„29 ივნისი–5 ივლისი. ’თუ უფალია ღმერთი, გაჰყევით მას’: 3 მეფეთა 12–13; 17–22“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)
„29 ივნისი–5 ივლისი. ’თუ უფალია ღმერთი, გაჰყევით მას’“, მოდი და გამომყევი: ძველი აღთქმა 2026
Elijah Contends against the Priests of Baal [ელია ეწინააღმდეგება ბაალის მღვდლებს, ჯერი ჰარსტონის მიერ
29 ივნისი–5 ივლისი: „თუ უფალია ღმერთი, გაჰყევით მას“
3 მეფეთა 12–13; 17–22
ისრაელის სახლი შფოთავდა. სამეფო ორად გაყოფილიყო. ისრაელის ჩრდილოეთ სამეფო ათი ტომისგან შედგებოდა, ხოლო იუდას სამხრეთ სამეფო კი ორი ტომისგან. თუმცა მათ გაყოფაზე უარესი ორივე სამეფოს მიერ საკუთარ აღთქმებთან დაშორება იყო. გაბოროტებული მეფეები ხალხს უფალს აშორებდნენ და მრავალი ადამიანის რწმენა შერყეული იყო.
ამ ვითარებაში უფალმა ელია წინასწარმეტყველად მოიხმო. მისი ცხოვრება გვიჩვენებს, რომ ცუდ პირობებშიც კი ადამიანი შეიძლება უფლისადმი დიდი რწმენით იყოს განმსჭვალული. ზოგჯერ უფალი ასეთ რწმენას შთამბეჭდავი, საჯარო სასწაულებით პასუხობს, მაგალითად, ზეციდან ჩამოვარდნილი ცეცხლით. მაგრამ ის ასევე სჩადის წყნარ, გაუხმაურებელ სასწაულებს, მაგალითად, ერთგული ქვრივისა და მისი ვაჟის დაპურება. ყველაზე ხშირად კი უფლის სასწაულები იმდენად ინდივიდუალურია, რომ მათ შესახებ მხოლოდ ერთმა ადამიანმა თუ იცის — მაგალითად, როდესაც უფალი გამოგეცხადებათ „ოდნავი ჩქამი[თ]“ (3 მეფეთა 19:12).
ელიას შესახებ მეტი ინფორმაციის სანახავად იხ. “Elijah” Bible Dictionary-ში.
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
3 მეფეთა 12:1–20
ქრისტეს მსგავსი წინამძღოლები ემსახურებიან იმ ადამიანებს, რომლებსაც ისინი წინ უძღვიან.
როგორ აღწერდით შეცდომას, რომელიც დაუშვა მეფე რეხაბყამმა, სოლომონის ძემ, 3 მეფეთა 12:1–14-ში? ქრისტეს მსგავსი რა თვისებები დაეხმარებოდა რეხაბყამს სამეფოს გადარჩენაში? (იხილეთ მუხლი 7; მათე 20:25–28; მოსია 2:10–21). როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს თვისებები, როგორც ხელმძღვანელმა — იქნება ეს საეკლესიო მოწოდებისა თუ საკუთარი ცხოვრებისათვის?
3 მეფეთა 17:8–16; 19:19–21
მსხვერპლშეწირვის მოწვევა არის შესაძლებლობა, გამოვავლინო ჩემი რწმენა იესო ქრისტეს მიმართ.
წინასწარმეტყველმა ელიამ, ვიდრე ქვრივი და თავისი მშიერი ვაჟი დაპურდებოდნენ, სთხოვა ქალს, მისთვის საჭმელი და წყალი მიეტანა. რატომ უნდა გაეკეთებინა მას ეს? ელიას მოთხოვნა, შეიძლებოდა, კურთხევა ყოფილიყო ამ პატარა ოჯახისთვის. მათ სჭირდებოდათ უფლის კურთხევა, მსხვერპლს კი მოაქვს კურთხევები — უფრო ძლიერი რწმენის კურთხევის ჩათვლით.
როდესაც კითხულობთ 3 მეფეთა 17:8–16-ს, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ეს ქვრივი ხართ. რით ახდენს შთაბეჭდილებას იგი თქვენზე? თქვენ ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ იმ გადაწყვეტილებების სია, რომლებიც მოითხოვს იესო ქრისტეს რწმენას (მაგ. იხ. For the Strength of Youth: A Guide to Making Choices [2022]). რას სწავლობთ ამ ქვრივისაგან რწმენის გამოვლენის შესახებ?
რამდენად ჰგავს ელისეს ქმედებები 3 მეფეთა 19:19–21 -ში ქვრივის ქმედებებს?
იფიქრეთ იმ მსხვერპლზე, რომელიც გაიღეთ, რათა ყოფილიყავით მხსნელის მიმდევარი. რას გასწავლით 3 მეფეთა 17:8–16; 19:19–21 ამ მსხვერპლშეწირვის შესახებ? როგორ გეხმარებათ მხსნელის შესახებ თქვენი ცოდნა, როდესაც ის მსხვერპლის გაღებას გთხოვთ? როგორ გაკურთხათ უფალმა?
ასევე იხილეთ მათე 4:18–22; 6:25–33; ლუკა 4:24–26; “Elijah and the Widow of Zarephath” (video), Gospel Library; “When Faith Endures,” Hymns, no. 128.
Elijah and the Widow of Zarephath
3 მეფეთა 18
„თუ უფალია ღმერთი, გაჰყევით მას“.
ისრაელიელებს შესაძლოა, ეგრძნოთ, რომ საფუძვლიანი მიზეზები ჰქონდათ ბაყალის თაყვანისცემისთვის, რომელიც ცნობილი იყო როგორც ქარიშხლისა და წვიმის ღმერთი. სამწლიანი გვალვის შემდეგ მათ სასოწარკვეთილად სჭირდებოდათ წვიმა. და ბაყალის თაყვანისცემა სოციალურად მიღებული და წაქეზებული იყო მეფისა და დედოფლის მიერ. როდესაც კითხულობთ 3 მეფეთა 18-ს, იფიქრეთ იმაზე, თუ რატომ შეიძლება, ჩვენს დროში ვინმე ყოყმანობდეს, უფლის მიმდევარი იყოს თუ არა. ამ თავში, როგორ ფიქრობთ, რის სწავლებას ცდილობდა უფალი თავისი თავის შესახებ? რომელი გამოცდილება დაგეხმარათ, გამხდარიყავით მხსნელის მიმდევარი?
იხ. აგრეთვე D. Todd Christofferson, “Choice and Commitment” (worldwide devotional for young adults, Jan. 12, 2020), Gospel Library.
ელიას ილუსტრაცია, უილსონ ონგის მიერ
3 მეფეთა 19:1–18
უფალი ხშირად საუბრობს ჩუმად, უბრალო გზით.
სამწუხაროდ, ქარმელის მთაზე მომხდარ სასწაულს ელიას მისია არ გაუიოლებია. ფაქტობრივად, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და უდაბნოში, გამოქვაბულში, უნდა დამალულიყო. იქ, ებრძოდა რა მარტოობასა და იმედგაცრუებას, მან მიიღო უფალთან ურთიერთობის გამოცდილება, რომელიც ძალიან განსხვავდებოდა ქარმელის მთაზე მიღებული გამოცდილებისგან. რას გასწავლით ელიას გამოცდილება 3 მეფეთა 19:1–18 -ში იმის შესახებ, თუ როგორ გელაპარაკებათ უფალი გაჭირვების დროს?
იმსჯელეთ იმ დროზე, როცა, თქვენი აზრით, უფალი გესაუბრათ. როგორ აღწერთ მის თქვენთან ურთიერთობის ფორმას? რატომ არის სიტყვები „წყნარი“ და „ჩუმი“ კარგი საშუალება სულის ხმის აღსაწერად? სხვა რომელ სიტყვებს ნახავთ ჰელამანი 5:30-ში; მოძღვრება და აღთქმები 6:22–23; 11:12–14? რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ უფრო ხშირად მიიღოთ უფლის ხელმძღვანელობა?
ასევე იხილეთ ფსალმუნი 45:11.
გამოიყენეთ რამდენიმე გრძნობა სწავლის გასაუმჯობესებლად. სამყაროს ჩვენ ყველანი ხუთი გრძნობის მეშვეობით შევიცნობთ. შეიძლება, ამ გრძნობების გამოყენებამ ასევე გააძლიეროს სახარების სწავლა. მაგალითად, იფიქრეთ გამოსახულებებზე ან ბგერებზე, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სიტყვების „წყნარი“ და „ჩუმი“ ილუსტრაციისთვის, როდესაც სწავლობთ ან ასწავლით უფლის ხმის შესახებ 3 მეფეთა 19-ში.
დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
3 მეფეთა 17
უფალი მაკურთხებს, რადგან მე მწამს იგი.
-
იმისათვის, რომ დაეხმაროთ თქვენს შვილებს, ისწავლონ რწმენის ისტორიები 3 მეფეთა 17-ში, შეგიძლიათ აჩვენოთ მათ სურათები ან საგნები ისტორიების საილუსტრაციოდ, მაგალითად: ჩიტები, პური ან ბიჭი. როცა ბავშვებს უყვებით ამ ამბებს, სთხოვეთ მათ, იპოვონ სურათი ან ობიექტი, რომელიც შეესაბამება თითოეულ ამბავს. “Elijah the Prophet” ( Old Testament Stories-ში, 121–24) დაგეხმარებათ ამ ისტორიების მოყოლაში. რას გვასწავლის თითოეული ამბავი იესო ქრისტესადმი რწმენის გამოვლენის შესახებ?
1:58Elijah the Prophet
-
დაეხმარეთ თქვენს შვილებს იფიქრონ, როგორ გამოავლინონ რწმენა იესო ქრისტეს მიმართ. იმღერეთ მათთან ერთად სიმღერა რწმენის შესახებ, მაგ: “I Have Faith in the Lord, Jesus Christ” (Gospel Library), და გაუზიარეთ ერთმანეთს, რას სწავლობთ რწმენის შესახებ ამ სიმღერიდან.
ელიას ილუსტრაცია და ქვრივის შვილის განკურნება, ჩარლზ ედმუნდ ბროკის მიერ
3 მეფეთა 17:8–16
როცა უფალი მთხოვს მსხვერპლის გაღებას, შემიძლია რწმენით დავემორჩილო.
-
შესაძლოა, თქვენმა შვილებმა დახატონ, თუ რა სთხოვა უფალმა ქვრივს, რომ ელიასთვის მიეცა (იხილეთ 3 მეფეთა 17:12–13) და რა მიიღო ქვრივმა სანაცვლოდ (იხილეთ 3 მეფეთა 17:15–16). (ასევე იხილეთ ამ კვირის ღონისძიებების გვერდი.) მათ ასევე შეუძლიათ მოიძიონ სხვა ადამიანების სურათები, რომლებმაც უკეთესის იმედით უარი თქვეს იმაზე, რაც სურდათ. სთხოვეთ თქვენს შვილებს, იპოვონ სურათები შემდეგ წყაროებში Gospel Art Book ან მოდი და გამომყევი. რა მსხვერპლს გთხოვთ უფალი? როგორ გვაკურთხებს ის?
3 მეფეთა 18:17–39
მე შემიძლია ავირჩიო, გავხდე იესო ქრისტეს მიმდევარი.
-
როდესაც ერთად კითხულობთ 3 მეფეთა 18:17–39 -ს, თქვენს შვილებს შეუძლიათ აირჩიონ ლექსი და დახატონ, თუ რას აღწერს ის. მათ შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი სურათები ამბის საკუთარი სიტყვებით გადმოსაცემად. (იხ. აგრეთვეo “Elijah and the Priests of Baal,” in Old Testament Stories, 125–28.)
2:17Elijah and the Priests of Baal
-
დაეხმარეთ თქვენს შვილებს, მოიფიქრონ სიტუაციები, როდესაც მათ შეიძლება დასჭირდეთ გადაწყვიტონ, გახდნენ თუ არა იესო ქრისტეს მიმდევრები. მათ ასევე შეუძლიათ, საკუთარი თავი სწორი არჩევანის გაკეთების მომენტში დახატონ. გაუზიარეთ ერთმანეთს, რატომ ირჩევთ, იყოთ იესოს მიმდევარი.
3 მეფეთა 19:9–12
უფალი მელაპარაკება სულიწმინდის წყნარი, ჩუმი ხმით.
-
როდესაც შეაჯამებთ 3 მეფეთა 19:9–12-ს, სთხოვეთ თქვენს შვილებს, თავიანთი ქმედებებით განასახიერონ ძლიერი ქარი, მიწისძვრა და ხანძარი. შემდეგ სთხოვეთ მათ, რომ ისხდნენ მშვიდად, როდესაც თქვენ მშვიდი ხმით ერთად ამბობთ, „ცეცხლის მერე – ოდნავი ჩქამი“ (მუხლი 12). (იხ. აგრეთვე “The Lord Speaks to Elijah,” Old Testament Stories-ში, 129–31.) უამბეთ თქვენს შვილებს სხვადასხვა მომენტების შესახებ, როდესაც თქვენ გაიგონეთ სულიწმინდის წყნარი, ჩუმი ხმა.
1:48The Lord Speaks to Elijah
-
ჩუმად იმღერეთ სიმღერა სულიწმინდის შესახებ, მაგ: “The Still Small Voice” (Children’s Songbook, 106–7). რამ შეიძლება მოადუნოს ჩვენი ყურადღება, რომ ვეღარ ამოვიცნოთ სულიწმინდა? რა დაგვეხმარება, რომ გავიგონოთ უფლის ხმა?
დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ ჟურნალის მეგობარი მიმდინარე თვის გამოცემა.