ახალგაზრდები
1. ღმერთის გეგმა თქვენ გეხებათ


მინდორში მიმავალი ქრისტე

1.

ღმერთის გეგმა თქვენ გეხებათ

ალმა 22:13

დედამიწაზე მოსვლამდე თქვენ ზეციურ მშობლებთან ცხოვრობდით. თქვენ მათი საყვარელი შვილი ხართ. ზეცაში თქვენ შეიტყვეთ ღვთის გეგმის შესახებ, რომელიც მისი ოჯახისთვის არის განკუთვნილი. თქვენ ეს გეგმა სიხარულით მიიღეთ, რადგან ეს ზრდაში და ღმერთის დამსგავსებაში დაგეხმარებოდათ, ეს კი შესაძლებელი იქნებოდა, თუკი ფიზიკურ სხეულს მივიღებდით, მიწიერი ოჯახის ნაწილი გავხდებოდით და დედამიწაზე ცხოვრების გამოცდილებას მივიღებდით. ზოგიერთი მიწიერი გამოცდილება მძიმე იქნებოდა. ჩვენმა მამაზეციერმა იცოდა ეს, ამიტომ, მან, როგორც თავისი გეგმის ნაწილი, ჩვენს დასახმარებლად მხსნელი – იესო ქრისტე გამოაგზავნა. ჩვენ ამას ვუწოდებთ ხსნის გეგმას ან ბედნიერების გეგმას.

მარადიული ჭეშმარიტებანი

ამ გეგმის ავტორი მამაზეციერია. იგი არის თქვენი სულის მამა და თქვენ მას უყვარხართ. მას სურს, თავისი უდიდესი დალოცვა გიბოძოთ – მასთან ერთად მარადიული ცხოვრება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას სურს, უფრო მეტად დაემსგავსოთ მას და იცხოვროთ ისეთივე ხალისიანი და დიდებული ცხოვრებით, როგორიც თავად ცხოვრობს. მას აქვს ყოველივე ძალა და ცოდნა. თქვენ შეგიძლიათ ენდოთ მას, მაშინაც კი, როცა ცხოვრება რთულია.

იესო ქრისტე ამ გეგმას შესაძლებლს ხდის. სამყაროს შექმნამდე, ზეციურმა მამამ აირჩია იგი, რომ თქვენი მხსნელი გამხდარიყო. იესო ქრისტე არის ერთადერთი, ვისაც შეუძლია მამაზეციერთან თქვენი დაბრუნება. აი რატომ ვირჩევთ მის კვალზე სიარულს. ყველაფერი ამ არჩევანზეა დამოკიდებული!

ქორწინება და ოჯახი ღვთის გეგმის აუცილებელი შემადგენლებია. თქვენ ღვთის ოჯახის ნაწილი ხართ და ყოველი მისი სულიერი შვილი მოდის დედამიწაზე დედისა და მამის მეშვეობით. ღმერთს სურს, მისი ძენი და ასულნი მარადიული სრულყოფილებისკენ მიისწრაფოდნენ. მამაკაცებს და ქალებს თანაბარი წვლილი შეაქვთ მოსიყვარულე, გაერთიანებული ოჯახის შექმნაში. ოჯახური ცხოვრება აქ, დედამიწაზე, ყოველი არასრულყოფილების გათვალისწინებითაც კი, შეიძლება დიდი სიხარულის მომგვრელი იყოს. მისი დანიშნულებაა – დაგეხმაროთ ღმერთთან მარადიული ცხოვრებისთვის მომზადებაში.

მოწვევები

გქონდეთ მარადისობის ხედვა. ყოველ ჯერზე, როცა ცდუნების, განცდის, გულგატეხილობის ან რთული არჩევანის წინაშე დადგებით, შეახსენეთ საკუთარ თავს ღვთის გეგმის შესახებ. გაიაზრეთ, რაოდენ გეხმარებათ ღვთის გეგმის მარადიული ჭეშმარიტების ცოდნა, სხვანაირად შეხედოთ თქვენს სირთულეებს.

ეძებეთ ღვთის ხელი თქვენს ცხოვრებაში. შეამჩნიეთ, როგორ გლოცავთ ღმერთი. ეს შეიძლება იყოს ვინმეს კეთილი საქციელი თქვენ მიმართ, სიმშვიდის მომენტი ან ლოცვაზე მიღებული პასუხი.

გააკეთეთ არჩევანი – მიჰყვეთ ღმერთის გეგმას. შეიტყვეთ, რა სურს თქვენგან ზეციურ მამას. ეძიეთ მისი წინამძღოლობა წმინდა წერილის, ცოცხალი წინასწარმეტყველების სიტყვების, ოჯახი - მოწოდება მსოფლიოს და თქვენი პატრიარქის კურთხევის შესწავლის დროს. ეს დაგეხმარებათ, მოემზადოთ მთელი ცოვრების განმავლობაში უფლის მსახურებისთვის და ასევე, როგორც სრული დროის მისიონერი. დააყენეთ პირველ ადგილზე უფლის მსახურება, მარადიული ოჯახი და შვილების აღზრდა. იესო ქრისტეს სწავლების მიხედვით ცხოვრებით შეიტანეთ წვლილი თქვენი ოჯახის ბედნიერებაში.

იესო ქრისტე მოაბიჯებს ბალახზე მინდორში, მის ირგვლივ ნათებით

დაპირებული კურთხევები

თქვენ შეგიძლიათ, წინ აღუდგეთ განსაცდელს სიმამაცითა და იმედით ქრისტეში. ღვთის მარადიული გეგმის ცოდნა გაძლევთ ფასეულ იარაღს, რომელიც მძიმე პერიოდში დაგეხმარებათ. თქვენ იცით, რომ ცხოვრება გაცილებით მეტი რამ არის, ვიდრე დაბადებასა და სიკვდილს შორის არსებული მოვლენები. თქვენ იცით, ვინ ხართ სინამდვილეში, რა დანიშნულება გაქვთ და რანი შეგიძლიათ გახდეთ მხსნელის დახმარებით. იესო ქრისტე თქვენი ძალაა!

იესო ქრისტეს კვალზე სიარულით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მარადიული სიცოცხლე. ის მოგცემთ ძალას, უფრო მეტად დაემსგავსოთ მას, დაუბრუნდეთ ზეციურ მშობლებს და მარადიულად იცხოვროთ საყვარელ ადამიანებთან ერთად. ენდეთ იესო ქრისტეს.

კითხვა-პასუხები

რატომ არის ზოგჯერ ცხოვრება ასეთი რთული? როგორ ვიპოვო ძალა? თქვენი გამოცდილება ამ ცხოვრებაში – ყველაზე რთულიც კი – შეიძლება თქვენს სასარგებლოდ იქცეს. მას შეუძლია დაგეხმაროთ ზრდაში და წინსვლაში, თუკი თქვენ მხსნელისკენ მიბრუნდებით. რაც არ უნდა ხდებოდეს თქვენს ცხოვრებაში, ქრისტეს ესმის თქვენი, მისი გამომსყიდველი მსხვერპლის გამო. მან ზუსტად იცის, როგორ დაგეხმაროთ. მოაქციეთ იგი თქვენი ცხოვრების ცენტრში და ის ყველა ეჭვსა და შიშზე ზემოთ აგამაღლებთ.

ზოგჯერ ოჯახში და ქორწინებაში ბედნიერების იდეა ძალიან შორეულად გვეჩვენება. როგორ მოვიპოვო დაჯერებულობა? რა სიტუაციაშიც არ უნდა იმყოფებოდეთ, არ თქვათ უარი მამაზეციერის გეგმაზე. ის არასოდეს იტყვის თქვენზე უარს. თუ მხსნელისა და თქვენი აღთქმების ერთგული ხართ, თქვენ იესო ქრისტეს სწავლებაში იპოვით პასუხებს. მას ესმის ყველაფერი, რასაც გადიხართ. მისი მეშვეობით თქვენ მიიღებთ ღვთის მცნებების დაცვის ძალასა და დაპირებულ კურთხევებს. ენდეთ მას და მის სახარებას.

იხ. 2 ნეფი 9:13 (რაოდენ დიდებულია ჩვენი ღმერთის გეგმა!); მოსია 2:41 (ვინც მცნებებს იცავს, შეძლებს მარადიული ბედნიერების მდგომარეობაში ღმერთთან ცხოვრებას); ალმა 12:28–34 (ღმერთმა შექმნა გამოსყიდვის გეგმა, რომელიც მისი შვილებისთვის ცნობილია); აბრაამი 3:22–26 (ღვთის გეგმა მოიცავს დედამიწაზე მოსვლას, სადაც შევძლებდით გაგვეკეთებინა უფლის მცნებების დაცვის არჩევანი).

სატაძრო რეკომენდაციის შეკითხვა

  • გაქვთ რწმენა და დამოწმება ღმერთის, მარადიული მამის, მისი ძის იესო ქრისტესი და სულიწმინდისა?