„4-10 მაისი. ’ოღონდ უფლის წინააღმდეგ ნუ ამბოხდებით და ნუ შეგეშინდებათ’: რიცხვნი 11–14; 20–24; 27“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)
„4-10 მაისი. ’ოღონდ უფლის წინააღმდეგ ნუ ამბოხდებით და ნუ შეგეშინდებათ’“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026
უდაბნო სინაის ნახევარკუნძულთან
4-10 მაისი: „ოღონდ უფლის წინააღმდეგ ნუ ამბოხდებით და ნუ შეგეშინდებათ“
რიცხვნი 11–14; 20–24; 27
ფეხითაც კი, სინაის უდაბნოდან ქანაანის აღთქმულ მიწამდე მგზავრობას 40 წელი არ დასჭირდება. მაგრამ ეს დრო სჭირდებოდათ ისრაელის შვილებს — არა გეოგრაფიული მანძილის დასაფარად, არამედ სულიერი მანძილის დასაფარად: მანძილი, იმას შორის, თუ ვინ იყვნენ ისინი და ვინ შეიძლება გამხდარიყვნენ, როგორც ღვთის აღთქმის ხალხი.
რიცხვთა წიგნში აღწერილია ზოგიერთი რამ, რაც მოხდა ამ 40 წლის განმავლობაში, მათ შორის გაკვეთილები, რომლებიც ისრაელის შვილებს უნდა ესწავლათ აღთქმულ მიწაზე შესვლამდე. მათ შეიტყვეს უფლის მსახურების ერთგულების შესახებ (იხილეთ რიცხვნი 12). მათ ისწავლეს უფლის ძალაუფლების ნდობის შესახებ, მაშინაც კი, როცა მომავალი უიმედო ჩანს (იხილეთ რიცხვნი 13–14). და მათ ასევე გაიგეს, რომ ურწმუნო ყოფას სულიერი ზიანი მოაქვს, თუმცა მათ შეუძლიათ მონანიება და მხსნელისკენ მიპყრობა განკურნებისთვის (იხილეთ რიცხვნი 21:4–9).
ჩვენ ყველანი რაღაცით ისრაელიელებს ვგავართ. ჩვენ ვიცით, როგორია სულიერ უდაბნოში ყოფნა და მათ მიერ მიღებული გაკვეთილები დაგვეხმარება, მოვემზადოთ ჩვენს აღთქმულ მიწაზე შესასვლელად ანუ მარადიული სიცოცხლისთვის ზეციერ მამასთან.
რიცხვთა წიგნის მიმოხილვა იხ. “Numbers” in the Bible Dictionary.
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
რიცხვნი 11:11–17, 24–29; 12
გამოცხადება ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ ღმერთი ხელმძღვანელობს თავის ეკლესიას თავისი წინასწარმეტყველის მეშვეობით.
რიცხვნი 11:11–17, 24–29-ში შენიშნეთ მოსეს წინაშე არსებული პრობლემა და ღმერთის მიერ შემოთავაზებული გამოსავალი. როგორ ფიქრობთ, რას გულისხმობდა მოსე, როცა თქვა, რომ სურდა „უფლის მთელი ხალხი წინასწარმეტყველი [ყოფილიყო]“? (მუხლი 29). როდესაც ფიქრობთ ამ კითხვაზე, მოძებნეთ შესაძლო პასუხები პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის გზავნილში „გამოცხადება ეკლესიისთვის, გამოცხადება ჩვენი ცხოვრებისთვის“ (ლიახონა, მაისი, 2018, 93–96).
თუმცა იმის თქმა, რომ ჩვენ ყველას შეგვიძლია, მივიღოთ გამოცხადება, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველას შეგვიძლია გავუძღვეთ ღვთის ხალხს ისე, როგორც ეს მოსემ გააკეთა. ეს მოვლენა რიცხვნი 12 -იდან ამას ნათელყოფს. რა გაფრთხილებებს ხედავთ ამ თავში? როგორ ფიქრობთ, რა სურს უფალს, გაიგოთ პირადი გამოცხადებისა და მისი წინასწარმეტყველის მიმდევრობის შესახებ?
ასევე იხილეთ 1 ნეფი 10:17; მოძღვრება და აღთქმები 28:1–7; დალინ ჰ. ოუქსი, „Two Lines of Communication“, Liahona, ნოემბერი, 2010, 83–86.
ყურადღება მიაპყრეთ იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ზოგიერთი ადამიანი გადატვირთულია ყოველკვირეული რეკომენდებული საკითხავით სერიიდან მოდი და გამომყევი. მონახაზის განხილვისას მიჰყევით სულიწმინდას. გაითვალისწინეთ თქვენი საჭიროებები და იმ ადამიანების საჭიროებები, რომლებსაც შესაძლოა, ასწავლით. კვირაში ერთი პრინციპის გაგება და სრულად გამოყენება შეიძლება უფრო სასარგებლო იყოს, ვიდრე რამდენიმე თავის მხოლოდ ზედაპირული წაკითხვა.
რიცხვნი 12:3
„მოსე იყო კაცი ძალზე თავმდაბალი“.
ზოგიერთი ადამიანი გაკვირვებულია იმის გაგებით, რომ მოსე, ძლევამოსილი წინამძღოლი, რომელიც იდგა ფარაონის წინაშე და უფლის ძალით განსაცვიფრებელ სასწაულებს ახდენდა, ასევე იყო „ძალზე თავმდაბალი“ (რიცხვნი 12:3). რას ნიშნავს იყო თავმდაბალი? განიხილეთ უხუცეს დევიდ ა. ბედნარის ახსნა სტატიაში “Meek and Lowly of Heart” (Liahona, May 2018, 30–33) ან “Meek, Meekness” Guide to the Scriptures (Gospel Library)-ში.
რას სწავლობთ მოსეს თავმდაბლობის მაგალითებიდან გამოსვლა 18:13–25-ში; რიცხვნი 11:26–29-ში; რიცხვნი 12-ში; ებრაელთა 11:24–27-სა და მოსე 1:10–11-ში? თქვენ ასევე შეგიძლიათ იმსჯელოთ, როგორ გამოავლინა მხსნელმა თავმდაბლობა (იხილეთ მათე 11:29; 27:11–14; ლუკა 22:41–42; იოანე 13:4–5). რას გასწავლით ეს მაგალითები?
რიცხვნი 13–14
უფლის რწმენით შემიძლია მომავლის იმედი მქონდეს.
როდესაც კითხულობთ რიცხვნი 13–14-ს შეეცადეთ, თავი ისრაელიელების ადგილზე წარმოიდგინოთ. როგორ ფიქრობთ, რატომ სურდათ მათ „ეგვიპტეში დაბრუნება“? (რიცხვნი 14:3). როგორ დაახასიათებდით ქალიბის სხვა „სულს“? (რიცხვნი 14:24). რა ახდენს თქვენზე შთაბეჭდილებას ქალიბისა და იესო ნავეს ძის რწმენის შესახებ და როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ მათი მაგალითები თქვენ წინაშე არსებულ სიტუაციებში?
ისრაელის მზვერავებიდან ათს შეეშინდა; იესო ნავეს ძეს და ქალიბს ჰქონდათ რწმენა. Joshua and Caleb: Obedient Spies [იესო ნავეს ძე და ქალიბი: მორჩილი ჯაშუშები], დუგლას კლაუბას მიერ. © Lifeway Collection/ლიცენზირებულია goodsalt.com
რიცხვნი 21:4–9
თუ რწმენით შევხედავ იესო ქრისტეს, მას შეუძლია სულიერად განმკურნოს.
მორმონის წიგნის წინასწარმეტყველებმა იცოდნენ რიცხვნი 21:4–9 -ში მოცემული ამბავი და გაიგეს მისი სულიერი მნიშვნელობა. წაიკითხეთ მათი სწავლებები ამ ამბის შესახებ 1 ნეფი 17:40–41-ში; ალმა 33:18–22-სა; და ჰელამანი 8:13–15-ში. აი, რამდენიმე კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება:
-
რას შეიძლება წარმოადგენდეს სპილენძის გველი?
-
რას შეიძლება წარმოადგენდეს გველის ნაკბენები?
-
ისრაელიელებს უნდა „[ეხილათ] სპილენძის გველი“ (რიცხვნი 21:9), რათა განკურნებულიყვნენ. როგორ ფიქრობთ, რატომ თქვა ზოგიერთმა უარი, ენახა გველი? მსგავსი რამ ოდესმე შეგმთხვევიათ?
-
რას გააკეთებდით შთაგონებით, რომ უფრო სრულად „რწმენით და მომნანიებელი სულით შესცქერ[ოთ] ძეს ღვთისა“ და განიკურნოთ? (ჰელამანი 8:15).
ამ ნაწყვეტების წაკითხვამ შეიძლება გაგახსენოთ წმინდა წერილების სხვა პერიოდები, როდესაც ადამიანებს სჭირდებოდათ ყურადღების გამახვილება ქრისტეზე. მაგალითად, შეადარეთ რიცხვნი 21:4–9 -ის გზავნილი მათე 14:25–31 -სა და 1 ნეფი 8:24–28 -ს (იხილეთ აგრეთვე სურათები ამ კვირის მონახაზის ბოლოს). რა გვაშორებს ქრისტეს? როგორ აკურთხებს ის ადამიანებს, რომლებიც მასზე ორიენტირებულნი რჩებიან?
იხ. აგრეთვე „ქრისტე იშვა, ვით მოკვდავი“ (საგალობლები, გვერდი 20).
რიცხვნი 22–24
მე შემიძლია მივყვე ღვთის ნებას მაშინაც კი, როცა სხვები ცდილობენ დამარწმუნონ, რომ არ მივყვე მას.
როცა მოაბის მეფემ, ბალაკმა, შეიტყო, რომ ისრაელიელები უახლოვდებოდნენ, დაუძახა ბილყამს, კაცს, რომელიც ცნობილი იყო კურთხევებითა და წყევლით. ბალაკს სურდა, რომ დაეწყევლა ისრაელიელები. შენიშნეთ, თუ როგორ ცდილობდა ბალაკი ბილყამის დაყოლიებას (იხილეთ რიცხვნი 22:5–7, 15–17) და დაფიქრდით ცდუნებებზე, რომლებსაც შეიძლება დაუპირისპირდეთ ღვთის ნების საწინააღმდეგოდ. რა შთაბეჭდილებას ახდენს თქვენზე ბილყამის პასუხები რიცხვნი 22:18, 38-ში; 23:8, 12, 26; 24:13? სამწუხაროდ, ბილყამი საბოლოოდ დამორჩილდა ზეწოლას და უღალატა ისრაელს (იხილეთ რიცხვნი 31:16; იუდა 1:11). იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ დარჩეთ უფლის ერთგული სხვების ზეწოლის მიუხედავად.
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
რიცხვნი 11:4–10
შემიძლია მადლობელი ვიყო იმისთვის, რაც ღმერთმა მომცა.
-
ჰკითხეთ თქვენს შვილებს, ახსოვთ თუ არა ზოგიერთი სასწაული, რომელიც უფალმა მოახდინა ისრაელიელების დასახმარებლად (see “The Plagues of Egypt” და “The Passover” in Old Testament Stories, 67–74). შემდეგ შეგიძლიათ შეაჯამოთ მათთვის რიცხვნი 11:4–10და ხაზგასმით აღნიშნოთ, რომ ისრაელიელებმა დაივიწყეს თავიანთი კურთხევები და ჩიოდნენ. რა კურთხევები გვავიწყდება ხოლმე ხანდახან?
-
როდესაც მღერით ან უსმენთ სიმღერას მადლიერების შესახებ, როგორიცაა „ჩამოთვალე ყველა შენი კურთხევა“ (საგალობლები, გვერდი 8), თქვენს შვილებს შეუძლიათ დახატონ კურთხევები, რომლებიც მათ უფალმა მისცა.
რიცხვნი 12
უფალს სურს, რომ მის წინასწარმეტყველს მივყვე.
-
რიცხვნი 12-ის გასაცნობად შეგიძლიათ უთხრათ თქვენს შვილებს, რომ უფალი უკმაყოფილო იყო აარონით და მირიამით, მოსეს ძმითა და დით. სთხოვეთ მათ, წაიკითხონ რიცხვნი 12:1–8 რათა გაარკვიონ, რატომ. იფიქრეთ Gospel Art Book -ის გამოყენებაზე, რათა დაეხმაროთ თქვენს შვილებს წმინდა წერილებში იმ ადამიანების მაგალითების პოვნაში, რომლებიც პატივს სცემდნენ უფლის წინასწარმეტყველს და კურთხეულნი იყვნენ. როგორ ვართ კურთხეულნი, როდესაც მივყვებით უფლის წინასწარმეტყველს?
რიცხვნი 21:6–9
შემიძლია მივმართო იესო ქრისტეს.
-
შეგიძლიათ გამოიყენოთ “Moses and the Brass Serpent” Old Testament Stories-ში, რათა დაეხმარეთ თქვენს შვილებს გაიგონ, რა მოხდა რიცხვნი 21:6–9-ში. როგორ შევადაროთ სპილენძის გველი იესო ქრისტეს? (იხილეთ იოანე 3:14–15). თქვენმა შვილებმა შეიძლება სიამოვნებით გააკეთონ ქაღალდის გველი და დაწერონ მასზე რამდენიმე მარტივი რამ, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ, რათა „რწმენით [შეხედონ] ძეს ღვთისა“ (ჰელამანი 8:15).
1:2Moses and the Brass Serpent
-
უფროსი ასაკის ბავშვებს შეუძლიათ აირჩიონ ერთ-ერთი ამონარიდი წმინდა წერილებიდან და გაუზიარონ, თუ რით ამდიდრებს ის მათ მიერ ამბის გაგებას: 1 ნეფი 17:41; ალმა 33:18–20; ჰელამანი 8:13–15; მოძღვრება და აღთქმები 6:36.
Bronze Serpent [სპილენძის გველი], ბრენტ ევანსის მიერ
რიცხვნი 22–24
მე შემიძლია მივყვე ღვთის ნებას მაშინაც კი, როცა სხვები ცდილობენ დამარწმუნონ, რომ არ მივყვე მას.
-
შეაჯამეთ რიცხვნი 22:1–18 თქვენი შვილებისთვის და ხაზგასმით აღნიშნეთ, თუ როგორ თქვა ბილყამმა უარი, დაეწყევლა ღვთის ხალხი, მიუხედავად იმისა, რომ ბალაკმა, მოაბის მეფემ, პატივი და სიმდიდრე შესთავაზა მას. შემდეგ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს შვილებს, მოძებნონ შემდეგი მუხლები ფრაზებისთვის, რომლებიც, მათი აზრით, აჩვენებს, რომ ბილყამს სურდა, ღმერთს მიჰყოლოდა: რიცხვნი 22:18; 23:26; 24:13. შესაძლოა, თქვენმა შვილებმა აირჩიონ ერთი ფრაზა, რომელიც მოსწონთ და დაწერონ ის ბარათზე, რომელიც მათ დაეხმარება ახსოვდეთ, რომ უფალს დაემორჩილონ.
დამატებითი მოსაზრებებისათვის, იხილეთ ჟურნალის მეგობარი მიმდინარე თვის გამოცემა.
ზედა მარცხენა: The Crucifixion of Christ [ქრისტეს ჯვარცმა]. ზედა მარჯვენა: Moses and the Brass Serpent [მოსე და სპილენძის გველი], ჯუდით მეას მიერ. ქვედა მარცხენა: Finisher of Faith [რწმენის დამსრულებელი], ქელსისა და ჯესიი ლაითვივის მიერ. ქვედა მარჯვენა: Lehi’s Dream [ლეხის სიზმარი], ჯერი ტომპსონის მიერ