7.
წეს-ჩვეულებები და აღთქმები გაძლევთ წვდომას ღვთის კურთხევებზე
თქვენი ზეციერი მამა მოუთმენლად ელის თქვენს განსწავლასა და დალოცვას. ამის ერთ-ერთი გზა არის წეს-ჩვეულებები, მაგალითად, ნათლობა, წევრად დამტკიცება და ზიარება. ასეთი წეს-ჩვეულებების საშუალებით ჩვენ ღმერთთან აღთქმას ანუ დაპირებას ვდებთ. აღთქმის დაცვა ზრდის ღვთის ძალას თქვენს ცხოვრებაში და გეხმარებათ მარადიული ცხოვრებისთვის მომზადებაში. აი რატომ წეს-ჩვეულებები და აღთქმები ასე ძვირფასია ჩვენთვის – რადგან ისინი აძლიერებენ ჩვენს კავშირს მამაზეციერთან და მხსნელთან და გვეხმარება, უფრო მეტად დავემსგავსოთ მათ.
მარადიული ჭეშმარიტებანი
წეს-ჩვეულებები მიგითითებენ იესო ქრისტეზე. წეს-ჩვეულება არის სიმბოლური მნიშვნელობის მქონე წმინდა ცერემონიალი, რომელიც იესო ქრისტეს შესახებ გვასწავლის. მაგალითად, ზიარება მხოლოდ პური და წყალი არ არის. ის მხსნელის შესახებ გვახსნებეს.
აღთქმები არის ღვთის სიყვარულის, ნდობისა და მოლოდინების ნიშანი. მათ თქვენი ღმერთთან ურთიერთობა უფრო ღრმა დონეზე გადაჰყავს. აღთქმის დადებით თქვენ აჩვენებთ, რომ გიყვართ ღმერთი და მის წინაშე ვალდებულება გაქვთ აღებული. თქვენ შეგიძლიათ ენდოთ მას, ის კი თქვენ გენდობათ. ასეთი ღრმა ვალდებულებით მოდის მის ძალაზე უფრო დიდი წვდომა და დახმარება, თუკი თქვენს აღთქმებს იცავთ.
თქვენ დებთ აღთქმას ღმერთთან, როცა ინათლებით და როცა ზიარებას იღებთ. ნათლობისას თქვენ დებთ, რომ მზად ხართ საკუთარ თავზე აიღოთ ქრისტეს სახელი, ემსახუროთ მას, და დაიცვათ მისი მცნებები მთელი ცხოვრების განმავლობაში. ზიარების დროს თქვენ ასევე ჰპირდებით, რომ ყოველთვის გეხსომებათ უფალი. ეს თქვენი დაპირებებია. როცა მათ მონდომებით იცავთ, ღმერთი გპირდებათ, რომ გიბოძებთ სულიწმინდას მუდმივი თანამგზავრის როლში.
მოწვევები
აღიქვით ზიარება, როგორც წმინდა ძღვენი. აჩვენეთ თქვენი ვალდებულება იესო ქრისტეს წინაშე, ზიარების დროს წმინდა გამოცდილებისთვის მომზადებით. დაფიქრდით, რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რათა ეს წეს-ჩვეულება თქვენი მთელი კვირის გამორჩეულ სულიერ გამოცდილებად იქცეს.
ეძიეთ წეს-ჩვეულებებში მხსნელი. როცა უყურებთ წეს-ჩვეულებას ან მონაწილეობას იღებთ მასში, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რას ვსწალობ აქედან იესო ქრისტეს შესახებ“? ან „როგორ მაახლოებს ეს მასთან“? მიაქციეთ ყურადღება იმას, რას გასწავლით სულიწმინდა.
დაე, თქვენი აღთქმები თქვენს ქმედებებს მიუძღვოდეს წინ. როცა არჩევანის წინაშე აღმოჩნდებით, გაიხსენეთ თქვენი აღთქმისეული ურთიერთობა ღმერთთან. იყავით მისი ერთგული. ჰკითხეთ საკუთარ თავს: შეესაბამება ეს ჩემს აღთქმებს? მაგალითად: მიყვარს სხვა ადამიანები და ვუწევ მათ მზრუნველობას, ვანუგეშებ მათ, ვისაც ნუგეში ესაჭიროება და ვდგავარ ქრისტეს მოწმედ – ყველგან და ყოველთვის?
დაპირებული დალოცვები
თქვენ შეგიძლიათ, დაძლიოთ ცდუნება, ცოდვა და ცხოვრების სირთულეები. აღთქმების დადება და დაცვა გაძლევთ წვდომას ღვთის ძალაზე. ამ ძალით, თქვენ შეგიძლიათ დაჯერებულობით შეხვდეთ ნებისმიერ მოვლენას. იესო ქრისტე არის თქვენი ძალა!
თქვენ შეგიძლიათ განიწმინდოთ და მიტევება მიიღოთ. ღმერთის დაპირების ნაწილია ის, რომ ნათლობის აღთქმის ერთგულებისთვის თქვენ ცოდვები მოგეტევებათ. ეს ნიშნავს, რომ თუ მოინანიებთ და ღმერთთან დადებულ დაპირებებს შეასრულებთ, ის მოგიტევებთ და დაგეხმარებათ გაუმჯობესებაში.
თქვენ შეგიძლიათ, ყოველთვის იყოლიოთ თანამგზავრად სულიწმინდა. ნათლობასთან და ზიარებასთან დაკავშირებული მეორე დაპირება არის სულიწმიდის მუდმივი თანხლება და ანგელოზთა მსახურება. არ არის აუცილებელი, ცხოვრებისეული სირთულეები მარტომ გამოიაროთ. ღმერთი არასოდეს მიატოვებს თავისი აღთქმის შვილებს – შეგიძლიათ ამის იმედი გქონდეთ.
თქვენ შეგიძლიათ, ღვთის აღთქმული ხალხის მხარდაჭერა მიიღოთ. თქვენ მხსნელის ეკლესიის აღთქმული ხალხის თემს ეკუთვნით. თქვენ ერთმანეთს ამაღლებთ და ამხნევებთ. თქვენ ერთად გლოვობთ და ხარობთ. თქვენ ერთმანეთის ტვირთს ზიდავთ. თქვენი ოჯახი, ეპისკოპოსი, ხელმძღვანელები და ეკლესიის სხვა წევრები მზად არიან, დაგეხმარონ და თქვენ შეგიძლიათ, დაეხმაროთ მათ.
კითხვა-პასუხები
შემიძლია, წეს-ჩვეულებებისა და აღთქმების გარეშე იესო ქრისტეს კარგი მიმდევარი ვიყო? არსებობს მრავალი კარგი ადამიანი, რომლებიც გულწფელად მისდევენ იესო ქრისტეს, მაშინაც კი, როცა არასოდეს მონათლულან ან არ ყოფილან ტაძარში. თუმცა, მამაზეციერს სურს, ყოველმა მისმა შვილმა მიიღოს მისი წეს-ჩვეულებები და დადონ აღთქმები მასთან, რათა უფრო მეტი წვდომა ჰქონდეთ მის დახმარებაზე, წყალობაზე და ძალაზე. ეს არის იესო ქრისტეს მიერ თავისი ეკლესიის აღდგენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ღვთის ყოველ შვილს ექნება შესაძლებლობა – ამ ცხოვრებაში თუ მომავალში – მიიღოს მარადიული სიცოცხლისთვის საჭირო წეს-ჩვეულებები და აღთქმები.
მე ყოველთვის არ ვიყავი ჩემი აღთქმების მიმართ ერთგული. მაინც შემიძლია იმედი მქონდეს? დიახ! იესო ქრისტეს აღდგენილი სახარება იმედისა და ახალი დასაწყისების სახარებაა! ამიტომაც ვიღებთ ყოველ კვირას ზიარებას. მამაზეციერმა იცოდა, რომ შეცდომებს დავუშვებდით და თავიდან დაწყება დაგვჭირდებოდა. მხსნელმა თავისი სიცოცხლე გაიღო, თქვენთვის დასაბრუნებელი გზის უზრუნველსაყოფად. იესო ქრისტესადმი რწმენის გამოვლენისა და მონანიებისას, თქვენ შეძლებთ ღვთის ძალაზე წვდომის აღდგენას.
იხ. 1 კორინთელთა 11:23–26 (ზიარების მიღება გვიჩვენებს, რომ გვწამს იესო ქრისტე და მისი გამოსყიდვა); მოსია 18:10, 13 (ნათლობის აღთქმა); მოძღვრება და აღთქმები 13 (აარონის მღვდლობა მოიცავს მონანიების, ნათლობისა და ანგელოზთა მსახურების გასაღებებს); 20:37 (ნათლობის მოთხოვნები); 20:77, 79 (ზიარების ლოცვები).
სატაძრო რეკომენდაციის შეკითხვა
-
ცდილობთ, წმინდად დაიცვათ შაბათის დღე სახლში და ეკლესიაში; დაესწროთ შეკრებებს; მოემზადოთ ზიარებისთვის, ღირსეულად მიიღოთ იგი და იცხოვროთ ჰარმონიაში სახარების კანონებთან და მცნებებთან?