes “the distinguishing character, sentiment, moral nature, or guiding beliefs of a person, group, or institution” (Merriam-Webster.com Dictionary, “ethos”).

  7. 2018 წელს მე და ჩემი მეუღლე, რუთი, დავესწარით ცერემონიას, რომელზედაც ბ-ნი სელზმანი ნელსონის პროფესორობაში დანიშნეს. 2023 წ. დავესწარი ოფიციალურ შეხვედრას, რომელზეც პრეზიდენტმა ნელსონმა თავისი პროფესიული ჩანაწერები იუტას უნივერსიტეტს გადასცა.

  8. იხილეთ მორონი 7:48.

  9. ფრაზაში „საკუთარ თავზე ქრისტეს სახელის აღება“, ებრაული სიტყვა, რომელიც ითარგმნება როგორც „აღება“, ნიშნავს „აღმართვას“ ან „ტარებას“, ისევე როგორც დროშის ტარება, რომელიც პიროვნებას რომელიმე პირთან ან ჯგუფთან აიგივებს. (see James Strong, The New Strong’s Exhaustive Concordance of the Bible [1984], Hebrew dictionary section, page 80, number 5375).

  10. იხ. 2 ნეფი 10:24; მორონი 10:32–33; მოძღვრება და აღთქმები 76:69.

  11. ალმა 37:36.

  12. ბ-მა სელზმანმა ასეთ რამ თქვა: „ყოველ ჯერზე, როცა [პრეზიდენტ ნელსონთან] ჯანმრთელობაზე იწყებ საუბარს, მას თვალებში ნაპერწკალი უჩნდება. საოცარია, როგორ ენერგიულად იწყებს ის საუბარს მსგავს საკითხებზე (სიდნი ვაკერის სტატიაში, “As President Nelson Turns 100, His Family and Associates Reflect on His Life and Legacy,” Church News, 7 სექტემბერი, 2024 წ., thechurchnews.com). მე პირადად მინახავს ეს „ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნაპერწკალი“ პრეზიდენტ ნელსონის თვალებში, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, როცა ის იესო ქრისტეზე იწყებდა საუბარს.

  13. იხილეთ მორონი 7:47-48.

  14. რასელ მ. ნელსონი „დაჯერება ღმერთის გარემოცვაში“, Liahona, მაისი. 2025 წ., 128.

  15. იხ. 1 კორინთელთა 12:31; მოძღვრება და აღთქმები 46:8.

  16. რასელ მ. ნელსონი, “Sisters’ Participation in the Gathering of Israel,” Liahona, ნოემბერი 2018 წ., 69.

  17. იხ. იქადაგე ჩემი სახარება: იესო ქრისტეს სახარების გაზიარების სახელმძღვანელო (2023), 123-38.

  18. იხილეთ მოსე 1:39. აარონის მღვდლობის ქვორუმის თემა ასე იწყება: „მე ღვთის საყვარელი შვილი ვარ და მას ჩემთვის აქვს საქმე“. ახალგაზრდა ქალების თემა იწყება ასე: „მე, როგორც იესო ქრისტეს მოწაფე, ვცდილობ დავემსგავსო მას. მე ვეძიებ და ვმოქმედებ პირადი გამოცხადების საფუძველზე და ვემსახურები სხვებს უფლის წმინდა სახელით“ (სახარების ბიბლიოთეკა).

  19. იხილეთ დიტერ ფ. უხტდორფი, “Missionary Work: Sharing What Is in Your Heart,” Liahona, მაისი 2019 წ., 16–18; გარი ე. სტივენსონი, „შეიყვარე, გაუზიარე, მოიწვიე“, Liahona, მაისი, 2022, 84–87.

  20. მხსნელმა, თავისი მიწიერი მსახურების დასაწყისში, თავისი მიზანი ესაიას ციტირებით აგვიხსნა: „უფლის სულია ჩემზე, ვინაიდან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების და ბრმათათვის თვალის ახელის გამოსაცხადებლად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად“ (ლუკა 4:18).

  21. ჩვენი მამაზეციერისადმი ლოცვების კი შეიცვლება. როგორც ბიბლიის ლექსიკონშია ჩაწერილი სიტყვა „ლოცვა“-ს განყოფილებაში, „ქრისტიანებს ასწავლიან ილოცონ ქრისტეს სახელით. ჩვენ ქრისტეს სახელით ვლობცულობთ, როცა ჩვენი გონება ქრისტეს გონებაშია და ჩვენი სურვილები ქრისტეს სურვილები ხდება, როცა მისი სიტყვები ჩვენშია. შემდეგ ვითხოვთ იმას, რაც ღმერთს შეუძლია, რომ გვიბოძოს. მრავალი ლოცვა უპასუხოდ რჩება, რადგან ისინი ქრისტეს სახელით არ არის; ისინი მის გნებას არ წარმოადგენენ და ადამიანის ეგოისტური გულიდან მომდინარეობს.

  22. იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 109:26.

  23. რასელ მ. ნელსონი, „სძლიეთ სოფელს და შეისვენეთ“, Liahona, ნოემბერი 2022, 96.

  24. იხ. მოძღვრება და აღთქმები 109:21-22. ფრაზაში „როცა ჩემი ხალხი შესცოდავს, ნებისმიერი მათგანი“, გამოყენებულია სიტყვა „როცა“ და არა „თუ“. ეს გულისხმობს, რომ მხსნელს ესმის, რომ ყველანი შევცოდავთ, დავუშვებთ შეცდომებს და ჩავიდენთ ცოდვებს. მაგრამ გეგმა ისაა, რომ „სწრაფად მოვინანიოთ“, რათა „აღვდგეთ“ დაპირებული კურთხევებისთვის.

  25. იხ. იოანე 16:33; მოსია 4:11; 18:26; ალმა 36:2, 28–29; ეფერი 7:27; მორონი 9:25.

  26. იხ. მოძღვრება და აღთქმები 109:22.

  27. მოძღვრება და აღთქმები 93:19.

  28. მორმონმა აღწერა, რა დაემართა მის ხალხს, როცა ქრისტე აღარ იყო მათ ცხოვრებაში. მისი ხალხი „ოდესღაც [იყო] მომხიბვლელი ხალხი და ქრისტე ჰყავდათ მწყემსად; დიახ, მათ მამა ღმერთიც კი მიუძღოდა წინ. მაგრამ ახლა, აჰა, მათ სატანა მიუძღვით წინ, ვითარცა ქარი ბზეს ან ტალღებზე გატაცებული ნავივით, აფრისა და ღუზის გარეშე, ან რაიმეთი, რითაც შესაძლებელია მისი მართვა; და როგორიც ის არის, ასეთივე არიან ისინი“ (მორმონი 5:17–18). როცა ჩვენს ცხოვრებაში მხსნელია, ჩვენ დალოცვილნი ვართ ძალით, სტაბილურობით და მითითებით.

  29. მოძღვრება და აღთქმები 109:24.

  30. იხ. მოძღვრება და აღთქმები 45:3-5.

  31. იხ. რომაელთა 8:17.