გენერალური კონფერენცია
ღვთიური დახმარება მიწიერი ცხოვრებისთვის
2025 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


14:40

ღვთიური დახმარება მიწიერი ცხოვრებისთვის

ჩვენი მამაზეციერის გეგმა უზრუნველყოფს დახმარებას, რათა მიწიერ მოგზაურობაში წინ გაგვიძღვეს.

I.

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით, უფალმა რამდენიმე რამ გაგვიმხილა წინამიწიერი ცხოვრების შესახებ. იქ ჩვენ ღმერთის სულიერი შვილების სახით ვარსებობდით. ვინაიდან ღმერთს სურდა, დახმარებოდა თავის შვილებს წინსვლაში, მან გადაწყვიტა დედამიწის შექმნა, სადაც ჩვენ სხეულს მივიღებდით, საკუთარი გამოცდილებიდან ვისწავლიდით, ღვთიურ თვისებებს განვავითარებდით და ღვთის მცნებების დაცვის გამოცდას ჩავაბარებდით. ვინც გამოცდას ჩააბარებს, „ბრწყინვალება დაემატებათ მათ თავზედ უკუნითი უკუნისამდე“ (აბრაამი 3:26).

ამ ღვთიური გეგმის პირობების განსახორციელებლად ღმერთმა აირჩია თავისი მხოლოდშობილი ძე, ჩვენი მხსნელი რომ გამხდარიყო. ლუციფერი, რომელმაც შესთავაზა ისეთი რამ, რაც ჩვენს თავისუფალ არჩევანს გაანადგურებდა, გახდა სატანა და „გაძევებულ [იქნა]“. დედამიწაზე გაგდებულს, მიწიერი პრივილეგიების გარეშე, სატანას მიეცა უფლება, „შეაცდინოს და დააბრმავოს ადამიანები, დატყვევებულებს გაუძღვეს თავისი ნებისამებრ, ყველას, რომლებიც არ დაუგდებენ ყურს [ღმერთის] ხმას“ (მოსე 4:4)

ღვთის დიად გეგმაში, რომელიც მისი შვილების ზნეობრივ ზრდას ეხება, აუცილებელი იყო, რომ „ყველაფერს ჰქონდეს საპირისპირო“.(2 ნეფი 2:11). ზუსტად როგორც ფიზიკური კუნთების განვითარება ან შენარჩუნება შეუძლებელია მიზიდულობის ძალასთან გამკლავების გარეშე, ასევე მიწიერი ზრდა მოითხოვს ჩვენგან, სატანის მიერ ცდუნებსთან და სხვადასხვა ზნეობრივ წინააღმდეგობებებთან შერკინებას. სულიერი ზრდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია კარგსა და ცუდს შორის არჩევნის გაკეთების მოთხოვნა. ისინი, ვინც სიკეთეს აირჩვენ, თავიანთი მარადიული დანიშნულებისკენ მოახდენენ წინსვლას. ვინც ბოროტს ირჩევს—ეს კი არავის არ ასცდება მიიწიერი ცდუნებების მრავალფეროვნების გამო, ხსნისთვის დახმარება დასჭირდება, მოსიყვარულე ღმერთმა კი ეს გაითვალისწინა.

II.

რა თქმა უნდა, ღმერთის ყველაზე ძლიერი მიწიერი დახმარება იყო მხსნელის, იესო ქრისტეს, უზრუნველყოფა, რომელიც აიტანდა ტანჯვას, რათა მონანიებული ცოდვების მიტევება გამხდარიყო შესაძლებელი და მათი საფასური გადაეხადა. ეს მოწყალებით სავსე, დიდებული გამოსყიდვა გვიხსნის, რატომ არის უფალი იესო ქრისტეს რწმენა სახარების პირველი პრინციპი. უფლის გამოსყიდვას „მოაქვს მკვდართა აღდგომა“ (ალმა 42:23) და რომ ის „გამოისყიდის ამა ქვეყნის ცოდვებს“ (ალმა 34:8), ჩამორეცხავს რა ყველა ჩვენს მონანიებულ ცოდვას და მისცემს ჩვენს მხსნელს ძალას, დაგვეხმაროს ჩვენს მიწიერ უძლურობაში.

მხსნელი იესო ქრისტე

ჩადენილი ცოდვების ჩამორეცხვისა და მიტევების გარდა, მოსიყვარულე ზეციური მამისა და ძის გეგმა უზრუნველყოფს მრავალ სხვა ძღვენს, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ცოდვის ჩადენისგან ჩვენ დაცვას. ჩვენი მიწიერი ცხოვრება ყოველთვის იწყება დედითა და მამით. იდეალურ შემთხვევაში, ორივეს აქვს სხვადასხვა ძღვენი ჩვენი ზრდისთვის მიმართულების მისაცემად. თუ არადა, მათ არქონა არის ის საპირისპიროს ნაწილი, რომელიც უნდა გადავლახოთ.

III.

ჩვენი მამაზეციერის გეგმა უზრუნველყოფს სხვა სახის დახმარებასაც, რათა მიწიერ მოგზაურობაში გვიხელმძღვანელოს. მე ოთხს დავასახელებ. გთხოვთ, არ შემზღუდოთ ციფრით ოთხი, რადგან ეს დახმარებები ერთმანეთს ემთხვევა. მეტიც, მათ გარდა სხვა მოწყალე დაცვაც არსებობს.

პირველი, მე ვისაუბრებ ნათელზე ანუ ქრისტეს სულზე. მორონი, თავის დიდებულ ქადაგებაში, ციტირებს მამამისის სიტყვებს, რომ „ქრისტეს სული ნაბოძებია ყოველი ადამიანისთვის, რათა განასხვაოს მან კეთილი ბოროტისგან“ (მორონი 7:16). ჩვენ იგივე სწავლებას თანამედროვე გამოცხადებაში ვკითხულობთ:

„და სული უბოძებს სინათლეს ყოველ ადამიანს, რომელიც მოდის ამქვეყნად და სული ანათლებს მთელ ქვეყანაზე ყოველ ადამიანს, რომელიც ყურს უგდებს სულის ხმას“ (მოძღვრება და აღთქმები 84:46).

და კიდევ: „ვინაიდან, ჩემი სულია მოვლენილი ამქვეყნად თავმდაბალთა და მომნანიებელთა გასანათლებლად და უღმერთოთა განსასჯელად“ (მოძღვრება და აღთქმები 136:33).

პრეზიდენტმა ჯოზეფ ფილდინგ სმითმა ახსნა ეს წმინდა წერილი: „უფალმა არ დატოვა ადამიანები (როდესაც ისინი ამ ქვეყნად იბადებიან) უსუსურებად, რათა ხელის ცეცებით ეძებათ სინათლე და ჭეშმარიტება. პირიქით, ყოველი ადამიანი … იბადება უფლებით მიიღოს მითითება, მიმართულება, რჩევა ქრისტეს სულისგან ანუ ჭეშმარიტების სინათლისგან“.

წმინდა წერილის შესწავლა

მეორე დიდი დახმარება, რომელსაც უფალი უზრუნველყოფს ჩვენთვის სწორი არჩევანის გაკეთებისთვის, არის წმინდა წერილებში მოცემული ურთიერთდაკავშირებული ღვთიური მითითებების ჯგუფი, როგორც ხსნის (ბედნიერების) გეგმის ნაწილი. ეს მითითებები არის მცნებები, წეს-ჩვეულებები და აღთქმები.

მცნებები განსაზღვრავს გზას, რომელიც მამაზეციერმა გაგვიკაფა მარადიული ცხოვრებისკენ წინსვლისთვის. ადამიანები, რომლებსაც წარმოუდგენიათ მცნებები როგორც ხერხი, რომლის მეშვეობითაც ღმერთი გადაწყეტს, ვინ დასაჯოს, ვერ ხვდებიან ღმერთის სიყვარულით სავსე ბედნიერების გეგმის დანიშნულებას. ამ გზაზე ჩვენ შეგვიძლია თანდათან მივაღწიოთ მხსნელთან საჭირო ურთიერთობას და გავხდეთ ღირსნი, მივიღოთ მისი გაზრდილი ძალა, რომელიც დაგვეხმარება ჩვენს გზაზე იმ საბოლოო დანიშნულების ადგილის მისაღწევად, რომელიც ღმერთს ყოველი ჩვენგანისთვის სურს. ჩვენს ზეციურ მამას სურს, ყველა მისი შვილი დაბრუნდეს ცელესტიალურ სასუფეველში, სადაც ღმერთი და ჩვენი მხსნელი იმყოფებიან და ისეთი ცხოვრებით ვიცხოვროთ, რომლითაც ცელესტიალურ ბრწინვალებაში მყოფნი ცხოვრობენ.

წეს-ჩვეულებები და აღთქმები იმ კანონის ნაწილია, რომელიც მარადიული ცხოვრების გზას განსაზღვრავს. წეს-ჩვეულებები და წმინდა აღთქმები, რომლებსაც ღმერთთან მათი მეშვეობით ვდებთ, ამ გზაზე აუცილებელ ნაბიჯებსა და მოაჯირს წარმოადგენენ. მე მსურს ვიფიქრო აღთქმების დანიშნულებაზე როგორც იმის დემონსტრირებაზე, რომ ღმერთის გეგმის თანახმად, მისი უზენაესი კურთხევები ეძლევა მათ, რომლებიც წინასწარ ჰპირდებიან, რომ დაიცავენ გარკვეულ მცნებებს და რომლებიც იცავენ ამ დაპირებებს.

ღვთის სხვა დახმარებები, რომლებიც ხელს გვიწყობს სწორი არჩევნის გაკეთებაში, არის სულიწმინდის გამოცხადება. სულიწმინდა სამების მესამე წევრია. მისი ფუნქცია, წმინდა წერილის თანახმად, არის მამისა და ძის შესახებ დამოწმება, ჩვენი სწავლება, ყოველივესი ჩვენთვის შეხსენება და სრულ ჭეშმარიტებაში ჩვენი გაძღოლა. წმინდა წერილი მოიცავს სულიწმინდის „გამოცხადების“ მრავალ აღწერას, როგორიცაა სულიერი დამოწმება, პასუხად კითხვაზე მორმონის წიგნის ჭეშმარიტების შესახებ. გამოცხადება არ უნდა აგერიოთ სულიწმინდის ძღვენში, რომელსაც ნათლობის შემდეგ გადმოგცემენ.

ღმერთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება თავისი ერთგული შვილებისთვის არის სულიწმინდის ძღვენი. ამ ძღვენის მნიშვნელობა ვლინდება იმ ფაქტში, რომ მისი ოფიციალურად გადაცემა მონანიებისა და წყლით ნათლობის შემდეგ ხდება და „შემდეგ, [წმინდა წერილის თანახმად] მოდის თქვენი ცოდვების მიტევება ცეცხლითა და სულიწმინდით“ (2 ნეფი 31:17). ადამიანები, რომლებსაც ცოდვები მიეტევათ და ყოველდღიური მონანიებით რეგულარულად ანახლებენ განწმენდას და ცხოვრობენ იმ აღთქმების თანახმად, რომელსაც ზიარების წეს-ჩვეულების მეშვეობით დებენ, არიან ღირსნი დაპირებისა, რომ სულიწმინდა, უფლის სული, „მარადჟამს იყოს მათთან“ (მოძღვრება და აღთქმები 20:77).

პრეზიდენტი ჯოზეფ ფ. სმითი.

პრეზიდენტი ჯოზეფ ფ. სმითი გვასწავლიდა, რომ სულიწმინდა „გაანათებს ადამიანების გონებას ღვთიურთან მიმართებით, დაარწმუნებს რა მოქცევის დროს, რომ მათ შეასრულეს მამის ნება და იქნება მათში, როგორც მოწმობა, როგორც მეწყვილე ცხოვრების განმავლობაში, იმოქმედებს რა როგორც მტკიცე და უსაფრთხო გზამკვლევი ყოველივე ჭეშმარიტებაში და დღიდან დღეში აღავსებს მათ სიხარულითა და ბედნიერებით, მხოლოდ სიკეთის კეთების სურვილით, ბოროტის კეთების ნაცვლად აირჩიონ თავად დაიტანჯონ ბოროტისგან, იყვნენ კეთილი, მოწყალე, მომთმენი და გულმოწყალე. ამ ფასდაუდებელი ძღვენის, ძვირფასი მარგალიტის ყველა მფლობელს, სიმართლის მუდმივი წყურვილი აქვს. სულიწმინდის დახმარების გარეშე“ - დაასრულა პრეზიდენტმა სმითმა, „ვერცერთი მოკვდავი ვერ შეძლებს ვიწრო და სწორ ბილიკზე სიარულს.

IV.

ძალიან დასანანია, რომ ამდენი ძლიერი დახმარებით ჩვენი მიწიერი ცხოვრებისთვის, ამდენი ადამიანი რჩება მოუმზადებელი ჩვენს მხსნელთან და გამომსყიდველთან, იესო ქრისტესთან, დანიშნული შეხვედრისთვის. უფლის იგავი ათი ქალწულის შესახებ, რომელსაც ამ კონფერენციაზე ასე ხშირად მოიხსენიებდნენ გვიჩვენებს, რომ მასთან შესახვედრად მოწვეულთაგან მხოლოდ ნახევარი იქნება მომზადებული.

ათი ქალწული

ჩვენ ყველამ ვიცით ასეთ მოუმზადებელთა მაგალითები: დაბრუნებული მისიონერები, რომლებმაც შეაფერხეს თავიანთი სულიერი ზრდა არააქტიურობის პერიოდებით; ახალგაზრდები, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებენ სულიერ ზრდას, რადგან შორდებიან ეკლესიის სწავლებასა და ღონისძიებებს, მამაკაცები, რომლებმაც გადადეს მელქიცედეკის მღვდლობაზე ხელდასხმით კურთხევა, ქალები და მამაკაცები—ზოგჯერ კეთილშობილი პიონერების შთამომავლები ან ღირსეული მშობლები, რომლებიც გადავიდნენ აღთქმის გზიდან, თქვეს რა უარი წმინდა ტაძარში აღთქმების დადებასა და დაცვაზე.

პირადი ლოცვა

მრავალი ასეთი გადახრა ხდება, როცა წევრები არ მისდევენ პირადი ლოცვის, წმინდა წერილის რეგულარული შესწავლისა და ხშირი მონანიების ფუნდამენტურ სულიერ გეგმას. ზოგი უგულებელყოფს ზიარების მიღებით აღთქმის ყოველკვირეულ განახლებას. ზოგი ამბობს, რომ ეკლესია არ პასუხობს მათ საჭიროებებს, ანაცვლებენ რა იმას, რაც უფალმა უზრუნველყო მრავალ სწავლებაში და სხვებისთვის აუცილებელ მსახურებას იმით, რასაც აღიქვამენ როგორც თავიანთ მომავალ საჭიროებებს.

ასეთი გადახრების წამალია თავმდაბლობა და უფლის ნდობა. როგორც მორმონის წიგნი გვასწავლის, უფალი „აკურთხებს და ააყვავებს მათ, რომლებიც მას ანდობენ სასოებას“ (ჰელამანი 12:1). უფლის ნდობა განსაკუთრებულად ესაჭიროება ყველას, ვინც ღვთის მცნებებსა და მისი წინასწარმეტყველების სწავლებებს არასწორად ადარებს ადამიანთა სიბრძნის უახლეს აღმოჩენებს.

მე ვისაუბრე იმ მრავალი სახის მიწიერი დახმარების შესახებ, რომელიც მოსიყვარულე მამაზეციერმა მისცა თავის შვილებს, მასთან დაბრუნების დასახმარებლად. ამ ღვთიურ გეგმაში ჩვენი როლია ღმერთის რწმენა და ამ ღვთიური დახმარების, განსაკუთრებით, ღვთის საყვარელი ძის, ჩვენი მხსნელისა და გამომსყიდველის, იესო ქრისტეს, გამოსყიდვის ძიება და გამოყენება. მე ვლოცულობ, რომ ჩვენ ვასწავლოთ ეს პრინციპები და ვიცხოვროთ მათი მიხდვით, იესო ქრისტეს სახელით, ამინ.