ახალგაზრდები
პირველი პრეზიდენტობის გზავნილი


პირველი პრეზიდენტობის გზავნილი

ჩვენო ძვირფასო ახალგაზრდა დებო და ძმებო,

ჩვენ გვიყვარხართ და დარწმუნებულები ვართ თქვენში. თქვენ ჭეშმარიტად მამაზეციერის იმ საუკეთესო სულებს შორის ხართ, რომლებიც ამჟამად დედამიწაზე არიან გამოგზავნილნი მნიშვნელოვანი საქმის შესასრულებლად.

თქვენ გაცილებით უფრო ძლიერნი და ქმედუნარიანნი ხართ, ვიდრე ეს წარმოგიდგენიათ. და როდესაც მხსნელს ეყრდნობით, თქვენი ძალა უფრო მატულობს. იგი არის „ახალგაზრდების ძალა“.

აღნიშნული გზამკვლევი დაგეხმარებათ მყარი საძირკვლის ჩაყრაში, რათა არჩევანის გაკეთებისას დარჩეთ მარადიული ცხოვრებისკენ მიმავალ გზაზე. იგი დაგეხმარებათ, მოემზადოთ ტაძარში წმინდა აღთქმების დადებისთვის, მისიაში მსახურებისთვის და აღმოაჩინოთ სიხარული ცხოვრების განმავლობაში იესო ქრისტეს მიმდევრობით. თქვენ მის ეკლესიაში მნიშვნელოვანი ადგილი გიკავიათ. იესო ქრისტე დაგეხმარებათ, შეასრულოთ მისი ჩანაფიქრი თქვენთან მიმართებით.

ჩვენ ვიცით – ღმერთი ცოცხალია. ჩვენ ვლოცულობთ იმაზედ, რომ თქვენ მყარად იდგეთ აღთქმის გზაზე – ღმერთთან წმინდა აღთქმების დადებისა და დაცვის გზაზე. ეს არის მამაზეციერთან დასაბრუნებელი გზა. ამ პროცესში თქვენ კარგ გავლენას მოახდენთ, სიხარულით გააზიარებთ სახარებას, შეკრებთ ღვთის შვილებს და მოამზადებთ მსოფლიოს მხსნელის მეორედ მოსვლისთვის. გახსოვდეთ: იესო ქრისტე არის თქვენი ძალა!

პირველი პრეზიდენტობა