„6–12 ივლისი. ’არის წინასწარმეტყველი ისრაელში’: 4 მეფეთა 2–7“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)
„6–12 ივლისი. ’არის წინასწარმეტყველი ისრაელში’“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026
At River’s Edge [მდინარის კიდესთან], ენი ჰენრი ნადერის მიერ
6–12 ივლისი: „არის წინასწარმეტყველი ისრაელში“
4 მეფეთა 2–7
წინასწარმეტყველის მთავარი მისიაა მხსნელი იესო ქრისტეს შესახებ სწავლება და დამოწმება. თუმცა, წინასწარმეტყველ ელისეს შესახებ ჩვენი ჩანაწერი არ შეიცავს მის სწავლებასა თუ დამოწმებას ქრისტეს შესახებ. ჩანაწერში შედის ელისეს მიერ მოხდენილი სასწაულები, მათ შორის ბავშვის მკვდრეთით აღდგომა (იხილეთ 4 მეფეთა 4:18–37), ხალხის მცირეოდენი საკვებით გამოკვება (იხილეთ 4 მეფეთა 4:42–44) და კეთროვნის განკურნება (იხილეთ 4 მეფეთა 5:1–14). ასე რომ, მართალია, ჩვენ არ გვაქვს ელისეს სიტყვები ქრისტეს შესახებ, მაგრამ გვაქვს ელისეს მსახურება და სასწაულები, რომლებიც მოწმობენ ქრისტეს შესახებ. ისინი უფლის მაცოცხლებელი, ჭკუის სასწავლებელი და სამკურნალო ძალის ძლიერი გამოვლინებაა. სასწაულები უფრო ხშირად ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ვიდრე ზოგჯერ წარმოგვიდგენია. მათ დასანახად ჩვენ უნდა ვეძიოთ რწმენა, რომელიც ელისეს ჰქონდა, როცა ლოცულობდა თავისი შეშინებული ახალგაზრდა მსახურის სახელით: „უფალო! აუხილე თვალი, რომ დაინახოს“ (4 მეფეთა 6:17).
მეტი ინფორმაცია 4 მეფეთა შესახებ იხ. “Kings, books of” Bible Dictionary-ში.
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
4 მეფეთა 2–6
ღმერთს შეუძლია სასწაულების მოხდენა ჩემს ცხოვრებაში.
სასწაულები გვიჩვენებს ღვთის ძალას. მათ შეუძლიათ დაგვეხმარონ მიწიერი სირთულეების გადალახვაში, როგორიცაა უნაყოფო მიწა, რომელსაც სუფთა წყალი სჭირდება (იხილეთ 4 მეფეთა 2:19–22) ან დაკარგული ცული, რომელიც უნდა იპოვონ (იხილეთ 4 მეფეთა 6:4–7). მაგრამ რაც მთავარია, სასწაულებს შეუძლია უფალთან მიგვაბრუნოს. როდესაც კითხულობთ 4 მეფეთა 2–6-ს იფიქრეთ იმ სასწაულების ჩამოთვლაზე, რომლებსაც აღმოაჩენთ და დაფიქრდით სულიერ გაკვეთილებზე, რომლებსაც სწავლობთ თითოეული მათგანიდან.
თქვენ ასევე შეგიძლიათ შეადაროთ ელისეს აღსრულებული სასწაულები იესო ქრისტეს მიერ მოვლენილ სასწაულებს (იხილეთ 4 მეფეთა 4:8–37 და ლუკა 7:11–16; 4 მეფეთა 4:42–44 და იოანე 6:1–13; 4 მეფეთა 5: 1–15 და ლუკა 17:11–19). რას გასწავლით ეს სასწაულები მხსნელისა და მისი წინასწარმეტყველების შესახებ?
აგრეთვე იხილეთ 2 ნეფი 26:12–13; 27:23; მორონი 7:35–37; განყოფილება „ეძიეთ და ელოდეთ სასწაულებს“ რასელ მ. ნელსონის გზავნილში, „სულიერი იმპულსის ძალა“, ლიახონა, მაისი, 2022, 99–100.
Elisha Raising the Son of the Shunamite [ელისე აცოცხლებს შუნამელის ძეს], ფრედერიკ ლეიტონის მიერ
4 მეფეთა 4:8–17; 7:1–16
უფალი შეასრულებს თავის სიტყვებს, რომლებიც გადმოცემულია მისი წინასწარმეტყველების მეშვეობით.
უფალმა შთააგონა ელისე, ეწინასწარმეტყველა მომავალი მოვლენების შესახებ — ჩვეულებრივ, იმის შესახებ, რაც ნაკლებად სავარაუდო ჩანდა. როდესაც კითხულობთ 4 მეფეთა 4:8–17; 7:1–16-ს, იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ უპასუხებთ უფლის სიტყვას მისი წინასწარმეტყველების მეშვეობით დღეს. რა სწავლებები, წინასწარმეტყველებები ან დაპირებები გსმენიათ ცოცხალი წინასწარმეტყველებისგან? რას აკეთებთ, რომ მათ სიტყვებს რწმენით უპასუხოთ?
ასევე იხილეთ 3 ნეფი 29:6; მოძღვრება და აღთქმები 1:37–38; “Teachings of Presidents” collection, Gospel Library.
4 მეფეთა 5
რადგან მე ვარ თავმდაბალი და მორჩილი, იესო ქრისტეს შეუძლია ჩემი განკურნება.
როდესაც კითხულობთ 4 მეფეთა 5-ს, შეგიძლიათ ნაყამანის კეთრი შეადაროთ სულიერ გამოწვევას, რომლის წინაშეც დგახართ.
არის თუ არა თქვენს ცხოვრებაში „პატარა გოგონ[ის]“ მსგავსი ადამიანი, რომელიც გაგამხნევებთ, უფლის წინასწარმეტყველებისგან მოითხოვოთ ხელმძღვანელობა თქვენს გამოწვევებთან გასამკლავებლად? (იხილეთ მუხლები 2–3, 13).
რის გაკეთებას გთავაზობთ უფალი, რაც შეიძლება ძალიან მარტივი ჩანდეს — როგორიცაა „იბანე და განიწმიდები“? (მუხლი 13). რა შეიძლება გიშლიდეთ ხელს უფლისგან მარტივი მოწვევების მიღებაში?
როგორ შეგიძლიათ ნაყამანის მსგავსად თავმდაბლობა გამოიჩინოთ?
გაითვალისწინეთ, როგორ იმოქმედა ნაყამანის გამოცდილებამ მის რწმენაზე ისრაელის ღმერთისადმი (იხილეთ მუხლი 15). რისი სწავლა შეგიძლიათ აქედან?
ასევე იხილეთ ლუკა 4:27; 1 პეტრე 5:5–7; ალმა 37:3–7; ეფერი 12:27; ლ. უიტნი კლეიტონი, „გააკეთეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით“, ლიახონა, მაისი, 2017, 97–99.
Naaman and Elisha
შეადარეთ წმინდა წერილები თქვენს ცხოვრებას. ზოგჯერ უფრო ადვილია წმინდა წერილებში პირადი მნიშვნელობის პოვნა, როდესაც ამბავში ნახსენებ ფიზიკურ საგნებს ადარებთ თქვენს ცხოვრებაში არსებულ სულიერ საგნებს. მაგალითად, როცა სწავლობთ 4 მეფეთა 2–7-ს, შეგიძლიათ შეადაროთ თქვენი ცხოვრებისეული სიტუაციები, როგორიცაა კეთრი, ნასესხები ცული, მდინარე იორდანე ან დიდი დამპყრობელი ჯარი. რა გაკვეთილები შეიძლება ჰქონდეს უფალს თქვენთვის ამ ამბებიდან?
4 მეფეთა 6:8–23
„ჩვენ უფრო ბევრი გვყავს, ვიდრე მათ“
როდესაც ცდილობთ, მიჰყვეთ ქრისტეს, ოდესმე გიგრძნიათ თავი ელისეს ახალგაზრდა მსახურად — როცა მტერი ბევრად აღემატებოდა მას და შეშინებული იყო? წარმოიდგინეთ თავი მის ადგილას, როცა კითხულობთ 4 მეფეთა 6:8–23-ს. როგორ ცვლის ეს ამბავი თქვენს აზროვნებასა და გრძნობას თქვენს განსაცდელებზე, თქვენს პასუხისმგებლობებზე ან თქვენს ძალისხმევაზე, იცხოვროთ სახარებით?
როდესაც ფიქრობთ, გაითვალისწინეთ პრეზიდენტ ჰენრი ბ. აირინგის სიტყვები: „ელისეს იმ მსახურის მსგავსად, თქვენ გვერდით უფრო მეტია, ვიდრე ისინი, ვისაც თქვენს წინააღმდეგ ხედავთ. ზოგიერთი, ვინც თქვენთანაა, უხილავი იქნება თქვენი მოკვდავი თვალებისთვის. უფალი აგიტაცებთ თქვენ და გააკეთებს ამას ხანდახან სხვების მოწოდებით, რომ მხარში დაგიდგნენ“ („O Ye That Embark“, Liahona, ნოემბერი, 2008, 58).
იფიქრეთ „[თქვენთან მყოფთა]“ სიის შედგენაზე (მუხლი 16) — ადამიანებისა, რომლებიც ღმერთმა თქვენს ცხოვრებაში თქვენს მხარდასაჭერად მოათავსა. თქვენ შეიძლება სთხოვოთ უფალს, დაგეხმაროთ მათ ამოცნობაში, თქვენი სულიერი თვალების ახელით. მან, ალბათ, თქვენც მოგათავსათ სხვების ცხოვრებაში, რათა დაეხმაროთ მათ. როგორ შეგიძლიათ მიიღოთ ერთმანეთისგან ძალა და მხარდაჭერა?
როდის იგრძენით მხარდაჭერა, რომელსაც უფალი აღწერს მოძღვრება და აღთქმები 84:88-ში?
შესაძლოა შეისწავლოთ და Michelle D. Craig -ის გზავნილი “Eyes to See” (Liahona, Nov. 2020, 15–17). ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რისი ნახვა სურს ღმერთს ჩემთვის?“
4 მეფეთა 6:8–23-ში ნახსენებ ამბავზე დაყრდნობით, უხუცესმა რონალდ ა. რასბენდმა თქვა: „შეიძლება გვქონდეს ან არ გვქონდეს ცეცხლოვანი ეტლები გამოგზავნილი ჩვენი შიშების გასაფანტად და ჩვენი დემონების დასამარცხებლად, მაგრამ გაკვეთილი ნათელია. უფალი ჩვენთანაა, ვახსოვართ და გვაკურთხებს ისე, როგორც მხოლოდ მას შეუძლია. ლოცვას შეუძლია, მოგვიტანოს ძალა და გამოცხადება, რომელიც გვჭირდება, რათა ჩვენი აზრები იესო ქრისტესა და მის გამომსყიდველ მსხვერპლზე გავამახვილოთ. უფალმა იცოდა, რომ ზოგჯერ შიშს ვიგრძნობდით. ეს მეც მიგრძვნია და თქვენც. … ამ ეკლესიაში ჩვენ შეიძლება ცოტანი ვიყოთ სამყაროზე გავლენის მოხდენის თვალსაზრისით, მაგრამ როცა სულიერ თვალებს ვახელთ ვხედავთ, რომ „ჩვენ უფრო ბევრი გვყავს, ვიდრე მათ“ [4 მეფეთა 6:16]“ („Be Not Troubled“, Liahona, ნოემბერი, 2018, 18, 19). როგორ გამოიყენებდით ამ სიტყვებს, რათა დაეხმაროთ მეორეს, ვინც გრძნობს შფოთვას ან შიშს?
იხ.აგრეთვე “Dearest Children, God Is Near You,” Hymns, no. 96.
დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
4 მეფეთა 4
ღმერთს შეუძლია სასწაულების მოხდენა ჩემს ცხოვრებაში.
-
მას შემდეგ, რაც დაეხმარეთ თქვენს შვილებს გააცნობიერონ, რა არის სასწაული, მოიწვიეთ ისინი, რომ ჩამოთვალონ სასწაულების რაც შეიძლება მეტი მაგალითი. სურათები Gospel Art Book -იდან ან მოდი და გამომყევი -დან დაგეხმარებათ. შემდეგ მათ შეუძლიათ მოიძიონ სასწაულები 4 მეფეთა 4:1–7, 14–17, 32–35, 38–44-ში. რას გვასწავლის ეს სასწაულები მამაზეციერის შესახებ?
-
თქვენ და თქვენს შვილებს შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ როგორ აჩვენა ღმერთმა თავისი სიყვარული სასწაულებით. შეგიძლიათ აგრეთვე ერთად იმღეროთ სიმღერა, მაგ: “God’s Gracious Love” (Gospel Library).
Stand as a Witness [გამოდით მოწმედ], კუონი პოვი ვინდერის მიერ
4 მეფეთა 5:1–15
მე შემიძლია გავაკეთო ის, რასაც ღმერთი ბრძანებს თავისი წინასწარმეტყველის მეშვეობით.
-
დაეხმარეთ თქვენს შვილებს, ისწავლონ ამბავი 4 მეფეთა 5:1–3, 9–14-ში. გამოიყენეთ “Elisha Heals Naaman” (in Old Testament Stories, 134–37) ან ნაყამანის სურათი ამ კვირის მონახაზიდან. რატომ არ სურდა ნაყამანს მდინარე იორდანეში განბანა, მიუხედავად იმისა, რომ ელისემ თქვა, რომ ეს განკურნავდა მის დაავადებას? როგორ იკურთხა ნაყამანი, როცა ელისეს მითითებებს მიჰყვა? თქვენ შეგიძლიათ გაუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება, როდესაც დაემორჩილეთ უფალს, მაშინაც კი, როცა დარწმუნებული არ იყავით, რომ ეს გინდოდათ.
1:52Elisha Heals Naaman
-
თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოყოთ 4 მეფეთა 5:13, სადაც ნაყამანის მსახურები დაეხმარნენ მას გადაეწყვიტა, დამორჩილებოდა ელისე წინასწარმეტყველს. შემდეგ თქვენს შვილებს შეუძლიათ ისაუბრონ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ დაეხმარონ თავიანთ მეგობრებს ან ოჯახის წევრებს, მოუსმინონ და დაემორჩილონ წინასწარმეტყველს.
4 მეფეთა 6:8–17
მე მარტო არ ვარ.
-
თქვენ და თქვენს შვილებს შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ გარშემორტყმული ხართ ხმლებით, ცხენებითა და ეტლებით აღჭურვილი ჯარით. როგორ იგრძნობდით თავს? რას მოიმოქმედებდით? შემდეგ თქვენს შვილებს შეუძლიათ თვალების დახუჭვა, სანამ უკითხავთ 4 მეფეთა 6:16–17 -ს. (იხ. აგრეთვე “Elisha and the Lord’s Army,” Old Testament Stories-ში, 138–39, ან სურათი მონახაზის ბოლოში.) როდესაც მიხვალთ სიტყვებამდე „აუხილე თვალი“ (მუხლი 17), სთხოვეთ ბავშვებს, გაახილონ თვალები. ისაუბრეთ იმაზე, რაც მსახურმა დაინახა. გაუზიარეთ თქვენს შვილებს, როგორ გრძნობდით, რომ უფალი იყო თქვენთან თქვენი გამოწვევების დროს, მაშინაც კი, როცა გეჩვენებოდათ, რომ მარტო იყავით.
1:9Elisha and the Lord’s Army
დამატებითი მოსაზრებებისათვის იხილეთ ჟურნალის მეგობარი მიმდინარე თვის გამოცემა.