გენერალური კონფერენცია
ერთმანეთის გამხნევება
2025 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


11:52

ერთმანეთის გამხნევება

მხოლოდ უფალმა იცის სრულად ჩვენი პირადი შეზღუდვები და შესაძლებლობები და ამის გამო, ის არის ერთადერთი, ვისაც აქვს სრული უფლება, განიკითხოს ჩვენი საქციელი.

ცოტა ხნის წინ წავიკითხე რაღაც, რამაც გული ამიჩუყა. ეს მოხდა აშშ-ს მძლეოსნობის ოსტატთა ეროვნულ ჩემპიონატზე – უფროსი ასაკის ადამიანებისთვის შეჯიბრებაზე.

ერთ-ერთი მონაწილე 1500 მ. დისტანციაზე 100 წლის ორვილ როჯერსი იყო. ავტორი წერს:

„სასტარტო პისტოლეტის გასროლა გაისმა, მორბენლები გაიქცნენ, ორვილი კი მაშინვე ბოლო ადგილზე დამკვიდრდა, სადაც მთელი რბოლის განმავლობაში მარტო დარჩა და ძალიან ნელა მიიწევდა წინ. [როცა] უკანასკნელმა მორბენალმა რბოლა დაასრულა, ორვილს კიდევ ორნახევარი წრე ჰქონდა დარჩენილი. დაახლოებით 3000 მაყურებელი ჩუმად იჯდა და უყურებდა, ნელ-ნელა როგორ მიიწევდა წინ ორვილი –სრულად, უჩუმრად და არაკომფორტულად მარტო.

„[მაგრამ] როცა მან ბოლო წრე დაიწყო, მაყურებლები ფეხზე წამოდგნენ და ტაშით გულშემატკივრობდნენ მას. იმ მომენტისთვის, როცა იგი ფინიშის ხაზს მიუახლოვდა, სტადიონი გუგუნებდა. ათასობით მაყურებლის გამამხნევებელი შეძახილებით ორვილმა ბოლო ძალები მოიკრიბა. ტრიბუნა სიხარულის ემოციისგან აფეთქდა, როცა ორვილმა ფინიშის ხაზი გადაკვეთა და იგი მეტოქეებმა გულში ჩაიკრეს. ორვილმა თავმდაბლურად და მადლიერების გრძნობით ხელი დაუქნია ტრიბუნაზე მყოფ ხალხს და ახალ მეგობრებთან ერთად სარბენი ბილიკიდან გადავიდა“.

ეს ორვილის მეხუთე რბოლა იყო შეჯიბრებაში და ყოველ მათგანში მან ასევე ბოლო ადგილი დაიკავა. ალბათ ზოგიერთ ადამიანს ორვილის განსჯის სურვილი გაუჩნდა, ფიქრობდენ რა, რომ მას საერთოდ არ უნდა მიეღო მონაწილეობა ამ ასაკში – რომ ასპარეზზე მისი ადგილი არ იყო, რადგან მან ყოველი თავისიღონისძიება მნიშვნელოვნად გაახანგრძლივა.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველთვის ბოლო მიდიოდა ფინიშის ხაზზე, ორვილმა იმ დღეს ხუთი მსოფლიო რეკორდი მოხსნა. მაყურებელი ამას ვერ დაიჯერებდა, მაგრამ არც მაყურებლები და არც მისი მეტოქეები არ იყვნენ მსაჯები. ორვილს არცერთი წესი არ დაურღვევია და არც ოფიციალურ პირებს არ შეუმსუბუქებიათ სტანდარტები. ის ყველასთან თანაბარ რბოლაში თანაბარი პირობებით მონაწილეობდა. თუმცა, მისი სირთულის დონე, ამ შემთხვევაში მისი ასაკი და შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობები, გათვალისწინებული იქნა „100 პლუს“ ასაკობრივ კატეგორიაში მოხვედრისას. და იმ კატეგორიაში მან ხუთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ზუსტად ისე, როგორც ორვილს იმ სარბენ ბილიკზე გასასვლელად გამბედაობა სჭირდებოდა, აგრეთვე ზოგიერთ ჩვენს დასა და ძმას, დიდი სიმამაცე სჭირდებათ ყოველდღური ცხოვრების არენაზე გასასვლელად, იციან რა, რომ მათ უსამართლოდ განსჯიან, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცდილობენ, გაუმკლავდნენ საშინელ სირთულეებს, მხსნელის კვალზე იარონ და მასთან დადებულ აღთქმებს პატივი სცენ.

სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ ამ სამყაროში, რა ასაკისაც არ უნდა ვიყოთ, ყოველი ადამიანის ბუნებრივი საჭიროებაა კუთვნილების გრძნობა, შეგრძნება, რომ სხვებს ვჭირდებით და რომ ჩვენს ცხოვრებას აქვს მიზანი და აზრი, განურჩევლად ჩვენი ვითარებისა თუ შეზღუდვების.

რბოლის ბოლო წრეზე მაყურებელი აღფრთოვანებით გულშემატკივრობდა ორვილს და ეს მას ძალას მატებდა, გაეგრძელებინა რბოლა. არ აქვს მნიშვნელობა, რომ ის ბოლო მივიდა. მონაწილეებისთვის და გულშემატკივრებისთვის ეს უბრალო შეჯიბრებაზე გაცილებით მეტი რამ იყო. მრავალი კუთხიდან, ეს მოქმედებაში მხსნელის სიყვარულის მშვენიერი მაგალითი იყო. ორვილმა რომ დაასრულა, ყველანი ერთად ხარობდნენ.

ოსტატთა ჩემპიონატის მსგავსად, ჩვენი სამრევლოები და ოჯახებიც შეიძლება გახდეს შეკრების ადგილი, სადაც ჩვენ ერთმანეთს ვამხნევებთ – აღთქმის თემი, რომელსაც ქრისტეს სიყვარული ამოძრავებს და სადაც განსჯის გარეშე ერთმანეთს ეხმარებიან ნებისმიერი გამოწვევის ჟამს, აძლიერებენ და ამხნევებენ. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი. ღვთიური ძალა მოდის ერთობიდან და ამიტომაც სატანა ცდილობს, დაგვყოს.

სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩვენგანისთვის ეკლესიაში სიარული ხანდახან რთულია სხვადასხვა მიზეზების გამო. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც რწმენასთან დაკავშირებული კითხვები აწუხებს, ან აქვს სოციალური შფოთვა, ან დეპრესიაშია. ეს შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის ან რასის ადამიანი, ან პიროვნება განსხვავებული ცხოვრებისეული გამოცდილებით ან განსხვავებული შეხედულებებით, ვინც ფიქრობს, რომ არ ჯდება მიღებულ ჩარჩოებში. ეს შეიძლება იყვნენ უბრალოდ ძილს მონატრებული და ემოციების პიკზე მყოფი მშობლები, პატარა ბავშვები ან ვინმე, ვინც მარტოა მრევლში, სადაც ყველა დაოჯახებულია. შესაძლოა, ეს იყოს ადამიანი, რომელიც ცდილობს, წლების შემდეგ გამბედაობა მოიკრიბოს და ეკლესიაში დაბრუნდეს ან ვინმე მუდმივი განცდით, რომ უბრალოდ არ შეესაბამება თემს და არ ეკუთვნის იმ ადგილს.

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა თქვა: „თუ თქვენს მეურვეობაში წყვილი განქორწინდება, ან ახალგაზრდა მისიონერი დროზე ადრე ბრუნდება სახლში, ან მოზარდი მერყეობს თავის მოწმობაში - ნუ განიკითხავთ მათ. „მათ თქვენს სიტყვებში და მოქმედებებში იესო ქრისტეს წმინდა სიყვარულის ანარეკლი უნდა იხილონ“.

ეკლესიაში ჩვენი გამოცდილება მიზნად ისახავს უფალთან და ერთმანეთთან სასიცოცხლო კავშირების დამყარებას, რაც ასე აუცილებელია ჩვენი სულიერი და ემოციური კეთილდღეობისთვის. ღმერთთან დადებულ აღთქმებში, დაწყებული ნათლობით, თანდაყოლილად იგულისხმება ერთმანეთის სიყვარულისა და ზრუნვის პასუხისმგებლობა, როგორც ღვთის ოჯახის, ქრისტეს სხეულის წევრების მიმართ და არა უბრალოდ გასაკეთებელი საქმეების სიაში ფორმალურად უჯრის მონიშვნა.

ქრისტესმიერი სიყვარული და ზრუნვა უფრო მაღალი და წმინდაა. ქრისტეს წმინდა სიყვარული გულმოწყალებაა. როგორც პრეზიდენტმა ნელსონმა გვასწავლა: „გულმოწყალება გვიბიძგებს, „ვზიდოთ ერთმანეთის ტვირთი“ [მოსია18:8 და არა ავკიდოთტვირთი ერთმანეთს“.

მხსნელმა თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამითგაიგებენ ყველანი, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ“. და პრეზიდენტმა ნელსონმა დაამატა: „გულმოწყალება არის იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრის ძირითადი მახასიათებელი“. მხსნელის გზავნილი ცხადია: მისი ჭეშმარიტი მოწაფეები აძლიერებენ, ამაღლებენ, ამხნევებენ, არწმუნებენ და შთააგონებენ - როგორი რთულიც არ უნდა იყოს სიტუაცია. … იმას, თუ როგორ ვსაუბრობთ სხვების შესახებ … მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს“.

მხსნელის სწავლება ამის შესახებ ძალიან უბრალოა. ის ოქროს წესშია შეჯამებული: „როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ. დააყენთ საკუთარი თავი იმ ადამიანის ადგილას და ისე მოექეცით მას, როგორც თქვენ გსურთ, რომ მოგეგცნენ, როცა მის ადგილას აღმოჩნდებით.

ქრისტეს მსგავსად სხვების მოპყრობა დიდად სცდება ჩვენს ოჯახსა და თემს. ეს მოიცავს ჩვენს დებსა და ძმებს სხვა რწმენიდან ან საერთოდ ურწმუნოებს. ეს ასევე მოიცავს ჩვენს დებსა და ძმებს სხვა ქვეყნებიდან ან კულტურიდან, აგრეთვე ადამიანებს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებებით. ჩვენ ყველანი ღვთის ოჯახის ნაწილი ვართ და მას უყვარს ყოველი თავისი შვილი. მას სურს, რომ მის შვილებს უყვარდეთ ღმერთი და აგრეთვე ერთმანეთი.

მხსნელის ცხოვრება იყო სიყვარულის, შეკრებისა და ამაღლების მაგალითი, მათიც კი, ვინც საზოგადოებამ განიკითხა როგორც გარიყულები და უწმინდურები. ის არის მაგალითი, რომელსაც უნდა მივბაძოთ. ჩვენ აქ ვიმყოფებით, რომ განვავითაროთ ქრისტესმიერი თვისებები და საბოლოო ჯამში დავემსგავსოთ მხსნელს. მისი სახარება არ არის ფორმალურად გასაკეთებელი საქმეების სია, ეს არის სხვა ადამიანად გახდომის სახარებამის მსგავსად გახდომისა და მის მსგავსად სიყვარულის სახარება. მას სურს, გავხდეთ სიონის ხალხი.

ოცი წლის ასაკში, ღრმა დეპრესიის პერიოდი გამოვიარე. იმ დროს თითქოს ღმერთის არსებობის რეალობა დავკარგე. სრულად ვერ აღვწერ ამ გრძნობას, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ საერთოდ დაკარგულად ვგრძნობდი თავს. ადრეული ასაკიდან ყოველთვის ვიცოდი, რომ მამაზეციერი არსებობდა და მე შემეძლო მასთან საუბარი. მაგრამ იმ პერიოდში მე აღარ ვიცოდი, არსებობდა თუ არა ღმერთი. იქამდე ცხოვრებაში მსგავსი არაფერი მიგრძვნია და ისეთი გრძნობა მქონდა, რომ საძირკველი, რომელზედაც ვიდექი, იფშვნებოდა.

ამის შედეგად რთული იყო ჩემთვის ეკლესიაში სიარული. დავდიოდი, მაგრამ ნაწილობრივ იმიტომ, რომ არ მინდოდა, ვინმეს ჩემთვის „არა აქტიური“ ან „ნაკლებად ერთგულის“ იარლიყი მიეწებებინა და მეშინოდა, რომ ვინმეს „დავალება“ გავხდებოდი. რაც რეალურად მჭირდებოდა იმ პერიოდში იყო გულწრფელი სიყვარული, თანაგრძნობა და ჩემს ირგვლივ მყოფთაგან მხარდაჭერა და არა განკითხვა.

მეშინოდა, რომ ადამიანები ჩემზე იმას იტყოდნენ, რასაცმე სხვებზე ვამბობდი, როცა ისინი რეგულარულად არ დადიოდნენ ეკლესიაში. ამ მტკივნეულმა პირადმა გამოცდილებამ რამდენიმე ფასეული გაკვეთილი მასწავლა იმის შესახებ, თუ რატომ გვიბრძანეს, არ განვიკითხოთ ერთმანეთი უსამართლოდ.

არიან ჩვენ შორის ისეთნი, ვინც ჩუმად იტანჯებიან, რადგან ეშინიათ, რომ სხვები გაიგებენ მათ ფარულ ბრძოლას, ვინაიდან არ იციან, რა რეაქციას გამოიწვევს ეს?

მხოლოდ უფალმა იცის ყოველი ჩვენგანის სირთულის სრული დონე ცხოვრებისეული რბოლის ასპარესზე –ტვირთი, გამოწვევა და დაბრკოლებები, რომელთა წინაშეც ვდგებით და რომლებსაც ხშირად სხვები ვერ ხედავენ. მხოლოდ მას ესმის სრულად ცხოვრების გარდამტეხი ჭრილობები და ტრავმა, რაც ზოგიერთმა ჩვენგანმა წარსულში გამოიარა და რაც ჩვენზე ამჟამადაც ახდენს გავლენას.

ხშირად ჩვენ ძალიან მკაცრად განვიკითხავთ საკუთარ თავს, ვფიქრობთ რა, რომ სარბენ ბილიკზე საკმაოდ ჩამოვრჩით. მხოლოდ უფალმა იცის სრულად ჩვენი პირადი შეზღუდვები და შესაძლებლობები და ამის გამო, ის არის ერთადერთი, ვისაც აქვს სრული უფლება, განიკითხოს ჩვენი საქციელი.

დებო და ძმებო, მოდით დავემსგავსოთ მაყურებელს ჩემ მიერ ზემოხსენებულ ამბავში და გავამხნევოთ ერთმანეთი ჩვენი მოწაფეობის გზაზე, რა ვითარებაშიც არ უნდა ვიმყოფებოდეთ! ეს არ მოითხოვს ჩვენგან წესების დარღვევას ან სტანდარტების შეცვლას. და ეს ფაქტობრივად მეორე დიდი მცნებაა –გიყვარდეს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი. და როგორც ჩვენი მხსნელი იტყოდა: „რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, მე გამიკეთეთ“, ავი თუ კარგი. მან აგრეთვე გვითხრა: „თუ არ იქნებით ერთიანნი, მაშინ ჩემი არ ხართ.“

ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში დადგება დრო, როცა ჩვენ ვიქნებით ის, ვისაც დახმარება და გამხნევება სჭირდება. მოდით, ახლა ავიღოთ ვალდებულება, ყოველთვის გავაკეთოთ ეს ერთმანეთისთვის. და როცა ასე მოვიქცევით, ჩვენ განვავითარებთ ერთობას და შევუქმნით მხსნელს სივრცეს, რათა მან ყოველი ჩვენგანის განკურნებისა და გარდაქმინის წმინდა საქმე შეასრულოს.

ყოველ თქვენგანს, რომლებიც ფიქრობთ, რომ ცხოვრების რბოლის ბილიკზე, მიწიერების ამ მოგზაურობაში, ძალიან ჩამორჩით, გთხოვთ, არ გაჩერდეთ. მხოლოდ მხსნელს შეუძლია სრულად განსაჯოს, სად უნდა იმყოფებოდეთ ამ მომენტში და ის სავსეა თანაგრძნობით და სამართლიანობით. ის არის ცხოვრების რბოლის დიდი მსაჯული და სრულად მხოლოდ მას ესმის თქვენი სირბილის, სიარულის ან ღოღვის სირთულის დონე. ის გაითვალისწინებს თქვენს შეზღუდვებს, შესაძლებლობას, ცხოვრების გამოცდილებას და ფარულ ტვირთს, რომელსაც ატარებთ, აგრეთვე თქვენი გულის წადილს. თქვენ ფაქტობრივად შეგიძლიათ მსოფლიოს სიმბოლური რეკორდების დამყარებაც კი. გთხოვთ, არ დაკარგოთ იმედი. არ გაჩერდეთ!. გთხოვთ, დარჩით სარბენ ბილიკზე! თქვენ ნამდვილად ეკუთვნით ამ სივრცეს! უფალს სჭირდებით და ჩვენც გვჭირდებით!

სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ ამ სამყაროში, რაოდენ მოშორებულიც არ უნდა იყოს ეს ადგილი, გთხოვთ, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენი მამაზეციერი და მხსნელი სრულად გიცნობენ და მათ სრულყოფილად უყვარხართ. ისინი არასოდეს გივიწყებენ. მათ სურთ თქვენი შინ მოყვანა.

მიაპყარით მზერა უფალს. ის თქვენი რკინის მოაჯირია. არ გაუშვათ მას ხელი. მე ვმოწმობ, რომ იგი ცოცხალია და რომ თქვენ შეგიძლიათ ენდოთ მას. მე აგრეთვე ვმოწმობ, რომ ის გამხნევებთ..

მე ვლოცულობ, რომ ყოველი ჩვენგანი ბაძავდეს მხსნელის მაგალითს და ამხნევებდეს ერთმანეთს. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. ჯეფრი ც. სტრონგი, პირადი მიმოწერიდან.

  2. ჩვენი პრეზიდენტობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ ჩვენმა დებმა ეკლესიაში, განსაკუთრებით კი მოწყალების საზოგადოებაში, იგრძნონ, რომ ისინი ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან. იყო შემთხვევები, ისეთი წერილები წამიკითხავს და ისეთი ამბები მომისმენია, რომლებმაც გული დამწყვიტეს.

  3. იხილეთ 1 კორინთელთა 12:26.

  4. See Henry B. Eyring, “Our Hearts Knit as One,” Liahona, Nov. 2008, 68–71; see also Ulisses Soares, “One in Christ,” Liahona, Nov. 2018, 37–39; “One in Christ” (video), Gospel Library.

  5. იხილეთ 3 ნეფი 11:29.

  6. რასელ მ. ნელსონი, “Peacemakers Needed,” Liahona, May 2023, 100. იმავე გამოსვლაში მან თქვა, რომ „კამათი განდევნის სულიწმინდას –ყოველ ჯერზე“(გვ. 100). მე დავამატებდი, რომ სხვების განკითხვის შემცველი აზრები აგრეთვე განდევნიან სულიწმინდას. როცა სხვებს კრიტიკული აზრებით ვუყურებთ, ეს ამპარტავნობის ნიშანია და პრეზიდენტმა ჰენრი ბ. აირინგმა თქვა, რომ „ამპარტავნობა ერთიანობის დიდი მტერია“ (“Our Hearts Knit as One,” 70).

  7. See J. Anette Dennis, in “Come and Take Your Place as Covenant Women” (address given by the Relief Society General Presidency at Brigham Young University Women’s Conference, May 1, 2024), Gospel Library; see also Mosiah 18:8–10.

  8. იხ. 1 კორინთელთა 12:14-26.

  9. იხ. მორონი 7:47.

  10. რასელ მ. ნელსონი, „გვესაჭიროება მშვიდობისმყოფელნი“.

  11. იოანე 13:35;

  12. იხ. რასელ მ. ნელსონი, „გვესაჭიროება მშვიდობისმყოფელნი“.

  13. იხ. მათე 7:12.

  14. როცა უფლის კვალზე დავდივართ და გვაქვს სურვილი, დავემსგავსოთ მას, ჩვენ ვეცდებით, ყოველ ადამიანს მისი თვალებით შევხედოთ და თუ გავაგრძელებთ გულმოწყალების ძღვენისთვის ლოცვას, სიყვარულისა და ზრუნვის გულწრფელი გრძნობა საბოლოო ჯამში გაიდგამს ფესვებს ჩვენს გულში. ჩვენ განვავითარებთ სურვილს „გავაძლიეროთ, გავამხნევოთ, დავარწმუნოთ და შთავაგონოთ“ სხვები, არა მოვალეობის გამო, არამედ იმიტომ, რომ თანდათანობით ვემსგავსებით ჩვენს მხსნელს. (რასელ მ. ნელსონი,“გვესაჭიროება მშვიდობოსმყოფელები“,100). ქრისტეს მსგავსი მზრუნველობა გახდება ჩვენი ბუნებადა არა ჩვენი საქმე.

  15. იხ. მოსია 23:15.

  16. იხ. მაგ., მათე 9:10–13; მარკოზი 1:40–42; ლუკა 8:43–48; 14:13–14; იოანე 4:7–26; 5:2–9; 8:3–11.

  17. იხ. 3 ნეფი 27:27; იხ. აგრეთვე რობერტ ს. გაი „საკუთარ თავზე იესო ქრისტეს სახელის აღება“, გენერალური კონფერენცია, ოქტ. 2018, 97–100.

  18. „ჩვენი გამყოფი განსხვავებებისთვის სამუდამოდ ბოლოს მიღებაა მხსნელის სწავლებით ცხოვრება და თანდათანობით მისი მსგავსება (Dallin H. Oaks, in Joel Randall, “Following Christ Is ‘a Continuous Commitment and Way of Life,’ President Oaks Teaches European Saints from Belgium,” Church News, July 14, 2025 thechurchnews.com).

  19. See Dallin H. Oaks, “The Challenge to Become,” Liahona, Jan. 2001, 40–43.

  20. იხ. იოანე 13:34.

  21. „უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრებისთვის ნათელი მოწოდებაა, სურვილი გახდნენ სიონის ხალხი, რომელსაც ერთი გული და ერთი გონება აქვს და სიმართლეში ცხოვრობს“ (Quentin L. Cook, “Hearts Knit Together in Righteousness and Unity,” Liahona, Nov. 2020, 21).

  22. See J. Anette Dennis, “Why I Choose to Stay” (address given at Brigham Young University Women’s Conference, May 2, 2024), Gospel Library.

  23. See Joseph Smith Translation, Matthew 7:1–2 (in Matthew 7:1, footnote a); ალმა 41:14.

  24. იხ. ჯ. ანეტ დენისი „მისი უღელი ადვილია და მისი ტვირთი – მსუბუქი“, გენერალური კონფერენცია, ოქტ, 2022.

  25. იხ. ალმა 7:11–12.

  26. იხ. მათე 22:36-40.

  27. მათე 25:40.

  28. მოძღვრება და აღთქმები 38:27.

  29. იხ. ფსალმუნი 145:8; ეფესელთა 2:4-5.

  30. იხ. თამარა რუნია „თქვენი მონანიება არ ამძიმებს იესო ქრისტეს; ის მას სიხარულს მატებს“, გენერალური კონფერენცია, აპრილი, 2025.

  31. იხ. მოძღვრება და აღთქმები 137:9.

  32. იხ. რომაელთა 8:38–39.

  33. იხ. პატრიკ კირონი, „ღმერთის განზრახვა არის თქვენი შინ მოყვანა“, გენერალური კონფერენცია, მაისი, 2024, 87–89.

  34. იხ. იოანე 1:1, თავის სათაური და მუხლი 1; 1 ნეფი 11:24–25.

  35. See Jeffrey R. Holland,Tomorrow the Lord Will Do Wonders Among You,” Liahona, May 2016, 127.