გენერალური კონფერენცია
მხსნელის შესახვედრად პირადი მზადება
2025 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


14:9

მხსნელის შესახვედრად პირადი მზადება

მიჰყევით მხსნელის სწავლებას. მისი მითითებები არც საიდუმლოა და არც რთული. როცა მათ ვასრულებთ, არ უნდა გვეშინოდეს და არ უნდა ვშფოთავდეთ.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, გასულ ოქტომბერს პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა გვასწავლა: „ახლა არის დრო თქვენთვის და ჩემთვის, მოვემზადოთ ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს, მეორე მოსვლისთვის. პრეზიდენტი ნელსონი მეორედ მოსვლაზე ყოველთვის სასიხარულო ოპტიმიზმით საუბრობს. თუმცა, ცოტა ხნის წინ გოგონამ დაწყებითი საზოგადოებიდან მითხრა, რომ მეორედ მოსვლის ყოველ ხსენებაზე ის მღელვარებას ვერ მალავს. მან თქვა: „მეშინია, რადგან იესო ქრისტეს მეორედ მოსვლამდე ცუდი მოვლენები განვითარდება“.

და ასე მხოლოდ ბავშვები როდი გრძნობენ თავს. საუკეთესი რჩევა მისთვის, თქვენთვის და ჩემთვის არის მივყვეთ მხსნელის სწავლებას. მისი მითითებები არც საიდუმლოა და არც რთული. როცა მათ ვასრულებთ, არ უნდა გვეშინოდეს და არ უნდა ვშფოთავდეთ.

თავისი მიწიერი მსახურების ბოლოს, იესო ქრისტეს ჰკითხეს, კიდევ როდის მოვიდოდა. პასუხად, მან სამი იგავი მოჰყვა, რაც ჩაწერილია მათე 25-ში, თუ როგორ მოვემზადოთ უფლის შესახვედრად —მის მეორედ მოსვლისა თუ ჩვენი ამ ქვეყნიდან წასვლისას. ეს სწავლებანი მნიშვნელოვანია, რადგან ცხოვრების მთავარი მიზანია უფალთან შესახვედრად პირადი მზადება.

პირველად მხსნელმა მოჰყვა იგავი ათი ქალწულის შესახებ. ამ იგავში, ათი ქალწული ქორწილის სუფრაზე წავიდა. ხუთმა გონიერმა ლამპრებისთვის ზეთი გაიყოლა, ხუთმა უგუნურმა კი - არა. როცა ნეფის მოახლოებული გამოჩენის შესახებ გამოაცხადეს, უგუნური ქალწულები ზეთის საყიდლად წავიდნენ. და რომ დაბრუნდენენ, უკვე გვიანი იყო —საქორწინო ნადიმის კარი დაიხურა.

იესომ, ჩვენ დასახმარებლად, ამ იგავის სამი ასპექტი გამოყო. მან განმარტა:

„და იმ დღეს, როდესაც მოვალ ჩემი სიდიადით, აღსრულდება ჩემ მიერ მოყოლილი იგავი ათი ქალწულის შესახებ.

„ვინაიდან, რომლებიც არიან ბრძენნი და მიიღეს ჭეშმარიტება, სულიწმინდა მიიღეს თავიანთ მეგზურად და არ შეცდნენ – ჭეშმარიტად გეუბნებით, ისინი … გადაიტანენ იმ დღეს“.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ არ უნდა ეშინოდეთ და არ უნდა შფოთავდნენ, რადგან ისინი გადარჩებიან და აყვავდებიან. მათ პირველობა ექნებათ.

თუ გონიერები ვიქნებით, ჩვენ, იესო ქრისტეს სახარების მიღებით, ჭეშმარიტებას მივიღებთ, ეს კი მღვდლობის წეს-ჩვეულებებისა და აღთქმების მეშვეობით მოხდება. შემდეგ, ჩვენ ვეცდებით, დავრჩეთ ღირსნი იმისა, რომ სულიწმინდა მუდამ ჩვენთან იყოს. ეს უნარი უნდა გამოვიმუშაოთ ინდივიდუალურად და პირადად, ნაბიჯ-ნაბიჯ. ერთგულების თანმიმდევრული, პირადი და პიროვნული ქმედებები იწვევს სულიწმინდას ჩვენი წინამძღოლობისთვის.

მესამე მომენტი, რომელიც იესომ აღნიშნა, არის სიფხიზლე. მხსნელმა გაგვაფრთხილა:

„გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ.

„ვინაიდან ბევრნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ქრისტე ვარო! და მრავალს შეაცდენენ“.

მხსნელმა იცოდა, რომ თვალთმაქცები ეცდებოდნენ რჩეულთა მოტყუებას და მრავალი მოწაფე მოტყუებული იქნებოდა. ჩვენ არ უნდა დავუჯეროთ მათ, ვინც ცრუ პრეტენზიას აცხადებს ღვთისგან ბოძებულ უფლებამოსილებაზე და არც მეტაფორულ უდაბნოებში ან საიდუმლო ოთახებში უნდა გავემგზავროთ, რათა ყალბი მოძღვრებისგან მივიღოთ ცოდნა.

მორმონის წიგნი გვასწავლის, როგორ განვასხვავოთ მატყუარები მოწაფეებისგან. მოწაფეები ყოველთვის ქადაგებენ ღმერთის მიმართ რწმენას, მისთვის მსახურებას და სიკეთის კეთებას. ჩვენ ვერ შეგვიყვანენ შეცდომაში, თუ ვეძიებთ და რჩევას ვიღებთ სანდო პირებისგან, რომლებიც თავად მხსნელის ერთგული მოწაფეები არიან.

ჩვენ ასევე შეგვიძლია თავი ავარიდოთ მოტყუებას, თუკი რეგულარულად ვივლით ტაძარში. ეს დაგვეხმარება მარადიული ხედვის შენარჩუნებაში და დაგვიცავს გავლენისგან, რომელსაც შეუძლია ჩვენი ყურადღების გადატანა ან საერთოდ ჩვენი გადაყვანა აღთქმის გზიდან.

ათი ქალწულის შესახებ იგავის ძირითადი გაკვეთილებია ის, რომ ჩვენ ვიჩენთ სიბრძნეს, როცა ვიღებთ სახარებას, ვეძიებთ სულიწმინდის თანხლებას და თავს ვარიდებთ ჩვენს მოტყუებას. ხუთი გონიერი ქალწული ვერ დაეხმარებოდა მათ, ვისაც ზეთი არ ჰქონდა. ვერავინ ვერ მიიღებს სახარებას, სულიწმინდას, როგორც წინამძღვარს, და ვერ აარიდებს თავს მოტყუებას ჩვენ ნაცვლად. ჩვენ ეს საკუთარი თავისთვის უნდა მოვიმოქმედოთ.

შემდეგ მხსნელმა მოჰყვა იგავი ათი ტალანტის შესახებ. ამ იგავში, მამაკაცმა სამ მსახურს სხვადასხვა ფულადი თანხები მისცა, რომლებიც ტალანტებად მოიხსენიება. ერთ მსახურს მან ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს - ორი, მესამეს კი მხოლოდ ერთი. დროთა განმავლობაში, პირველმა ორმა მსახურმა გააორმაგა მიღებული თანხა. მესამე მსახურმა კი უბრალოდ დამარხა თავისი ერთადერთი ტალანტი. ორივე მსახურს, რომლებმაც გააორმაგეს ტალანტები, კაცმა უთხრა: „კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში“.

შემდეგ კაცმა იმ მსხურს უსაყვედურა, რომელმაც თავისი ტალანტი მიწაში ჩაფლო, რადგან ის „ბოროტ[ი] და ზარმაც[ი] მონა“ იყო. კაცმა მას ის ერთი ტალანტიც წაართვა და გააგდო. იმ მონას თავისი ტალანტი რომ გაეორმაგებინა, იგივე შექებასა და ჯილდოს მიიღებდა, რაც სხვა მსახურებმა მიიღეს.

ამ იგავის ერთ-ერთი გზავნილია ის, რომ ღმერთი ელის ჩვენგან ჩვენთვის ბოძებული უნარების გაზრდას, მაგრამ მას არ სურს, რომ ჩვენს უნარებს სხვების უნარებს ვადარებდეთ. განვიხილოთ მე-18 საუკუნის ჰასიდელი მეცნიერის, ანიპოლელი ზუსიას შთაგონება. ზუსია განთქმული მასწავლებელი იყო, რომელიც, სიკვდილის მიახლოებისას, შიშმა შეიპყრო. მოწაფეები ეკითხებოდნენ მას: „მოძღვარო, რატომ კანკალებ? შენ კარგი ცხოვრებით ცხოვრობდი; რა თქმა უნდა, ღმერთი დაგაჯილდოებს“.

ზუსიამ უპასუხა: „თუ ღმერთი მეტყვის: „ზუსია, რატომ არ იყავი მეორე მოსე“? მე ვუპასუხებ: „რადგან არ მიბოძე მოსეს სულის სიდიადე“. და თუ ღმერთის წინაშე დავდგები და ის მეტყვის: „ზუსია, რატომ არ იყავი მეორე სოლომონი“? მე ვიტყვი: „რადგან სოლომონის სიბრძნე არ მიბოძე“. მაგრამ თუ ჩემი შემქმნელის წინაშე დავდგები და ის მეტყვის: „ზუსია, რატომ არ იყავი ზუსია? რატომ არ იყავი ის ადამიანი, რომლის უნარიც გიბოძე“? აი რატომ ვკანკალებ“.

ჭეშმარიტად, ღმერთი განაწყენდება, თუ არ დავეყრდნობით მხსნელის მიღწევებს, წყალობასა და მადლს, რათა განვადიდოთ ღვთის მიერ ჩვენთვის ბოძებული უნარები. უფლის სიყვარულით აღსავსე დახმარებით ის ელის ჩვენგან, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიად ვიქცევით. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა იმ ფაქტს, რომ ჩვენ, შესაძლოა, სხადასხვა უნარებით ვიწყებთ ამ პროცესს. და ეს ჩვენთვისაც ასე უნდა იყოს.

და ბოლოს, მხსნელმა მოჰყვა იგავი ცხვრებისა და თხების შესახებ. როცა ის დაბრუნდება თავისი დიდებით „და შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს მათ ერთი-მეორისაგან, როგორც მწყემსი არჩევს თხებს ცხვრებისაგან. და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ და თხებს – მარცხნივ“.

მის მარჯვნივ მყოფნი გახდნენ მისი სასუფევლის მემკვიდრენი, მარცხნივ მყოფთ კი არ მიუღიათ მემკვიდრეობა. განმასხვავებელი მახასიათებელი ის იყო, დააპურეს თუ არა ის, მშიერი რომ იყო, დაალევინეს თუ არა, როცა სწყუროდა, შეიფარეს თუ არა, გარეთ რომ იყო, ჩააცვეს თუ არა შიშველს და მოინახულეს თუ არა ის, ავად ან საპყრობილეში მყოფი.

ყველანი გაოგნებულები იყვნენ - როგორც მარცხნივ, ისე მარჯვნივ მყოფნი. ისინი ეკითხებოდნენ, როდის მიაწოდეს ან არ მიაწოდეს საკვები, სასმელი ან ტანსაცმელი ან დაეხმარნენ მას გასაჭირის ჟამს. „მიუგებს მეფე და ეტყვის მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, მე გამიკეთეთ“.

ამ იგავის გზავნილი ნათელია: სხვებს რომ ვემსახურებით, ჩვენ ამით ვემსახურებით ღმერთს; და როდესაც არ ვემსახურებით სხვებს, ჩვენ მას იმედს ვუცრუებთ. ის ელის ჩვენგან ჩვენი ძღვენის, ნიჭისა და უნარების გამოყენებას, ზეციერი მამის შვილების ცხოვრების დასალოცად. მოყვასისადმი მსახურების ღვთიური იმპულსი აღწერილია მე-19 საუკუნის ფინელი პოეტის, იოჰან ლუდვიგ რუნებერგის ეპიკურ პოემაში. მე და ჩემს და-ძმას ხშირად გვესმოდა ბავშვობაში პოემა „ფერმერი პაავო“. ამ პოემაში პაავო არის საწყალი ფერმერი, რომელიც მეუღლესთან და შვილებთან ერთად ფინეთის ცენტრალურ ნაწილში, ტბასთან ცხოვრობდა. ზედიზედ რამდენიმე წლის განმავლობაში მოსავლის უმეტესი ნაწილი უნადგურდებოდა - ხან გაზაფხულს თოვლის დნობის, ხან ზაფხულის სეტყვის, ხან კი შემოდგომის ნაადრევი ყინვის გამო. ყოველ ჯერზე, მწირი მოსავლის აღებისას, ფერმერის ცოლის გოდება ისმოდა: „პაავო, პაავო, უიღბლო მოხუცო, ღმერთმა დაგვივიწყა“. პაავო კი, სტოიკურად პასუხობდა: „ჭვავის ფქვილს ხის ქერქი შეურიე და პური გამოაცხე, ბავშვები მშივრები რომ არ დარჩნენ. უფრო მეტს ვიმუშავებ დატბორილი მინდვრების დასაშრობად. ღმერთი გვცდის, მაგრამ არ გაგვწირავს“.

ყოველ ჯერზე, ნათესების განადგურებისას, პაავო ეუბნებოდა ცოლს, ორმაგი რაოდენობის ხის ქერქი შეერია ფქვილში შიმშილისგან თავის დასაღწევად. თავად კი უფრო მეტს შრომობდა, თხრილებს აკეთებდა მიწის დასაშრობად და გაზაფხულის წყლებისა და ნაადრევი შემოდგომის ყინვებისგან დასაცავად.

რამდენიმე მძიმე წლის შემდეგ პაავომ, როგორც იქნა, უხვი მოსავალი აიღო. მისმა ძალზედ გახარებულმა მეუღლემ წამოიძახა: „პაავო, პაავო, რა ბედნიერი დროა! დროა გადავაგდოთ ხის ქერქი და მხოლოდ ჭვავის ფქვილით გამოვაცხოთ პური“. მაგრამ პაავომ ამაღლებულად მოჰკიდა ცოლს ხელი და თქვა: „ფქვილს სანახევროდ ქერქი შეურიე, რადგან ჩვენი მეზობლების ნათესები ყინვამ მოსპო“. პაავომ საკუთარი ოჯახის კეთილდღეობა გასწირა განადგურებული, გასაჭირში მყოფი მეზობლის დასახმარებლად.

მხსნელის იგავში ცხვრებზე და თხებზე შემდეგი გაკვეთილია: ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენთვის ბოძებული სხვადასხვა ძღვენი —დრო, ნიჭი და დალოცვები—რათა ვემსახუროთ მამაზეციერის შვილებს, განსაკუთრებით, ყველაზე დაუცველებსა და გაჭირვებულებს.

მე ვიწვევ მოწყალების საზოგადოების ბავშვს, რომელზედაც საუბრის დასაწყისში ვლაპარაკობდი, აგრეთვე ყოველ თქვენგანს —მისდიეთ იესო ქრისტეს და ენდეთ სულიწმინდას ისე, როგორც სანუკვარ მეგობარს. დაეყრდენით მათ, ვისაც უყვარხართ და ვისაც მხსნელი უყვარს. ეძიეთ ღვთის მითითება, რათა განავითაროთ თქვენი უნიკალური უნარები და დაეხმაროთ სხვებს, მაშინაც კი, როცა ეს ადვილი არ არის. თქვენ იქნებით მზად მხსნელის შესახვედრად და შემოუერთდებით პრეზიდენტ ნელსონს მის სასიხარულო ოპტიმიზმში. და როცა ასე იქცევით, თქვენ იესო ქრისტეს მეორე მოსვლისთვის სამყაროს ამზადებთ და თქვენ დალოცვილნი იქნებით იმედით, რომ შეხვალთ უფლის მოსვენებასა და სიხარულში - ამჟამად და მომავალშიც.

როგორც ერთ-ერთ ჩვენს საყვარელ ჰიმნში ვმღერით:

იხარე! და მოემზადე იმ დღისთვის! …

არავინ იცის, რა დღეს და რა დროს მოვა იგი კვლავ,

მაგრამ ის დაბრუნდება, როგორც ამას წმინდა წერილი ამბობს; და ეს იქნება სასიხარულო დღე

როცა ჩვენი საყვარელი მხსნელი კვლავ მოგვევლინება.

იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. რასელ მ. ნელსონი, „უფალი იესო ქრისტე ისევ მოვა“, ოქტომბრის გენერალური კონფერენცია, ოქტ, 2024 წ.

  2. ჩვენ არ უნდა ვღელავდეთ, რადგან იესო ქრისტე გარდაგვქმნის და ჩვენ მზად ვიქნებით მის შესახვედრად. როცა თანმიმდევრულად პატივს ვცემთ ვენს აღთქმებს და მცნებებს ვიცავთ, ჩვენ, უფლის მადლითა და დალოცვით, თანდათან უფრო და უფრო ვემსხავსებით მხსნელს. და როცა ასე მოვიქცევით, ჩვენ მზად ვიქნებით უფლის მეორედ მოსვლისთვის. როგორც 1 იოანე 3:2-3-შია ნათქვამი:

    “საყვარელნო! ამიერიდან ღვთის შვილნი ვართ, ოღონდ ჯერ არ გამომჟღვნებულა, რანი ვიქნებით; ვიცით, რომ როცა გამომჟღავნდება, მისი მსგავსნი ვიქნებით; რადგან ვიხილავთ მას, როგორიც არის“ (1 იოანე 3:2).

    „ყოველმა, ვისაც ეს იმედი აქვს მისი, განიწმიდოს თავი, როგორც ის არის წმიდა“.

  3. უფლის მეორედ მოსვლა მოხდება ათასწლეულის დასაწისში, როცა ის დაბრუნდება თავის დიდებაში და აღიარებს, რომ ის იყო და არის დაპირებული მესია (იხ. ესაია 45:23; ზაქარია 12:10; მოძღვრება და აღთქმები 88:104).

  4. იხილეთ რასელ მ. ნელსონი, “Opening Message”, Liahona, მაისი, 2020.

  5. See Joseph Smith Translation, Matthew 25:1 (in Matthew 25:1, footnote a); Matthew 25:1–4, 6–13.

  6. მოძღვრება და აღთქმები 45:56-57.

  7. იხ. დევიდ ა. ბედნარი, „უფლისკენ მოქცეულნი“, გენერალური კონფერენცია, ოქტ. 2012.

  8. See 2 Nephi 32:5.

  9. მათე 24:4-5.

  10. See Joseph Smith—Matthew 1:5–6, 8–9, 21–22, 25–26.

  11. იხ. მორონი 7:13, 15. მორმონის წიგნის სწავლებანი ერწყმის და უფრო ნათელს ხდის ბიბლიურ სწავლებას, „რათა დაამარცხოს ცრუ მოძღვრებები“ (2 ნეფი 3:12). შესაძლოა, ეს ნაწილობრივ ამართლებს პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის სწავლებას, რომ „მორმონის წიგნი არის ღმერთის იარაღი … იმისთვის, რომ მოამზადოს სამყარო მეორედ მოსვლისთვის“ (see “The Book of Mormon, the Gathering of Israel, and the Second Coming,” Liahona, July 2014, 27).

  12. რასელ მ. ნელსონი, „იაზროვნეთ ცელესტიალურად!,” გენერალური კონფერენცია, ოქტ. 2023, 119. პრეზიდენტი ნელსონი ააგრეთვე ასწავლიდა: „ნუ დააბინძურებთ [თქვენს მოწმობას] ურწმუნო ქალებისა და მამაკაცების მცდარი ფილოსოფიებით“ („სძლიეთ სოფელს და შეისვენეთ“, გენერალური კონფერენცია, ოქტ. 2022. დაუსვით კითხვები უფალს და სხვა სანდო წყაროს. … ნუ გაზრდით ეჭვებს იმით, რომ სხვა სხვა ეჭვის მქონე პირებთან დაიწყებთ ამაზე კვლავ და კვლავ საუბარს“ („ქრისტე აღსდგა, მასში რწმენა მთებს გადააადგილებს“, გენერალური კონფერენცია, 2021 წლის მაისი, 103. როგორ მორმონის წიგნის წინასწარმეტყველმა, ალმა უფროსმა, გვირჩია: „არ ანდოთ არცერთ ადამიანს, რომ იყოს თქვენი მასწავლებელი ან მოძღვარი, გარდა ღმერთის კაცისა, მისი გზებით მოსიარულესი და მისი მცნებების დამცველისა“ (მოსია 23:14). ამ წყობაში, მხსნელმა გვასწავლა, დავეყრდნოთ მხოლოდ მათ, ვისაც აქვთ „სინანულის სულ[ი], … რომლის ენა სათნოა და ნათელი, … ვინც კანკალებს ჩემი ძალის წინაშე … და … მოიტანს დიდებისა და სიბრძნის ნაყოფს, გამოცხადებებისა და ჭეშმარიტების შესაბამისად, რომელიც მე გიბოძეთ“ (იხ. მოძღვრება და აღთქმები 52:14-19).

  13. რასელ მ. ნელსონი „უფალი იესო ქრისტე ისევ მოვა“.

  14. როცა გარდაცვლილი წინაპრებისთვის ჩანაცვლებით წეს-ჩვეულებებს ვასრულებთ, ეს წინაპრები თავად წყვეტენ, მიიღბენ სახარებას და დარჩებიან ერთგულნი, თუ არა. ამ ვითარებაშიც კი, არავინ არ იღბს სხვის ნაცვლად გადაწყვეტილებას.

  15. იხ. მათე 25:14–30.

  16. See Guide to the Scriptures, “Talent.” ძველ საბერძნეთსა და რომში ტალანტი წონის და ფულადი ერთეული იყო. ვარაუდით, ერთი ტალანტი 6 000 დინარის ღირებულების იყო, დინარი კი, უხეშად, მუშის ერთი დღის გასამრჯელო იყო, ამიტომ ერთი ტალანტი საშუალო მუშის 20 წლის სამუშაოს საფასური იყო.

  17. ალმა 25:21, მუხლი 23.

  18. იხილეთ მათე 25:24-26.

  19. ეს იგავი რომ გავაგრძელოთ: მარადისობის პერსპექტივის გათვალისწინებით, როგორც კი მსახური თავისი ბატონის სიხარულში შედის და მისი ქონების მემკვიდრე ხდება, ის განსხვავებები, რომლებსაც ყოველ მსახურს ჰქონდა დასაწყისში, უმნიშვნელო ხდება.

  20. ამის გარდა, უფალი ადარებს ამ იგავში ნახსენებბ ტალანტებს ცხოვრებისა და სახარების სხვადასხვა ასპექტებს, მათ შორის, ცოდნასა და მოწმობას (იხ. ეფერი 12:35; მოძღვრება და აღთქმები 60:2, 13) აგრეთვე უძრავი ქონება და მმართველობა (იხ. მოძღვრება და აღთქმები 82:18).

  21. See Harold S. Kushner, Overcoming Life’s Disappointments (2006), 26.

  22. როგორც ნათქვამია იქადაგე ჩემი სახარება: იესო ქრისტეს სახარების გაზიარების გზამკვლევი (2023), 48, “All that is unfair in life can be made right through the Atonement of Jesus Christ.”

  23. იხ. მათე 25:31-46.

  24. მათე 25:32-33.

  25. იხ. მათე 25:37-39, 44.

  26. მათე 25:40; იხ. აგრეთვე მუხლი 45.

  27. იხ. მოსია 2:17. ჩვენ მონაწილეობას ვიღბთ მხსნელის მისიაში, როცა ვაზიარებთ მის სახარებას, ვეხმარებით გულგატეხილთა განკურენბაში (იხ. ესაია 61:1-3; ლუკა 4:16-21), დახმარების ხელი გავუწოდოთ სუსტებს, ავღმართოთ ქვემოთ დაშვებული ხელები და გავამაგროთ სუსტი მუხლი (იხ. მოძღვრება და აღთქმები 81:5).

  28. არყის ხის ქერქის ქვედა ნაწილი შეიცავს ცოტაოდენობით ნახშირწყლებს და ბოჭკოს. მისი საკვებად გამოყენება უკიდურეს შემთხვევაშია შესაძლებელი.

  29. See Johan Ludvig Runeberg, “Högt Bland Saarijärvis Moar,” Idyll och epigram Dikter (1830), nummer 25; Suomen kansalliskirjallisuus (Helsinki, 1941), 9:50–52; sv.wikisource.org/wiki/Högt_bland_Saarijärvis_moar. შვედურიდან მე ვთარგმნე.

  30. ეს წარმოადგენს იმას, რაც ღმერთმა მიუთითა ძველ ისრაელს: „რადგან არ დაილევა გლახაკი ქვეყანაში, ამიტომ გიბრძანებ ხელგაშლილი იყო შენი ძმის მიმართ, შენი ღარიბისა და შენი გლახაკის მიმართ შენს ქვეყანაში“ (მეორე რჯული 15:11).

  31. See Dallin H. Oaks, “Preparation for the Second Coming,” Liahona, May 2004, 7–10, for a wonderful discourse about the Second Coming and ways to prepare for it.

  32. რასელ მ. ნელსონი, „სძლიეთ სოფელს და შეისვენეთ“. პრეზიდენტი ნელსონი გვასწავლიდა: „ამ შეკრების ერთ-ერთი გადამწყვეტი ელემენტია მათი მომზადება, ვინც შეძლებს, მზადაა და ღირსია მიიღოს უფალი, როცა ის კვლავ მოვა; ადამიანები, რომლებმაც ამ დაცემულ სამყაროს არჩიეს იესო ქრისტე; ისინი, რომელნიც ხარობენ თავიანთი არჩევნით - იცხოვრონ იესო ქრისტეს უმაღლესი, წმინდა კანონებით“.(“სძლიეთ სამყაროს და შეისვენეთ,” 98).

  33. იხ. მორონი 7:3. პრეზიდენტი ჯოზეფ ფ.სმითი გვასწავლიდა: „დასვენება, … რომელიც მოიხსენიება, არ არის ფიზიკური დასვენება. … [ეს არის] სულიერი დასვენება და სიმშვიდე, რაც იბადება ჭეშმარიტებაში მტკიცე დაჯერებულობიდან. … ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია, შევიდეთ უფლის დასვენებაში დღეს, თუკი სახარების ჭეშმარიტებას გავიაზრებთ. … [ისინი, ვინც ამ დასვენებაში შევიდნენ], ვისი გონება დაკმაყოფილდა და ვინც მზერა მიაპყრო საკუთარი მაღალი მოწოდების ნიშნას, გულში მტკიცე გადაწყვეტილებით, რომ იქნება ურყევი ჭეშმარიტებაში და ვინც თავმდაბლობითა და სიმართლით მიაბიჯებს ბილიკზე, რომელიც … ქრისეს მიმდევრებს გაუკაფეს. მაგრამ არიან ბევვრნი, რომლებმაც არ მიაღწიეს მტკიცე ნდობას ამ წერტილს და ამიტომაც, მათ ყოველი დოქტრინის ქარი იტაცებთ და ისინი ვერ ჰპოულობენ მოსვენებას. ესენი არიან, ვინც ეკლესიაში მომხდარი, ერსა თუ ადამიანთა არეულ სამყაროში არასასიმოვნო შემთხვევების გამო გულგატეხილები არიან. … მათ უვითარდებათ ეჭვის, მოუსვენრობისა და ყოყმანის გრძნობა. მათ არეული აქვთ აზროვნება და ისინი მცირე ცვლილების გამოც კი შფოთავენ ისე, თითქოს ორიენტირი დაკარგეს ზღვაში“ (Gospel Doctrine, 5th ed. [1939], 126).

  34. “When the Savior Comes Again,” Hymns—For Home and Church, Gospel Library.