გენერალური კონფერენცია
ჩემი სიყვარული მხსნელის მიმართ არის ჩემი „რატომ“
2025 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


10:29

ჩემი სიყვარული მხსნელის მიმართ არის ჩემი „რატომ“

მე მიყვარს ჩვენი მხსნელი. ეს არის ნამდვილი და ყველაზე ძლიერი მიზეზი, რატომაც ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ.

როდისმე შეგიმჩნევიათ, რომ ჩვენი ძვირფასი წინასწარმეტყველი, პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი, გამუდმებით მოგვიწოდებს რაღაც მოქმედებისკენ? გასაკვირი არაა, რომ მან მოგვიწვია გვესწავლა და დავფიქრებულიყავით ბოლო ორი კონფერენციის გზავნილებზე. 2024 წლის აპრილის კონფერენციაზე მან თქვა: „იმედი მაქვს თქვენ არაერთხელ შეისწავლით ამ კონფერენციის გზავნილებს, მომავალი თვეების განმავლობაში“. შემდგომ, 2024 წლის ოქტომბერში, მან თქვა: „მე მოგიწოდებთ, შეისწავლოთ გამომსვლელების გზავნილები.“ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გამოიყენეთ ისინი, როგორც ლაკმუსის ტესტი რათა ამოიცნოთ, რა არის ჭეშმარიტი და რა - არა“.

ეს მოწვევები შეგვიძლია დავამატოთ იმ წინასწარმეტყველურ მოწვევებს, რომელნიც ცხოვრების მანძილზე მიგვიღია, მათ შორის და განსაკუთრებით, ამ ბოლო წლებში მიღებული მოწვევები. ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ ან ვიფიქროთ, რომ ეს მოწვევები არის კიდევ ერთი რამ, რაც უნდა დავამატოთ ჩვენს დავალებების ჩამონათვალს უბრალოდ იმიტომ, რომ მოწვეულნი ვიყავით ან გვთხოვეს ამის გაკეთება. მაგრამ შეიძლება სხვა მიზეზიც იყოს?

ვქიფრობდი რა ამ და ყველა მოწვევაზე, რაც მიგვიღია, გამახსენდა რაღაც, რაც დიდი ხნის წინ ვისწავლე და გადავწყვიტე. მე ვცდილობ გავაკეთო ის, რაც არსებითია ჩემთვის, ვინაიდან მე მიყვარს ჩვენი მხსნელი. ეს არის ნამდვილი და ყველაზე ძლიერი მიზეზი, რატომაც ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ და შემდგომ ამას უკავშირდება ჩემი სიყვარული თქვენდამი, დებო და ძმებო.

როგორც თქვენს ძმას იმედი მაქვს, რომ ჩემს სიტყვებს გულწრფელ მოწვევად მიიღებთ, რათა ეძიოთ შესაძლებლობა, დაუკავშიროთ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ჩვენს სიყვარულს მხსნელისადმი.

ამის გაკეთება დაგვეხმარება გავიგოთ რეალური „რატომ“ ყველაფრის მიღმა, რასაც ვაკეთებთ, როგორც მხსნელის მოწაფეები. ეს დაგვეხმარება გავაძლიეროთ ჩვენი აღთქმის კავშირი ღმერთთან, გავიგოთ მისი ღვთიური და მარადიული ჭეშმარიტებანი—მისი მარადიული და აბსოლუტური ჭეშმარიტება, რომელიც არასოდეს შეიცვლება. მარადიული ჭეშმარიტებები, როგორიცაა: „რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.“

საინტერესოა, რომ ზოგჯერ იმდენჯერ გაგვიმეორებია ერთი და იგივე ქმედება, რომ ის ტრადიციად დამკვიდრებულა და ჩვენ ვაძლევთ ამ ტრადიციებს ან მოქმედებებს საშუალებას, წარმართონ ჩვენი ძალისხმევა იესო ქრისტესადმი რწმენის გასაძლიერებლად. ისე ჩანს, თითქოს ყოველივე ამას ვაკეთებთ, რადგან უბრალოდ მრავალი წლის მანძილზე ვაკეთებდით იმის გაუთვალისწინებლად, თუ რა გავლენა აქვთ მათ ჩვენს აღთქმით კავშირზე მხსნელთან.

ჩვენს სამყაროში, ჩვენ ჩვეულებრივ ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, რასაც ვაკეთებთ და ამოცანებისა და მიზნების თანმიმდევრულ შესრულებაზე. სულიერ სფეროში ჩვენ გვაქვს საშუალება, გამოვიდეთ მხოლოდ საქმის კეთების ან მიზნების მიღწევების ჩარჩოდან და ეს შესაძლებელია, როდესაც გვესმის, თუ რატომ ვაკეთებთ ამას. თუ შევძლებთ გავიაზროთ და დავაკავშიროთ, რომ ჩვენი ქმედებების მიზეზია მხსნელისა და ჩვენი ზეციერი მამის მიმართ სიყვარული, მაშინ ამ შესაძლებლობების გამოყენებით გავაცნობიერებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის ღონისძიებების თუ ტრადიციების მართებულად შესრულება კარგი და ჭეშმარიტი საქმეა, როდესაც მათ შევუწყვილებთ მთავარ „რატომ“-ს, კურთხეულნი ვიქნებით, რომ გავიგოთ ჩვენი ქმედებების ნამდვილი მიზეზი. ეს არ იქნება უბრალოდ კარგი საქმეების კეთება ან მათი სწორად შესრულება; არამედ, ჩვენ მათ გავიგებთ სწორად.

მაგალითად, როდესაც მიზნად დაისახავთ წმინდა წერილების წაკითხვას, გულწრფელ ლოცვას ან მზადებას ღონისძიებისთვის ოჯახსა თუ მეურვეობაში, არის თუ არა ამის ნამდვილი მიზეზი უბრალოდ ამ დავალებების შესრულება? ან გახლავთ ეს ქმედებები ჭეშმარიტი მიზნის მიღწევისთვის ხელთ არსებული იარაღები და საშუალებები? თუ მიზეზი უბრალოდ ღინოსძიების ჩატარებაა, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ამას მრავალი წელი ვაკეთებდით და შემდგომ მოვნიშნოთ, როგორც შესრულებული? ან, კიდევ ერთხელ, არის თუ არ ეს საშუალებები, რომლებსაც ჩვენ მხსნელის შეცნობის, შეგრძნებისა და მასთან დაკავშირების მიზნით ვიყენებთ?

გთხოვთ, არასწორად არ გაიგოთ ჩემი აზრი ღონისძიებებისა და ტრადიციების შესახებ ან მიზნების დასახვაზე და მათ მისაღწევად თავდაუზოგავ შრომაზე; ამაში ცუდი არაფერია. თუმცა, მსურს მოგიწვიოთ გაუხსნათ გონება და გული გაგების შესაძლებლობასა და კურთხევას, რათა მიხვდეთ, რატომ ვაკეთებთ ამ საქმეებს და როგორ აღვასრულებთ ჩვენს რელიგიას.

მთავარი მაგალითი ქრისტეზე ორიენტირებული ტრადიციებისა არის გამოწვევა, რომელზეც პრეზიდენტმა დალინ ჰ. ოუქსმა ყველა ჩვენგანს მიმართა პირველი პრეზიდენტობის სახელით. პრეზიდენტმა ოუქსმა თქვა: „ამ ახალი წლის დადგომასთან ერთად, მოვემზადოთ იესო ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლის აღდგომის დღესასწაულის ზეიმისთვის. … მიუხედავად იმისა, თუ რა სწამთ ან რას აკეთებენ სხვები, ჩვენ უნდა აღვნიშნოთ ჩვენი ცოცხალი მხსნელის მკვდრეთით აღდგომა, მისი სწავლებების შესწავლით და დავეხმაროთ აღდგომის ტრადიციების დამკვიდრებას ჩვენს საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ჩვენს ოჯახებში.“ როგორც ხედავთ, ეს არ არის უბრალოდ მოწვევა, გვქონდეს ტრადიციები. ნაცვლად ამისა, ჩვენ ვიყენებთ ამ ტრადიციებს, როგორც საშუალებებს, მეტი ვისწავლოთ ჩვენი მხსნელის შესახებ და გავიხსენოთ მისი გამოსყიდვა.

რაც უფრო მეტად შევძლებთ მიზეზის დაკავშირებას ჩვენდამი მაცხოვრის სიყვარულთან, მით უფრო შევძლებთ მივიღოთ ის, რაც გვჭირდება ან ვეძებთ. პრეზიდენტმა ნელსონმა თქვა: „რა შეკითხვები და პრობლემებიც არ უნდა გქონდეთ, პასუხი ყოველთვის იესო ქრისტეს სწავლებაში და ცხოვრებაშია.“ და მან მოგვიწვია: „შეიტყვეთ მეტი მისი გამოსყიდვის, სიყვარულის, მოწყალების, მოძღვრების და განკურნებისა და წინსვლის აღდგენილი სახარების შესახებ. მიბრუნდით უფლისკენ! იარეთ მის კვალზე!”

დაფიქრდით გულითა და გონებით: გჯერათ, რომ პრეზიდენტი ნელსონის მოწვევა მიზნად ისახავდა დახმარებას მხოლოდ სიის შედგენაში, სადაც ჩვენ თავს მოვუყრიდით მეტ ცოდნას და შევასრულებდით დავალებებს? თუ ის გვიწვევს დავფიქრდეთ სამუდამო ჭეშმარიტების ასპექტებსა და პრინციპებზე, როგორც შესაძლებლობაზე, გავიგოთ „რატომ“ და დავაკავშიროთ მხსნელის აღთქმული სიყვარული ჩვენს მთელ მოწაფეობრივ გზასთან?

ნება მომეცით გაჩვენოთ პრინციპი, რომლის გადმოცემასაც ვცდილობ. ერთი ვარიანტია, რაც შესაძლოა ცოტა უკიდურესიც იყოს, გენერალური კონფერენციის ყველა გზავნილის ერთიანად წაკითხვა და როგორც კი დავასრულებ კითხვას, ამ მოწვევას უბრალოდ მოვნიშნავ შესრულებულად ჩემს დავალებათა სიაში და დამატებით აღარაფერს გავაკეთებ წაკითხულის შესახებ. მე მესმის, რომ ეს ექსტრემალური შემთხვევაა, თუმცა ის არ გახლავთ არარეალური. ალბათ, ბევრ ჩვენგანს ზოგჯერ ასეთ მდგომარეობასა და იდეალურს შორის გვიწევს ყოფნა.

მოწვევა გულისხმობს, გენერალური კონფერენციის გზავნილების შესწავლასა და მათზე დაფიქრებას, ასევე მათ გამოყენებას იმის გასარკვევად და გასაგებად, თუ რისი გაუმჯობესება შეუძლია თითოეულ ჩვენგანს.

როდესაც დავთანხმდებით მოწვევას, გავიგებთ რა „რატომ“-ს მის მიღმა, ჩვენ გვექნება მეტი შესაძლებლობა უფრო დავუახლოვდეთ მხსნელს. ჩვენ დავიწყებთ იმის გაგებას, რომ რადგან მიყვარს მხსნელი, მსურს მეტი შევიტყო მის შესახებ, რისთვისაც შევისწავლი ცოცხალი წინასწარმეტყველების სიტყვებს. და რადგანაც მიყვარს ჩემი მოყვასი, მე გავუზიარებ წინასწარმეტყველთა, მჭვრეტელთა და განმცხადებელთა სწავლებებს სხვებსაც, უპირველესად კი ჩემს საყვარელ ადამიანებს.

ორივე მაგალითში, თქვენ აკეთებთ მართალ საქმეს. ერთში, მიზანი როგორც ჩანს, არის იმ საშუალებების გამოყენება, რომლებიც გვიბოძეს ზეციურმა მამამ და მხსნელმა, რაც გახლავთ გენერალური კონფერენციის დროს გაზიარებული გზავნილები. მეორე ვერსია მოიცავს უდიდეს კურთხევას, შევიცნოთ საფუძვლიანი მიზეზები, რაც გვთავაზობს გზას მარადიული ჭეშმარიტების გასაგებად და ყველა ადამიანისთვის იმ დაპირებული კურთხევების მისაღებად, ვინც მხსნელის, იესო ქრისტეს, მოძღვრებასა და სიცოხლეს, საკუთარი ცხოვრების ორიენტირად აქცევს.

ძვირფასო დებო და ძმებო, იმედი მაქვს გრძნობთ და ხედავთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქმედებების დაკავშირება ჩვენი მხსნელის სიყვარულთან. გლობალიზებულ სამყაროში, მრავალი ხმა ეცდება თქვენზე გავლენა მოახდინოს და თუ შესაძლებელი იქნება, მიგიყვანოთ იმ აზრამდე, რომ ზოგიერთი ფუნდამენტური ჭეშმარიტება იესო ქრისტეს აღდგენილი სახარებიდან არ არის საჭირო. ეს ხმები იწყებენ ამ უკანასკნელ დღეებში სახარების აღდგენის საჭიროების ძირითადი ჭეშმარიტებით, მათ შორის დედამიწაზე ღვთის სასუფევლის აუცილებლობის შესახებ, რომელიც წარმოდგენილია უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს აღდგენილი ეკლესიის მიერ.

თქვენ შეიძლება მოისმინოთ ხმები, რომლებიც დაჟინებით გარწმუნებენ, რომ მხოლოდ ინდივიდუალური ურთიერთობა ან მხსნელის გაგება საკმარისია და რელიგია ან აღდგენილი ეკლესია არასაჭირო და უმნიშვნელოა. მსურს მოგიწვიოთ, იყოთ ნელი ამ მცდარი იდეების გათვალისწინებაში ან თუნდაც იყოთ იმუნური მათგან და სწრაფად გაიხსენოთ ის, რასაც მხსნელი, უძველესი დროიდან მოყოლებული, გვეუბნებოდა და გვასწავლიდა, დაწყებული ზეციური მამისა და იესო ქრისტეს სიყვარულით ჩვენდამი და ჩვენი სიყვარულის მათთან დაკავშირებით, როგორც მის კვალზე სიარულის მიზეზი.

ზეციური მამა და მისი ძე გამოეცხადნენ და ესაუბრნენ ჯოზეფ სმითს, რათა აღედგენათ იესო ქრისტეს ეკლესია და დაეწყოთ ჟამთა სისრულე ანუ უფლის სასუფევლის დამყარება დედამიწაზე. მაშასადამე, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია არის ზეციური მამის მიერ დაარსებული საშუალება, რათა მივიღოთ აღთქმები, რომლებიც შინ დაბრუნების საშუალებას გვაძლევს. ამრიგად, ჩვენ გვჭირდება იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ პირადი ურთიერთობა ზეციურ მამასთან და მის ძესთან: ჩვენ გვჭირდება სამღვდელოების არსებითი წეს-ჩვეულებები, რომლებითაც ვდებთ აღთქმებს მათთან. ეს უზრუნველყოფს მათთან აღთქმის კავშირს და გვაძლევს წვდომას მათი აღთქმის სიყვარულზე, რაც შესაძლებელს ხდის, მივაღწიოთ ბრწყინვალების უმაღლეს სასუფეველს, რომელიც შექმნილია მათთვის, ვინც ჭეშმარიტი და ერთგულია თავიანთი აღთქმების მიმართ.

ჩემი სულის მთელი ძალით ვმოწმობ ჩვენი მხსნელის, იესო ქრისტეს, ნამდვილობასა და ღვთიურობის შესახებ. თქვენ მას უყვარხართ. მან იცის, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში. მას მკლავები ფართოდ აქვს გაშლილი და გვიწვევს: „მოდით ჩემთან, … და მე მოგასვენებთ თქვენ“.

მე მიყვარს მხსნელი და ჩემი სიყვარული მის მიმართ არის ჩემი „რატომ“. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.