ეკლესიის აუდიტორული განყოფილების ანგარიში, 2024
უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის პირველ პრეზიდენტობას
ძვირფასო ძმებო: ვიხელმძღვანელებ გამოცხადებით, რომელიც ჩაწერილია მოძღვრება და აღთქმებში, ნაწილი 120, მეათედის განკარგვის საბჭო—რომელიც შედგება პირველი პრეზიდენტობის, თორმეტ მოციქულთა ქვორუმისა და თავმჯდომარე ეპისკოპოსობისგან—იძლევა ეკლესიის სახსრების გახარჯვის უფლებას. ეკლესიის დაწესებულებები ანაწილებენ თანხებს დამტკიცებული ბიუჯეტის, პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად.
ეკლესიის აუდიტი, რომელიც შედგება უფლებამოსილი პროფესიონალებისგან და დამოუკიდებელია ეკლესიის ყველა სხვა განყოფილებისა თუ უწყებისგან, პასუხისმგებელია განახორციელოს აუდიტი, მიღებულ შენატანებთან, გაწეულ ხარჯებთან და ეკლესიის აქტივების დაცვასთან დაკავშირებით, გონივრული გარანტიის გაცემის მიზნით.
შესრულებული აუდიტის საფუძველზე, ეკლესიის აუდიტი მიიჩნევს, რომ ყველა მატერიალური თვალსაზრისით, მიღებული შენატანები, გაწეული ხარჯები და ეკლესიის აქტივები 2024 წლისთვის აღირიცხა და გამოყენებულ იქნა ეკლესიის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის, სააღრიცხვო პრაქტიკისა და პოლიტიკის შესაბამისად. ეკლესია მიჰყვება პრაქტიკას, რომელიც ასწავლის თავის წევრებს ბიუჯეტის ფარგლებში ცხოვრებას, ვალების თავიდან აცილებას და დანაზოგის გაკეთებას გაჭირვების ჟამისთვის.
თქვენდამი პატივისცემით,
ეკლესიის აუდიტორული განყოფილება
ჯერედ ბ. ლარსონი
მმართველი დირექტორი