„1–7 ივნისი. ’გამხიარულდა ჩემი გული უფლის წყალობით’: რუთი; 1 მეფეთა 1–7“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)
„1–7 ივნისი. ’გამხიარულდა ჩემი გული უფლის წყალობით’“, მოდი და გამომყევი: ძველი აღთქმა 2026
Whither Thou Goest [სადაც შენ წახვალ], სენდი ფრეკელტონ გაგონის მიერ
1–7 ივნისი: „გამხიარულდა ჩემი გული უფლის წყალობით“
რუთი; 1 მეფეთა 1–7
ზოგჯერ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ცხოვრება თავიდან ბოლომდე სწორხაზოვნად უნდა წარიმართოს. ბოლოსდაბოლოს, ორ წერტილს შორის ყველაზე მოკლე მანძილი არის სწორი ხაზი. და მაინც, ცხოვრება ხშირად სავსეა შეფერხებებითა და შემოვლითი გზებით, რომლებსაც მოულოდნელი მიმართულებით მივყავართ.
რუთსა და ხანას ეს კარგად ესმოდათ. რუთი ისრაელელი არ იყო, მაგრამ ცოლად ისრაელიელს გაჰყვა და როცა ქმარი გარდაეცვალა, არჩევანის გაკეთება დასჭირდა. დაუბრუნდებოდა თუ არა ის თავის ოჯახს და ძველ, ნაცნობ ცხოვრებას, თუ მიიღებდა ისრაელიელების რწმენას და ახალ სახლს დედამთილთან ერთად? (იხილეთ რუთი 1:4–18). ხანას ცხოვრების გეგმა იყო შვილების ყოლა, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო და ამის გამო „სულის სიმწარით“ აღივსო (იხილეთ 1 მეფეთა 1:1–10). რუთისა და ხანას შესახებ წაკითხვისას გაითვალისწინეთ რწმენა, რომელიც მათ უნდა ჰქონოდათ, თავიანთი შეუცნობი გზების გასავლელად. შემდეგ იფიქრეთ საკუთარ მოგზაურობაზე. ის განსხვავდება რუთის და ხანას — და სხვების გზებისგან. მაგრამ მთელი განსაცდელებისა და სიურპრიზების განმავლობაში, აქ და თქვენი მარადიული დანიშნულების ადგილს შორის, შეგიძლიათ ხანას მსგავსად იმეოროთ: „გამხიარულდა ჩემი გული უფლის წყალობით“ (1 მეფეთა 2:1).
რუთი და 1 მეფეთაწიგნების მიმოხილვა იხ. Bible Dictionary -ში.
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
რუთი
იესო ქრისტეს შეუძლია, ტრაგედია ტრიუმფად აქციოს.
ქვრივისთვის ნებისმიერ ეპოქაში ცხოვრება რთულია. მაგრამ როდესაც რუთის ქმარი გარდაიცვალა, მისი მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო. იმდროინდელ ისრაელის კულტურაში ქალს, ქმრისა და ვაჟის გარეშე, არ ჰქონდა საკუთრების უფლება და საარსებო წყაროს გამომუშავების საშუალებაც ძალიან ცოტა იყო. რუთის მოთხრობის წაკითხვისას ყურადღება მიაქციეთ, როგორ აქცია უფალმა ტრაგედია დიდ კურთხევად. რას ამჩნევთ რუთში, რაც შეიძლებოდა მას დახმარებოდა? როგორ გამოიხსნა ბოყაზმა რუთი სასოწარკვეთილი მდგომარეობიდან? (იხილეთ რუთი 4:4–10). როგორ ჰგავდნენ რუთი და ბოყაზი იესო ქრისტეს?
იხ. აგრეთვე “Be Still, My Soul,” Hymns, no. 124.
რუთი; 1 მეფეთა 1
მინდა მჯეროდეს, რომ ღმერთი მიწინამძღვრებს და დამეხმარება, ჩემი მდგომარეობის მიუხედავად.
შესაძლოა, თქვენ დიდი დანაკლისი განიცადეთ, როგორც რუთმა და ნაყომიმ (იხილეთ რუთი 1:1–5). ან შესაძლოა, ხანას მსგავსად გსურთ კურთხევები, რომლებიც ჯერ არ მიგიღიათ (იხილეთ 1 მეფეთა 1:1–10). როგორ აჩვენეს ამ ქალებმა ღვთისადმი რწმენა? რას სწავლობთ მათი მაგალითებიდან?
რასაკვირველია, ყველას, ვისაც ბავშვის ყოლა უნდა, ვერ ეყოლება და ვერც ყველა ქმარგარდაცვლილი გათხოვდება მეორედ. თუმცა ყველა, ვინც მიმართავს მხსნელს, იღებს მის დახმარებასა და ხელმძღვანელობას. დაფიქრდით, როგორ მოხვედით უფლის „ფრთებქვეშ შესაფარებლად“ (რუთი 2:12) თქვენი ცხოვრების რთულ დროს.
იხილეთ ასევე ემი ა. რაიტი, „გადაიტანეთ ერთი დღე ქრისტეში“, ლიახონა, ნოემბერი, 2023, 9–11.
For This Child I Prayed [ამ შვილისთვის მე ვლოცულობდი], ელსპეტ იანგის მიერ
1 მეფეთა 2; 4–7
უფლის შეწევნის მისაღებად, მე მჭირდება, მას მივენდო და მის მცნებებს დავემორჩილო.
როცა მათ მტერი თავს დაესხათ, ისრაელიელებმა, როგორც ჩანს, იფიქრეს, რომ აღთქმის კიდობნის მხოლოდ ფლობაც კი დაიცავდა მათ. როცა კითხულობთ 1 მეფეთა 4–6-ს, იფიქრეთ, რატომ არ გაამართლა ამან. (ასევე აღნიშნეთ არასამართლიანი ქმედებები ელის შვილებისა, რომლებიც მსახურებდნენ მღვდლებად კარავში 1 მეფეთა 2:12–25.) როგორ ფიქრობთ, რის სწავლებას ცდილობდა უფალი თავისი ხალხისთვის? რას სწავლობთ ფილისტიმელთა ამბიდან, კიდობნის აღების შემდეგ? (იხილეთ თავები 5–6). რას სწავლობთ ისრაელის მცდელობებიდან უფლის დაცვის ხელახლა მოსაპოვებლად 1 მეფეთა 7-ში?
შეიძლება შთაგაგონოთ ხანას სადიდებელმა ლექსმა 1 მეფეთა 2:1–10-ში. რას ნახულობთ მის სიტყვებში, რაც დაეხმარებოდა ელის ვაჟებს და სხვა ისრაელიელებს?
1 მეფეთა 3
მე მესმის და ვემორჩილები უფლის ხმას.
ხანდახან, შეიძლება, თავს სამუელივით გრძნობდეთ, რომელმაც გაიგონა უფლის ხმა, მაგრამ ვერ იცნო ის. როგორც ყველა ჩვენგანს, სამუელსაც უნდა ესწავლა, თუ როგორ ეცნო უფლის ხმა. 1 მეფეთა 3-ის სწავლისას რას იგებთ ამ ახალგაზრდა ბიჭისგან უფლის ხმის მოსმენისა და მორჩილების შესახებ? შეგიძლიათ მოძებნოთ წმინდა წერილიდან ეს ამონარიდები და შეადგინოთ სია მითითებებისა რომლებიც სხვებს დაეხმარებოდა უფლის ხმის ამოცნობაში: 3 მეფეთა 19:11–12; ლუკა 24:15–32; 3 ნეფი 11:3–7; მოძღვრება და აღთქმები 6:22–23; 8:2–3; 9:7-9.
სხვა დროს შეიძლება გრძნობდეთ, რომ ზეცა დახშულია და უფალს არ უნდა თქვენთან საუბარი. პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა თქვა: „ღმერთს მართლა სურს თქვენთან საუბარი? დიახ!“ („გამოცხადება ეკლესიისთვის, გამოცხადება ჩვენი ცხოვრებისთვის“, ლიახონა, მაისი, 2018, 93–96). როდესაც სწავლობთ პრეზიდენტ ნელსონის გზავნილს, რა შთაგაგონებთ, რომ ისმინოთ და დაემორჩილოთ უფლის ხმას? რისკენ გიწვევთ პრეზიდენტი ნელსონი და რა კურთხევებს გპირდებათ? მოწვევებისა და დაპირებების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ “Walk in God’s light” (For the Strength of Youth: A Guide for Making Choices-ში, 16–20). იფიქრეთ, აირჩიოთ ერთი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, რათა „გაზარდოთ გამოცხადების მიღების სულიერი შესაძლებლობა“.
დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
რუთი
მე შემიძლია გამოვხატო ჩემ გარშემო ადამიანების მიმართ სიყვარული და სიკეთე.
-
როცა თქვენს შვილებს უზიარებთ რუთის ამბავს, შეგიძიათ გამოიყენოთ “Ruth and Naomi” Old Testament Stories-ში, 100–103) სთხოვეთ, ასწიონ ხელები ყოველ ჯერზე, როცა მოისმენენ კეთილი ქმედების შესახებ ამ მოთხრობიდან. მათ ასევე შეიძლება გაგვიზიარონ, თუ როგორ გრძნობენ, როდესაც სხვა ადამიანები მათ მიმართ კეთილია ან თვითონ არიან კეთილი სხვების მიმართ. როგორ გამოვლინდა მხსნელის სიკეთე ჩვენ მიმართ? როგორ შეგვიძლია მივყვეთ მის მაგალითს? (იხილეთ „სიკეთე ჩემგან იწყება“, საგალობლები, 63).
2:0Ruth and Naomi
რუთი; 1 მეფეთა 1
მე მჯერა უფლის.
-
რუთისა და ხანას ამბებმა შეიძლება, შთააგონოს თქვენს შვილებს, დარჩნენ ერთგული რთულ დროს. გაითვალისწინეთ, დაეხმაროთ მათ, შექმნან მარტივი ცხრილი სათაურებით განსაცდელები, ქმედებები, კურთხევები. შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ერთად წაიკითხოთ რუთი 1:3–5, 8, 16; 2:1–3, 8–12; 4:13–17; 1 მეფეთა 1:1–18 და სათაურების ქვეშ სვეტებში ჩამოწეროთ, რასაც ისინი ამ მუხლებში იპოვიან. როგორ გამოავლინეს რუთმა და ხანამ უფლისადმი რწმენა? შემდეგ თქვენ ან თქვენს შვილებს შეგიძლიათ სხვებს გაუზიაროთ მაგალითები იმის შესახებ, თუ როგორ გაკურთხათ უფალმა მძიმე დროს.
1 მეფეთა 1:1–18
ზეციერ მამას ესმის ჩემი ლოცვები და მპასუხობს.
-
ხანას ამბის გასაგებად, თქვენს შვილებს შეუძლიათ წაიკითხონ 1 მეფეთა 1:1–18 ან “Hannah” Old Testament Stories (104–5) ან უყურონ “Hannah’s Faith” (video, Gospel Library). სახალისო იქნება ბავშვს ბურთი ტყორცნოთ და შესთავაზოთ, ამბის ნაწილი მოგითხროთ, სანამ ბურთს სხვას გადასცემს. რას ვსწავლობთ ლოცვის შესახებ ხანას მაგალითიდან?
1:15Hannah
3:9Hannah's Faith
Samuel Tells Eli the Truth [სამუელი ელის ეუბნება ჭეშმარიტებას], რობერტ თ. ბარეტის მიერ
1 მეფეთა 3:1–10
მე მესმის და ვემორჩილები უფლის ხმას.
-
შესაძლოა, როლების მარტივი გათამაშება დაეხმაროს თქვენს შვილებს, შეიტყონ სამუელის გამოცდილება გამოცხადების შესახებ. ერთ ბავშვს შეუძლია განასახიეროს სამუელი, ხოლო მეორეს — ელი, როცა კითხულობთ 1 მეფეთა 3:1–10 (see also “Samuel the Prophet” Old Testament Stories-ში, 106–9, ან ვიდეო “Samuel and Eli,” Gospel Library). რას ვსწავლობთ სამუელისგან იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვისმინოთ უფლის ხმა? როგორ ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ მოვისმინოთ, როცა უფალი გველაპარაკება?
2:10Samuel the Prophet
1:58Samuel and Eli
-
ჰკითხეთ თქვენს შვილებს, როგორ აუხსნიან ვინმეს, როგორ ესაუბრება მათ უფალი. შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ, მოძებნონ პასუხები მოძღვრება და აღთქმები 6:22–23; 8:2–3; 9:7–9-ში.
დაეხმარეთ თქვენს შვილებს, ისწავლონ სულიწმინდის ამოცნობა. ჩვენი საკუთარი გრძნობებისა და სულიწმინდის გარჩევა ადვილი არ არის. დროდადრო ყველა აწყდება სირთულეს. გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რათა დაეხმაროთ თქვენს შვილებს გააცნობიერონ, როდის განიცდიან სულიწმინდის გავლენას. მაგალითად, როცა კითხულობთ 1 მეფეთა 3:1–10 -ს და მოძღვრება და აღთქმებში შემოთავაზებულ მუხლებს, შეგიძლიათ გაუზიაროთ გამოცდილება, რომელიც უფალმა გასწავლათ გონებასა და გულში.
დამატებითი მოსაზრებებისათვის, იხილეთ ჟურნალის მეგობარი მიმდინარე თვის გამოცემა.