ისინი არიან საკუთარი თავის მოსამართლენი
თუ ჩვენ გამოვავლინეთ რწმენა იესო ქრისტეს მიმართ, დავდეთ და დავიცავით აღთქმები ღმერთთან და მოვინანიეთ ჩვენი ცოდვები—მაშინ სამსჯავრო საამო იქნება.
მორმონის წიგნი სრულდება მორონის შთამაგონებელი მოწვევებით „მოდით ქრისტესთან“, „გახდით მასში სრულყოფილნი“, „უარყავით [თქვენში] ყოველივე უღმერთო“ და „[შეიყვარეთ] ღმერთ[ი] მთელი თქვენი ძალით, გონებითა და სიძლიერით“. საინტერესოა, რომ ამ დარიგების ბოლო წინადადებაში არის როგორც აღდგომის, ისე სამსჯავროს მოლოდინი:
მან თქვა: „მალე წავალ ღვთის სამოთხეში დასასვენებლად, სანამ კვლავ არ გაერთიანდება ჩემი სული და სხეული და არ ავმაღლდები ცაში საზეიმოდ, რათა შეგხვდეთ დიდი იეჰოვას საამო სამსჯავროს წინაშე, ცოცხალთა და მკვდართა მარადიული მოსამართლისა“.
ჩემში ინტერესს იწვევს სიტყვა „საამო“, რომელიც სამსჯავროს აღსაწერად არის გამოყენებული. სხვა წინასწარმეტყველები მორმონის წიგნიდან ამის მსგავსად აღწერენ სამსჯავროს როგორც „დიდებულ დღეს“, რომელსაც უნდა „[ვუყურებდეთ] რწმენის თვალით“. მაგრამ მაინც, განკითხვის დღის მოლოდინში, სხვა წინასწარმეტყველური განმარტებები გვახსენდება, როგორიცაა „სირვხვილი და დანაშაული“, , „ძრწოლვა და შიში“, და „მარადიული უბედურება“.
მე მჯერა, რომ განსაზღვრებების ეს მკვეთრი კონტრასტი მიუთითებს იმაზე, რომ ქრისტეს სწავლებამ მორონის და სხვა წინასწარმეტყველებს საშუალება მისცა, მოუთმენლად და იმედიანად დალოდებოდნენ ამ დიდ დღეს, ნაცვლად იმ შიშისა, რომლის შესახებაც ისინი აფრთხილებდნენ მათ, ვინც სულიერად არ იყო მომზადებული. რას ჩასწვდა მორონი ისეთს, რაც მე და თქვენ უნდა ვისწავლოთ?
მე ვლოცულობ სულიწმინდის დახმარებისთვის მამაზეციერის ბედნიერების და წყალობის გეგმის, მამაზეცერის გეგმაში მხსნელის გამოსყიდვის როლისა და იმის გაგებაში, თუ როგორ ვიქნებით „განკითხვის დღეს პასუხისმგებელ[ნ]ი საკუთარი ცოდვებისთვის“.
მამა ღმერთის ბედნიერების გეგმა
მამაზეციერის გეგმის მთავარი ნაწილია, უზრუნველყოს თავისი სულიერი შვილებისთვის ფიზიკური სხეულის მიღების, მიწიერ გამოცდილებაში „კეთილი ბოროტისგან“განსხვავების, სულიერად გაზრდის და მარადიული წინსვლის საშუალება.
ის, რასაც მოძღვრება და აღთქმები უწოდებს „თავისუფალი ნების ზნეობას“, არის ღმერთის ვაჟებისა და ასულებისთვის უკვდავებისა და მარადიული ცხოვრების განხორციელების გეგმის ცენტრალური ნაწილი. ეს აუცილებელი პრინციპი აგრეთვე აღწერილია წმინდა წერილში როგორც თავისუფალი ნება და არჩევანისა და მოქმედების თავისუფლება.
ტერმინი „ზნეობრივი თავისუფალი ნება“ ჭკუის სასწავლებელია. სიტყვა “ზნეობრივის“ სინონიმებია „კარგი“, „პატიოსანი“ და „სათნო“. სიტყვა “თავისუფალი ნების“ სინონიმებია „მოქმედება“, „აქტიურობა“ და „შრომა“. ასე რომ, „თავისუფალი ნების ზნეობა“ შეიძლება გავიგოთ როგორც საშუალება და უპირატესობა, ავირჩიოთ და ვიმოქმედოთ კეთილი, პატიოსანი, სათნო და ჭეშმარიტი გზით.
ღმერთის ქმნილებებში შედის ის, „რაც მოქმედებს, ასევე ის, რაზედაც მოქმედებენ.“ თავისუფალი ნების ზნეობა არის ღვთაებრივად შექმნილი „დამოუკიდებელი მოქმედების ძალა,“რომელიც გვაძლიერებს, როგორც ღვთის შვილებს, გავხდეთ მოქმედნი და არა ისინი, ვისზეც მოქმედებენ.
დედამიწა შეიქმნა როგორც ადგილი, სადაც მამაზეციერის შვილები შეძლებდნენ იმის დამტკიცებას, რომ შეასრულებენ ყოველივეს , რასაც უფალი, მათი ღმერთი, უბრძანებს მათ“. შექმნისა და ჩვენი მიწიერი არსებობის მთავარი მიზანია ჩვენთვის მოქმედების შესაძლებლობის უზრუნველყოფა, რათა გავხდეთ ისეთი ადამიანები, როგორც უფალს სურს, რომ ვიყოთ.
უფალმა მისცა ენოქს მითითება:
„აჰა, ეს შენი ძმები; ისინი არიან ჩემი ხელის ქმნილებანი და ვუბოძე მათ თავიანთი ცოდნა იმ დღეს, როდესაც შევქმენი ისინი; და ედემის ბაღში ვუბოძე ადამიანს თავისი თავისუფალი არჩევანი;
„და შენს ძმებს ვუთხარი და ასევე ვუბოძე მცნება, უყვარდეთ ერთმანეთი და ამირჩიონ მე, თავიანთი მამა“.
თავისუფალი ნების ძირითადი დანიშნულებაა ერთმანეთისა და ღმერთის სიყვარული. და ეს ორი დანიშნულება ზუსტად შეესაბამება პირველ და მეორე დიდ მცნებას – გიყვარდეს უფალი შენი ღმერთი მთელი გულით, სულითა და გონებით და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.
წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ გვიბრძანეს—არა უბრალოდ გვირჩიეს ან დაგვმოძღვრეს, არამედ გვიბრძანეს—გამოვიყენოთ თავისუფალი არჩევანი და გვიყვარდეს ერთმანეთი და ღმერთი. შემიძლია ვთქვა, რომ წმინდა წერილებში განმსაზღვრელი სიტყვა „ზნეობრივი“ არ არის მხოლოდ ზედსართავი სახელი, არამედ შესაძლოა ღვთიური მითითებაც იყოს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი თავისუფალი ნება.
მაგალითად, კარგად ცნობილი საგალობელი „აკეთე კარგი, კეთილი საქმე“ . ჩვენ არ მოგვეცა თავისუფალი ნების ზნეობა იმისთვის, რომ ვაკეთოთ რაც გვსურს და როცა გვსურს. პირიქით, მამაზეციერის გეგმის თანახმად ჩვენ მივიღეთ თავისუფალი ნების არჩევანი, რათა ვეძიოთ მარადიული ჭეშმარიტება და ვიმოქმედოთ მის შესაბამისად. გაგვაჩნია რა „საკუთარი თავისუფალი ნება“, ჩვენ უნდა მგზნებარედ ჩავერთოთ მართალ საქმეში, „[ვაკეთოთ] მრავალი რამ საკუთარი თავისუფალი ნებით და აღ[ვასრულოთ] დიდი სამართალი“.
თავისუფალი ნების ზნეობას ხაზი აქვს გასმული წმინდა წერილში, წინამიწიერი თათბირის აღწერაში. ლუციფერი აუჯანყდა მამის გეგმას მისი შვილებისათვის და ეძიებდა თავისუფალი მოქმედების ძალის განადგურებას. მნიშვნელოვანია, რომ ეშმაკის დაუმორჩილებლობა პირდაპირ თავისუფალი ნების ზნეობაზე იყო ორიენტირებული.
ღმერთმა აგვიხსნა: „ვინაიდან სატანა აჯანყდა ჩემ წინააღმდეგ და ცდილობდა, გაენადგურებინა ადამიანის თავისუფალი ნება, … ვბრძანე, რომ იგი გაძევებული ყოფილიყო“
მოწინააღმდეგის ეგოისტური ჩანაფიქრი იყო, წაერთმია ღვთის შვილებისგან საშუალება, გახდნენ „თავისებური მოღვაწენი“, რომლებსაც შეეძლოთ სიმართლით ემოქმედათ. მას განზრახული ჰქონდა, მამაზეციერის შვილები გაეხადა ისეთნი, რომლებზედაც მხოლოდ მოქმედება იქნებოდა შესაძლებელი.
მოქმედება და დამსგავსება
პრეზიდენტმა დალინ ჰ. ოუქსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იესო ქრისტეს სახარება გვიწვევს, თავისუფალი ნების ზნეობის მეშვეობით შევიცნოთ რამე და გავხდეთ ვინმე. მან თქვა:
„ბიბლია და თანამედროვე წმინდა წერილი ბევრს საუბრობენ საბოლოო განკითხვაზე, რომელზედაც ყველა, საკუთარი ქმედებების, საქმეებისა და გულის წადილის მიხედვით მიიღებს ჯილდოს. მაგრამ სხვა წმინდა წერილები კიდევ უფრო ვრცლად განიხილავს ამას და ამბობს, რომ ჩვენ განვიკითხებით ჩვენ მიერ მიღწეული მდგომარეობის მიხედვით.
წინასწარმეტყველი ალმა აღწერს სამსჯავროს იმისდა მიხედვით, თუ რანი გავხდით: „და თუ მათი საქმეები იყო ბინძური, მაშინ თვითონაც ბინძურნი არიან; და თუ ისინი იქნებიან ბინძურნი, მაშინ მათ ღვთის სასუფეველში არ დაედგომებათ“ (1 ნეფი 15:33). მორონიმ განაცხადა: „ბინძური დარჩება ბინძურად; და ის, რომელიც სამართლიანია, იქნება სამართლიანი“ (მორმონი 9:14).
პრეზიდენტმა ოუქსმა განაგრძო: „ასეთი სწავლებიდან ჩვენ ვასკვნით, რომ საბოლოო განკითხვა არ არის მხოლოდ კარგი და ბოროტი ქმედებების ჯამი ანუ ჩადენილისშეფასება. მას განაპირობებს ჩვენი ქმედებებისა და აზრების საბოლოო შედეგი - ის, რანი გავხდით“.
მხსნელის გამოსყიდვა
მხოლოდ ჩვენი საქმეები და სურვილები ვერ გვიხსნის. „მას შემდეგ, რაც გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენ შეგვიძლია“, ჩვენ ღმერთს შევურიგდებით მხოლოდ და მხოლოდ მხსნელის უსასრულო, მარადიული მსხვერპლის დიდებითა და მადლით.
ალმამ განაცხადა: „იწამეთ ძე ღვთისა, რომ ის მოვა საკუთარი ხალხის გამოსასყიდად, რომ დაიტანჯება და მოკვდება, რათა გამოისყიდოს მათი ცოდვები; და რომ კვლავ აღდგება მკვდრეთით, რაც მოიტანს აღდგომას და ასე ყოველი ადამიანი წარსდგება მის წინაშე, რომ განიკითხოს უკანასკნელ, განკითხვის დღეს, თავისი საქმეების შესაბამისად“.
„ჩვენ გვწამს, რომ ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით შეიძლება მთელი კაცობრიობის ხსნა, სახარების კანონებისა და წეს-ჩვეულებების დაცვით“. რაოდენ მადლიერები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი ცოდვები და ბოროტი საქმეები არ დაგვიდგება ჩვენ წინააღმდეგ მოწმედ, თუკი ჭეშმარიტად „ხელახლა ვიშვებით“,გამოვავლენთ რწმენას გამომსყიდველის მიმართ, მოვინანიებთ „წრფელი გულით“ და „მთელი მოწადინებით“ და „ბოლომდე გავძლებთ“.
ღვთის შიში
მრავალ ჩვენგანს ჰგონია, რომ მარადიული მსაჯულის წინაშე სამსჯავროზე გამოჩენა იქნება მიწიერი ცხოვრების სასამართლოს მსგავსი პროცესი. რომ იქ მოსამართლე იქნება. მტკიცებულებები იქნება წარდგენილი. განაჩენს გამოიტანენ. და ალბათ გაურკვევლობა და შიში შეგვიპყრობს, სანამ საბოლოო განაჩენს გავიგებთ. მაგრამ ჩემი აზრით, ასეთი წარმოდგენა ზუსტი არ არის.
განსხვავებული, მაგრამ მიწიერი ცხოვრების შიშთან დაკავშირებული არის ის, რასაც წმინდა წერილი აღწერს, როგორც „ღვთის მოშიშობას“ ან „უფლის შიშს“. მიწიერი შიშისგან განსხვავებით, რომელიც შფოთვისა და ღელვის მომტანია, ღვთის მოშიშობას ჩვენს ცხოვრებაში სიმშვიდე, დაჯერებულობა და ნდობა მოაქვს.
სამართლიანი შიში მოიცავს უფლის, იეოს ქრისტეს, პატივისცემისა და მოწიწების გრძნობას, მისი მცნებებისადმი მორჩილებას, ბოლო განკითხვის მოლოდინსა და უფლის ხელის სამართალს. ღვთის მოშიშობა გამომდინარეობს მხსნელის ღვთიური ბუნებისა და მისიის სწორი აღქმიდან, ჩვენი ნების მისი ნებისადმი დამორჩილებიდან და ცოდნიდან, რომ ყოველი ქალი და მამაკაცი პასუხს აგებს საკუთარ მიწიერ სურვილებზე, აზრებზე, სიტყვებზე და ქმედებებზე განკითხვის დღეს.
უფლის შიში არ ნიშნავს, რომ არ გვსურს უფლის წინაშე განსჯა. უფრო სწორად, ეს არის ხედვა, სადაც საბოლოოდ ვაღიარებთ საკუთარ თავში ყველაფერს ისე, როგორც ეს სინამდვილეშია და როგორც სინამდვილეში იქნება.
ყოველი ადამიანი, რომელიც ოდესმე ცოცხლობდა, რომელიც ახლა ცოცხალია და ოდესმე იცოცხლებს დედამიწაზე, „წარსდგე[ბა] ღმერთის სამსჯავროს წინაშე, რომ განკითხულ იქნას მის მიერ, [საკუთარი] საქმეების შესაბამისად, იყოს ისინი კეთილი თუ ბოროტი“.
თუ ჩვენი სურვილები სიმართლე იყო, საქმეები კი—კეთილი ანუ თუ ჩვენ გამოვავლინეთ რწმენა იესო ქრისტეს მიმართ, დავდეთ და დავიცავით აღთქმები ღმერთთან და მოვინანიეთ ჩვენი ცოდვები—მაშინ სამსჯავრო საამო იქნება. როგორც ენოსმა განაცხადა, ჩვენ „[წარვსდგებით გამომსყიდველის] წინაშე; მაშინ ვიხილავ მის სახეს სიხარულით“. და უკანასკნელ დღეს ასე „[მიგვეზღვება] სამართლიანობით“.
პირიქით, თუ ჩვენი სურვილები ბოროტებისკენ იყო მიმართული, საქმეები კი –ბოროტი, მაშინ სამსჯავრო შიშის მიზეზი იქნება. ჩვენ გვექნება „სრულყოფილი ცოდნა“,, „[საღი მეხსიერება“ და საკუთარი „დანაშაულის მკვეთრი შეგრძნება“. „ჩვენ ვერ გავბედავთ ღმერთისთვის შეხედვას; და ძალზედ გახარებულნი ვიქნებოდით, რომ შეგვძლებოდა გვებრძანებინა კლდეებისა და მთებისთვის, ზედ დაგვცემოდნენ, რათა დავეფარეთ მისი გარემოცვიდან“. და უკანასკნელ დღეს „ბოროტებით [მიგვეზღვება]“.
საბოლოო ჯამში, მაშინ, ჩვენ საკუთარი თავის მოსამართლენი ვართ. არ იქნება საჭირო, ვინმემ გვითხრას, საითკენ უნდა წავიდეთ. უფლის გარემოცვაში ჩვენ ვაღიარებთ, რანი ავირჩიეთ გავმხდარიყავით მიწიერ ცხოვრებაში და გვეცოდინება, სად უნდა ვიყოთ მარადისობაში.
დაპირება და დამოწმება
ცოდნა იმისა, რომ საბოლოო განსჯა შეიძლება იყოს საამო, არ არის მხოლოდ მორონის კურთხევა.
ალმამ აგვიხსნა დაპირებული კურთხევები, რომლებიც ხელმისაწვდომია მხსნელის ყოველი ერთგული მოწაფისთვის: მან თქვა:
„აღდგენის სიტყვის მნიშვნელობა არის იმაში, რომ ბოროტი ბოროტს დაუბრუნდეს, ან ხორციელი – ხორციელს, ეშმაკისეული – ეშმაკისეულს; კეთილი რაც არის – კეთილს, სამართლიანი რაც არის – სამართლიანს, მართალი რაც არის – მართალს, მოწყალე რაც არის – მოწყალეს.
„… მოექეცი სამართლიანად, განსაჯე სიმართლით და აკეთე სიკეთე გამუდმებით; და თუ ამას ყველაფერს გააკეთებ – შენ ჯილდოს მიიღებ; დიახ, კვლავ აღგიდგება წყალობა; აღგიდგება სამართლიანობა, აღგიდგება მართალი გამჭრიახობა; და კვლავ დასაჩუქრდები სიკეთით“.
მე სიხარულით ვმოწმობ, რომ იესო ქრისტე არის ჩვენი ცოცხალი მხსნელი. ალმას დაპირება ჭეშმარიტია და ის ვრცელდება თქვენზე და ჩემზე—დღეს, ხვალ და მარადჟამს. მე ამას ვმოწმობ უფალი იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.