Come, Follow Me
22–28 ივნისი. „მაშინ მოისმინე ციდან მათი ლოცვა“: 2 მეფეთა 11–12; 3 მეფეთა 3; 6–9; 11


„22–26 ივნისი. ’მაშინ მოისმინე ციდან მათი ლოცვა’: 2 მეფეთა 11–12; 3 მეფეთა 3; 6–9; 11“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)

„22–26 ივნისი. ’მაშინ მოისმინე ციდან მათი ლოცვა’“, მოდი და გამომყევი: ძველი აღთქმა 2026

სოლომონი აკურთხებს ტაძარს

Solomon Dedicates the Temple at Jerusalem [სოლომონი აკურთხებს ტაძარს იერუსალიმში], ჯეიმს ტისოსა და სხვების მიერ

22–28 ივნისი: „მაშინ მოისმინე ციდან მათი ლოცვა“

2 მეფეთა 11–12; 3 მეფეთა 3; 6–911

საულმა, დავითმა და სოლომონმა, ისრაელის სამმა პირველმა მეფემ, სამივემ უამრავი დაპირებით დაიწყო. თავმდაბლებმა, გაბედულებმა და ბრძენებმა უფლის გული მოიგეს — თავიდან მაინც. სამწუხაროდ, თითოეული მეფე ადამიანურ სისუსტესა და ცდუნებას დამორჩილდა. მათ საკუთარი სურვილი უფლისაზე წინ დააყენეს. და როგორც გვინახავს ისევ და ისევ წმინდა წერილებში – და ჩვენს ცხოვრებაში — ამან ტრაგედიასთან მიგვიყვანა.

თუმცა რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა სოლომონის მეფობის დროს, რამაც აღთქმის ხალხის ცხოვრებაში სტაბილურობის იმედი მოიტანა. სოლომონმა ააშენა ტაძარი. ეს უფრო მუდმივი სახლი იყო უფლისა, ვიდრე კარავი. და თავისი ხალხისთვის ის უფლის უფრო მუდმივ სამყოფელს უზრუნველყოფდა. სოლომონმა იცოდა, რომ ხალხი ისევ დაუპირისპირდებოდა სხვადასხვა სახის სისუსტეებსა და განსაცდელს. ახალი წმინდა სახლის კურთხევით სოლომონი შესთხოვდა უფალს „როცა მთელი სულითა და გულით მოიქცევიან შენსკენ, … მაშინ მოისმინე … მათი ლოცვა-ვედრება“ (3 მეფეთა 8:47–48). ეს არის ნაწილი, რასაც სატაძრო აღთქმები აკეთებენ ჩვენთვის — ისინი ქმნიან უფალთან კავშირს. ისინი უზრუნველყოფენ დაპირებას, რომ ჩვენი მონანიების გზით და უფლის წყალობით, უფალი „[დამკვიდრდება ჩვენ] შორის“ და არ მიგვატოვებს ჩვენ (3 მეფეთა 6:13).

3 მეფეთა წიგნის მიმოხილვა იხ. “Kings, books of” in the Bible Dictionary.

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

2 მეფეთა 11; 12:1–14

სემინარიის ხატულა
უფალი მეხმარება კარგი არჩევანის გაკეთებაში, როდესაც ცდუნების წინაშე ვდგავარ.

ხანდახან ჩვენ ვუყურებთ ადამიანებს, რომლებიც ჩანან ძლიერნი რწმენაში და ვვარაუდობთ, რომ ცდუნება მათზე გავლენას ვერ ახდენს. დავითის ტრაგიკული არჩევანი აღწერილი 2 მეფეთა 11 -ში გვიჩვენებს, რომ ეს ასე არ არის. იფიქრეთ, რა გაკვეთილების სწავლა შეგიძლიათ ამ გამოცდილებებიდან. მსგავსი კითხვები, შესაძლებელია, დაგეხმაროთ, ისწავლოთ 2 მეფეთა 11–12:

  • რა არჩევანი გააკეთა დავითმა, რამაც მას განსაკუთრებულად ცოდვილი გზისკენ უბიძგა? რა სწორი არჩევანი შეიძლებოდა, მას გაეკეთებინა? (იხ. ვიდეო “To Look Upon,” Gospel Library.)

    4:15

    To Look Upon

    ვიდეოების გამოყენება. ვიდეოები შესაძლებელია, დაგეხმარონ წმინდა წერილებში აღწერილი ამბების წარმოდგენასა და იმის გათვალისწინებაში, თუ როგორ გეხებათ ისინი თქვენ. დაფიქრდით, როგორც შეგიძლიათ მათი გამოყენება თქვენი სწავლებისა და სწავლის პროცესის გასაძლიერებლად. მაგ: “To Look Upon” (Gospel Library) ვიდეოს ყურებისას გააჩერეთ ვიდეო სხვადასხვა მომენტებში, რათა დაფიქრდეთ ან განიხილოთ ამ აქტივობაში წარდგენილი საკითხები.

  • როგორც ცდილობს მტერი გიბიძგოთ ცოდვილი გზისკენ? რა არჩევანს გააკეთებდით ახლა, რათა სულიერად უსაფრთხოდ იყოთ?

  • გაითვალისწინეთ დავითის რეაქცია ნათანის ამბავზე 2 მეფეთა 12:1–6-ში. რას გვეუბნება ეს რეაქცია იმაზე, თუ როგორ აღიქვამდა დავითი საკუთარ თავს? რა გააკეთა უფალმა რათა დაგხმარებოდათ, საკუთარი თავი უფრო რეალურად დაგენახათ?

  • როგორ შეაჯამებდით ამბებს 2 მეფეთა 11–12 -იდან ერთწინადადებიან გაფრთხილებაში?

დავითის ცუდი გადაწყვეტილებების წაკითხვამ შეიძლება გიბიძგოთ, შეიტყოთ პორნოგრაფიისა და სექსუალური ცოდვის საფრთხეების შესახებ. ამის კარგი რესურსია For the Strength of Youth: A Guide for Making Choices, განსაკუთრებით ნაწილები სათაურებით “What to do in the moment” და “Your body is sacred” (გვ. 21–28). იქნებ მიმართოთ წმინდა წერილებს რჩევისთვის, რომელიც დაეხმარებოდა დავითს უკეთესი არჩევანის გაკეთებაში. ან შეგიძლიათ წაიკითხოთ “Jesus Christ will help you” (გვ. 6–9), რათა მოძებნოთ რაღაც, რაც დაეხმარებოდა დდავითს უფალთან დაბრუნებაში.

შეგიძლიათ ასევე იგალობოთ საგალობელი „მე შენ მჭირდები მუდამ“ (საგალობლები, no. 12) და იმსჯელოთ, როგორ გაგაძლიერათ მხსნელმა, როდესაც ცდუნებას დაუპირისპირდით.

იხ. აგრეთვე 2 ნეფი 28:20–24; ულისეს სოარესი, „ეძიე ქრისტე ყოველ აზრში“, ლიახონა, ნოემბერი 2020, 82–85; “Taking Charge of Technology,” Gospel Library; “Watch Your Step” (video), Gospel Library.

2:36

Watch Your Step

3 მეფეთა 3:1–15

გამჭრიახობის ძღვენი მეხმარება, განვასხვაო კეთილი ბოროტისაგან.

უფალს რომ ეთქვა თქვენთვის „მთხოვე, რაც გინდა, რომ მოგცე“ (3 მეფეთა 3:5), რას სთხოვდით? რა ახდენს შთაბეჭდილებას თქვენზე სოლომონის თხოვნასთან დაკავშირებით? იმსჯელეთ, რატომ არის „გონიერი გული“, რომ „სიკეთე გაარჩიოს ბოროტებისგან“, (მუხლი 9) ფასეული ძღვენი. რა შეიძლება გააკეთოთ, რათა ეძიოთ ეს ძღვენი?

ასევე იხილეთ მორონი 7:12–19.

3 მეფეთა 6–8; 9:1–9

უფლის სახლში დადებული აღთქმების საშუალებით უფალი სახლობს ჩემთან.

3 მეფეთა 6–7 -ში თქვენ ნახავთ სოლომონის მიერ უფლისთვის აშენებული წმინდა სახლის დეტალურ აღწერილობას. დეტალები შეიძლება არ ჩანდეს ისეთივე მნიშვნელოვანი თქვენთვის, როგორც ძველი ისრაელიელებისთვის. თუმცა ამ თავების კითხვამ შეიძლება მიგახვედროთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათთვის, ჰქონოდათ უფლის სახლი. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი თქვენთვის?

თქვენ, შეიძლება, იმსჯელოთ, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს სიმბოლურად სოლომონის ტაძრის სხვადასხვა ნაწილები. მაგალითად, დაფიქრდით, რას შეიძლება წარმოადგენდნენ ქერუბიმები, ხეები და ყვავილები 3 მეფეთა 6:35 -ში. (ასევე იხილეთ დაბადება 3:24).

თავი 8 წარმოგვიდგენს სოლომონის ლოცვებს ტაძრის დასრულების შემდეგ (იხილეთ მუხლები 22–61). ჩამოწერეთ სია იმ კურთხევებისა, რომლებიც სოლომონმა შესთხოვა უფალს. რა ახდენს შთაბეჭდილებებს თქვენზე ამ კურთხევებიდან? (ასევე გაითვალისწინეთ უფლის დაპირებები 4 მეფეთა 6:11–13-ში; 9:1–9-ში.) თუ ხართ უფლის სახლში ნამყოფი, იფიქრეთ იქ მიღებული თაყვანისცემის გამოცდილებაზე. სატაძრო აღთქმების დაცვა როგორ დაგეხმარათ უფლის კურთხევებზე წვდომაში?

ასევე იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 109; Henry B. Eyring, “I Love to See the Temple,” Liahona, May 2021, 28–31.

ბარანკილას ტაძარი კოლუმბიაში

ბარანკილას ტაძარი კოლუმბიაში

3 მეფეთა 8:61; 11:1–11

„წრფელი არ იყო მისი გული უფლისადმი“.

რას ნიშნავს „იყავით გულწრფელნი უფლისადმი“? (3 მეფეთა 8:61). განსხვავდება გულის წრფელობა იმისგან, როდესაც ჩვენი ქმედებები არის გულწრფელი? როგორ? წაიკითხეთ 3 მეფეთა 11:1–11და შენიშნეთ, რა თქვა უფალმა სოლომონის გულის შესახებ. შეგიძლიათ იმსჯელოთ, არის თუ არა გავლენები თქვენს ცხოვრებაში, რომლებმაც შეიძლება გიბიძგოთ, უფალს ზურგი შეაქციოთ და მიტრიალდეთ „უცხო ღმერთების[კენ]“.

დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.

ბავშვთა განყოფილების ის ხატულა

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

2 მეფეთა 11

უფალი დამეხმარება, როდესაც ცდუნების წინაშე აღმოვჩნდები.

  • King DavidOld Testament Stories-დან, 117–20, დაგეხმარებათ, მოუყვეთ შვილებს ამბავი 2 მეფეთა 11-იდან. თქვენ შეგიძლიათ სთხოვოთ შვილებს დაადგინონ, თუ რა არასწორი არჩევანი გააკეთა დავითმა და შესთავაზოთ კარგი არჩევანი, რომლის გაკეთებაც მას შეეძლო. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ცდუნების დროს, რაც დაგვეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში?

    2:11

    King David

  • შეიძლება დავითის ტრაგიკული ცოდვების შესახებ კითხვა კარგი შესაძლებლობა იყოს პორნოგრაფიის საფრთხეებზე მსჯელობისთვის. ვიდეო “What Should I Do When I See Pornography?” (Gospel Library) აქვს კარგი მითითება. დაეხმარეთ შვილებს, შეადგინონ გეგმა, თუ რას გააკეთებენ პორნოგრაფიასთან დაპირისპირებისას.

    5:46

    What should I do when I see pornography?

3 მეფეთა 8:22–61

უფლის სახლში აღთქმების დადება და მათი დაცვა მეხმარება მის გზებზე სიარულში.

  • როდესაც თქვენ და თქვენი შვილები გაიგებთ ტაძრის კურთხევის შესახებ 3 მეფეთა 8-ში, შეგიძლიათ გადახედოთ ტაძრების სურათებს ამ კვირის მონახაზში. ნება მიეცით თქვენს შვილებს, ისაუბრონ დეტალებზე, რომლებსაც ისინი ხედავენ სურათებზე. შეგიძლიათ ყურადღება გაამახვილოთ მუხლები 57–58-ზე. რას ნიშნავს, „[უფლის] გზაზე ვიაროთ?“ (3 მეფეთა 8:58). შესაძლოა თქვენმა შვილებმა გადადგან ნაბიჯი ყოველი პასუხის გაცემისას.

  • უთხარით თქვენს შვილებს, როგორ გეხმარებათ ტაძარში დადებული აღთქმების დაცვა უფლის გზაზე სიარულში. შეგიძლიათ უთხრათ მათ, რომელია ეს აღთქმები (იხილეთ ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 27.2, სახარების ბიბლიოთეკა). შეგიძლიათ აგრეთვე იმღეროთ ერთად სიმღერა, მაგ: “I Love to See the Temple” (Children’s Songbook, 95).

სოლომონის ტაძარი

სოლომონის ტაძრის ილუსტრაცია, სემ ლოულორის მიერ

3 მეფეთა 11:1–11

მე შემიძლია, უფალი დავაყენო ჩემს ცხოვრებაში პირველ ადგილზე.

  • იმის წაკითხვამ, თუ როგორ იქონიეს სოლომონის ცოლებმა მასზე გავლენა, შეიძლება წაგიყვანოთ საუბრისკენ „უცხო ღმერთების“ შესახებ — ანუ იმის, რასაც ხალხი ეთაყვანება ან უყვართ უფლის ნაცვლად. როგორ ვაჩვენებთ ღმერთს, რომ ის ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენს ცხოვრებაში?

დამატებითი მოსაზრებებისათვის იხილეთ ჟურნალის მეგობარი მიმდინარე თვის გამოცემა.

სოლომონის ტაძარი

Dedication of the Temple of Solomon in Jerusalem [იერუსალიმში სოლომონის ტაძრის კურთხევა], უილიამ ჰოულის მიერ

დაწყებით საზოგადოების ღონისძიებების გვერდი: უფლის სახლში აღთქმის დადება მეხმარება მის გზებზე სიარულში