დანართი
თქვენი ზეციერი მამა გიწვევთ, მიიღოთ წმინდა წეს-ჩვეულებები. ეს წეს-ჩვეულებები მოიცავს აღთქმებს – თქვენ პირობას დებთ ღმერთთან, ის კი თქვენთან. თქვენ ამ აღთქმებს დებთ, მაგალითად, ნათლობის, წევრად დამტკიცების, და შემოსვის დროს და როცა უფლის სახლში ჩაიბეჭდებით ამ ჟამსა და სამარადისოდ. აღთქმის დადება და დაცვა მოგიტანთ სიხარულს და ბედნიერებას და მოგცემთ წვდომას ღვთის ძალაზე, რათა დაგეხმაროთ, დაბრუნდეთ მის სუფევაში, სადაც შეგიძლიათ მასთან მარადიული ცხოვრებით დატკბეთ.
იმისთვის, რომ მეტი შეიტყოთ, რას ჰპირდებით ღმერთს ამ აღთქმების დადებისას და იმის შესაძებ, თუ რას გპირდებათ ის თქვენ, იხ. ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო: უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში მსახურება, 3.5, სახარების ბიბლიოთეკა.
დაფიქრდით ქვემოთ მოცემულ შეკითხვებზე. ამ კითხვებს გისვამენ სატაძრო რეკომენდაციის მისაღებ გასაუბრებაზე, მაგრამ საჭირო არ არის, ელოდოთ გასაუბრებას. ნებისმიერ დროს ჩაატარეთ თქვენი საკუთარი თვითშეფასება.
ახალგაზრდა ქალების თემა, აარონის მღვდლობის ქვორუმის თემა და ათი მცნება შესაძლოა ასევე დაგეხმაროთ თქვენს თვითშეფასებაში.
სატაძრო რეკომენდაციის გასაუბრების შეკითხვები ახალგაზრდებისთვის
-
გაქვთ რწმენა და დამოწმება ღმერთის, მარადიული მამის, მისი ძის იესო ქრისტესი და სულიწმინდისა?
-
გაქვთ იესო ქრისტეს გამოსყიდვის დამოწმება, ასევე მისი როლის, როგორც თქვენი მხსნელისა და გამომსყიდველისა?
-
გაქვთ იესო ქრისტეს სახარების აღდგენის დამოწმება?
-
უჭერთ მხარს უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის პრეზიდენტს როგორც წინასწარმეტყველს, წინასწარმჭვრეტს და განმცხადებელს და როგორც ერთადერთ ადამიანს დედამიწაზე, რომელიც უფლებამოსილია, გამოიყენოს მღვდლობის ყველა გასაღები? უჭერთ მხარს პირველი პრეზიდენტობისა და თორმეტ მოციქულთა ქვორუმის წევრებს, როგორც წინასწარმეტყველებს, წინასწარმჭვრეტლებს და განმცხადებლებს? უჭერთ მხარს ეკლესიის მთავარ ხელმძღვანელებსა და ადგილობრივ ხელმძღვანელებს?
-
უფალმა თქვა, რომ ყველაფერი „სისუფთავეში უნდა გაკეთდეს“ მის წინაშე (მოძღვრება და აღთქმები 42:41). ცდილობთ მორალურ სისუფთავეს ფიქრებსა და ქცევაში? ცხოვრობთ უბიწოების კანონის მიხედვით?
-
ხელმძღვანელობთ იესო ქრისტეს სწავლებებით პირად ქცევასა და საზოგადოებაში, ოჯახის წევრებთან და სხვებთან ურთიერთობისას?
-
უჭერთ მხარს ან ხელს უწყობთ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის საპირისპირო სწავლებებს, საქმიანობასა თუ მოძღვრებას?
-
ცდილობთ, წმინდად დაიცვათ შაბათის დღე სახლში და ეკლესიაში; დაესწროთ შეკრებებს; მოემზადოთ ზიარებისთვის, ღირსეულად მიიღოთ იგი და იცხოვროთ ჰარმონიაში სახარების კანონებთან და მცნებებთან?
-
ცდილობთ, იყოთ პატიოსანი ყველა საქმეში?
-
იხდით სრულ მეათედს?
-
გესმით სიბრძნის სიტყვა და იცავთ მას?
-
გაქვთ ჩადენილი მძიმე ცოდვები ცხოვრებაში, რომლებიც საჭიროებს სამღვდელოების ხელმძღვანელებთან განხილვას, როგორც თქვენი მონანიების ნაწილი?
-
თვლით საკუთარ თავს ღირსეულად, შეხვიდეთ უფლის სახლში და მიიღოთ მონაწილეობა სატაძრო წეს-ჩვეულებებში?
ახალგაზრდა ქალების თემა
მე ვარ ზეციერი მშობლების საყვარელი ასული, ღვთაებრივი ბუნებითა და დანიშნულებით.
მე, როგორც იესო ქრისტეს მოწაფე, ვცდილობ, მას დავემსგავსო. მე ვეძიებ და ვმოქმედებ პირადი გამოცხადების საფუძველზე და ვემსახურები სხვებს უფლის წმინდა სახელით.
მე ღმერთის მოწმედ ვიდგები ყოველთვის, ყველაფერში და ყველგან.
როდესაც ვცდილობ, ამაღლებისთვის შესაფერისი ვიყო, მონანიების ძღვენს ვეტრფი და ყოველდღე ვცდილობ გაუმჯობესებას. რწმენით, მე გავაძლიერებ ჩემს კერასა და ოჯახს, დავდებ და დავიცავ წმინდა აღთქმებს და მივიღებ წმინდა ტაძრის წეს-ჩვეულებებსა და კურთხევებს.
აარონის მღვდლობის ქვორუმის თემა
მე ღვთის საყვარელი ძე ვარ და მას ჩემთვის აქვს საქმე.
მთელი გულით, ღონით, გონებითა და ძალით, მეყვარება ღმერთი, დავიცავ აღთქმებს და გამოვიყენებ უფლის მღვდლობას, რათა ვემსახურო სხვებს, დაწყებული ჩემი ოჯახიდან.
მსახურების მცდელობისას, როცა ვავლენ რწმენას, ვინანიებ და ყოველდღიურად ვუმჯობესდები, მე გავხდები სატაძრო დალოცვების მიღებისა და სახარებაში მარადიული სიხარულის ღირსი.
იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეობით მე მოვემზადები იმისთვის, რომ გავხდე ბეჯითი მისიონერი, ერთგული მეუღლე და მოსიყვარულე მამა.
მე დავეხმარები სამყაროს მომზადებაში უფლის მეორედ მოსვლისთვის იმით, რომ მოვიწვევ ყველას, მოვიდნენ ქრისტესთან და მიიღონ მისი გამოსყიდვის დალოცვები.
ათი მცნება
-
არ იყოლიო სხვა ღმერთი ჩემ გარდა.
-
არ გაიკეთო კერპები.
-
არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმერთის, სახელი ამაოდ.
-
გახსოვდეს შაბათი დღე, რათა წმინდაჰყო იგი.
-
პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენს.
-
არა კლა.
-
არ იმრუშო.
-
არ იქურდო.
-
არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ.
-
არ ისურვო […რაც შენი მოყვასისაა].
იხილეთ გამოსვლა 20:3-17.