სხვაზე მზრუნველობის ძალა
როდესაც სხვაზე ვზრუნავთ, ჩვენ მას ვიწვევთ, მოვიდეს იესო ქრისტესთან და თაყვანი სცეს ღმერთს უფლის სახლში.
დებო და ძმებო, მადლობას გიხდით ამ რთულ დროს იესო ქრისტესადმი თქვენი რწმენით აღსავსე ერთგულებისთვის. თქვენ საოცრები ხართ; თქვენ მშვენიერები ხართ; თითოეული თქვენგანი ღვთის შვილები ხართ. ვლოცულობ, რომ შევიცნოთ სულიწმინდის გავლენა, როდესაც ვხდებით და ვეხმარებით ერთმანეთს გავხდეთ იესო ქრისტეს ერთგული მოწაფეები და რომ ვიგრძნოთ მისი სიხარული უფლის სახლში თაყვანისცემისას.
პრეზიდენტმა რასელ მ.ნელსონმა განაცხადა: „ახლა არის დრო თქვენთვის და ჩემთვის, მოვემზადოთ ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს, მეორე მოსვლისთვის. ახლა არის დრო, დავაყენოთ ჩვენი მოწაფეობა ყველაზე მაღალ პრიორიტეტად. თავბრუდამხვევი ყურადღების გამფანტველი ფაქტორებით სავსე სამყაროში როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?”
მან მოგვცა პასუხი: „ტაძარში რეგულარული მსახურება დაგვეხმარება.“ უფლის სახლში ჩვენ ფოკუსირებას ვახდენთ იესო ქრისტეზე. … ჩვენ მას შევიცნობთ. … იესო ქრისტეს ყველა გულწრფელი მაძიებელი მას ტაძარში იპოვის“.
მაშ, როგორ გავხდეთ ჩვენ და როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს, რომ იესო ქრისტეს ერთგული მოწაფეები გავხდეთ და მისი სიხარული ვიგრძნოთ, როცა უფლის სახლში თაყვანს ვცემთ მას? სხვებზე მზრუნველობით. მხსნელის გზით მსახურება გულისხმობს სიყვარულს განსჯის გარეშე, თანაგრძნობას, სიკეთესა და მოთმინებას. როდესაც სხვაზე ვზრუნავთ, ჩვენ მას ვიწვევთ მოვიდეს იესო ქრისტესთან და თაყვანი სცეს უფლის სახლში, რათა მიიღოს მისი გამომსყიდველი ძალა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით ერთგულ მოწაფეებად ჩამოყალიბებაში, როდესაც ვემსახურებით სხვას ისეთი გზებით, რომლებიც უფლის სახლისკენ მიგვიყვანს.
უფალ იესო ქრისტესგან ვსწავლობთ ძალას, ვემსახუროთ ადამიანს სიყვარულით და განსჯის გარეშე. თქვენ გახსოვთ ჭასთან მჯდომი სამარიელი ქალი. შესაძლოა, ეს ქალი თავს უმნიშვნელოდ, მარტოსულად, უიმედოდ და შეუმჩნევლად გრძნობდა. შესაძლოა, ის გრძნობდა, რომ არ ეკუთვნოდა იქაურობას. მთელი ცხოვრების განმავლობაში მას ხუთი ქმარი ჰყავდა და მამაკაცი, ვისთანაც ცხოვრობდა, მისი ქმარი არ იყო. სხვებმა შესაძლოა უსამართლო განაჩენი გამოუტანეს მისი ცხოვრებისეული გარემოებების ცოდნის გარეშე. შესაძლოა, ეს ერთ-ერთი მიზეზი იყოს, რის გამოც ის დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში მარტო მივიდა ჭასთან. და მაინც, ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვისაც იესო ქრისტემ გამოუცხადა, რომ ის მესია იყო. მისთვის ეს ქალი ღვთის ასული იყო.
იესო ქრისტემ ქალს ასწავლა, რომ მისი მეშვეობით ადამიანს შეუძლია მიიღოს მარადიული სიცოცხლე ცოცხალი წყლის მიღებით. მან თქვა, „ვინც შესვამს წყლიდან, რომელსაც მე მივცემ მას საუკუნოდ არ მოსწყურდება. რადგან წყალი, მე რომ მივცემ მასში გადაიქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს.”
სამარიელმა ქალმა იგრძნო მხსნელის სიყვარული და სულიწმინდისგან მიიღო მოწმობა, რომ ის არის მესია. ამ მოწმობის შემდეგ იგი დაბრუნდა ქალაქში, სხვებსაც მოუწოდა მოსულიყვნენ და ენახათ, და მრავალმა ირწმუნა, რომ იესო „ჭეშმარიტად არის ქრისტე, სამყაროს მხსნელი.“ ქრისტე სიყვარულით მზრუნველობდა მათზე; შედეგად, მრავალი ადამიანი მისი ერთგული მოწაფე გახდა.
ქრისტეს მოციქულების, პეტრესა და იოანეს, მაგალითებიდან ვიგებთ სხვებზე თანაგრძნობით მზრუნველობის ძალის შესახებ. თქვენ გახსოვთ, ერთი კაცი, დაბადებიდან კოჭლი, ყოველდღე ტაძრის კარიბჭესთან იწვა და ფულს ითხოვდა. შესაძლოა, ეს კაცი თავს უმნიშვნელოდ, მარტოსულად, უიმედოდ და შეუმჩნევლად გრძნობდა. შესაძლოა, ის გრძნობდა, რომ არ ეკუთვნოდა იქაურობას.
„უთხრა პეტრემ: ვერცხლი და ოქრო არა მაქვს, ხოლო რაც [მე] მაქვს, იმას გაძლევ: იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, გაიარე!“
პეტრემ მარჯვენა ხელი მოჰკიდა კაცს, ასწია და განიკურნა კაცი. სასწაულისთანავე კაცი პეტრესთან და იოანესთან ერთად ტაძარში შევიდა „დადიოდა, ხტოდა და აქებდა ღმერთს.“ პეტრე და იოანე ზრუნავდნენ მასზე ისეთი გზებით, რომლებიც უფლის სახლამდე მიდიოდა, და ის კაცი ქრისტეს ერთგული მოწაფე გახდა.
ჩემო მეგობრებო, ჩემს ცხოვრებაში ყოფილა მომენტები, როდესაც მეც ვგრძნობდი თავს უმნიშვნელოდ, მარტოსულად, უიმედოდ და შეუმჩნევლად. მე ვიგრძენი, თითქოს მე არ ვეკუთვნოდი იქაურობას. 19 წლის ასაკში მოვინათლე და დავმტკიცდი უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესის წევრად. ერთი წლის შემდეგ, მივიღე მისიონერად მსახურების მოწოდება, მაგრამ ეკლესიის ისტორიის შესახებ ბევრი რამ არ ვიცოდი.
ჩემი მისიონერული მსახურების დასაწყისში გავიგე, რომ იყო პერიოდი, როდესაც შავკანიან აფრიკელ წარმოშობის ადამიანებს არ ჰქონდათ უფლება ესარგებლათ უფლის სახლში თაყვანისცემის ყველა კურთხევით. ამის პირველად გაგებამ ბრაზის, დაბნეულობის, ეჭვისა და შიშის გრძნობები გამოიწვია. ეს გრძნობები იმდენად ძლიერი იყო, რომ სულიწმიდის ამოცნობის უნარი გარკვეული პერიოდით დავკარგე.
საბედნიეროდ, მყავდა შესანიშნავი მისიონერი კომპანიონი, კევინ ვიკი, რომელიც სიყვარულით, მოთმინებითა და სიკეთით ზრუნავდა ჩემზე. ყოველ ღამე, როდესაც ის ჩემს ეჭვისა და გაურკვევლობის გრძნობებს ხედავდა, უბრალოდ მეუბნებოდა: „უხუცესო ჯონსონ, მიყვარხარ“. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ მე საკუთარ თავს ნება დავრთე, კევინის სიყვარული მეგრძნო. გამბედაობა მოვიპოვე, რომ მამაზეციერისადმი იესო ქრისტეს სახელით მელოცა. ლოცვისას, ყურადღება მიიპყრო მოძღვრება და აღთქმების მე-6 ნაწილმა, 21-23 მუხლებმა, სადაც ნათქვამია:
„აჰა, მე ვარ იესო ქრისტე, ძე ღვთისა. ვარ სინათლე ბნელში მანათობელი. …
„ … გაიხსენე ღამე, როდესაც გულში შემომტიროდი, რათა გაგეგო ჭეშმარიტება ყოველივე ამის შესახებ.
„ნუთუ არ დაგიმშვიდე გონება ამ საკითხის შესახებ? ღმერთისგან მიღებულ დამოწმებაზე უფრო დიდი დამოწმება რა უნდა მიიღო?”
კითხვისას გამახსენდა ის დღე, როდესაც ვლოცულობდი და ვმარხულობდი, რათა მცოდნოდა, რომ მორმონის წიგნი ღვთის სიტყვაა და რომ ჯოზეფ სმითი აღდგენის წინასწარმეტყველია. გამახსენდა უფლის სახლში დადებული აღთქმები, რომლებიც იესო ქრისტესთან ასეთი პირადი და ახლო გზით მაკავშირებს. მე ვიგრძენი მხსნელის სიყვარული, მისი წყალობა და მისი დარწმუნება, რომ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია არის მისი სამეფო დედამიწაზე და აუცილებელია ჩვენს მოსამზადებლად მისი მეორედ მოსვლისთვის. რადგან მახსოვს, კვლავ შევძელი სულიწმინდის ამოცნობა და უფრო სრულად გაგება, რომ იესო არის ქრისტე და მე მისი მოწაფე ვარ.
ზოგჯერ გვექნება პასუხგაუცემელი კითხვები და განცდა იმისა, რომ უმნიშვნელონი, უიმედონი, მარტოსულები და შეუმჩნევლები ვართ. თუმცა, ჩემო მეგობრებო, წინ უნდა წავიწიოთ იესო ქრისტეს რწმენით და გვახსოვდეს მისი სიტყვები:
„სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე სოფელს.”
მე ვარ ამ რეალობის და მხსნელის მიერ აღთქმული კურთხევის მოწმე.
მაშ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი მზრუნველობა სხვებზე ყველაზე ეფექტური იყოს? ქრისტეს მოძღვრებით ცხოვრება დაგვეხმარება. ქრისტეს მოძღვრებით ცხოვრება, როგორც პრეზიდენტმა ნელსონა აღწერა, „შექმნის ყველაზე ძლიერ, სათნო ციკლს, რაც მოგვიტანს სულიერ იმპულსს ცხოვრებაში.“
როცა ვცდილობთ, ვიცხოვროთ იესო ქრისტეს უმაღლესი კანონების მიხედვით, … მხსნელი აგვამაღლებსამ დაცემულ სამყაროზე და გვაკურთხებს უფრო დიდი გულმოწყალებით, მორჩილებით, სულგრძელობით, სიკეთით, თვითდისციპლინით, სიმშვიდითა და დასვენებით.”
ქრისტეს მოძღვრებით ცხოვრებისშედეგად წარმოქმნილი სულიერი იმპულსი არა მხოლოდ აძლიერებს ჩვენი ღვთაებრივი ბუნების გარდაქმნას ჩვენს მარადიულ დანიშნულებად, არამედ გვაძლევს მოტივაციას, სხვებსაც [გავუწიოთ მზრუნველობა] სათანადო გზებით. უხუცესი რენლანდი ასევე გვახსენებს, რომ „ჩვენი განკურნება მხსნელის საქმეა. ჩვენი საქმე კი სიყვარულია — ისეთი სიყვარული და მზრუნველობა, რომელიც სხვებს იესო ქრისტესკენ მიიყვანს.“
ჩვენი უნარი ვიცხოვროთ ქრისტეს მოძღვრების მიხედვით, გაღრმავდება მორმონის წიგნის ყოველდღიური შესწავლით და ზიარების ყოველკვირეული მიღებით, პრეზიდენტმა ნელსონმა განაცხადა, რომ „მორმონის წიგნი ასწავლის ქრისტეს მოძღვრებას … უზრუნველყოფს იესო ქრისტეს გამოსყიდვის ყველაზე სრულ და სანდო გაგებას, რაც კი შეიძლება სადმე მოიძებნოს.” მე მიყვარს ეს ეკლესია. ყოველ კვირას ზიარების წეს-ჩვეულების ლოცვით მიღება გაზრდის ჩვენს გაგებას იესო ქრისტეს გამოსყიდვის შესახებ და უზრუნველყოფს სულიერ განახლებას, ნუგეშს და ღვთისმოსაობის ძალას ჩვენს ცხოვრებაში. დაიმახსოვრეთ, „სამღვდელოების წეს-ჩვეულებებში ვლინდება ღვთიური ძალა” და ეს ძალა, რომელიც იესო ქრისტესგან მოდის, აძლიერებს ჩვენს სურვილს და უნარს, რომ სხვებზე ვიზრუნოთ.
მორმონის წიგნის შესწავლა და ზიარების მიღება ამცირებს იმედგაცრუების გრძნობას, აძლიერებს ჩემს გადაწყვეტილებას, გავუწიო მზრუნველობა სხებს მხსნელის მსგავსად და მეხმარება, მოწაფეობა ჩემთვის უმთავრესი პრიორიტეტი გავხადო.
ჩემო მეგობრებო, გპირდებით, რომ როდესაც ქრისტეს მოძღვრების მიხედვით ვიცხოვრებთ და ვიზრუნებთ მასზე იმ გზებით, რომელსაც უფლის სახლისკენ მიყავს იგი, ჩვენ შევძლებთ იესო ქრისტეს რწმენით წინსვლას, მაშინაც კი, როცა პასუხგაუცემელი კითხვები და უმნიშვნელოობის, მარტოობის, უიმედობისა და შეუმჩნევლობის განცდა გვაქვს. ჩვენ მოვუწოდებთ სხვებს, მივიდნენ იესო ქრისტესთან და თაყვანი სცენ მას უფლის სახლში, რათა მიიღონ მისი გამომსყიდველი ძალა და სიყვარული. უფლის სახლში ჩვენ „ვიგრძნობთ [მხსნელის] წყალობას“. [ჩვენ] [ვ]იგრძნობთ პასუხებს თქვენს ყველაზე შემაშფოთებელ პრობლემებზე. [ჩვენ ]უკეთ გა[ვ]იაზრებთ მისი სახარების სიხარულს. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.