„18–24 მაისი. ’გამაგრდი და განმტკიცდი’: იესო ნავეს ძის წიგნი 1–8; 23–24“ მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)
„18–24 მაისი. ’გამაგრდი და განმტკიცდი’“, მოდი და გამომყევი: ძველი აღთქმა 2026
Moses Ordaining Joshua [მოსე აკურთხებს იესო ნავეს ძეს], დარელ თომასის მიერ (დეტალი)
18–24 მაისი: „გამაგრდი და განმტკიცდი“
იესო ნავეს ძე 1–8; 23–24
ამას რამდენიმე თაობა დასჭირდა, მაგრამ უფლის აღთქმა უნდა აღსრულებულიყო: ისრაელის ძეთ საბოლოოდ უნდა დაემკვიდრებინათ აღთქმული მიწა. მაგრამ მათ გზაზე იყო მდინარე იორდანე, იერიქონის კედლები და ძლევამოსილი ხალხი, რომელმაც უარყო უფალი (იხილეთ 1 ნეფი 17:35). და მათ მოუწიათ ამ ყველაფერს შეჯახებოდნენ, მათი საყვარელი წინამძღოლის, მოსეს გარეშე. შესაძლოა, ამ სიტუაციამ ზოგიერთ ისრაელიელს სისუსტე და შიში აგრძნობინა, მაგრამ უფალმა თქვა: „გამაგრდი და განმტკიცდი“. რა მიზეზი ჰქონდათ მათ გამბედაობისთვის? ეს არ იყო მათი საკუთარი ძალის გამო, ან თუნდაც მოსეს ან იესო ნავეს ძის, არამედ იმიტომ, რომ „შენთანაა უფალი, შენი ღმერთი, ყველგან, სადაც კი წახვალ“ (იესო ნავეს ძე 1:9). როდესაც ჩვენ გვაქვს საკუთარი მდინარეები გადასაკვეთი და კედლები დასანგრევი, საოცარი რამ შეიძლება მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში, რადგან „უფალი მოიმოქმედებს [ჩვენ] შორის სასწაულებს“ (იესო ნავეს ძე 3:5).
იესო ნავეს ძის მიმოხილვა იხ. “Joshua, book of” in the Bible Dictionary.
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
იესო ნავეს ძე 1:1–9
ღმერთი ჩემთან იქნება, როცა ვცდილობ, მისი ერთგული ვიყო.
წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა იესო ნავეს ძის დანიშვნა მოსეს შემცვლელად. დააკვირდით, რა უთხრა უფალმა მას იესო ნავეს ძე 1:1–9 -ში გასამხნევებლად. იფიქრეთ თქვენ წინაშე არსებულ რთულ გამოწვევებზე; რა გაძლევთ ამ გამბედაობას?
სახელი იესო (იეჰოშუა ან იეშუა ებრაულად) ნიშნავს „იეჰოვა იხსნის“. და სახელი იესო მომდინარეობს იეშუადან. ასე რომ, როცა იესო ნავეს ძის შესახებ კითხულობთ, გაითვალისწინეთ მისი როლი ისრაელის შვილების მდინარე იორდანეს გაღმა და აღთქმულ მიწაზე გადაყვანაში. როგორ იყო მისი მისია მსგავსი იმისა, რასაც იესო ქრისტე ჩვენთვის აკეთებს?
იესო ნავეს ძე 1:8
ღვთის სიტყვას შეუძლია, ჩემი გზა ააყვავოს.
როდესაც მან გაამხნევა იესო ნავეს ძე, უფალმა მისცა რჩევა იესო ნავეს ძე 1:8 -ში წმინდა წერილების ანუ „რჯულის სიტყვის“ შესახებ. იესო ნავეს ძის მძიმე პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რატომ შეიძლება ყოფილიყო ეს რჩევა განსაკუთრებით სასარგებლო?
როდესაც უფალი მოგვიწოდებს წმინდა წერილების წასაკითხად, ის ხშირად იყენებს სიტყვებს, რომლებიც სცილდება უბრალოდ კითხვას. ის ასევე დიდ კურთხევებს გვპირდება. ქვემოთ მოყვანილი ცხრილი დაგეხმარებათ, ეს მოწვევები და დაპირებული კურთხევები აღმოაჩინოთ:
|
მოწვევა |
დაპირებული კურთხევები. | |
|---|---|---|
|
იესო ნავეს ძე 1:8 | მოწვევა მიმართეთ მედიტაციას დღე და ღამე | დაპირებული კურთხევები.
|
მოწვევა
| დაპირებული კურთხევები.
| |
მოწვევა
| დაპირებული კურთხევები.
| |
მოწვევა
| დაპირებული კურთხევები. აყვავება მიწაზე | |
მოწვევა
| დაპირებული კურთხევები.
| |
მოწვევა
| დაპირებული კურთხევები.
| |
|
რასელ მ. ნელსონი, „უსმინე მას!“, ლიახონა, მაისი, 2020, ბოლო აბზაცი | მოწვევა
| დაპირებული კურთხევები.
|
როგორ შეასრულა უფალმა ეს დაპირებები თქვენს ცხოვრებაში? ახლა შეიძლება კარგი დროა, თქვენ მიერ წმინდა წერილების შესწავლის ჩვევების შესაფასებლად. რა მიდის კარგად? რას გააკეთებდით შთაგონებით, რომ მიიღოთ უფრო მნიშვნელოვანი გამოცდილება ღვთის სიტყვასთან დაკავშირებით?
იხ. აგრეთვე “As I Search the Holy Scriptures,” Hymns, no. 277.
იესო ნავეს ძე 2
ხსნისთვის აუცილებელია რწმენაც და საქმეც.
ახალი აღთქმის ქრისტიანები რახაბს აღიქვამდნენ როგორც რწმენის, ასევე საქმის ძალის მაგალითს (იხილეთ ებრაელთა 11:31; იაკობი 2:25). როდესაც კითხულობთ იესო ნავეს ძე 2-ს, გაითვალისწინეთ რახაბის რწმენისა და საქმის როლი საკუთარი თავის, საკუთარი ოჯახისა და ისრაელის ჯაშუშების გადარჩენაში. რას გასწავლით ეს იმაზე, თუ როგორ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენმა რწმენამ ქრისტესადმი და თქვენმა საქმემ, საკუთარ თავსა და სხვებზე?
რახაბი თავის ფანჯარასთან. Waiting for the Promise [დაპირების მოლოდინში], ელსპეთ იანგის მიერ (დეტალი)
იესო ნავეს ძე 3–4
იესო ქრისტეს რწმენით შემიძლია, ღვთის „საოცრებები“ განვიცადო.
უფალმა სასწაულები მოახდინა თავის ხალხს შორის, როცა მიიყვანა ისინი აღთქმულ მიწაზე და მას შეუძლია, იგივე გააკეთოს თქვენთვის. აქ მოცემულია რამდენიმე კითხვა, რომელიც დაგეხმარებათ იესო ნავეს ძე 3–4-ის შესწავლაში:
-
როგორ ფიქრობთ, რატომ სჭირდებოდათ ისრაელიელებს განწმენდა მდინარე იორდანეს გადაკვეთამდე? იხილეთ ( იესო ნავეს ძე 3:5).
-
გაითვალისწინეთ, რომ მდინარე გაიყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც „მღვდლების ფეხის ტერფები … [ჩადგნენ] … წყლებში“ (იესო ნავეს ძე 3:13, 15). რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
-
კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა მდინარე იორდანესთან — იხილეთ 4 მეფეთა 2:6–15; 5:1–14; და მარკოზი 1:9–11. რა კავშირს ხედავთ ამ მოვლენებს შორის?
-
როგორ მოახდინა უფალმა „საოცრებები“ თქვენს ცხოვრებაში? (იესო ნავეს ძე 3:5). როგორ შეგიძლიათ, უფრო ხშირად განიცადოთ ან ამოიცნოთ ეს საოცრებები? (მაგალითად, იხილეთ იესო ნავეს ძე 3:17).
იესო ნავეს ძე 6–8
მორჩილება იწვევს ღვთის ძალას ჩემს ცხოვრებაში.
იესო ნავეს ძე 6–8 ეხება ბრძოლებს იერიქონსა და ჰაღაის მიწებისთვის. ამ თავების კითხვისას დაფიქრდით, როგორ ებრძვით ცდუნებას (მაგალითად, იხილეთ იესო ნავეს ძე 7:10–13). რას სწავლობთ იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ღმერთს, დაგეხმაროთ და რა უნდა გააკეთოთ მის ძალაზე წვდომისთვის? მაგალითად, რა შთაბეჭდილებას ახდენს თქვენზე იერიქონის დაპყრობის შესახებ უფლის მითითება? (იხილეთ იესო ნავეს ძე 6:1–5). შესაძლოა, იესო ნავეს ძე 7 -ში მოცემული ანგარიში შთაგაგონებთ დაადგინოთ, არის თუ არა თქვენს ცხოვრებაში „დარისხებული [რამ]“, რომელიც უნდა მოიშოროთ (იესო ნავეს ძე 7:13).
იესო ნავეს ძე 23–24
„აირჩიეთ დღესვე, ვის ემსახუროთ“.
იესო ნავეს ძის ბოლო სწავლებები ისრაელიელებისთვის იესო ნავეს ძე 23–24 -ში მოიცავს მნიშვნელოვან გაფრთხილებებს, რჩევასა და დაპირებულ კურთხევებს. იქნებ, შეადგინოთ სია, რასაც იპოვით. იმის გათვალისწინებით, თუ რა განიცადეს ისრაელიელებმა როგორ ფიქრობთ, რატომ აირჩია იესო ნავეს ძემ, ეს ყველაფერი ეთქვა სიცოცხლის ბოლოს? რას ნახულობთ, რაც შთაგაგონებთ, რომ „[მიეწებოთ] უფალს“? (იესო ნავეს ძე 23:8).
ასევე იხილე დეილ გ. რენლანდი, „აირჩიეთ დღეს“, ლიახონა, ნოემბერი, 2018, 104–6.
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
იესო ნავეს ძე 1:4; 6
„გამაგრდი და განმტკიცდი“.
-
აი ერთი გზა, რომელიც დაეხმარება თქვენს შვილებს „გამაგრდ[ნენ] და განმტკიცდ[ნენ] “ (იესო ნავეს ძე 1:6) იესო ქრისტეს მეშვეობით. სთხოვეთ მათ, იპოვონ ფრაზა, რომელიც მეორდება იესო ნავეს ძე 1:6, 9-სა და 18-ში და ჩაწერონ ან დაიმახსოვრონ ის. დაეხმარეთ თქვენს შვილებს, იფიქრონ სიტუაციებზე, როდესაც მათ შეიძლება დასჭირდეთ ეს გზავნილი, ისევე როგორც ეს იესო ნავეს ძემ გააკეთა. თქვენ ასევე შეგიძლიათ ერთად განიხილოთ ზოგიერთი ამბავი იესო ნავეს ძე 1–4; 6 -ში (იხ. აგრეთვე “Joshua the Prophet” and “Rahab and the Spies” Old Testament Stories-ში, 85–91). როგორ გამოავლინეს ადამიანებმა ამ ისტორიებში სიმამაცე და ძალა უფალში?
2:59Joshua the Prophet
1:39Rahab and the Spies
იესო ნავეს ძე 1:8
წმინდა წერილების შესწავლას კურთხევები მოაქვს ჩემთვის.
-
შეიძლება, იესო ნავნეს ძე 1:8 -ის წაკითხვამ თქვენი შვილები შთააგონოს, დამოუკიდებლად წაიკითხონ წმინდა წერილები. დაეხმარეთ მათ ამ მუხლში სიტყვების პოვნაში, რომლებიც ასწავლიან, როგორ და რატომ უნდა წავიკითხოთ წმინდა წერილები. მათ შეუძლიათ მოიძიონ იგივე 1 ნეფი 15:23–24-ში; 2 ნეფი 31:20; 32:3-ში; იაკობი 4:6-სა და ჰელამანი 3:29–30-ში. თქვენ ასევე შეგიძლიათ, მათ წმინდა წერილების წაკითხვის გეგმის შედგენასა და განხორციელებაში დაეხმაროთ.
იესო ნავეს ძე 3–4
მე უნდა მოვინათლო ცათა სასუფეველში შესასვლელად.
-
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ისრაელიელების მდინარე იორდანეს გადაკვეთის ისტორია, როგორც ნათლობის სიმბოლო — უარი ვთქვათ ჩვენს ძველ ცხოვრებაზე უდაბნოში და დავიწყოთ ახალი ცხოვრება აღთქმისეული ურთიერთობით ღმერთთან. ასე რომ, როდესაც ერთად კითხულობთ იესო ნავეს ძე 3–4 -ს (ან “Joshua the Prophet” Old Testament Stories-ში, 85–89),, ასევე შეგიძლიათ დაათვალიეროთ იესო ქრისტეს ნათლობის სურათი და აუხსნათ, რომ იესო მოინათლა იმავე მდინარეში, რომელიც ისრაელიელებმა გადალახეს. შეგიძლიათაგრეთვე იმღეროთ სიმღერა,მაგ “Baptism” (Children’s Songbook, 100–101). გაუზიარეთ ერთმანეთს, როგორ ჰგავს ნათლობა ახალი ცხოვრების დაწყებას იესო ქრისტეს სასუფეველში.
2:59Joshua the Prophet
იესო ნავნეს ძე 24:15
მე შემიძლია, ავირჩიო იესო ქრისტეს მსახურება.
-
რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისათვის, რომ დაეხმაროთ თქვენს შვილებს, ისწავლონ იესო ქრისტეს მიმდევრობის არჩევა, როგორც იესო ნავნეს ძემ მოუწოდა ისრაელიელებს? თქვენ შეგიძლიათ, შესთავაზოთ მათ:
-
დაიმახსოვრონ მოკლე ფრაზა იესო ნავნეს ძე 24:15-დან. ეცადეთ, ეს პროცესი მხიარული გახადოთ თქვენი შვილებისთვის. სიტყვების რაოდენობა, რომლებიც მათ ახსოვთ, შეიძლება მათ ასაკზე იყოს დამოკიდებული.
-
იპოვეთ ისტორიები იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც აირჩიეს იესო ქრისტეს მსახურება. მათ შეეძლოთ ენახათ ჟურნალი მეგობარი , Gospel Art Book, Old Testament Stories ან სხვა წმინდა წერილების მოთხრობების წიგნები.
-
გაითამაშეთ სიტუაციები როლებში, რომლებშიც მათ შეუძლიათ აირჩიონ, მიჰყვნენ და ემსახურონ მხსნელს.
-
გამოიყენეთ მრავალფეროვანი აქტივობები. „ყველა ბავშვი განსხვავებულია და როცა ისინი განვითარდებიან, მათი საჭიროებები შეიცვლება. თქვენი სწავლების მეთოდების ცვალებადობა დაგეხმარებათ მათი მრავალფეროვანი საჭიროებები დააკმაყოფილოთ“ (Teaching in the Savior’s Way, 31).
დამატებითი მოსაზრებებისათვის, იხილეთ ჟურნალის მეგობარი მიმდინარე თვის გამოცემა.