სულიერად მასში განკურნებულნი
სულიერი განწმენდა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ამ ცხოვრებაში აღვდგებით ფიზიკურად და ემოციურად. სულიერი განწმენდა იბადება იესო ქრისტეში რწმენითა და მოქცევით.
ათმა კეთროვანმა შემოსძახა მხსნელს: „შეგვიწყალე, იესო მოძღვარო“. და იესომ შეიწყალა ისინი. მან უთხრა, მღვდელს ეჩვენონ და როგორც კი წავიდნენ, განიწმინდნენ დაავადებისგან.
ერთი მათგანი, რომ დაინახა, განიკურნა, მაღალი ხმით ადიდებდა ღმერთს. ის მხსნელთან დაბრუნდა, მის ფერხთით დაეცა და მადლიერება გამოხატა.
მხსნელმა უთხრა იმ მადლიერ ადამიანს: „შენმა რწმენამ გიხსნა.“
იესო ქრისტემ ათი კეთროვანი გამოაჯანმრთელა. მაგრამ ერთმა, რომელიც მხსნელს დაუბრუნდა, კიდევ რაღაც მიიღო. ის განიკურნა.
ცხრა კეთროვანი ფიზიკურად გამოჯანმრთელდა.
ერთი ფიზიკურად გამოჯანმრთელდა და სულიერადაც განიკურნა.
ამ ამბავს ღრმად რომ ჩავუფიქრდი დამაინტერესა, პირიქითაც თუ იგივე ხდება. თუ გამოჯანმრთელება და განკურნება ერთი და იგივე არ არის, შესაძლებელია, რომ უფალმა ვინმე სულიერად განკურნოს, მაგრამ ფიზიკურად და ემოციურად ჯერ არა?
ოსტატი მკურნალი მოგვირჩენს ყველა სენს - ფიზიკურს და ემოციურს —თავის დროზე. მაგრამ შესაძლებელია, რომ გამოჯანმრთელების მოლოდინში ვინმე განიკურნოს?
რას ნიშნავს იყო სულიერად განკურნებელი?
ჩვენ სულიერად განვიკურნებით იესო ქრისტეში, როცა ვიყენებთ თავისუფალ არჩევანს და მივყვებით მას რწმენით, დავუმორჩილებთ მას საკუთარ გულს, რათა მან ის შეცვალოს, ვიცავთ უფლის მცნებებს და შევდივართ აღთქმისეულ დაპირებაში მასთან, თავმდაბლობით ვუძლებთ ამ მიწიერი მდგომარეობის გამოწვევებს და ვსწავლობთ მათგან, სანამ არ დავბრუნდებით მის გარემოცვაში და სრულად არ განვიკურნებით. მე შემიძლია განვიკურნო გამოჯანმრთელების მოლოდინში, თუ ჩემი ურთიერთობა უფალთან გულწრფელია.
იესო ქრისტეს მიმართ რწმენას იმედი მოაქვს. მე ვპოვებ იმედს განკურნების მცდელობისას —განკურნების, რომელიც იესო ქრისტეს რწმენიდან იბადება. რწმენა უფლისა ზრდის ჩემი გამოჯანმრთლების იმედს და ეს იმედი აძლიერებს ჩემს რწმენას იესო ქრისტეს მიმართ. ეს ძლიერი წრეა.
უფალმა უთხრა ენოსს, რომ მისმა რწმენამ „[განკურნა]“. განკურნება მოვიდა, როცა ენოსი ღრმად დაფიქრდა მისი წინასწარმეტყველი მამის, იაკობის, სიტყვებზე, როცა სწყუროდა გაეგო მარადიული ცხოვრების შესაძლებლობა, როცა მან ღმერთს ძლიერ ლოცვაში შეჰღაღადა. სურვილისა და თავმდაბლობის ასეთ მდგომარეობაში მას უფლის ხმა მოევლინა და გამოუცხადა, რომ ცოდვები მიეტევა. ენოსმა ჰკითხა უფალს: „ეს როგორ მოხდა“? უფალმა უპასუხა: „შენი ქრისტეში რწმენის გამო, … შენმა რწმენამ განგკურნა“.
იესო ქრისტეში რწმენის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ვეძიოთ სულიერი განკურნება, იმ დროს როცა ფიზიკურ და სულიერ განკურნებას ველით და ამის იმედი გვაქვს.
მისი გამომსყიდველი მსხვერპლის წყალობით და ჩვენი გულწრფელი მონანიების შემდეგ, მხსნელი გამოგვაჯანმრთელებს ცოდვისგან, როგორც მან ენოსის შემთხვევაში გააკეთა. მისი უსასრულო გამოსყიდვა აგრეთვე ვრცელდება ტანჯვასა და მწუხარებაზე.
მაგრამ მან შეიძლება არ მოგვაშოროს ავადმყოფობა და დაავადება —ქრონიკული ტკივილი, აუტოიმუნური დარღვევები, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი, კიბო, შფოთვა, დეპრესია და სხვა მსგავსი რამ. ასეთი ტიპის გამოჯანმრთელება უფლის დროს მოხდება. იქამდე კი ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ განკურნება მასში რწმენის გამოვლენით!
განიკურნო ნიშნავს იყო მთლიანი და დასრულებული. მსგავსად ხუთი ქალწულისა, რომლებმაც ლამპრები ზეთით სავსე ჰქონდათ ნეფის მოსვლისას, ჩვენც შეგვიძლია განვიკურნოთ იესოში, თუკი ჩვენს ლამპრებს მასში მოქცევის ზეთით ავავსებთ. ამგვარად, ჩვენ მზად ვიქნებით სიმბოლური ქორწილისთვის —უფლის მეორედ მოსვლისთვის.
ამ იგავში ათივე ქალწული სწორ გზაზე იყო, ისინი ნეფეს ელოდებოდნენ. ყოველი მათგანი ლამპრით მოვიდა.
მაგრამ როცა ის, მოლოდინის თანახმად, შუაღამით მოვიდა, ხუთ უგუნურს ლამპრებში საკმარისი ზეთი არ ჰქონდა. ისინი აღწერეს არა როგორც ბოროტი, არამედ როგორც უგუნური. უგუნურები შესაფერისად არ მოემზადნენ იმისთვის, რომ მათი ლამპრები მოქცევის ზეთზე ანათებდეს.
ასე რომ, მათ თხოვნაზე, შეეშვათ ისინი ქორწილში, ნეფემ უპასუხა: „თქვენ მე არ მიცნობთ“.
ანუ იგულისხმა, რომ ხუთი გონიერი ქალწული იცნობდა მას. ისინი მასში განიკურნენ.
მათი ლამპრები მოქცევის ძვირფასი ზეთით იყო სავსე, რამაც შესაძლებელი გახადა ხუთი გონიერი ქალწულისთვის ქორწილის ნადიმზე შესვლა და ნეფეს მარჯვენა მხარეს დგომა.
როგორც მხსნელმა თქვა: „იყავით ერთგულნი, ილოცეთ ყოველთვის, ლამპრები გქონდეთ სავსე და ანთებული, თან იქონიეთ ზეთი, რათა მზად იყოთ ნეფის მოსვლისთვის“. 12
ხუთი გონიერი ქალწული, ბენ ჰამონდი
დიდებული ძეგლი „ხუთი გონიერი ქალწული“ ცოტა ხნის წინ დაიდგა ტაძრის მოედანზე, მოწყალების საზოგადოების შენობის წინ, სოლთ-ლეიქ ტაძრის ჩრდილში.
ეს არის ადგილი, რომელიც შეეფერება ამ იგავს. იმის გამო, რომ ჩვენ ვდებთ და ვიცავთ აღთქმებს, განსაკუთრებით რომლებიც უფლის სახლშია ჩვენთვის ხელმისაწვდომი, ჩვენ მოქცევის ზეთით ვავსებთ ჩვენს ლამპრებს.
ხუთი გონიერი ქალი, რომლებიც არ უზიარებენ თავიანთ მოქცევის ზეთს სხვებს, სამაგიეროდ უზიარებენ სხვებს სინათლეს, რადგან აწეული აქვთ ლამპრები, რომლებიც ზეთით სავსეა და კაშკაშად ანათებს. აღსანიშნავია, რომ ისინი გამოსახულები არიან როგორც ერთმანეთის მხარში მდგომნი—მხარი მხართან, ხელგადახვეულნი, თვალი თვალში, იწვევენ რა სხვებსაც, მოვიდნენ შუქზე.
ჭეშმარიტად, „[ჩვენ] სოფლის ნათელი [ვართ]“.. გამომსყიდველმა განაცხადა:
„იყავით ამ ხალხის სინათლე. მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება.
აჰა, სანთელს რომ ა[ვანთებთ], ჭურჭელქვეშ [ვდგამთ]? არა, არამედ სასანთლეზე, რომ ყველას გაუნათოს სახლში.
„ამიტომ, დაე, ისე გაანათოს თქვენმა სინათლემ ამ ხალხის წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია“.
ჩვენ გვიბრძანეს, გავაზიაროთ მისი ნათელი. ასე რომ, აავსეთ თქვენი ლამპარი იესო ქრისტეზე მოქცევის ზეთით, გამართული იქონიეთ ის, რათა კაშკაშად ანათებდეს. შემდეგ, იკაშკაშოს ამ სინათლემ. საკუთარი სინათლის გაზიარებით ჩვენ სხვებისთვის იესო ქრისტეს შვება მოგვაქვს, ღრმავდება ჩვენი მოქცევა მასზედ და შესაძლებელი ხდება ჩვენი განკურნება გამოჯანმრთელების პროცესის მოლოდინში. და როცა ჩვენი სინათლე კაშკაშად ანათებს, ჩვენ მოლოდინის დროსას შეგვეძლება მხიარულები ვიყოთ.
მაგალითი წმინდა წერილიდან აძლიერებს პრინციპს, რომ იესო ქრისტეზე მოქცევით შეგვიძლია განვიკურნოთ და მისგან მივიღოთ ძალა, მაშინაც კი, როცა განკურნებას ველით.
პავლე მოციქულს რაღაც აწუხებდა, რაც მან თავად აღწერა როგორც „ეკალი სხეულში“, რომლის მოშორებაც მან სამჯერ სთხოვა უფალს. უფალმა უთხრა მას: „გეყოფა ჩემი მადლი: უძლურობაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა“. რაზედაც პავლე მოციქულმა განაცხადა:
მან თქვა: „ამიტომ უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემი უძლურებებით, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში.“
ამიტომ კმაყოფილი ვარ უძლურებაში, … შევიწროებაში ქრისტეს გულისათვის. ვინაიდან როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი“.
პავლე მოციქულის მაგალითზე ვხედავთ, რომ უძლურობაშიც კი, ჩვენი ძალა იესო ქრისტეში შეიძლება გახდეს სრულყოფილი ანუ სრული და განკურნებული. ისინი, ვინც მორალურ ჭიდილში არიან და პავლე მოციქულის მსგავსად რწმენაში მიმართავენ ღმერთს, შეუძლიათ მიიღონ ღმერთთან დაახლოების დალოცვები.
პავლე მოციქული არ გამოჯანმრთელდა ამ სენისგან, მაგრამ ის სულიერად განიკურნა იესო ქრისტეში. და გასაჭირშიც კი, მისი მოქცევის ნათელში და იესო ქრისტესგან მიღებული ძალა ანათებდა და ის მხნედ იყო. თავის წერილში ფილიპელებთან მან წამოიძახა: „მარადის იხარეთ უფალში და კიდევ ვიტყვი: იხარეთ“!
დებო და ძმებო, პასუხია: დიახ, ჩვენ შეგვიძლია სულიერად განვიკურნოთ,მაშინაც კი, როცა ფიზიკურ ან ემოციურ გამოჯანმრთელებას ველით. სულიერი განწმენდა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ამ ცხოვრებაში აღვდგებით ფიზიკურად და ემოციურად. სულიერი განწმენდა იბადება იესო ქრისტეში რწმენითა და მოქცევით, როდესაც ამ მოქცევის სინათლე კაშკაშად ანათებს.
„წვეული ბევრია, რჩეული კი ცოტა“ .
აღდგომისას ყველა განიკურნება, ფიზიკურად და ემოციურად. მაგრამ ახლა თუ აირჩევთ მასში განკურნებას?
მე შემიძლია სიხარულით განვაცხადო, რომ მოვექეცი უფალ იესო ქრისტესკენ. მე ვცდილობ, განვიკურნო მასში. დარწმუნებული ვარ, რომ ყოველივე აღდგება და მოვა განკურნება, უფლის დროზე, რადგან ის ცოცხალია.
მარიამი მაგდალელი იყო ქალი, რომელიც იესომ გამოაჯანმრთელა. და ის იყო ქალი, რომელიც იესო ქრისტეში განიკურნა. ის, როგორც მოწაფე, მხსნელს გალილეაში გაჰყვა და ემსახურა მას.
ის ჯვართან იდგა და უფლის გარდაცვალების მოწმე გახდა.
ის მის სამარხთან მივიდა, რათა დასამარხად მოემზადებინა სხეული და აღმოაჩინა, რომ სამარხის ქვა ადგილზე არ იყო და უფლის სხეულიც არ იყო იქ. მარიამი სამარხთან იყო, როცა მას ჯერ ანგელოზებმა, შემდეგ კი თავად მხსნელმა, ჰკითხა: „ქალო, რატომ სტირი, ვის ეძებ?“
მარიამმა ტირილით შესძახა: „ჩემი უფალი წაიღეს და არ ვიცი, სად დადეს.“
იესომ კი მას რბილად სახელით მიმართა: „მარიამ“. და იცნო მან იგი და მოწიწებით უპასუხა: „რაბუნი … მოძღვარო“.
მხსნელზე წინასწარმეტყველებისას ესაიამ თქვა: „შთანთქავს სიკვდილს საუკუნოდ, და მოწმედს უფალი ღმერთი ცრემლს ყველა სახეზე“.
მისმა აღდგომამ შესაძლებელი გახადა, მარიამისთვის ცრემლი მოეწმინდა. რა თქმა უნდა, ის თქვენც მოგწმენდთ ცრემლს.
მარიამი გახდა აღმდგარი უფლის პირველი მოწმე. და მან პირველმა დაუმოწმა სხვებს ის, რაც იხილა.
მე თავმდაბლობით დავამატებ ჩემს მოწმობას მარიამისას. უფალი აღსდგა. იესო ქრისტე ცოცხალია. საბოლოო ჯამში ყველა განიკურნება უფალში, ფიზიკურად და ემოციურად. და ამ განკურნების მოლოდინში, ოსტატი მკურნალის რწმენა სულიერად განგვკურნავს. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.