გენერალური კონფერენცია
ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი
2025 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


13:16

ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი

მშვიდობისმყოფლობა ჯერ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას – ჩვენს გულში იწყება. შემდეგ სახლებზე და ოჯახებზე ვავრცელებთ მას.

მოგესალმებით გენერალურ კონფერენციზე. რაოდენ მადლიერნი ვართ ამ შეკრებისათვის.

ამ კონფერენციის მოლოდინში კარგად ვაცნობიერებთ იმ კვირებს, რომლებიც მას წინ უძღოდა. გვესმის, რომ ჩვენი გულები გლოვობენ დანაკარგს, ზოგიერთი ადამიანი კი ძალადობის ან ტრაგედიის შედეგად გამოწვეულ გაურკვევლობას განიცდის მთელ მსოფლიოში. წმინდა ადგილებშიც კი შეკრებილი ღვთისმოსავი ადამიანები, მათ შორის მიჩიგანში მდებარე ჩვენს წმინდა სამლოცველოში, სიცოცხლეს გამოასალმეს ან საყვარელი ადამიანები დააკარგინეს. გულიდან ვლაპარაკობ და ვხვდები, რომ მრავალი თქვენგანის გული დამძიმებულია იმით, რაც თქვენ, თქვენმა ოჯახებმა და ჩვენმა სამყარომ გადაიტანეთ ბოლო გენერალური კონფერენციის შემდეგ.

კაპერნაუმი გალილეაში

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ მოზარდი კაპერნაუმში, გალილეის ზღვის მახლობლად, იესო ქრისტეს მსახურების დროს. ვრცელდება ხმა რაბის, მასწავლებლის შესახებ, რომლის გზავნილი უამრავ ადამიანს იზიდავს. ადამიანები სამეზობლოდან მის მოსასმენად მთისკენ წასვლას აპირებენ, რომელიც ზღვას გადაჰყურებს.

გალილეის მტვრიან გზებზე თქვენც შემოუერთდით მათ. იქ მისვლისას, თქვენ გაკვირვებთ ის დიდი ბრბო, რომელიც იესოს მოსასმენად შეიკრიბა. ზოგი ჩურჩულით ამბობს: „მესია“.

თქვენ უსმენთ. მისი სიტყვები გულზე გეხებათ. შინ მიმავალ გზაზე ირჩევთ სიჩუმეში ყოფნას და არა საუბარს.

თქვენ საოცარ საკითხებზე ფიქრობთ - ისეთებზე, რომლებიც მოსეს რჯულსაც კი აღემატება. მან ისაუბრა მეორე ლოყის მიშვერაზე და მტრის მიმართ სიყვარულზე. ის დაგპირდათ: „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ღვთის შვილებად იწოდებიან“.

თქვენს რეალობაში, როდესაც რთული დღეების სიმძიმეს გრძნობთ - გაურკვევლობასა და შიშს - სიმშვიდე შორეულად გეჩვენებათ.

თქვენ ტემპს უმატებთ; სუნთქვაშეკრული ბრუნდებით სახლში. თქვენი ოჯახი იკრიბება; მამა გეკითხებათ: „გვიამბე, რა გაიგონე და რა იგრძენი?“

თქვენ უყვებით, რომ მან მოგიწვიათ, გაუზიაროთ სხვებს თქვენი ნათელი, ეძიოთ სიმართლე, მაშინაც კი, როცა გდევნიან. ხმა გიკანკალებთ, როცა იმეორებთ: „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ღვთის შვილებად იწოდებიან“.

თქვენ კითხულობთ: „მართლა შემიძლია, ვიყო მშვიდობისმყოფელი, როცა სამყარო არეულობაშია, როდესაც ჩემი გული შიშით არის სავსე და როდესაც სიმშვიდე ასე შორს ჩანს?

მამა დედას გადახედავს და რბილად გიპასუხებთ: „კი“. ჩვენ ყველაზე მთავარით ვიწყებთ –გულით. შემდეგ სახლზე და ოჯახზე ვავრცელებთ ამას. იქ რომ ამას ვახერხებთ, შემდეგ ქუჩებზე და სოფლებზე გადავდივართ“.

ახლა სწრაფად გადავახვიოთ 2 000 წლით წინ.

გადავახვიოთ 2 000 წლით წინ. აქ ჩვენი რეალობაა. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი მოზარდი თაობა სულ სხვა ზეწოლას განიცდის, ვიდრე გალილეაში მცხოვრები ახალგაზრდები - პოლარიზაცია, სეკულარიზაცია, შურისძიება, გზებზე რისხვა, აღშფოთება და სოციალურ ქსელებში აგრესია - ორივე თაობა კონფლიქტისა და დაძაბულობის კულტურის წინაშე დგას.

თანდათან ჩვენს ახალგაზრდა მამაკაცებსა და ქალებს ამის მსგავსად მთაზე ქადაგების მომენტები იზიდავთ ანუ სემინარია, კონფერენციები ახალგაზრდების გასაძლიერებლად და მოდი და გამომყევი. იქ ისინი უფლისგან იმავე მუდმივ მოწვევებს იღებენ: დაე, ანათებდეს თქვენი ნათელი სხებისთვის, ეძიეთ სიმართლე დევნის დროსაც კი და გიყვარდეთ მტრები.

ისინი აგრეთვე იღებენ გამამხნევებელ სიტყვებს აღდგენის ცოცხალი წინასწარმეტყველებისგან: „გვესაჭიროება მშვიდობისმყოფელნი“. არ დაეთანხმო, მაგრამ ნუ იქნები არასასიამოვნო. კამათი და ამპარტავნობა მიტევებითა და სიყვარულით ჩაანაცვლე. ააშენე თანამშრონლობისა და გაგების ხიდები და არა წინასწარშეგონებისა და განცალკევების კედლები. და იგივე დაპირება: „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ღვთის შვილებად იწოდებიან“.

დღევანდელი მოზარდი თაობის გულები აღვსილია იესო ქრისტეს დამოწმებითა და იმედით. მაგრამ ისინი მაინც კითხულობენ: „მართლა შემიძლია, ვიყო მშვიდობისმყოფელი, როცა სამყაროში აურზაურია, როდესაც ჩემი გული შიშით არის სავსე, სიმშვიდე კი ასეთი შორი ჩანს“?

ამომწურავი პასუხი კიდევ ერთხელ არის: „დიახ“! ჩვენ ვიგებთ მხსნელის მიერ ნათქვამი სიტყვების ჭეშმარიტ მნიშვნელობას: „მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. … ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება“.

დღეს მშვიდობისმყოფლობა მაინც ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას – ჩვენს გულში იწყება. შემდეგ სახლებზე და ოჯახებზე ვავრცელებთ მას. იქ რომ ამას ვახერხებთ, შემდეგ მშვიდობისმყოფლობა სამეზობლოებზე და თემებზე გადაგვაქვს.

მოდით, განვიხილოთ ეს სამი ადგილი, სადაც თანამედროვე უკანასკნელ დღეთა წმინდანი მშვიდობას ამყარებს.

მშვიდობისმყოფლობა ჩვენს გულებში

ყველაფერი გულით იწყება. ქრისტეს მზრუნველობის თვალსაჩინო ელემენტი აჩვენებს, თუ როგორ იწევდნენ ბავშვები მისკენ. ამაშია გასაღები. ბავშვის სუფთა და უმანკო, მშვიდობისმყოფელ გულში ჩახედვა შეიძლება ჩვენი გულებისთვის შთაგონების წყარო იყოს. აი როგორ პასუხობენ დაწყებითი საზოგადოების ასაკის ბავშვები კითხვას: „როგორია, იყო მშვიდობისმყოფელი“?

გიზირებთ მათ გულიდან ამომავალ პასუხებს! ლუკამ თქვა: „ყოველთვის დაეხმარე სხებს“. გრეისმა თქვა, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის მიტევება, მაშინაც კი, როცა ეს უსამართლოდ გვეჩვენება. ანამ თქვა: „შევნიშნე, რომ ვიღაცას არავინ არ ეთამაშებოდა და მე მასთან მივედი სათამაშოდ“. ლინდიმ აღნიშნა, რომ მშვიდობისმყოფლობა ნიშნავს სხვების დახმარებას. „შემდეგ კი ამას სხვებს გადასცემ. და ეს დაუსრულებლად გრძელდება“. ლიამმა თქვა: „ნუ ეუხეშები ადამიანებს მაშინაც კი, როცა ისინი გეუხეშებიან“. ლონდონმა წამოიძახა: „თუ ვინმე გაჯავრებს ან გეუხეშება, უთხარი: „გთხოვ, გაჩერდი“. ტრევორმა თქვა: „თუ მხოლოდ ერთი ფუნთუშა დარჩა და შენ ის ძალიან გინდა, მაინც გაუზიარე სხვებს“.

ამ ბავშვების პასუხები ჩემთვის იმის დასტურია, რომ ჩვენ ყველანი დაბადებიდანვე სიკეთისა და თანაგრძნობისადმი ღვთიური მიდრეკილებით ვიბადებით. იესო ქრისტეს სახარება კვებავს და აერთიანებს ჩვენს გულებში ამ ღვთიურ თვისებებს, მათ შორის მშვიდობისმყოფლობას, გვაკურთხებს რა ამ და მომავალ ცხოვრებაში.

სახლში სიყვარული

მეორე: ჩვენს ოჯახებში მშვიდობისმყოფლობის დამყარება უფლის მაგალითის გამოყენებით, რათა გავლენა მოვახდინოთ ერთმანეთთან ურთიერთობაზე: დარწმუნება, სულგრძელობა, თვინიერება, სიკეთე, თავმდაბლობა და უპირობო სიყვარული.

აი შთამაგონებელი ამბავი, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ აქცია ერთმა ოჯახმა მშვიდობის დამყარება ოჯახურ საქმედ, ამ პრინციპების პრაქტიკაში გამოყენებით.

ამ ოჯახში ბავშვებს უჭირდათ ურთიერთობა ზრდასრულ ადამიანთან, რომელიც ხშირად გაღიზიანებულად, დამამცირებლად და უხეშად იქცეოდა. განაწყენებული და იმედგაცრუებული ბავშვები ფიქრობდნენ, იყო თუ არა წინსვლის ერთადერთი გზა იგივე ბოროტი საქციელის გამეორება.

ერთ საღამოს, ოჯახი ღიად საუბრობდა დაძაბულობასა და მის მიერ გამოწვეულ შედეგებზე. შემდეგ გაჩნდა იდეა - არა მხოლოდ გამოსავალი, არამედ ექსპერიმენტი.

დუმილის ან შურისძიების ნაცვლად, ბავშვები მოულოდნელ რამეს გააკეთებდნენ: ისინი სიკეთით უპასუხებდნენ. არა მხოლოდ თავაზიანი თავშეკავებით, არამედ განზრახ კეთილი სიტყვებითა და გააზრებული მოქმედებებით, მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოექცეოდნენ მათ სანაცვლოდ. ყველანი შეთანხმდნენ, გარკვეული დროის მანძილზე ეს ეკეთბინათ, რის შემდეგადაც ისინი კვლავ ერთად შეიკრიბებოდნენ და იმსჯელებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი თავიდან ყოყმანობდა, ისინი მაინც გულწრფელად დათანხმდნენ გეგმას.

რაც ამის შემდეგ მოხდა, ნამდვილად აღსანიშნავი იყო.

ურთიერთობაში ყინულმა დნობა დაიწყო. მოღუშული სახეები ღიმილებით შეიცვალა. ის ზრდასრული ადამიანი კი, რომელიც ოდესღაც უხეში და დისტანცირებული იყო, იცვლებოდა. ბავშვები, რომლებიც სიყვარულით მოქმედების არჩევნით ძლიერდებოდნენ, ამ გარდაქმნაში სიხარულს ჰპოვებდნენ. ცვლილება იმდენად ძლიერი იყო, რომ ის დაგეგმილი შემაჯამებელი შეხვედრა აღარ დასჭირვებიათ. სიკეთემ ჩუმად გააკეთა თავისი საქმე.

თავის დროზე მეგობრობის ჭეშმარიტი კავშირი შეიქმნა, რომელიც ყველას ამაღლებდა. იმისთვის, რომ მშვიდობისმყოფელნი ვიყოთ, ჩვენ სხვებს მივუტევებთ, შეგნებულად ვაძლიერებთ მათ და არა ვანგრევთ.

მშვიდობისმყოფლობა ჩვენს თემებში

მესამე: მშვიდობისმყოფლობა ჩვენს თემებში. მეორე მსოფლიო ომის მძიმე წლებში უხუცესი ჯონ ა. უიდსტოუ ასწავლიდა: „მშვიდობიანი საზოგადოების აშენების ერთადერთი გზაა ისეთი მამაკაცებისა და ქალების აღზრდა, რომლებიც მშვიდობის მოყვარულები და შემოქმედნი არიან. ქრისტეს ამ მოძღვრებით, თითოეული ინდივიდის … ხელშია მთელი მსოფლიოს მშვიდობა“.

ქვემოთ აღწერილი ამბავი მშვენივრად აღწერს ამ პრინციპს.

რამდენიმე წლის წინ ორი მამაკაცი –მუსლიმთა იმამი და ქრისტიანი პასტორი ნიგერიიდან –მტკივნეული რელიგიური საზღვრის საპირისპირო მხარეს აღმოჩნდნენ. ყოველი მათგანი ღრმად იტანჯებოდა. და მაინც, მიტევების მკურნალი ძალის მეშვეობით მათ აირჩიეს, ეს გზა ერთად გამოიარონ.

პასტორი ჯეიმს ვუიე და იმამი მუჰამად აშაფა

იმამი მუჰამედ აშაფა და პასტორი ჯეიმს ვუი დამეგობრდნენ და მშვიდობის პარტნიორები გახდნენ. მათ ერთად შექმნეს რელიგიათაშორისი შუამავალობის ცენტრი. ახლა ისინი სხვებს ასწავლიან სიძულვილის, იმედით შეცვლას. როგორც ნობელის მშვიდობის პრემიის ორგზის ნომინანტები, ისინი ახლახან გახდნენ თანამეგობრობის მშვიდობის პრემიის პირველი ლაურეატები.

ეს ყოფილი მტრები ახლა გვერდიგვერდ მოგზაურობენ, აღაშენებენ დანგრეულს, ისინი არიან ცოცხალი მოწმეები იმისა, რომ მხსნელის მოწვევა მშვიდობისმყოფლობისკენ არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ ძლიერიცაა.

როცა ღმერთის დიდებას შევიცნობთ, ჩვენ „ერთმანეთისათვის ზიანის მიყენება კი არა, არამედ მშვიდობიანად ცხოვრება გ[ვექნება] ჩაფიქრებული“. დაე, ჩვენს მრევლსა და საზოგადოებაში გავაკეთოთ არჩევანი –ვუყუროთ ერთმანეთს როგორც ღვთის შვილებს.

ერთკვირიანი მშვიდობისმყოფლობის გეგმა

და ბოლოს, გიწვევთ: მშვიდობისმყოფლობა მოითხოვს მოქმედებას – რა შეიძლება იყოს ეს ყოველი ჩვენგანისთვის, ხვალიდან დაწყებული? ერთკვირიან თუ სამკვირიან მშიდობისმყოფლურ გეგმას განიხილავთ?

  1. სახლი კამათის გარეშე: როცა კამათი იწყება, შეჩერდით და კეთილი სიტყვებითა და ქმედებებით გადაიტვირთეთ.

  2. ციფრული ხიდის აშენება: პოსტის დადებამდე, პასუხის გაცემამდე ან ონლაინ კომენტარის გაკეთებამდე, ჰკითხეთ საკუთარ თავს: ამით ხიდი აშენდება? თუ პასუხი უარყოფითია, გაჩერდით. ნუ გააგზავნით. ამის ნაცვლად სიკეთე გააზიარეთ. სიძულვილის ნაცვლად სიმშვიდე გამოაქვეყნეთ.

  3. გამოასწორეთ და გააერთიანეთ: ოჯახის თითოეულ წევრს შეუძლია გამოიყენოს დაძაბული ურთიერთობა, რათა ბოდიში მოიხადოს, მზრუნველობა გაუწიოს, გამოასწოროს და გააერთიანოს.

შეჯამება

რამდენიმე თვის განმავლობაში ძლიერი შეგრძნება მქონდა, რამაც ამ გზავნილამდე მიმიყვანა: „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი“. და ბოლოს, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს, რომლებიც ამ დროის განმავლობაში გულში მაქვს.

მშვიდობისმყოფლობა ქრისტეს თვისებაა. მშვიდობისმყოფელებს ზოგჯერ ყველა მხრიდან გულუბრყვილოებად ან სუსტებად თვლიან. მაგრამ მშვიდობისმყოფლობა სისუსტე კი არა, სიძლიერეა, ისეთი, რომელსაც სამყარო შეიძლება ვერ აღიქვამდეს. მშვიდობისმყოფლობა მოითხოვს გამბედაობას და კომპრომისს, მაგრამ არ მოითხოვს პრინციპების დათმობას. მშვიდობისმყოფლობა არის ღია გულით და არა ჩაკეტილი გონებით მოქმედება. ეს ნიშნავს ერთმანეთის გაშლილი მკლავებით და არა შეკრული მუშტებით დახვედრას. მშვიდობისმყოფლობა არ არის ახალი რამ, პრესაში ახალი ამბების მსგავსი. თავად იესო ქრისტე გვასწავლიდა ამას, როგორც ბიბლიაში, ასევე მორმონის წიგნში. მშვიდობისმყოფლობა თანამედროვე წინასწარმეტყველების მიერ აღდგენის ადრეული დღეებიდან დღემდე ისწავლებოდა.

ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ღვთაებრივ როლს, როგორც მოსიყვარულე ზეციერი მამის შვილები, როდესაც ვცდილობთ გავხდეთ მშვიდობისმყოფელნი. მე ვმოწმობ იესო ქრისტეზე, მშვიდობის მთავარზე, ცოცხალი ღმერთის ძეზე, იესო ქრისტეს სახელით, ამინ.