Come, Follow Me
25–31 მაისი. „აღუდგინა უფალმა მხსნელი“: მსაჯულთა 2–4; 6–8; 13–16


„25–31 მაისი. ’აღუდგინა უფალმა მხსნელი’: მსაჯულთა 2–4; 6–8; 13–16“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)

„25–31 მაისი. ‘აღუდგინა უფალმა მხსნელი’“ მოდი და გამომყევი: ძველი აღთქმა 2026

დებორა წინასწარმეტყველი

„I Will Surely Go with Thee”—Deborah the Prophetess [„წამოყოლით წამოგყვები“ — დებორა წინასწარმეტყველი], დეს ლივიტის მიერ

25–31 მაისი: „აღუდგინა უფალმა მხსნელი“

მსაჯულთა 2–4; 6–8; 13–16

ჩვენ ყველამ ვიცით, რას ნიშნავს ცოდვა, ამის გამო ცუდი განწყობა და შემდეგ მონანიება და გადაწყვეტილება — შევცვალოთ ჩვენი გზები. მაგრამ ძალიან ხშირად გვავიწყდება ჩვენი ადრინდელი გადაწყვეტილება და როდესაც ცდუნება მოდის, ჩვენ იმავე ცოდვას ჩავდივართ. ეს მაგალითი ხშირად გვხვდება მსაჯულთა წიგნში. ქანაანელთა რწმენისა და თაყვანისცემის გავლენით, რომლებიც მათ უნდა განედევნათ ქვეყნიდან, ისრაელიელები არღვევდნენ ხოლმე უფალთან დადებულ აღთქმას და უარყოფდნენ ღვთისადმი თაყვანისცემას. შედეგად, მათ დაკარგეს ღვთის მფარველობა და ტყვეობაში ჩაცვივდნენ. და მაინც, ყოველ ჯერზე, როცა ეს ხდებოდა, უფალი აძლევდა თავისი აღთქმის ხალხს შესაძლებლობას, მოენანიებინათ და მოუვლენდა ხოლმე მხსნელს, სამხედრო ლიდერს, რომელსაც უწოდებდნენ „მსაჯული“. მსაჯულთა წიგნში ყველა მსაჯული არ იყო მართალი, მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა დიდი რწმენა გამოიჩინა ისრაელის შვილების გადარჩენისა და უფალთან მათი აღთქმის ურთიერთობის აღდგენაში. ეს ისტორიები შეგვახსენებს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რამ დაგვაშორა იესო ქრისტესგან, ის არის ისრაელის გამომსყიდველი და ყოველთვის მზადაა გვიხსნას და მოგვეგებოს მასთან დაბრუნებისას.

მსაჯულთა წიგნის მიმოხილვისთვის იხ. “Judges, book of” in the Bible Dictionary.

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

მსაჯულთა 2:1–19; 3:5–12

უფალი მაპატიებს იმდენჯერ, რამდენჯერაც მოვინანიებ.

მსაჯულთა წიგნი შეიძლება იყოს გაფრთხილებაც და გამხნევებაც. მოძებნეთ ეს გაფრთხილება და გამხნევება მსაჯულთა 2:1–19-ისა და 3:5–12-ის წაკითხვისას. როგორ ფიქრობთ, გაფრთხილება და გამხნევება როგორ ვრცელდება თქვენზე?

მაგალითად, მსაჯულთა 2:19 თქვენ და თქვენს ცდუნებებზე რომ საუბრობდეს და არა ძველ ისრაელიელებზე, რა შეიძლებოდა ეთქვა მას? მსაჯულთა 3:9 რომ ყოფილიყო იმის შესახებ, თუ რა გააკეთა უფალმა თქვენს გადასარჩენად, რა შეიძლებოდა მასში თქმულიყო?

წაიკითხეთ გვ. 9 სახელმძღვანელოდან For the Strength of Youth: A Guide for Making Choices. როგორ ფიქრობთ, როგორ ვრცელდება ეს ისრაელიელების გამოცდილებაზე მსაჯულთა წიგნში? რას გასწავლით ეს იესო ქრისტეს შესახებ?

მსაჯულთა 4:1–15

სემინარიის ხატულა
მე შემიძლია შთავაგონო სხვებს უფლის რწმენა.

ხანდახან ერთი ადამიანის რწმენამ შეიძლება ბევრ სხვა ადამიანში გააჩინოს იგი. მსაჯულთა 4-ში, ეს ერთი ადამიანი იყო დებორა. წაიკითხეთ მის შესახებ მსაჯულთა 4:1–15-ში და აღნიშნეთ, რა გავლენა მოახდინა მან გარშემო მყოფ ადამიანებზე. აქ მოცემულია რამდენიმე კითხვა, რომელიც დაგეხმარებათ განიხილოთ, თუ როგორ შეიძლება მისი გამოცდილება გამოიყენოთ თქვენს ცხოვრებაში:

  • როგორ აღწერდით იმ დროის ისრაელიელების მდგომარეობას? (იხილეთ მუხლები 1–3). რა მსგავსებას ხედავთ დღევანდელ პირობებთან — ინდივიდებსა და საზოგადოებაში?

  • დებორას რომელი სიტყვები ან მოქმედებები გაჩვენებთ, რომ მას ჰქონდა უფლის რწმენა? როგორ იმოქმედა მისმა რწმენამ სხვებზე? კიდევ რით ახდენს შთაბეჭდილებას ის თქვენზე?

  • როგორ ფიქრობთ, რას გულისხმობდა დებორა თავის სიტყვებში მუხლი 14-ში: „თვით უფალი წაგიძღვება წინ“. როგორ „წაგიძღვება“ უფალი წინ? (იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 84:87–88).

ახალგაზრდა ქალები ერთად მიდიან

დაფიქრდით, როგორ შეიძლება იესო ქრისტესადმი თქვენმა რწმენამ დალოცოს სხვები ისე, როგორც დებორას რწმენამ აკურთხა ბარაკი და სხვა ისრაელიელები. ამაზე ფიქრში დასახმარებლად, შეგიძლიათ, შეისწავლოთ უხუცეს ნილ ლ. ანდერსენის გზავნილი „ჩვენ ვსაუბრობთ ქრისტეზე“ (ლიახონა, ნოემბერი, 2020, 88–91). მოძებნეთ გზავნილში (1) მიზეზები, რომ უფრო ღიად ისაუბროთ მხსნელზე და (2) ამის გაკეთების გზები.

შემდეგ თქვენ შეგიძლიათ შეადგინოთ სია იმაზე, რაც იცით იესო ქრისტეს შესახებ — წმინდა წერილებიდან, ცოცხალი წინასწარმეტყველების სიტყვებიდან და თქვენი პირადი გამოცდილებიდან. ვის სჭირდება ამის ცოდნა? როგორ გააზიარებთ მას?

ასევე იხილეთ მათე 5:14–16; 1 პეტრე 3:15; “Each Life That Touches Ours for Good,” Hymns, no. 293.

წაახალისე გაზიარება. თუ მასწავლებელი ხართ — სახლსა თუ ეკლესიაში — „მიეცით მოსწავლეებს შესაძლებლობა, გაუზიარონ ერთმანეთს ის, რასაც სწავლობენ მხსნელისა და მისი სახარების შესახებ. ამის გაკეთება მათ დაეხმარება იმ ჭეშმარიტებების გაცნობიერებასა და გამოხატვაში, რომელსაც ასწავლიან მათ“ (Teaching in the Savior’s Way26). მაგალითად, მსაჯულთა 4 -ის ერთად შესწავლისას შეგიძლიათ თითოეულ მოსწავლეს სთხოვოთ რაღაც კონკრეტულის მოძებნა რომელიმე თავში და შემდეგ შესთავაზოთ, გაუზიარონ ერთმანეთს ის, რაც იპოვეს.

მსაჯულთა 6–8

უფალს შეუძლია, მოახდინოს სასწაულები, როდესაც მე ვენდობი მის გზებს.

როდესაც კითხულობთ მსაჯულთა 6–8-ს, გაითვალისწინეთ შემთხვევები, როდესაც უფალმა სთხოვა გიდეონს, დაეჯერებინა რაღაც, რაც შეიძლება, ნაკლებ დამაჯერებელი ჩანდა. ოდესმე უთხოვია უფალს რამე მსგავსი თქვენგან?

როგორ ფიქრობთ, რას ცდილობს უფალი, გასწავლოთ ამ მონათხრობით? თქვენი აღქმით, უფალი თავის საქმეს როგორ აღასრულებს იმ მეთოდებით, რომლებიც ნაკლებ დამაჯერებელი ჩანს?

მსაჯულთა 13–16

ღმერთი მაძლიერებს, რადგან ჩემი აღთქმების ერთგული ვარ.

სამსონმა დაკარგა როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი ძალა, რადგან დაარღვია ღმერთთან დადებული აღთქმები, მათ შორის ისინი, რომლებიც კონკრეტულად მოწმიდარებს ეხებოდა (მოწმიდართა შესახებ ინფორმაცია იხილეთ რიცხვნი 6:1–6; მსაჯულთა 13:7). როდესაც სამსონის შესახებ კითხულობთ მსაჯულთა 13–16-ში, გაითვალისწინეთ მუხლები, რომლებიც აჩვენებენ, რომ უფალი იყო სამსონთან და ასევე ის მუხლები, რომლებიც აჩვენებენ, რომ სამსონი უფლისადმი ბოლომდე ერთგული არ ყოფილა.

თქვენ ასევე შეგიძლიათ, უფალთან დადებული აღთქმების შესახებ დაფიქრდეთ. როგორ შემოიტანეს ამ აღთქმებმა მისი ძალა თქვენს ცხოვრებაში? რას სწავლობთ სამსონის გამოცდილებიდან, რაც შთაგაგონებთ, ღმერთთან დადებული აღთქმების ერთგული დარჩეთ?

და ენ მ. დიბი ასწავლიდა: „სამსონი დიდი პოტენციალით დაიბადა. მის დედას დაჰპირდნენ, რომ: „[ის] შეუდგება ისრაელის დახსნას ფილისტიმელთა ხელიდან“ [მსაჯულთა 13:5]. მაგრამ სამსონი იზრდებოდა რა, ის უფრო ქვეყნიერების ცდუნებებს მისდევდა, ვიდრე ღვთის მითითებებს. მან არჩევანი გააკეთა იმის გამო, რომ ისინი „მო[უ]ვიდა თვალში“ [მსაჯულთა 14:3] და არა იმიტომ, რომ ეს არჩევანი სწორი იყო. წმინდა წერილი არაერთხელ იყენებს ფრაზას „და ჩავიდა“ [მსაჯულთა 14:7], როდესაც მოგვითხრობს სამსონის მოგზაურობებზე, მოქმედებებსა და არჩევანზე. იმის ნაცვლად, რომ გამოსულიყო და გაბრწყინებულიყო თავისი დიდი პოტენციალის შესასრულებლად, სამსონს სძლია სამყარომ, დაკარგა ღვთისგან ბოძებული ძალა და გარდაიცვალა ტრაგიკული, ადრეული სიკვდილით“ („Arise and Shine Forth“, Liahona, მაისი, 2012, 118).

იხილეთ აგრეთვე დალინ ჰ. ოუქსი, “აღთქმები და ვალდებულებები”, ლიახონა, მაისი, 2024, 93–96; ულისეს სოარესი, „აღთქმისადმი ნდობა იესო ქრისტეს მეშვეობით“, ლიახონა, მაისი, 2024, 17–21.

ბავშვთა განყოფილების ხატულა

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

იმის გამო, რომ ეს კვირა თვის პირველი კვირაა, დაწყებითი კლასის მასწავლებლებს ურჩევენ, გამოიყენონ სასწავლო აქტივობები „დანართი ბ: ბავშვების მომზადება ღვთის აღთქმის გზაზე სიარულისთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში“-ში.

მსაჯულთა 3:7–9, 12–15

იესო ქრისტე არის ჩემი მხსნელი.

  • მსაჯულთა 3 აღწერს მაგალითს, რომელიც გვასწავლის მხსნელის ძალის შესახებ, გვიხსნას ცოდვისაგან. იმისთვის, რომ დაეხმაროთ თქვენს შვილებს ამ მაგალითის ამოცნობაში, შეგიძლიათ დაწეროთ ეს ფრაზები: „ბოროტება ჩაიდინეს“, „შეჰღაღადეს … უფალს“ და „მოუვლინა … მხსნელად“. შემდეგ თქვენს შვილებს შეუძლიათ მოძებნონ ეს ფრაზები მსაჯულთა 3:7–9 -ისა და მსაჯულთა 3:12–15-ში. რას ვიგებთ უფლის შესახებ ამ მაგალითიდან?

  • იმის ხაზგასასმელად, რომ იესო ქრისტე არის ჩვენი მხსნელი, შეგიძლიათ, შეაგროვოთ ადამიანების რამდენიმე სურათი, მათ შორის იესოს სურათი, და მოათავსოთ ისინი პირქვე. ნება მიეცით თქვენს შვილებს რიგრიგობით გადაატრიალონ სურათები. როდესაც ისინი იპოვიან იესოს სურათს, იმღერეთ სიმღერა მასზე, მაგალითად, „რა დიდია ღვთის სიყვარული, რა ბრძნულია ღვთის სიტყვა“ (საგალობლები, გვერდი 19) და მოუყევით თქვენს შვილებს, თუ როგორ გიხსნათ მან თქვენ.

მსაჯულთა 4:1–15

მე შემიძლია, შთავაგონო სხვებს უფლის რწმენა.

  • შეგიძლიათ გამოიყენოთ “Deborah the ProphetessOld Testament Stories-ში რათა მოუყვეთ თქვენს შვილებს ამბავი მსაჯულთა 4-იდან. გაუზიარეთ ერთმანეთს რა აღგაფრთოვანებთ დებორას შესახებ. როგორ აკურთხა მისმა რწმენამ უფლისადმი გარშემომყოფები? რა შეგვიძლია, გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ სხვებს, უფრო მეტი რწმენა ჰქონდეთ იესო ქრისტეს მიმართ?

    2:9

    Deborah the Prophetess

მსაჯულთა 7:1–21

უფალს შეუძლია, გამოიყენოს მცირე რამ დიდი საქმის შესასრულებლად.

  • გამოიყენეთ მსაჯულთა 7:4–7, ამ კვირის აქტივობების გვერდი ან “The Army of GideonOld Testament Stories-დან, რათა ასწავლოთ თქვენს შვილებს იმის შესახებ, თუ როგორ შეამცირა უფალმა ისრაელის ჯარი. რატომ სურდა უფალს გედეონის ჯარი ასეთი პატარა ყოფილიყო? (იხილეთ მსაჯულთა 7:2).

    2:37

    The Army of Gideon

  • თქვენს შვილებს შეუძლიათ დახატონ ხმლის, ფარის, საყვირის, ლამპრის და ქვევრის ნახატები და ისაუბრონ იმაზე, თუ რომელი მათგანი გამოადგებოდათ ბრძოლაში. შემდეგ მათ შეუძლიათ, წაიკითხონ მსაჯულთა 7:16, რათა გაიგონ, რის გამოყენება ურჩია უფალმა გედეონის ჯარს. როდესაც კითხულობთ ბრძოლის შესახებ მსაჯულთა 7:19–21-ში, გაუზიარეთ ერთმანეთს ის, რაც გაიგეთ უფლის შესახებ ამ ისტორიიდან.

სამსონი ტაძრის სვეტები აგდებს დაბლა

Samson Puts Down the Pillars [სამსონი აგდებს სვეტს დაბლა], ჯეიმს ტისოს და სხვების მიერ

მსაჯულთა 13:5

აღთქმების დაცვა მაძლევს ძალას.

  • სამსონს უფალთან დადებულმა აღთქმებმა მისცა ფიზიკური ძალა, ისევე როგორც ჩვენი აღთქმები გვაძლევენ სულიერ ძალას. თქვენმა შვილებმა შეიძლება სიამოვნებით, აკეთონ ფიზიკური ვარჯიშები და განიხილონ, თუ როგორ შეუძლია ამ ვარჯიშებს ჩვენი სხეულის გაძლიერება. როგორ აძლიერებს ჩვენი აღთქმების დაცვა ჩვენს სულს? (იხილეთ მოსია 18:8–10; მოძღვრება და აღთქმები 20:77, 79).

დამატებითი მოსაზრებებისათვის, იხილეთ ჟურნალის მეგობარი მიმდინარე თვის გამოცემა.

გედეონის ჯარის წევრები საკუთარ საყვირებს ჩაჰბერავენ

Gideon’s Army [გედეონის ჯარი], დანიელ ა. ლუისის მიერ

დაწყებითი საზოგადოების ღონისძიებების გვერდი: უფალს შეუძლია, მცირე რამ გამოიყენოს დიდი სამუშაოს შესასრულებლად