გენერალური კონფერენცია
გული იესო ქრისტესკენ მიმართეთ: დაწყებითი მუსიკის წმინდა ნიჭი
2025 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


10:36

გული იესო ქრისტესკენ მიმართეთ: დაწყებითი მუსიკის წმინდა ნიჭი

დაწყებითი საზოგადოების სიმღერები არის იესო ქრისტეს მოწაფეების ქადაგებანი, აღდგენილი სახარების ჭეშმარიტების მოწმობები და მუსიკაზე დადებული ლოცვები.

დაწყებით საზოგადოებაში ჩემი მსახურების ერთ-ერთი დალოცვაა ის, რომ ჩემმა გულმა ისწავლა სიყვარული ისეთ ენებზე, რომლებზეც ვერ ვმეტყველებ. წმინდა მუსიკის საერთო ენის მეშვეობით მე სიხარული ვიპოვე სხვა წმინდანებთან ურთიერთობაში. განსაკუთრებით, დაწყებითი საზოგადოების უბრალო სიმღერების მეშვეობით, სულიწმინდამ ენობრივი ბარიერები გადალახა და გული უფლის ჩურჩულით ამივსო. ბავშვების ხმებში ღვთისა და მისი ძის, იესო ქრისტეს სიყვარული მკაფიო, გამჭოლი ჭეშმარიტებით არის გაცხადებული.

მიუხედავად იმისა, რომ მე არ გავიზარდე დაწყებით საზოგადოებაში, სულიწმინდამ მალე გამანდო თავისი სიმღერების სიწმინდე და ისინი ჩემი პირადი ღვთის თაყვანისცემის ნაწილი გახდა. დაწყებითი საზოგადოების სიმღერებმა წმინდა გავლენა მოახდინეს ჩემს ცხოვრებაზე და სული ამიმაღლეს, მასწავლეს მარადიული ჭეშმარიტება და უფრო დამაახლოვეს მხსნელთან და მის სახარებასთან.

პრეზიდენტმა დალინ ჰ. ოუქსმა თქვა: „აღდგენილი სახარების შესწავლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება საგალობლების შესრულებაა“. ეს სიტყვები ყველას გვეხება, თუმცა განსაკუთრებით ბავშვებს. დაწყებითი საზოგადოების მუსიკა ღმერთის ერთ-ერთი ყველაზე ნაზი იარაღია, მხსნელის ყველაზე ახალგაზრდა მოწაფეების გულებში მოწმობის თესლის დათესვისთვის. მშობლები, ხელმძღვანელები და მასწავლებლები კვებავენ ამ თესლს, როდესაც ისინი მოწმობენდა შვილებს იწვევენ, დაამოწმონ ყველაფრის შესახებ, რასაც ისინი სწავლობენ ზეციერი მამის, მისი ძის, იესო ქრისტეს და სულიწმინდის შესახებ.

ჩემი მსახურების ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, დროს ვუთმობდი სიმღერას და დაწყებითი საზოგადოების მუსიკის შესწავლას, პარალელურად ვფიქრობდი რამდენიმე კითხვაზე:

  • როგორ შეიძლება, ბავშვობაში შესწავლილი დაწყებითი საზოგადოების სიმღერები იქცეს სულიერ ენად, რომელზეც ბავშვები მთელი ცხოვრების განმავლობაში მოწმობენ?

  • როგორ ეხმარება ბავშვებს სახარების ჭეშმარიტების შესახებ სიმღერა,ახსოვდეთ უფალი როგორც მათი აღთქმის ნაწილი და ამზადებს მათ წეს-ჩვეულებებისთვის?

  • როგორ ეხმარება დაწყებითი საზოგადოების სიმღერები, ყველაზე ახალგაზრდა მოწაფეების გულებში ღმერთის კანონის დაწერაში?

1878 წელს, დაწყებითი საზოგადოება რომ ამოქმედდა, მისმა პირველმა პრეზიდენტმა, აურელია სპენსერ როჯერსმა აღნიშნა, რომ „სიმღერა აუცილებელი იყო“. მუსიკა ყოველთვის იყო ბავშვებისთვის სახარების სწავლების შუაგული. დაწყებითი საზოგადოების სიმღერები, უბრალოებისა და ადვილად დასამახსოვრებელი მელოდიების გამო, შეიძლება ბავშვის სულიერების პირველი ენა გახდეს რომელიც სახარების ჭეშმარიტებას აჟღერებს. ამ სიმღერებს აქვს ძალა, მთელი ცხოვრების მანძილზე ბავშვებთან დარჩნენ, გახდებიან რა მათი მოწაფეობის ნაწილი და მხსნელის შესახებ მოწმობის ბუნებრივად გაზიარების გზა.

იესო ქრისტეს დოქტრინის სწავლება სიმღერების მეშვეობოთ

დაწყებითი საზოგადოების სიმღერები შეიძლება ასევე დოქტრინის სწავლების ძლიერი იარაღი გახდეს. ზოგიერთი სიმღერა გვიყვება ამბებს მხსნელის ცხოვრებისა და მსახურების შესახებ. სხვა სიმღერები გვასწავლის მისი თვისებების შესახებ, როგორიცაა რწმენა, იმედი და გულმოწყალება. და ყველაზე წმინდა სიმღერები მოწმობს უფლის უსასრულო გამოსყიდვისა და სიყვარულის შესახებ, რომელიც ხსნიდან გამომდინარეობს.

უფლის წინასწარმეტყველი, პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი, ასწავლიდა: „[მუსიკა] სიკეთისთვის უწყვეტ გავლენას ახდენს მაშინაც კი, როცა ბავშვები უკვე პატარები არ არიან. … [მას] აქვს სულიერი საკვების უზრუნველყოფის ძალა. მას აქვს განკურნების ძალა. მას აქვს ძალა, ხელი შეუწყოს თაყვანისცემას; ის საშუალებას გვაძლევს, ვიფიქროთ [მხსნელის] გამოსყიდვასა და სახარების აღდგენაზე, მისი ხსნის პრინციპებითა და ამაღლების წეს-ჩვეულებებით. მუსიკა გვაძლევს ძალას, გამოვხატოთ ლოცვით აღვსილი აზრები და დავამოწმოთ წმინდა ჭეშმარიტებანი.

ჩვენი, როგორც მშობლების, ხელმძღვანელებისა და მასწავლებლების ძალისხმევა ეხმარება ბავშვებს დაპირებული კურთხევების მიღწევაში, ვასწავლით რა მათ მუსიკაში ჩადებულ სახარების ჭეშმარიტებებს. პრეზიდენტი ნელსონი ასევე გვასწავლიდა, რომ „ბავშვებს შეუძლიათ ისწავლონ დოქტრინა სიმღერის პროცესში ისევე, როგორც ისინი მას კლასში სწავლობენ“. ამ სიმღერებს შეუძლია უზრუნველყონ რწმენით სავსე ქადაგებების რეზერვუარი, რომელიც ბავშვებს მხსნელისკენ მიმართავს და დაეხმარება მათ, უფლის სახარებისადმი ერთგულების განვითარებაში.

წმინდა წერილი გვასწავლის, რომ გულიდან ამომავალი მართალთა სიმღერა ახარებს მხსნელს. უბრალოდ გაოცებული ვარ იმ სიხარულით, რასაც მხსნელის ყველაზე ახალგაზრდა მოწაფეების ხმებს მოაქვს. მე ვიცი, რომ მათი ლოცვით აღსავსე სიმღერები აღწევს ზეცას, როგორც გამოსახულება რწმენისა, რომელიც იწვევს სულიწმინდას, დაამოწმოს მარადიული ჭეშმარიტება და ფაქიზად იწვევს სხვებს, მიიღონ მხსნელის მოწვევა – გამოჰყვნენ მას და შინ დაბრუნდნენ. როგორც უხუცესმა ჰენრი ბ. აირინგმა შეგვახსენა, სწორედ სულიწმინდის შეგრძნების ამ მომენტებში გვაქვს ცხოვრებაში მხსნელის გამოსყიდვის მოქმედების დასტური.

გულში ჩაბეჭდილი გაკვეთილები

დაწყებითი საზოგადოების მუსიკა შეიძლება იყოს სასწაული, რომელიც ჩვენი შვილების მოწაფეობის გზაზე მთელი ცხოვრების მანძილზე გაგრძელდება. ექვსი წლის ასაკში ნასწავლ სიმღერას აქვს ძალა, ჩვენთან დარჩეს და შეიძლება ათწლეულების შემდეგაც დაგვიბრუნდეს გადაწყვეტილების, ცდუნების, მწუხარების ან სიხარულის მომენტებში. შესაძლოა, რომ წამოვიზრდებით, სიმღერის „მე მივყვები ღვთის გეგმა“ -ს ტექსტი იმ სულიერ საყრდენად გამოდგეს, რომელიც პავლე მოციქულის მოწმობას იმეორებს, ღვთის მიერ ჩვენთვის მოცემული აღთქმების უტყუარობის შესახებ. ან შეიძლება შეგვახსენონ, რომ რადგან ღმერთი თავის დაპირებებს ასრულებს, მისი აღთქმები გვთავაზობს ძლიერ ნუგეშსა და თავშესაფარს და მოგვიწოდებს, ჩვენი იმედი და ნდობა იესო ქრისტესა და მის გამომსყიდველ ძალაზე მტკიცედ დავამყაროთ.

ზრდასრული წევრები მთელ მსოფლიოში, სირთულეების ჟამს ხშირად იხსენებენ და გულს მიმართავენ დაწყებითი საზოგადოების სიმღერებისკენ, რომლებიც ბავშვობაში ისწავლეს. ეს სიმღერები მრავალ ადამიანს იესო ქრისტესადმი რწმენის საძირკველს უმაგრებდა და ხშირად ხდებოდა მათი სახარებისადმი მოქცევის პირველი ადგილი. მშობლები, ხელმძღვანელები და მასწავლებლები წლების განმავლობაში სწავლებით, სიმღერითა და დამოწმებით კვებავდნენ ამ რწმენას.

ერთ-ერთმა დამ გამიზიარა, რომ ძალიან უყვარდა დაწყებითი საზოგადოების მუსიკა და ახლა, 20 წლის შემდეგ, ის თვლის, რომ ზუსტად იმ სიმღერებმა დააჩქარა მისი იესო ქრისტეს სახარებაზე მოქცევა. კიდევ ერთმა წევრმა დაამოწმა, რომ დაწყებითმა საზოგადოებამ მასში ბავშობაშივე რწმენის მდოგვის მარცვალი ჩათესა და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომლის გამოც ის 30 წლის ასაკში უფლის ეკლესიაში დაბრუნება შეძლო. მხსნელი დაგვპირდა: „სულიწმინდ[ა] … ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს“. დაწყებითი საზოგადოების მუსიკა შეიძლება იყოს ამ დაპირების ასრულების ერთ-ერთი გზა.

დაწყებითი საზოგადოების კიდევ ერთი საყვარელი სიმღერა ასახავს უბრალო რწმენისა და მტკიცე მოწმობის ძალას:

როცა იესოსთან ერთად ჩემს ზეციურ სახლში მივდივარ,

ის სულიწმინდით მაკურთხებს და თავისი სიყვარულით მავსებს,

ჩემს გულს სამუდამოდ ცვლის და თვალს მიხელს.

მე იესოსთან ერთად ვივლი, ის კი ჩემთან ერთად ივლის.

როცა ბავშვები მღერიან, ისინი მოწაფეობის სურვილს გამოხატავენ და აღთქმის გზით ცხოვრების მაგალითს იღებენ. სულიწმინდას შეუძლია გამოიყენოს მუსიკა იმისთვის, რომ ბავშვების ნაზ გულებზე მარადიული ჭეშმარიტება ამოტვიფროს. და დროთა განმავლობაში ბავშვები შეძლებენ აირჩიონ, რომ უფალთან წმინდა აღთქმების დადებითა და დაცვით გული და ცხოვრება იესო ქრისტესკენ მიმართონ.

ჩვენი აღთქმების არდავიწყება და წეს-ჩვეულებებისთვის მზადება

სულიერ მუსიკას შეუძლია დაგვეხმაროს ქრისტეს მოძღვრების სულში ჩაბეჭდვაში და უფლის წეს-ჩვეულებების მიღების მომზადებაში. ის აკავშირებს მხსნელის დოქტრინას ჩვენს მეხსიერებასთან და ამ მეხსიერებას ჩვენს მოწაფეობასთან მასში.

ჩვენ, როგორც დაწყებითი საზოგადოების ხელმძღვანელებს, გვაქვს შესაძლებლობა და წმინდა პასუხისმგებლობა უზრუნველვყოთ, რომ დაწყებითი საზოგადოების მუსიკა ისწავლებოდეს სიხარულით, დოქტრინალური გაგებით და სულიწმინდით. ეს მოიცავს ბავშვების მოწვევას შეამჩნიონ, რას გრძნობენ სიმღერის დროს და ეხმარება მათ იმის გაცნობიერებაში, რომ ეს გრძნობები სულიწმინდისგან მოდის. ეს ძალისხმევა გვეხმარება მოვამზადოთ ბავშვები ისეთი წმინდა წეს-ჩვეულებებისთვის, როგორიცაა ნათლობა და წევრად დამტკიცება, აგრეთვე შთააგონებს მათ, ახსოვდეთ მათმიერ დადებული აღთქმები, როცა ისინი რეგულარულად ანახლებენ ღმერთთან დადებულ პირობებს.

ბოლო სერობაზე, მას შემდეგ, რაც მხსნელმა ზიარება წარადგინა, მათეს ჩანაწერების მიხედვით, მათ „იგალობეს და გასწიეს ზეთისხილის მთისაკენ“. ყოველ კვირას უფლის აღდგენილი ეკლესიის დამტკიცებული წევრები, მათ შორის, სულ მცირე 8 წლის ასაკის მონათლული ბავშვები, უფლის ზიარების მიღებისთვის ემზადებიან. წმინდა მუსიკის შესრულებით, ღვთის შვილთა მრევლს ეძლევა შესაძლებლობა, მოამზადონ გულები ამ წმინდა წეს-ჩვეულებისთვის, რათა აიღონ საკუთარ თავზე მისი სახელი, ყოველთვის ახსოვდეთ იგი და დაიცვან მისი მცნებები.

დასკვნითი მოწმობა

ძვირფასო მეგობრებო, მე ვმოწმობ, რომ დაწყებითი საზოგადოების სიმღერები გვასწავლის მარადიულ ჭეშმარიტებას და მოძღვრებას, რომელსაც იესო ქრისტესკენ და მის სახარებისკენ მივყავართ. გიწვევთ დაფიქრდეთ, რა ფუნდამენტური ჭეშმარიტებები ჩაიწერა თქვენს გულებში ამ სიმღერების მარტივი სწავლებების მეშვეობით და დაუმოწმოთ ამ ჭეშმარიტებების შესახებ მხსნელის ყველაზე ახალგაზრდა მოწაფეებს, როდესაც მათ სახარების სასიხარულო ამბავს სიმღერის საშუალებით ასწავლით.

მე ვიცი, რომ ღმერთმა, ჩვენმა მამამ, უსაზღვრო სიყვარულით გამოგზავნა თავისი საყვარელი ძე დედამიწაზე, რათა ესწავლებინა ჩვენთვის, ეჩვენებინა გზა და გამოვესყიდეთ თავისი გამოსყიდვის მეშვეობით.

მე ვიცი, რომ მხსნელის ცხოვრება და მზრუნველობა რეალური და პირადია. წმინდა წერილში უამრავი ამბავია ჩაწერილი უფლის მიერ განკურნების, მისი სიკეთისა და სასწაულების შესახებ.

მე ვიცი, რომ მამაზეციერს ესმის თავისი შვილების გულწრფელი ლოცვები, მათი ასაკის, ვითარებისა და ენის განურჩევლად. მას ესმის ჩვენი გულის ჩუმი ვედრება.

მე ვმოწმობ, რომ გეთსიმანიაში იესო ქრისტემ იზიდა ჩვენი ცოდვების, მწუხარებისა და ტკივილის ტვირთი. ის ნებაყოფლობით, ჩვენ მიმართ თავისი სიყვარულის გამო, ეწამა და შესაძლებელი გახადა ჩვენთვის მიტევება და შინ დაბრუნება.

მე ვიცი, რომ ჩვენ, პირდაპირი გაგებით, ღვთის შვილები ვართ, მისი ხატითა და მსგავსით შექმნილნი, ღვთიური პოტენციალით შემოსილნი და ჩვენ გვიწვევენ, დავბუნდეთ მასთან საცხოვრებლად, თუკი იესო ქრისტეს მიმდევრობას ავირჩევთ.

მე ვიცი, რომ იესო ქრისტე არის ჩვენი სრულყოფილი მაგალითი და როცა მსახურებით, მიტევებითა და სხვების მიმართ სიყვარულით მას მივდევთ, ჩვენ ყოველ დღე უფრო და უფრო მეტად ვემსგავსებით მას.

მე ვიცი, რომ უფლის წმინდა ტაძრები მის სახლს წარმოადგენენ დედამიწაზე. იქ ჩვენ ვდებთ წმინდა აღთქმებს, ვიღებთ მარადიულ კურთხევებს, მეტს ვიგებთ უფლის შესახებ და უფრო კარგად ვგრძნობთ მის სუფევას. ტაძარი არის ჩვენი ცხოვრების სწავლის, სიმშვიდისა და მომზადების ადგილი.

მე ვმოწმობ, რომ დაწყებითი საზოგადოების ბავშვებისთვის სიმღერების შესწავლაზე და შესრულებაზე გაწეული ძალისხმევა არ არის უბრალოდ ჩვენი რელიგიური ტრადიციის ნაწილი. ეს სიმღერები არის იესო ქრისტეს მოწაფეების ქადაგებანი, აღდგენილი სახარების ჭეშმარიტების მოწმობები და მუსიკაზე დადებული ლოცვები. სულიერ მუსიკას შეუძლია, მსმენელს ქრისტეს ნათელი მოჰფინოს, შემსრულებელს კი იგი გულში ჩაუღვაროს. ძვირფასო მეგობრებო, იესოს სურს, მისთვის მზის სხივები ვიყოთ. მე ამას ვმოწმობ იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. Dallin H. Oaks, “Worship through Music,” Ensign, Nov. 1994, 10.

  2. „მართალთა სიმღერა არის ჩემს მიმართ ლოცვა‟ (მოძღვრება და აღთქმები 25:12).

  3. „სულიერ მუსიკა ზიარების შეკრების და ეკლესიის სხვა შეკრებების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილია. … წევრები იკრიბებიან ზიარების შეკრებაზე, რათა ზიარების მიღებით გაიხსენონ იესო ქრისტე. ისინი იკრიბებიან, რათა გააძლიერონ რწმენა და მოწმობა და თაყვანი სცენ მამაზეციერსა და იესო ქრისტეს. ამ მიზნების მიღწევისთვის უნდა შეირჩეს მუსიკა. … ზიარების საგალობლებს უნდა ჰქონდეს კავშირი უშუალოდ მხსნელის მსხვერპლთან“ (ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო: მსახურება უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში, 19.3, 19.3.2, Gospel Library).

  4. „მივცემ მათ ჩემს რჯულს და მათ გულებზე დავწერ ამას“ (იერემია 31:33).

  5. Aurelia Spencer Rogers, in “A History of the Primary Organization,” history.ChurchofJesusChrist.org.

  6. Russell M. Nelson, “Power and Protection Provided by Worthy Music” (Brigham Young University devotional, May 4, 2008), 4, 5, speeches.byu.edu.

  7. Russell M. Nelson, in “Keep Singing Songs That Teach Doctrine, Says President Nelson” (video), ChurchofJesusChrist.org.

  8. „იმედი გვაქვს, რომ ხელმძღვანელები, მასწავლებლები და წევრები,რომლებსაც სთხოვეს სიტყვით გამოსვლა, ხშირად მიმართავენ საგალობლების კრებულს, რათა იპოვონ ძლიერად და ლამაზად გადმოცემული ქადაგებები გარკვეულ მუხლში. …

    „მუსიკას აქვს უსაზღვრო ძალა ოჯახების სულიერებისა და სახარებისადმი ერთგულებისკენ წასაყვანად. უკანასკნელ დღეთა წმინდანებმა უნდა აღავსონ სახლი ღირსეული მუსიკის ჰანგებით. …

    ასწავლეთ შვილებს მუსიკის სიყვარული. იმღერეთ ისინი კვირაობით, საშინაო საღამოებზე, წმინდა წერილის შესწავლისას, ლოცვის დროს. იმღერეთ მუშაობის, თამაშისა და ერთად მოგზაურობის დროს. იმღერეთ საგალობლები როგორც იავნანა, რათა განამტკიცოთ რწმენა და დამოწმება თქვენს ახალგაზრდებში“, (“First Presidency Preface”, Hymns, ix, x).

  9. იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 25:12.

  10. „თუ … იგრძენით სულიწმინდის გავლენა, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენს ცხოვრებაში გამოსყიდვის ძალა ამუშავდა“ (Henry B. Eyring, Gifts of the Spirit for Hard Times” [Brigham Young University devotional, Sept. 10, 2006], 5, speeches.byu.edu).

  11. იხ. ებრაელთა 6:17-19.

  12. იხილეთ მორონი 7:41.

  13. იოანე 14:26.

  14. “I Will Walk with Jesus,” Hymns—For Home and Church, Gospel Library.

  15. მათე 26:30.

  16. მიუხედავად იმისა, რომ ზიარების წეს-ჩვეულება ეკლესიის წევრებისთვის არის, სხვა მსურველებსაც არ უნდა შეუშალონ ხელი მის მიღებაში“ (ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 18.9.3). კერძოდ, პატარა ბავშვებისთვის მიზანშეწონილია ზიარების მიღება პასუხისმგებლობის ასაკის მიღწევამდე, რათა მათ უფრო მეტად დააფასონ იესო ქრისტეს მსხვერპლი და მოემზადონ მომავალში ღმერთთან წმინდა აღთქმების დასადებად.

  17. See “He Sent His Son,” Children’s Songbook, 34–35.

  18. See “Tell Me the Stories of Jesus,” Children’s Songbook, 57.

  19. See “A Child’s Prayer,” Children’s Songbook, 12–13.

  20. See “Gethsemane,” Hymns—For Home and Church.

  21. იხ. „მე შვილი ვარ ღვთისა“, საბავშვო საგალობლები, 2–3.

  22. See “I’m Trying to Be Like Jesus,” Children’s Songbook, 78–79.

  23. “I Love to See the Temple,” Children’s Songbook, 95

  24. იხ. აგრეთვე “Jesus Wants Me for a Sunbeam” (Children’s Songbook, 60.