გენერალური კონფერენცია
რწმენა: ნდობისა და ერთგულების კავშირი
2025 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


11:16

რწმენა: ნდობისა და ერთგულების კავშირი

რწმენა ფესვს იდგამს, როდესაც ვენდობით იესო ქრისტეს, ხოლო იგი ხარობს, როდესაც ვართ თავდადებულები და უფლის ერთგულები.

როდესაც ჩვიდმეტი წლის ვიყავი, ჩემს მეგობარს, ხოსე ლუისს, დავთანხმდი, რომ ცურვას ვასწავლიდი. შესაბამისად, ერთ დილას ვარჯიშისათვის დრო გამოვყავით. როდესაც ჩვენი გაკვეთილი დასრულდა და აუზს ვტოვებდი, ჩემი მეგობრის ყვირილი გავიგონე. ის შველას ითხოვდა. იგი აუზის ღრმა მონაკვეთში იხრჩობოდა.

მე წყალში გადავხტი და მისკენ გავცურე, ამასთანავე, დახმარებისთვის ვლოცულობდი. როდესაც ხელში ჩავავლე, რომ ზედაპირისკენ ამომეყვანა, ჩემი სასოწარკვეთილი მეგობარი ჩემს ზურგზე ამოძვრა და კისრის მახრჩობელა ილეთში აღმოვჩნდი. ახლა ორივე ვიხრჩობოდით. ყველანაირად ვცდილობდი ზედაპირამდე მიღწევას, მთელი ძალით ვლოცულობდი ღვთის სასწაულისათვის. შემდეგ ნელა-ნელა, მაგრამ განუწყვეტლივ, ღვთის ძალა გამოვლინდა, როდესაც ვიგრძენი, რომ ხელი მიბიძგებდა აუზის არაღრმა, უსაფრთხო ნაწილისკენ.

ამ გამოცდილებამ დაადასტურა პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის ერთ-ერთი ძირეული გაკვეთილი: „როდესაც ხელს გაუწვდით ღმერთის ძალას ისეთივე მონდომებით, როგორც დახრჩობის პირას მყოფი ადამიანი ცდილობს ჰაერის ჩასუნთქვას, იესო ქრისტეს ძალა თქვენი გახდება.“

ძვირფასო ბავშვებო და ახალგაზრდა ადამიანებო, დღეს მსურს გესაუბროთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრინციპზე, იესო ქრისტეში რწმენაზე.

ქრისტეში რწმენა მის ნდობას ნიშნავს

რას ნიშნავს, გქონდეს რწმენა ქრისტეში? ნიშნავს ეს, რომ ჩვენ გვჯერა უფლის ან გვაქვს დამოწმება, რომ იგი ნამდვილია? შესაძლოა ეს იყოს დასაწყისი, მაგრამ ეს უფრო მეტს ნიშნავს. გიფიქრიათ რწმენაზე, როგორც ნდობაზე? დაფიქრდით იმ ადამიანზე, ვისაც ყველაზე მეტად ენდობით - შესაძლოა, ეს იყოს თქვენი ოჯახის წევრი ან მეგობარი. რატომ ენდობით მას? ალბათ იმიტომ, რომ თქვენ განგიცდიათ მათგან მუდმივი სიყვარული და დახმარება.

როდესაც გვაქვს რწმენა იესო ქრისტეში, ჩვენ მის კურთხევებს ვცნობთ და ვაღრმავებთ მასთან ურთიერთობას უფლის მიმართ ნდობით.

როგორ შეგიძლიათ გააძლიეროთ თქვენი ნდობა ქრისტეში?

ახლახან ჩატარებულ ახალგაზრდების სულიერების საათზე თქვენ მიგიწვიეს, ღრმად იფიქროთ ცხოვრებაში იმ დროზე, როდესაც მიიღეთ ზეციური სინათლის სხივი. სცადეთ აღნიშნული სავარჯიშო!

დაიწყეთ ქრისტეზე და უფლის გამოსყიდვისა და სახარების მიერ თქვენს ცხოვრებაში მოტანილ ბედნიერებაზე ფიქრით. ასევე, გააკეთეთ ჩანაწერი „სულიერად მნიშვნელოვანი მოგონებების შესახებ,“ როდესაც ღმერთი თქვენთან ერთად იყო ან თქვენი საყვარელი ადამიანების გვერდით და წმინდა წერილებში ადამიანებთან ერთად. ეს დამოწმებები თქვენს ცხოვრებას არ შემატებენ ძალას, სანამ სული არ ამოტვიფრავს მათ თქვენი „გულის ხორციელ ფიცრებზე“. ასე რომ, იფიქრეთ და ჩაიწერეთ ყველაფერი, რაც ღმერთმა აამოქმედა, ამ სასწაულების სწორ დროს მოსახდენად.

შემდეგ, გამოიყენეთ ეს სავარჯიშო, როგორც ღმერთთან დაახლოების საშუალება. ილოცეთ მამაზეციერისადმი, ისე თითქოს ამას პირველად აკეთებდეთ. გამოხატეთ თქვენი სიყვარული და მადლიერება მისი კურთხევებისთვის. ჰკითხეთ კიდეც უფალს, რას გრძნობს თქვენ მიმართ და თქვენი ცხოვრების არსებული მიმართულების შესახებ.

თუ გულწრფელი და თავმდაბალი იქნებით, თქვენ უფლის პასუხს გაიგებთ და დაიწყებთ მამაზეციერთან და იესო ქრისტესთან პირად, ხანგრძლივ ურთიერთობას. გარდა ამისა, თქვენი რელიგიური ჩვევები მნიშვნელობას შეიძენს! მაგალითად, თქვენ გაგიჩნდებათ სურვილი ილოცოთ, პირადად ისწავლოთ და ტაძარში ადიდოთ უფალი, როგორც შესაძლებლობები მამაზეციერისა და იესო ქრისტეს გასაცნობად და მათთან ერთად ყოფნისათვის.

რწმენა ყვავის ერთგულებით

დააკვირდით, რომ რწმენა ფესვს იდგამს, როდესაც ვენდობით იესო ქრისტეს, ხოლო იგი ხარობს, როდესაც ვართ თავდადებულები და უფლის ერთგულები. თუ ნამდვილი ურთიერთობა გსურთ ქრისტესთან, უჩვენეთ მას ეს აღთქმების დადებითა და მათი პატივისცემით, თავდადებითა და ერთგულებით. იესო ქრისტესთან აღთქმების დადებით მყარდება იმედი. მათი დაცვა აძლიერებს რწმენას.

ნება მიბოძეთ, გამოვიყენო პირადი მაგალითი: ბავშვობაში ერთ დღეს შევნიშნე, რომ დედაჩემი განმარტოვებული ტიროდა. როდესაც ვკითხე, რატომ, მან ფაქიზად მითხრა: „მე მჭირდება, რომ შენ კარგი ბიჭი იყო.“ მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, მე არ გამომეწვია მისი სევდა, მე დედა მიყვარდა და ვენდობოდი მას, როგორც არავის სხვას და მსურდა, მისი ცხოვრება გამეიოლებინა. შესაბამისად, აცრემლებული თვალებითა და მთელი სერიოზულობით, რომელიც ცხრა წლის ასაკში გამაჩნდა, მე დედას იმ დღეს დავპირდი, რომ ყოველთვის ვეცდებოდი ვყოფილიყავი მისთვის საუკეთესო და საამაყო შვილი.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ რამდენად დიდი ძალა ჰქონდა ამ დაპირებას ჩემზე - და კვლავაც აქვს?

მისთვის მიცემულმა ამ პირობამ ჩემი ცხოვრება წარმართა. გადაწყვეტილების მიღებამდე, მე ვითვალისწინებდი ხოლმე ჩემი მოქმედებები თუ იქნებოდა მისაღები მისთვის. აღნიშნული დაპირების კავშირი და დედაჩემთან ურთიერთობა ჩემი მოქმედებებისათვის მთელი ცხოვრების განმავლობაში ასრულებდა საყრდენის როლს.

წლების შემდეგ, როდესაც იესო ქრისტე უკეთ გავიცანი, მე უკვე ვიცოდი, როგორ დამემყარებინა ჩემი რწმენა ქრისტეში. მე უფალთან დავდე აღთქმები და როგორც მე ვცდილობდი მათ დაცვას, უფალმაც მაპატია ჩემი ცოდვები, წინამძღოლობდა ჩემს ცხოვრებას და მთელი არსებით „აღმავსო თავისი სიყვარულით“. ქრისტემ ჩამინერგა უფლის მიმართ ღრმა სიყვარული, პატივისცემა და ერთგულება.

გესმით, რატომ არის „რწმენა მოქმედების პრინციპი“, და, რომ „რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისთვის მოსაწონად ყოფნა“?

როდესაც ცდილობთ, აკეთოთ ის, რაც უფალს მოსწონს, თქვენ იოსებივით იტყვით, როდესაც ეგვიპტეში მის ცდუნებას ფოტიფარის ცოლი ცდილობდა: „და როგორ ვქნა ეს დიდი ბოროტება და ღმერთს შევცოდო?“ და როდესაც წინააღმდეგობას წააწყდებით, ახალგაზრდა წინასწარმეტყველი ჯოზეფის მსგავსად იტყვით: „მე ვიცოდი ეს და ვიცოდი, რომ ღმერთმა იცოდა ეს; არ შემეძლო ; … ამის უარყოფა; ; … ასე რომ მოვქცეულიყავი, ეს შეურაცხყოფდა ღმერთს.“

იესო ქრისტეში რწმენა არის კავშირი გამოჭედილი ერთგულებითა და სიყვარულით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უფლის მოწყალე სიყვარულისთვის (ჰესედ) მადლიერებას ჩვენ გამოვხატავთ ჩვენი ერთგული სიყვარულით (ემუნა) უფლის მცნებების დაცვით.

ქრისტე გვპირდება: „ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, ; … ჩემი მამაც შეიყვარებს. მეც შევიყვარებ მას და მე თავად გამოვეცხადები“. თუ უფლის მიმართ ერთგულები იქნებით, იგი გამოგივლენთ თავის სიყვარულს.

რწმენა განსაცდელისას

როგორ უნდა უპასუხოთ ისეთ რთულ სიტუაციებს, რომელნიც უფლის სასწაულებს მოითხოვენ? მიუხდავად იმისა, რომ გამოწვევები გარდაუვალია და ზოგჯერ საშიშიცაა, უბრალოდ უშიშრად იარეთ უფლისკენ, როგორც ა.გ. 2025-ის საკონფერენციის დევიზი გიწვევთ: „მე დამეყრდენით ყოველ ფიქრში, ნუ ეჭვობთ, ნუ გეშინიათ.“

როგორ შეგიძლიათ უშიშრად იაროთ უფლისაკენ?

წარმოიდგინეთ, რომ ხართ მკვლევარი გამოუკვლევ ტერიტორიაზე. იმისათვის, რომ გადალახოთ წინააღმდეგობები, სინათლის წყარო გჭირდებათ. თქვენი ღმერთისადმი ერთგულება და მასთან მუდმივი ურთიერთობა არის თქვენი ლამპრის საწვავი. ასე რომ, როდესაც ბნელი და სახიფათო სიტუაციები შეგხვდებათ, მათკენ ბრმად სიარულის ნაცვლად, თქვენ მოიმარჯვებთ ლამპარს, რომელიც სავსეა ქრისტეს რწმენის ზეთით, რათა ბუნდოვან გზებს მოჰფინოს იმედის მკრთალი სინათლე. თქვენი წარსული გამოცდილებები გაგიძლიერებს იმედს, რომ უფალი დაგიცავთ თქვენი მოგზაურობისას.

მოლაშქრე ლამპრით

რამდენად შორს წახვალთ ქრისტეს იმედითა და რწმენით?

გახსოვთ ჩემი ამბავი აუზზე? სასოწარკვეთილების მომენტში სასწაული იმ გზით მოხდა, როგორც ველოდი, მაგრამ ღმერთი არ იძლევა გარანტიას, რომ ყოველთვის ჩვენი ნების შესაბამისად მოხდება ყველაფერი. ჩვენი რწმენის შუაგული უნდა იყოს ქრისტე, ჩვენი იმედი კი - უფლის კურთხევებზე, როგორც ღმერთი გადაწყვეტს მათ ბოძებას. „ელოდეთ სასწაულებს,“ მაგრამ „მივანდოთ ღმერთს პირველობა ჩვენს ცხოვრებაში.“

ღმერთის დაპირებები თავისი ერთგული ხალხის მიმართ

ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, როგორ გვიყვარხართ და გენდობით! თქვენ ეკუთვნით ღვთის ოჯახს და ხართ აღთქმის შვილები. გწამდეთ და ენდეთ იესო ქრისტეს. უფალი საშუალებას მოგცემთ, რომ ნამდვილად გახდეთ მისი მოწაფეები.

მე გიწვევთ, რომ დღესვე დაიწყოთ იესო ქრისტესთან თქვენს ურთიერთობაზე ზრუნვა. აიღეთ ვალდებულება, რომ არასოდეს მიატოვებთ უფალს.

თქვენი ერთგულება, სიყვარული და ნდობა ქრისტეს მიმართ ჩამოგიყალიბებთ პიროვნულ თვისებებსა და იდენტობას, უფლის მსგავსს. თქვენ შეიძენთ თავდაჯერებასა და ძალას, რათა გადალახოთ სატანის თავდასხმები. და როდესაც შეცდომებს დაუშვებთ, მისწრაფება გექნებათ უფლისგან მიტევებისკენ. საბოლოოდ, გექნებათ ნათელი მომავლის იმედი. უფალი მოგანდობთ საკუთარ ძალას, რომ შეასრულოთ ნებისმიერი რამ, რასაც თქვენგან ელის, უფლის სუფევაში დაბრუნების ძალის ჩათვლით.

მე თქვენ წინაშე ვმოწმობ იმ სიხარულის შესახებ, რომელიც მოდის „გამომსყიდველ სიყვარულზე გალობის“ დროს და სიხარულზე, რომ „მარადიულად მოქცეული ვარ მის სიყვარულით აღსავსე ხელებში.“ იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. რასელ მ. ნელსონი, “Drawing the Power of Jesus Christ into Our Lives,” Liahona, მაისი 2017, 42.

  2. ინგლისურ ენაზე, სიტყვა faith [რწმენა] ლათინური სიტყვიდან fides მოდის, რაც ნიშნავს „ნდობას“ (იხილეთ Michiel de Vaan, Etymological Dictionary of Latin and the Other Italic Languages [2008], “fido”). ბერძნული ენოვანი შესატყვისიც πίστις, ითარგმნება როგორც „ნდობა“ (see Robert Beekes, Etymological Dictionary of Greek [2010], 1:1161–62).

  3. „რწმენა არის დამაჯერებლობა და ნდობა იესო ქრისტეში“ (Guide to the Scriptures, “Faith,” სახარების ბიბლიოთეკა).

  4. See “Look unto Christ” (worldwide discussion for youth, Jan. 5, 2025), Gospel Library; see also Alexander Dushku, “Pillars and Rays,” Liahona, May 2024, 14–16.

  5. იხ. ნილ ლ. ანდერსენი, “Spiritually Defining Memories,” Liahona, მაისი 2020, 18–22.

  6. იხ. 2 კორინთელთა 3:2-3; იხ. ასევე, მორონი 10:3; რასელ მ. ნელსონი, „უსმინე მას!“ Liahona, 2020 მაისი, 88-92.

  7. იხ. რონალდ ა. რასბანდი, „By Divine Design,” Liahona, ნოემ. 2017, 55–57.

  8. იხ. მოსია 2:20-21; მოძღვრება და აღთქმები 59:21.

  9. იხ. “Appendix 1: Sixth Theological Lecture on Faith, circa January-May 1835, as Published in Latter Day Saints’ Messenger and Advocate,” 124–25, josephsmithpapers.org.

  10. იხ. მორონი 7:41; იხ. ასევე, Stephen M.R. Covey and Rebecca R. Merrill, The Speed of Trust: The One Thing that Changes Everything (2006), 215.

  11. იხ. 2 ნეფი 4:21.

  12. „ღმერთი ჩემი მეგობარია. მასში ვიპოვი ნუგეშს. … მე მსურს ქრისტესთან ერთად ყოფნა. მე საკუთარ სიცოცხლეს არ მივიჩნევ ძვირფასად [გარდა] მისი ნების შესრულებისა“ (Teachings of Presidents of the Church: Joseph Smith [2007], 243–44).

  13. Bible Dictionary, “Faith.”

  14. იხ. ებრაელთა 11:6.

  15. იხ. იოანე 8:29.

  16. იხ. დაბადება 39:9.

  17. იხ. ჯოზეფ სმითი—ისტორია 1:25.

  18. პრეზიდენტმა გორდონ ბ. ჰინკლიმ ასწავლა, „ილოცეთ მამაზეციერისადმი უფალი იესო ქრისტეს სახელით და ყოველთვის, ყველა ვითარებაში, თვით ცხოვრების ბუნებით განასახიერეთ თქვენი ერთგულება და სიყვარული“ (“Loyalty,” Liahona, მაისი 2003, 60; აგრეთვე იხილეთ Brent J. Schmidt, Relational Faith: The Transformation and Restoration of Pistis as Knowledge, Trust, Confidence, and Covenantal Faithfulness [2022], 9; Teresa Morgan, Roman Faith and Christian Faith: Pistis and Fides in the Early Roman Empire and Early Churches [2015], 127–28).

  19. იხილეთ რასელ მ. ნელსონი, „მარადიული აღთქმა,“ ლიახონა, ოქტომბერი, 2022, 4-11.

  20. „რწმენის ებრაული შესატყვისი სიტყვა არის אמונה (ემუნა) და მოქმედებისკენ მიმართული სიტყვაა, რაც ნიშნავს „მხარდაჭერას.“ … [იგი] მოქმედებას აკისრებს იმ პირს, ვინც „მხარს უჭერს ღმერთს.“ აღნიშნული არ გულისხმობს, რომ ღმერთი იმოქმედებს, არამედ მე ვიზამ ყველაფერს, რაც შემიძლია ღმერთის მხარდასაჭერად. მხარდაჭერის ეს აზრი სიტყვაში ემუნა შეგვიძლია ვნახოთ გამოსვლა 17:12-ში. … სწორედ აარონის და ხურის მხარდაჭერა/ემუნა უმაგრებდა მოსეს ხელებს, და არა მოსეს მხარდაჭერა/ემუნა . როდესაც ვამბობთ, „მე მწამს ღმერთის“, ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ, რომ „მე ვიზამ ყველაფერს, რაც შემიძლია ღმერთის მხარდასაჭერად.““ (ჯეფ ა. ბენერი, “Faith,” Ancient Hebrew Research Center, ancient-hebrew.org).

  21. იხ. იოანე 14:21; იხ. აგრეთვე მუხლი 23.

  22. იხილეთ იოანე 15:9-10.

  23. იხ. რასელ მ. ნელსონი, “Drawing the Power of Jesus Christ into Our Lives,” 39-42.

  24. იხ. მოძღვრება და აღთქმები 6:36.

  25. იხ. ნილ ლ. ანდერსენი, “Faith is Not by Chance, but by Choice,” Liahona, ნოემ. 2015, 65–68.

  26. იხ. რასელ მ. ნელსონი, „სულიერი იმპულსის ძალა“, Liahona, მაისი 2022, 99.

  27. იხ. რასელ მ. ნელსონი, „მიანდეთ ღმერთს პირველობა,“ Liahona, ნოემ. 2020, 92–95.

  28. იხ. რასელ მ. ნელსონი, “Children of the Covenant,” Ensign, 1995 მაისი, 32-35.

  29. იესო ჩემი მეგობარია. სხვას არავის მოუცია ჩემთვის ამხელა რამ. … იმედი მაქვს მივიჩნევი ღირსეულად, ვიყო უფლის მეგობარი.“ (გორდონ ბ. ჰინკლი, “My Testimony,” Liahona, ივლისი 2000, 85).

  30. იხ. იოანე 6:67-68; მოძღვრება და აღთქმები 6:20.

  31. See Russell M. Nelson, “Choices for Eternity” (worldwide devotional for young adults, May 15, 2022), Gospel Library; Richard G. Scott, 21 Principles: Divine Truths to Help You Live by the Spirit (2013), 90.

  32. იხ. ალმა 48:17.

  33. იხ. მოსია 4:2; ალმა 36:18.

  34. იხილეთ თომას ს. მონსონი, “Be of Good Cheer,” Liahona, მაისი 2009, 92–92.

  35. იხ. ესაია 58:9; ჰელამანი 10:4-5; ეფერი 12:30; მორონი 7:33.

  36. იხ. 2 ნეფი 25:23.

  37. იხ. ალმა 5:26; იხ. ასევე, ალმა 5:9; ალმა 26:13.

  38. იხ. 2 ნეფი 1:15.