„11–17 მაისი. ’გაფრთხილდი, რათა არ დაივიწყო უფალი’: მეორე რჯული 6–8; 15; 18; 29–30; 34“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისათვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)
„11–17 მაისი. ’გაფრთხილდი, რათა არ დაივიწყო უფალი’“, მოდიდა გამომყევი: ძველი აღთქმა 2026
Moses on Mount Nebo [მოსე ნიბოს მთაზე], ჯონ სთილის მიერ, © Providence Collection/ლიცენზირებულია: goodsalt.com
11–17 მაისი: „გაფრთხილდი, რათა არ დაივიწყო უფალი“
მეორე რჯული 6–8; 15; 18; 29–30; 34
მოსეს მიწიერი მსახურება დაიწყო მთაზე, როდესაც ღმერთი ესაუბრა მას ცეცხლმოკიდებული ბუჩქიდან (იხილეთ გამოსვლა 3:1–10). ის ასევე დასრულდა მთაზე, 40 წელზე მეტი ხნის შემდეგ, როცა ღმერთმა მოსეს მისცა შესაძლებლობა, ნიბოს მთის წვერიდან შეეხედა აღთქმული მიწისთვის (იხილეთ მეორე რჯული 34:1–4). მოსემ მთელი ცხოვრება ისრაელის შვილების ამ აღთქმულ ქვეყანაში შესასვლელად მომზადებაში გაატარა და მეორე რჯულის წიგნში ჩაწერილია მისი ბოლო მითითებები, შეხსენებები, შეგონებები და ვედრება ისრაელიელებისადმი. მისი სიტყვების წაკითხვა ცხადყოფს, რომ მოსეს მსახურების ჭეშმარიტი მიზანი — ხალხის სათანადო მომზადება — უდაბნოში გადარჩენა კი არ იყო, არამედ, მტრების დაპყრობა ანუ საკუთარი ერის აშენება. ეს იყო ღმერთის სიყვარულის, მისი მორჩილებისა და ერთგულების შესახებ. ეს არის ის მომზადება, რომელიც ჩვენ ყველას, გვჭირდება მარადიული სიცოცხლის აღთქმულ მიწაზე შესასვლელად. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ მოსეს არასოდეს დაუდგამს ფეხი „ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი“ (გამოსვლა 3:8), თავისი რწმენისა და ერთგულების გამო, ის შევიდა აღთქმულ მიწაზე, რომელიც ღმერთს მომზადებული აქვს ყველასთვის, ვინც მას მიჰყვება.
მეორე რჯულის მიმოხილვა იხ. “Deuteronomy” the Bible Dictionary-ში.
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
მეორე რჯული 6:4–7; 8:2–5, 11–17; 29:18–20; 30:6–10, 14–20
„შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით“.
მოსეს რჯული მოიცავდა მრავალ საჯარო ცერემონიას და რიტუალს. როგორც თქვენ დაინახავთ მოსეს რჩევებიდან მეორე რჯულის წიგნში, უფალი ასევე ზრუნავდა თავისი ხალხის შინაგან მდგომარეობაზე — მათი გულის სულიერ მდგომარეობაზე.
ქვემოთ მოყვანილ ნაწილებში მოძებნეთ სიტყვა გული და დაფიქრდით, რისი სიმბოლო შეიძლება, იყოს იგი. შეგიძლიათ ეს ამონარიდები მოიაზროთ, როგორც თქვენი გულის სულიერი მდგომარეობის ერთგვარი შემოწმება. რა დიაგნოზს დაუსვამდით საკუთარ თავს? მკურნალობის რომელ მეთოდებს გამოუწერდით თქვენს გულს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად? ჩაიწერეთ თქვენი შთაბეჭდილებები:
-
მეორე რჯული 6:4–7:
-
მეორე რჯული 8:2–5:
-
მეორე რჯული 8:11–17:
-
მეორე რჯული 29:18–20:
-
მეორე რჯული 30:6–10:
-
მეორე რჯული 30:14–20:
შეიძლება, თქვენი აზრების ორგანიზების ერთ-ერთი გზა იყოს გულის დახატვა და მის შიგნით ჩაწერა იმისა, რაც უფლის სიტყვებით, გულში უნდა გქონდეთ. შემდეგ შეგიძლიათ გულის გარეთ დაწეროთ ის, რაც გულში არ უნდა გქონდეთ.
როგორ აჩვენებთ, რომ გიყვართ ღმერთი მთელი თქვენი გულით? მეტი იდეა იხილეთ “Love God, love your neighbor” For the Strength of Youth: A Guide for Making Choices-ში, 10–12.
იხ. აგრეთვე M. Russell Ballard, “Lovest Thou Me More Than These?,” Liahona, Nov. 2021, 51–53.
ეძიეთ საკუთარი სულიერი ცოდნა. მოდი და გამომყევი გვთავაზობს ამონარიდებსა და პრინციპებს, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ წმინდა წერილებში, მაგრამ არ მისცეთ უფლება, ამან შეზღუდოს თქვენი სწავლის პროცესი. შეიძლება, მეორე რჯულის წაკითხვისას აღმოაჩინოთ პრინციპი, რომელიც აქ არ არის ხაზგასმული. დაე, სულმა გიწინამძღვროთ იმისკენ, რაც უნდა ისწავლოთ.
მეორე რჯული 6:4–12, 20–25
„გაფრთხილდი, რათა არ დაივიწყო უფალი“
ისრაელიელების უმეტესობას, რომლებიც შევიდოდნენ აღთქმულ მიწაზე, არ უნახავთ ეგვიპტეში გასაჭირი და არც წითელი ზღვა გადაუვლიათ. მოსემ იცოდა, რომ მათ — და მომავალ თაობებს — უნდა ხსომებოდათ ღვთის სასწაულები და ღვთის კანონები, რათა დარჩენილიყვნენ ღვთის ხალხად.
რა რჩევას იპოვით მეორე რჯული 6:4–12, 20–25 -ში, რომელიც დაგეხმარებათ გახსოვდეთ ის დიდი საქმეები, რომლებიც ღმერთმა გააკეთა თქვენთვის? რას გააკეთებდით შთაგონებით, რომ უფლის სიტყვა ყოველდღიურად „[ყოფილიყო თქვენს] გულში“? (მუხლი 6).
თქვენ ასევე შეგიძლიათ შეისწავლოთ ძმა იან ე. ნიუმანის გზავნილი „მოზარდ თაობაში აღთქმის ხალხის ხმის შენარჩუნება“ (ლიახონა, ნოემბერი, 2023, 36–38) და დაფიქრდით, როგორ გადასცემთ თქვენს რწმენას ქრისტეს მიმართ მომავალ თაობებს.
ასევე იხილეთ მეორე რჯული 11:18–21; დეილ გ. რენლანდი, „Consider the Goodness and Greatness of God“, Liahona, მაისი, 2020, 41–44; “Frontlets or phylacteries”.
მეორე რჯული 15:1–15
გაჭირვებულთა დახმარება მოითხოვს კეთილშობილ ხელებს და მოსურნე გულებს.
ჩვენ ჯერ არ მიგვიღწევია იმ დღემდე, როცა „არავინ იქნება [თქვენში] გლახაკი“ (მეორე რჯული 15:4), ამიტომ პრინციპები მეორე რჯული 15 -ში გლახაკთა დახმარების შესახებ ჯერ კიდევ ღირებულია, მაშინაც კი, თუ კონკრეტული პრაქტიკა შეიცვალა. დააკვირდით, რას გვასწავლიან მუხლები 1–15 იმის შესახებ, თუ რატომ ვეხმარებით გაჭირვებულ ადამიანებს და როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება ამის მიმართ.
რას ნიშნავს იყო „ხელგაშლილი“ გაჭირვებული ადამიანებისთვის? (მუხლები 8, 11). რას სწავლობთ უფლის მაგალითიდან გაჭირვებული ადამიანების დახმარების შესახებ? (იხილეთ მუხლი 15).
იხ. აგეთვე “Have I Done Any Good?,” Hymns, no. 223.
მეორე რჯული 18:15–19
მოსე იესო ქრისტეს „[მსგავსი]“ იყო.
პეტრემ, ნეფიმ, მორონიმ და თავად მხსნელმა — ყველამ კომენტარი გააკეთეს წინასწარმეტყველებაზე მეორე რჯულში 18:15–19 -ში (იხილეთ საქმენი 3:20–23; 1 ნეფი 22:20–21; ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:40; 3 ნეფი 20:23). რას იგებთ მხსნელის შესახებ ამ მუხლებიდან? იფიქრეთ იმაზე, რაც წაიკითხეთ მოსეს შესახებ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. როგორ არის მოსე იესო ქრისტეს „[მსგავსი]“?
იესო ქრისტემ უთხრა თავის ხალხს ძველ ამერიკაში: „აჰა, მე ვარ, ვისზეც მოსე ამბობდა“ (3 ნეფი 20:23).
მეორე რჯული 29:9; 30:15–20
უფალი მთავაზობს, ავირჩიო სიკეთესა და ბოროტებას შორის.
შეიძლება, საინტერესო იყოს მეორე რჯული 29:9 და 30:15–20-იდან მოსეს სიტყვების შედარება ლეხის ზოგიერთ ბოლო სწავლებებთან თავისი ოჯახისადმი 2 ნეფი 2:26–29; 4:4. როგორ გააფართოვა ლეხიმ მოსეს სწავლება? რას ნახულობ ამ ამონარიდებში, რაც შთაგაგონებს „[სიცოცხლის არჩევას]?“ (მეორე რჯული 30:19).
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
მეორე რჯული 6:5
მე შემიძლია, მთელი გულით შევიყვარო ღმერთი.
-
რათა დაეხმაროთ თქვენს შვილებს მეორე რჯულის 6:5-ის გაგებაში, შეგიძლიათ, დახატოთ გული, სხეულის მონახაზი და ძლიერი მკლავი. თქვენს შვილებს შეუძლიათ მიუთითონ ნახატებზე, როდესაც ამ მუხლში სიტყვებს „გული“, „სული“ და „ძალა“ კითხულობთ. როგორ ვაჩვენოთ უფალს, რომ გვიყვარს იგი მთელი გულით, სულითა და ძალით?
მეორე რჯული 6:6–15
მე შემიძლია, შევინახო ღვთის სიტყვა ჩემს გულში.
-
წაიკითხეთ თქვენს შვილებთან ერთად უფლის რჩევა ისრაელიელებისთვის, განათავსეთ წმინდა წერილის მონაკვეთები იქ, სადაც ისინი ყოველდღე ნახავდნენ მათ (იხილეთ მეორე რჯული 6:6–9). ამან შეიძლება, შთაგაგონოთ თქვენ და თქვენს შვილებს, მოიფიქროთ გზები, რათა დარწმუნდეთ, რომ არ „[დაივიწყებთ უფალს]“ (მუხლი 12) და გახსოვთ ის, რაც მან თქვენთვის გააკეთა.
-
თქვენ შეგიძლიათ, მიუთითოთ, რომ მეორე რჯული 6:13, 16 და 8:3 დაეხმარა მხსნელს მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტში. იმის სანახავად, თუ როგორ, ერთად წაიკითხეთ მათე 4:1–10. შემდეგ შეგიძლიათ, ერთმანეთს გაუზიაროთ წმინდა წერილის რამდენიმე ნაწილი, რომელიც გაჭირვების დროს დაგეხმარათ.
მეორე რჯული 18:15–18
წინასწარმეტყველები გვასწავლიან იესო ქრისტეს შესახებ.
-
როდესაც ერთად წაიკითხავთ მეორე რჯული 18:18-ს, დაეხმარეთ თქვენს შვილებს გაიგონ, რომ მოსეს მსგავსი წინასწარმეტყველი ამ მუხლში არის იესო ქრისტე. იქნებ, მოსესა და იესო ქრისტეს გაკეთებული საქმეების სურათები დაგეთვალიერებინათ და მერე ნება მიგეცათ თქვენი შვილებისთვის, შეედარებინათ ისინი ერთმანეთისთვის (იხილეთ Gospel Art Book, სურათები 15, 16, 38, 39). რა გვასწავლა დღეს ჩვენმა წინასწარმეტყველმა მხსნელის შესახებ?
მეორე რჯული 29:12–13; 30:8–10
ჩემი აღთქმების გზით მე ვარ ღვთის ხალხის ნაწილი.
-
მეორე რჯული 29:12–13 -ზე საუბარი საშუალებას გაძლევთ თქვენ და თქვენს შვილებს, ისაუბროთ აღთქმებზე, რომლებიც მათ დადეს ან დადებენ ზეციერ მამასთან. რას ნიშნავს იყო ღვთის ხალხი? როგორ გვაქცევს ჩვენ ჩვენი აღთქმები ღვთის ხალხად? (იხილეთ მუხლი 13; აგრეთვე მოსია 18:8–10).
-
თუ თქვენს შვილებს დახმარება სჭირდებათ იმის გაგებაში, თუ რა არის აღთქმა, აუხსენით მათ, რომ აღთქმა არის დაპირება ღმერთსა და თავის ხალხს შორის (იხ. “Covenant” Guide to the Scriptures (Gospel Library)-ში. რა აღუთქვეს ღმერთმა და ისრაელიელებმა ერთმანეთს მეორე რჯული 30:8–10-ში? რა აღვუთქვით ჩვენ ღმერთს? (იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 20:37, 77). როგორ გვაკავშირებს ეს აღთქმები მასთან? ერთად იმღერეთ სიმღერა აღთქმების შესახებ, მაგ: “Standing on the Promises” (Gospel Library).
დამატებითი მოსაზრებებისათვის, იხილეთ ჟურნალის მეგობარი მიმდინარე თვის გამოცემა.