გენერალური კონფერენცია
შესავალი
2025 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


3:34

შესავალი

ახლა ჩვენ ვაგრძელებთ ამ ყოველწლიურ გენერალურ კონფერენციას, იმ გეგმის მიხედვით, მომხსენებლებისა და მუსიკით, რომლებიც პრეზიდენტმა ნელსონმა რამდენიმეთვიანი მომზადების შემდეგ განსაზღვრა.

ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ შევიკრიბეთ პერიოდში, როცა ერთად ვგლოვობთ ჩვენი საყვარელი პრეზიდენტის, რასელ მ. ნელსონის, გარდაცვალებას. მე მოგმართავთ, როგორც თორმეტ მოციქულთა ქვორუმის პრეზიდენტი და ამ პოზიციაზე მე ყოველ მეურვეობაში, პალოში და გენერალურ კონფერენციაზე უკვე ბოლო შვიდი წლისა და ექვსი თვის განმავლობაში მხარს მიჭერენ.

ჩვენ ვაგრძელებთ ამ ყოველწლიურ გენერალურ კონფერენციას, იმ გეგმის მიხედვით, მომხსენებლებისა და მუსიკით, რომლებიც პრეზიდენტმა ნელსონმა რამდენიმეთვიანი მომზადების შემდეგ განსაზღვრა. ერთადერთი დამატებაა ეს შესავალი და კვირის დასკვნით სესიაზე ჩემი გამოსვლა პრეზიდენტ ნელსონის ნაცვლად.

ეს დაახლოებით 75 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ეკლესიის პრეზიდენტი გენერალურ კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა. ამის გამო ჩვენ მოგვიწია გენერალურ კონფერენციასთან დაკავშირებით ხელმძღვანელობის აუცილებელი შეხვედრების, უშუალოდ გენერალური კონფერენციის სესიების და რაც შეიძლება მალე დაკრძალვის დაგეგმვა. პრეზიდენტ ნელსონს კარგად ესმოდა გენერალური კონფერენციის ღირებულება, რაც მომდევნო თვეებში წმინდანებს მიმართულებას აძლევს. ჩვენ პატივს მივაგებთ მას, მის მიერ დაგეგმილი კონფერენციის გრაფიკის დაცვით.

ამ მწუხარების ჟამს, ჩვენ უკვე გავმართეთ შეხვედრა, რათა პატივი მიგვეგო პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის ხსოვნისთვის გენერალური კონფერენციამდე, ხოლო მისი დაკრძალვა დაგეგმილია კონფერენციის შემდეგ, რაც შეიძლება მალე. ეს ყველაფერი პრეზიდენტ ნელსონის ოჯახისა და თორმეტ მოციქულთა ქვორუმის თანხმობით გაკეთდა.

ყოველ ჩვენგანს, ვისაც გენერალურ კონფერენციაზე გამოსვლა დაგვევალა გვსურდა, ჩვენთვის გამოყოფილი დრო პრეზიდენტ ნელსონისადმი პირადი პატივისცემის გამოხატვისთვის დაგვეთმო და ამიტომაც კონფერენციის ყველა მომხსენებელს ვთხოვეთ, მინიმუმამდე დაეყვანათ ასეთი პატივისცემის გამოხატვა. ხოლო უფრო ვრცლად პატივი მიაგონ დაკრძალვის ცერემონიაზე, რომლის დაგეგმვაც უკვე დავიწყეთ.

მეც მოკლედ მივაგებ პატივს, როგორც შეეფერება ამ კონფერენციას და უკვე გაჟღერებულ განცხადებებს: მე მიყვარდა რასელ მ. ნელსონი და მასთან ხანგრძლივი მეგობრობისა და ურთიერთობის წყალობით სახარებისა და სახარებისეული ხელმძღვანელობის შესახებ უფრო მეტი ვისწავლე, ვიდრე ნებისმიერი სხვა ხელმძღვანელისგან, რომელსაც პირადად ვიცნობდი. ის ჩვენი მაგალითია, როგორც უფალი იესო ქრისტეს მსახურისა და მიმდევრის. ყოველივე ამის შესახებ მე ვმოწმობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.