Come, Follow Me
27 აპრილი–3 მაისი. „სიწმიდე უფლისა“: გამოსვლა 35–40; ლევიანები 1; 4; 16; 19


„27 აპრილი–3 მაისი. ’სიწმიდე უფლისა’: გამოსვლა 35–40; ლევიანები 1; 4; 16; 19“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)

„27 აპრილი–3 მაისი. ’სიწმიდე უფლისა’“, მოდი და გამომყევი: ძველი აღთქმა 2026

რიო- დე- ჟანეიროს ტაძარი ბრაზილიაში

რიო- დე- ჟანეიროს ტაძარი ბრაზილიაში

27 აპრილი–3 მაისი: „სიწმიდე უფლისათვის“

გამოსვლა 35–40; ლევიანები 1; 4; 1619

ეგვიპტიდან წასვლა — რამდენადაც მნიშვნელოვანი არ უნდა ყოფილიყო — ვერ ასრულებდა ღვთის მიზანს ისრაელის შვილებისთვის. თვით აღთქმულ მიწაზე კომფორტული ცხოვრებაც კი არ ყოფილა მისი საბოლოო მიზანი მათთვის. ეს იყო მხოლოდ ნაბიჯები იმისკენ, რაც ღმერთს ნამდვილად სურდა თავისი ხალხისთვის: „წმიდა იყავით, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, ღმერთი თქვენი“ (ლევიანები 19:2). როგორ გეგმავდა უფალი, რომ თავისი ხალხი გამხდარიყო წმინდა მას შემდეგ, რაც მრავალმა თაობამ ცხოვრება ტყვეობაში გაატარა? უფალმა უბრძანა მათ, შეექმნათ სიწმინდის ადგილი უდაბნოში — კარავი. მან მისცა მათ აღთქმები და კანონები, რათა წარემართა მათი ქმედებები და შეეცვალა მათი გულები და უბრძანა მათ, შეეწირათ ცხოველები, რათა ესწავლებინა მათივე ცოდვების გამოსყიდვის შესახებ. ყოველივე ამას მათი გონება, გულები და ცხოვრება მხსნელისკენ უნდა მიემართა. ის არის ჭეშმარიტი გზა სიწმინდისკენ, ისრაელიელებისა და ჩვენთვის. ჩვენ ყველამ გარკვეული დრო გავატარეთ ცოდვის ტყვეობაში და ყველას გვაქვს შეთავაზება, მივატოვოთ ცოდვა და მივყვეთ იესო ქრისტეს, რომელიც დაგვპირდა: „შემიძლია წმინდად გაქციოთ“ (მოძღვრება და აღთქმები 60:7).

ლევიანთა წიგნის მიმოხილვა იხ. “Leviticus” in the Bible Dictionary.

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

გამოსვლა 35–40; ლევიანები 19

სემინარიის ხატულა
უფალს სურს, წმინდა გავხდე.

გამოსვლა 35–40 აღწერს ისრაელიელების მცდელობას, ააგონ კარავი, სადაც წმინდა წეს-ჩვეულებები დაეხმარებოდა მათ, გამხდარიყვნენ წმინდა ხალხი. ამ თავების წაკითხვისას მოძებნეთ ის საგნები, რომელთა კარავში განთავსებაც უფალმა სთხოვა თავის ხალხს. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს საგნები? რას გირჩევენ ისინი, რომ ამაღლდეთ სიწმინდეში? განსაკუთრებით გაითვალისწინეთ, როგორ აბრუნებენ ეს საგნები თქვენს ფიქრებს მხსნელისკენ. მსგავსი ცხრილი შეიძლება დაგეხმაროთ:

რა საგანი იპოვეთ?

რას შეიძლება ეს წარმოადგენდეს?

რა საგანი იპოვეთ?

აღთქმის კიდობანი (გამოსვლა 37:1–9; 40:20–21)

რას შეიძლება ეს წარმოადგენდეს?

(იხილეთ გამოსვლა 25:20–22; Guide to the Scriptures, “Ark of the Covenant”)

რა საგანი იპოვეთ?

საკმევლის საკურთხეველი (გამოსვლა 40:26–27; გამოსვლა 30:1; 6–8)

რას შეიძლება ეს წარმოადგენდეს?

(იხილეთ გამოცხადება 8:3–4)

რა საგანი იპოვეთ?

სასანთლე ან სალამპრე (გამოსვლა 37:17–24)

რას შეიძლება ეს წარმოადგენდეს?

(იხილეთ მათე 5:14–16; იოანე 8:12)

რა საგანი იპოვეთ?

შესაწირის საკურთხეველი (გამოსვლა 38:1–7; ასევე იხილეთ გამოსვლა 27:1; 29:10–14)

რას შეიძლება ეს წარმოადგენდეს?

(იხ. Guide to the Scriptures, “Sacrifice”)

რა საგანი იპოვეთ?

წყლის ემბაზი (გამოსვლა 30:17–21)

რას შეიძლება ეს წარმოადგენდეს?

(იხილეთ 2 ნეშტთა 4:6; ესაია 1:16; იერემია 33:8)

რა თქმა უნდა, მხოლოდ წმინდა ადგილებში ყოფნით წმინდანი ვერ გავხდებით. ლევიანები 19 აღწერს კანონებს და მცნებებს, რომლებიც უფალმა ისრაელიელებს სიწმინდის გაზრდის მიზნით უბოძა. რას ნახულობთ ამ მცნებებში, რაც უფლისგან სიწმინდის მოძიებაში დაგეხმარებათ? რას გააკეთებდით შთაგონებული, რათა უფრო სრულად იცხოვროთ ამ პრინციპებით?

იხილეთ აგრეთვე ჰენრი ბ. აირინგი, „სიწმინდე და ბედნიერების გეგმა“, Liahona, ნოემბერი, 2019, 100–103; „The Tabernacle“ (ვიდეო), სახარების ბიბლიოთეკა.

7:19

The Tabernacle

გამოიყენეთ წმინდა მუსიკა. მუსიკას დიდი ძალა აქვს, მოიწვიოს სულიწმინდა და აღაშენოს რწმენა იესო ქრისტეში. საგალობლებიდან გზავნილები ხშირად ამყარებენ სწავლებას წმინდა წერილში. მაგალითად, ისეთი საგალობლის გალობამ, როგორიცაა „როგორ ვიარო ნათელში, მითხარ“ (საგალობლები, გვერდი 66) შეიძლება ლევიანები 19-ში ნასწავლი ზოგიერთი გზავნილი გააძლიეროს. ის ასევე დაგეხმარებათ დაფიქრდეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს გახდეთ უფრო წმინდა, როგორც მხსნელი და გაიაზროთ, როგორ გეხმარებათ ის ამაღლდეთ სიწმინდეში.

გამოსვლა 35:4–35; 36:1–7

უფალი მთხოვს, შევწირო მოსურნე გულით.

ეგვიპტის დატოვებიდან ერთი წლის შემდეგ ისრაელის შვილების ურთიერთობა იეჰოვასთან შეიძლება შეფასდეს, როგორც არათანმიმდევრული. და მაინც, როცა კითხულობთ გამოსვლა 35:4–35 -სა და 36:1–7-ს, ყურადღება მიაქციეთ, როგორ გამოეხმაურნენ ისრაელიელები კარვის აშენების ბრძანებას. რას სწავლობთ ისრაელიელებისგან, რაც დაგეხმარებოდათ, უფლისთვის უკეთესად გემსახურათ?

მან, შეიძლება, ძვირფასი მეტალები, სელი ან ხე კარვისთვის არ გთხოვოთ. რა მოგცათ უფალმა და რას გთხოვთ, რომ შესწიროთ? როდის „[გაგიწიათ] გულმა … [კარვის] … გასამართავად“?

იხ. აგრეთვე Topics and Questions, “Sacrifice,” Gospel Library.

ისრაელიელები აგროვებენ შესაწირავს კარვისთვის

ისრაელის შვილებმა შესწირეს კარვის შესაწირავი „მოსურნე გულით“ (გამოსვლა 35:5). ილუსტრაციები კორბერტ გოტიეს მიერ, © Lifeway Collection/licensed from goodsalt.com

გამოსვლა 40:12–14

სატაძრო წეს-ჩვეულებები მიეცათ ძველთაგანვე.

გამოსვლა 40:12–14 ეხება უძველეს წეს-ჩვეულებებს, რომლებიც უფლის სახლში დღესაც სრულდება. აქ არის რამდენიმე დამატებითი მუხლი, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ როგორ მოწმობს ეს წეს-ჩვეულებები იესო ქრისტეს შესახებ:

  • განბანა: ფსალმუნები 50:4; ეზეკიელი 36:25–27

  • წმინდა სამოსლით შემოსვა: ესაია 61:10; მათე 22:11–14; გამოცხადება 19:7–8

  • ზეთის ცხება: ლუკა 4:18–19; საქმეთა 10:38

ლევიანები 1:1–9; 4; 16

იესო ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლის გამო მე შეიძლება, მომეტევოს.

ლევიანთა წიგნის დიდი ნაწილი შეიძლება, უცნაურად მოგვეჩვენოთ — ცხოველთა მსხვერპლშეწირვა, რიტუალები, რომლებიც მოიცავს სისხლსა და წყალს და კანონები, რომლებიც არეგულირებენ ცხოვრების მცირე დეტალებსაც კი. მაგრამ ეს რიტუალები და კანონები გამიზნული იყო ნაცნობი პრინციპების სწავლებისთვის — მონანიება, სიწმინდე და მხსნელის გამოსყიდვა. რათა იპოვოთ ეს პრინციპები ლევიანები 1:1–9; 4; 16-ში, გაითვალისწინეთ შემდეგი სახის კითხვები:

  • რომელ სიტყვებსა და ფრაზებს ვნახულობ, რომლებიც მახსენებენ იესო ქრისტესა და მის გამომსყიდველ მსხვერპლს?

  • რას ვსწავლობ ამ მსხვერპლისგან მხსნელის მსხვერპლის შესახებ?

  • როგორ ვემსგავსები იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს მსხვერპლი გაიღეს?

უფალი აღარ მოითხოვს ცხოველის შეწირვას. მაგრამ მსხვერპლშეწირვა მაინც მნიშვნელოვანი პრინციპია სახარებისა. რათა გაეცნოთ მსხვერპლშეწირვის სახეებს, რომლებსაც უფალი მოითხოვს, შეისწავლეთ 3 ნეფი 9:19–20; მოძღვრება და აღთქმები 64:34. როგორ სთავაზობთ ასეთ მსხვერპლს? რას გვასწავლის მოსე 5:7 იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევხედოთ ჩვენ მიერ გაღებულ მსხვერპლს?

ასევე იხილეთ „გასათვალისწინებელი აზრები: კარავი და მსხვერპლშეწირვა“.

ბავშვთა განყოფილების ხატულა

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

გამოსვლა 35:20–29; 36:1

უფალმა მიბოძა მე ძღვენი მის საქმეში დასახმარებლად.

  • ამ გეგმის ბოლოს არის ისრაელიელების კარვის სურათი უდაბნოში. შეიძლება ისურვოთ, შვილებთან ერთად შეხედოთ კარავს და ჰკითხოთ მათ, რა მასალები იქნებოდა საჭირო მის ასაშენებლად. შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ერთად წაიკითხოთ გამოსვლა 35:20–29 რათა გაიგოთ, როგორ იყო ეს მასალები უზრუნველყოფილი. როგორ მოგვიწვია უფალმა, წვლილი შევიტანოთ მისი სასუფევლის მშენებლობაში?

  • წაიკითხეთ მათთან ერთად გამოსვლა 36:1 რათა გაიგოთ, რა მისცა უფალმა ბეცალელსა და აჰოლიაბს კარვის ასაშენებლად. ამის შემდეგ შეგიძლიათ ისაუბროთ თქვენს შვილებთან იმაზე, თუ თქვენი აზრით, უფალმა რა მისცა მათ თავისი სასუფევლის ასაშენებლად. როგორ შეგვიძლია ამ ყველაფრის გამოყენება სხვების საკურთხებლად?

რომის ტაძარი იტალიაში

რომის ტაძარი იტალიაში

გამოსვლა 40:17–34

მე ვგრძნობ უფლის სუფევას წმინდა ადგილებში.

  • გამოსვლა 40:17–34 ჩამოთვლის საგნებს, რომლებიც ისრაელიელების კარვის ნაწილი იყო. იქნებ თქვენ და თქვენმა შვილებმა იპოვოთ ისინი ამ მუხლებში და კარვის გამოსახულებაში ამ მონახაზის ბოლოს. ისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება კარვის თითოეულმა ნაწილმა გვასწავლოს მხსნელის ან ზეციერი მამის შესახებ. მაგალითად, მოწმობის კიდობანი შეგვახსენებდა ღვთის მცნებებს, საკურთხეველმა შეიძლება შეგვახსენოს იესო ქრისტეს მსხვერპლშეწირვა და ა.შ.

  • რომელი წმინდა ადგილები გვაქვს დღეს, რომლებიც გვეხმარებიან, იესო ქრისტესთან უფრო ახლოს ვიგრძნოთ თავი? შეგიძლიათ ერთად უყუროთ ვიდეოს “Temples” (Gospel Library). შეგიძლიათ აგრეთვე იმღეროთ სიმღერა, მაგ: “Holy Places” (Gospel Library). გაუზიარეთ ერთმანეთს, რას გრძნობთ ისეთი წმინდა ადგილების მიმართ, როგორიცაა ტაძარი.

5:41

What Is a Temple?

ლევიანები 1:1–4

იესო ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლის გამო მე შეიძლება, მომეტევოს.

  • ძველ აღთქმაში აღწერილი ცხოველების მსხვერპლშეწირვა ისრაელის შვილებს იესო ქრისტეს მეშვეობით პატიების შესახებ ასწავლის. დაფიქრდით, როგორ შეიძლება, ამ მსხვერპლშეწირვის შესახებ კითხვა თქვენს შვილებსაც დაეხმაროს. შეგიძლიათ აჩვენოთ იესო ქრისტეს სურათები გეთსიმანიასა და ჯვარზე (იხილეთ Gospel Art Book, სურათები 56,57), როცა ბავშვებთან ერთად კითხულობთ ლევიანები 1:1–4-ს. დაეხმარეთ მათ, იპოვონ სიტყვები ან ფრაზები, რომლებიც შეახსენებს მათ იესო ქრისტეს მსხვერპლს.

  • ასევე შეგიძლიათ ერთად წაიკითხოთ 3 ნეფი 9:19–20 რათა გაიგოთ, ცხოველების ნაცვლად რისი მსხვერპლშეწირვა გვაქვს ნაბრძანები. რას ნიშნავს უფალს მოდრეკილი გულითა და მომნანიებული სულით ვწირავდეთ? იხ. Guide to the Scriptures, “Broken Heart” (Gospel Library) ამ შეკითხვაზე პასუხის მისაღებად.

დამატებითი მოსაზრებებისათვის, იხილეთ ჟურნალის მეგობარი მიმდინარე თვის გამოცემა.

უძველესი კარავი

The Ancient Tabernacle [უძველესი კარავი], ბრედლი კლარკის მიერ

დაწყებითი საზოგადოების ღონისძიებების გვერდი: მე ვგრძნობ უფლის სუფევას წმინდა ადგილებში