Come, Follow Me
13–19 ივლისი. „უფალს, ისრაელის ღმერთს, ესავდა იგი“: 4 მეფეთა 16–25


„13–19 ივლისი. ’უფალს, ისრაელის ღმერთს, ესავდა იგი’: 4 მეფეთა 16–25“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)

„13–19 ივლისი. ’უფალს, ისრაელის ღმერთს, ესავდა იგი’“, მოდი და გამომყევი: ძველი აღთქმა 2026

ებრაელთა დიდი ჯგუფი მიდის გადასახლებაში ბაბილონში

The Flight of the Prisoners [პატიმრების გაქცევა], ჯეიმს ჟაკ ჯოზეფ ტისო და სხვები

13–19 ივლისი, „უფალს, ისრაელის ღმერთს, ესავდა იგი“

4 მეფეთა 16–25

წინასწარმეტყველ ელისეს ძლიერი მსახურების მიუხედავად, ისრაელის ჩრდილოეთის სამეფოს ხალხმა არ მოინანია. საბოლოოდ, ასირიის იმპერიამ დაიპყრო და გაფანტა ისრაელის ათი ტომი. იმავდროულად, იუდეის სამხრეთ სამეფოს მდგომარეობა ბევრად უკეთესი როდი იყო: კერპთაყვანისმცემლობა იქაც გავრცელებული იყო.

მთელი ამ სულიერი გახრწნის ფონზე, წმინდა წერილებში მოხსენიებულია იუდეის ორი მეფე, რომლებმაც დროებით თავიანთი ხალხი უფლისკენ მიატრიალეს. ერთი იყო იეზეკია. მისი მეფობის დროს, ასირიელებმა დაიპყრეს იუდეის დიდი ნაწილი. თუმცა იეზეკიამ და მისმა ხალხმა გამოავლინეს რწმენა უფლისადმი, რომელმაც სასწაულებრივად იხსნა იერუსალიმი. შემდეგ, განდგომის კიდევ ერთი პერიოდის შემდეგ, იოშია გამეფდა. ნაწილობრივ მოსეს რჯულის წიგნის ხელახალი აღმოჩენით შთაგონებულმა იოშიამ რეფორმები განახორციელა, რამაც მისი ხალხის რელიგიური ცხოვრება გამოაცოცხლა.

ისრაელისა და იუდეის მსგავსად ჩვენ ვაკეთებთ როგორც კარგ, ისე ცუდ არჩევანს. როდესაც ვგრძნობთ, რომ ჩვენს ცხოვრებას გარკვეული რეფორმები სჭირდება, შეგვიძლია იუდეის ისტორიის ბნელი წლებიდან ამ ორი ნათელი წერტილით გავმხნევდეთ. შესაძლოა, იეზეკიასა და იოშიას მაგალითებმა შთაგვაგონოს „უფლის, ჩვენი ღმერთის, იმედი გვ[ქონდეს]“ (4 მეფეთა 18:22).

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

4 მეფეთა 18:19

სემინარიის ხატულა
მე შემიძლია ვუერთგულო უფალს, მაშინაც კი, როდესაც ჩემი რწმენა გამოწვევების წინაშე დგება.

უმეტეს ჩვენგანს აქვს გამოცდილებები, რომლებიც ჩვენს რწმენას გამოწვევის წინაშე დააყენებს. იეზეკიასა და მის ხალხს ერთი ამ გამოწვევათაგანი ეწვია, როდესაც ასირიული არმია იერუსალიმს მიუახლოვდა. როდესაც კითხულობთ 4 მეფეთა 18–19-ს წარმოიდგინეთ, რომ იმ დროს თქვენ იერუსალიმში ცხოვრობდით. რას იგრძნობდით, მაგალითად, რომ გაგეგოთ ასირიელების დაცინვა 4 მეფეთა 18:28–37-ში; ასევე 19:10–13-ში? რას მოიმოქმედებდით? შეადარეთ ასირიელთა მიზეზები, რომელთა გამოც ისრაელიელები არ ენდობოდნენ ღმერთს იმ საბაბით, რომელსაც სატანა გვაძლევს ჩვენს რწმენაში ეჭვის შესატანად. თქვენ ასევე შეგიძლიათ ასირიელთა მიზეზები შეადაროთ თქვენსას, თუ რატომ ენდობით უფალს.

რას სწავლობთ იეზეკიას ქმედებებიდან ამ სიტუაციაში? (იხ. 4 მეფეთა 19:1–7, 14–19). როგორ უპასუხა უფალმა? (იხ. 4 მეფეთა 19:35–37). როგორ ფიქრობთ, რატომ დარჩა იეზეკია ერთგული? (იხ. 4 მეფეთა 18:5–7). იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ დაგიდგათ ღმერთი მხარში გამოწვევებით აღსავსე დროს. რის გაკეთებას ისურვებდით უფლის მიმართ თქვენი ნდობის გასაზრდელად?

პრეზიდენტ ჯეფრი რ. ჰოლანდის გზავნილი “Fear Not: Believe Only!” (Liahona-ში, May 2022, 34–36) არის რჩევა, რომელიც ყველა დროში დაგეხმარებათ შიშთან და ეჭვთან გამკლავებაში. საგალობელი, როგორიცაა „მოდით განვაგრძოთ“ (საგალობლები, გვერდი 10) შეიძლება შეიცავდეს წამახალისებელ გზავნილებს. რას პოულობთ ამ რესურსებში, რაც გეხმარებათ?

ასევე იხილეთ 2 ნეშტთა 31–32; 3 ნეფი 3–4; იორგ კლებინგატი „მამაცი მოწაფეობა უკანასკნელ დღეებშილიახონა, მაისი, 2022, 107–10.

გამოიყენეთ წმინდა წერილის შესწავლის დამხმარე საშუალებები. ეკლესია გთავაზობთ მრავალ რესურსს, რათა დაგეხმაროთ წმინდა წერილის უკეთესად გაგებაში. მაგ: Gospel Library-ში შეგიძლიათ იპოვოთ Guide to the Scriptures, Topics and Questions, და Church magazines. შეგიძლიათ ძველი აღთქმის კითხვისას იპოვოთ სასარგებლო კონტექსტი და მოსაზრებები სტატიებიდან „გასათვალისწინებელი აზრები” სახელმძღვანელოში მოდი და გამომყევი. სტატია სათაურით „იესო ეტყვის სრულიად ისრაელს, ’ეს შენი სახლია’“ შეიძლება დაგეხმაროთ 4 მეფეთა 16–25-ის შესწავლაში.

ოჯახი ერთად კითხულობს წმინდა წერილს

4 მეფეთა 19:20–37

ყველაფერი უფლის ხელშია.

სანხეირიბს, ასირიის მეფეს, კარგი მიზეზი ჰქონდა დაეჯერებინა, რომ მისი ჯარი იერუსალიმს დაიპყრობდა (იხილეთ 4 მეფეთა 17; 18:33–34; 19:11–13). მაგრამ უფალს ჰქონდა სანხერიბთან დაკავშირებით გზავნილი, წინასწარმეტყველ ესაიას საშუალებით. ეს ჩაწერილია 4 მეფეთა 19:20–34-ში. რა ჭეშმარიტებებს პოულობთ უფლის გზავნილში, რომლებიც გეხმარებათ, გქონდეთ რწმენა მისი და მისი გეგმის მიმართ?

4 მეფეთა 21–23

წმინდა წერილებს შეუძლია ჩემი გული უფლისკენ მიმართონ.

როდისმე გიგრძვნიათ, რომ სულიერად რამე გაკლდათ? იქნებ იგრძენით, რომ თქვენი კავშირი უფალთან შეიძლება უფრო ძლიერი იყოს. რამ გიბიძგათ, ისევ უფლისკენ მიბრუნებულიყავით? იმსჯელეთ ამ კითხვებზე, როდესაც კითხულობთ 4 მეფეთა 21–23-ს, სადაც აღწერილია იუდეის სამეფოს უფლისგან დაშორება მენაშეს მეფობის დროს (იხილეთ 4 მეფეთა 21) და როგორ დაეხმარა მეფე იოშია, ხალხს, ისევ უფლისკენ მიბრუნებულიყვნენ (იხილეთ 4 მეფეთა 22–23). როგორ და რატომ შეიცვალნენ იოშია და მისი ხალხი? (იხილეთ 4 მეფეთა 22:8–11; 23:1–6, 21, 24).

პრეზიდენტ სპენსერ ვ. კიმბელმა მეფე იოშიას ამბავს უწოდა „წმინდა წერილებიდან ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ამბავი“ (Teachings of Presidents of the Church: Spencer W. Kimball [2006], 62). წაიკითხეთ პრეზიდენტ კიმბალის სიტყვები მეფე იოშიას შესახებ (pages 62–64). იქნებ გაიხსენოთ თქვენი გამოცდილება, როდესაც წმინდა წერილის ამონარიდმა ძლიერად იმოქმედა თქვენზე. რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ მიიღოთ უფრო მეტი მსგავსი გამოცდილება?

ასევე იხილეთ ალმა 31:5.

12:25

Josiah and the Book of the Law

4 მეფეთა 23:1–25

აღთქმა არის მთელი გულითა და სულით აღებული ვალდებულება ჩემსა და უფალს შორის.

რა ახდენს თქვენზე შთაბეჭდილებას იოშიას მიერ დადებული აღთქმიდან 4 მეფეთა 23:3-ში? როდესაც აგრძელებთ თავი 23-ის კითხვას, ყურადღება მიაქციეთ, რა გააკეთა იოშიამ უფლისადმი თავისი მორჩილება რომ ეჩვენებინა (ასევე იხილეთ სურათი ამ მონახაზის ბოლოს). როგორ შეგიძლიათ უჩვენოთ მას თქვენი ერთგულება?

დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.

ბავშვთა განყოფილების ხატულა

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

4 მეფეთა 18:3–6; 19:14–19

მე შემიძლია მივენდო მამაზეციერსა და იესო ქრისტეს.

  • 4 მეფეთა 18:3, 5–6-ში, დაეხმარეთ ბავშვებს, აღმოაჩინონ, რატომ იყო იეზეკია კარგი მეფე. შემდეგ, როდესაც 4 მეფეთა 19:14–19-ის კითხვას გააგრძელებთ, შეგიძლიათ აღმოაჩინოთ, როგორ გამოხატა მან, რომ უფალს ენდობოდა. შეგიძლიათ იესოს სურათს შეხედოთ და ისაუბროთ, რატომ შეგვიძლია მისი ნდობა. როგორ შეგვიძლია გამოვხატოთ, რომ უფლის გვჯერა?

4 მეფეთა 22:1–7

ზეციერ მამასა და იესო ქრისტეს შეუძლიათ ჩემი ნდობა.

  • 4 მეფეთა 22:1-ში, დაეხმარეთ თქვენს შვილებს აღმოაჩინონ რამდენი წლისა იყო იოშია, როდესაც ის მეფე გახდა. რას ვიგებთ იოშიას შესახებ მუხლი 2-ში? გაითვალისწინეთ ისეთი აქტივობა, რომელიც გვიჩვენებს უფლის მიმდევრობას და იმას, თუ როგორ არ უნდა გადაუხვიოთ „არც მარჯვნივ [და] არც მარცხნივ“.

  • მუშებს, რომლებიც აღწერილია 4 მეფეთა 22:3–7 -ში, მიანდეს ფული ტაძრის ასაშენებლად, „რადგან ისინი პატიოსნად [იქცეოდნენ]“ (მუხლი 7). ამ სტროფების წაკითხვის შემდეგ, თქვენ და თქვენმა შვილებმა შეიძლება ისაუბროთ იმ საკითხებზე, რომლებიც მოგანდეს. როგორ შეგვიძლია ვიყოთ სანდონი, როგორც ის მუშაკნი ამ სტროფებიდან?

მწერალი, მეფე იოშიასთან ერთად

A scribe bringing a scroll of scripture to King Josiah [მწერალს მიაქვს წმინდა წერილის გრაგნილი მეფე იოშიასთვის]; რობერტ თ. ბარეტის ილუსტრაცია

4 მეფეთა 22:8–11; 23:2–3

წმინდა წერილები მასწავლის, მივყვე იესო ქრისტეს.

  • მეფე იოშიას ამბავის გასაცნობად 4 მეფეთა 22–23-ში თქვენ შეგიძლიათ წმინდა წერილი სადმე ოთახში დამალოთ. სთხოვეთ ბავშვებს მისი პოვნა. შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გაუზიაროთ, რა მოხდა, როდესაც იოშიას ერთ-ერთმა მღვდელმა იპოვა წმინდა წერილები ტაძარში (იხილეთ 4 მეფეთა 22:8–11; იხ.აგრეთვე “King JosiahOld Testament Stories-ში, 148–49).). რა შეიძლებოდა დაგვმართოდა, წმინდა წერილები რომ არ გვქონოდა? ერთმანეთს გაუზიარეთ, რატომ ხართ მოხარული, რომ დღეს ჩვენ გვაქვს წმინდა წერილები.

    1:36

    King Josiah

  • 4 მეფეთა 23:2–3-ის წაკითხვის შემდეგ თქვენ და თქვენს შვილებს შეგიძლიათ ისაუბროთ იმ წმინდა წერილებზე, რომლებმაც შთაგაგონეს, „[გევლოთ] უფლის კვალზე“ (მუხლი 3). შეგიძლიათ აგრეთვე იმღეროთ სიმღერა წმინდა წერილის შესახებ, მაგ: “Search, Ponder, and Pray” (Children’s Songbook, 109).

4 მეფეთა 23:1–3

მე დავიცავ ღმერთთან დადებულ აღთქმებს.

  • როდესაც იოშიამ და მისმა ხალხმა შეიმეცნეს უფლის მცნებები, მათ დადეს აღთქმა, მათით ეცხოვრათ. წაიკითხეთ ამის შესახებ თქვენს შვილებთან ერთად 4 მეფეთა 23:1–3-ში და დაეხმარეთ მათ, იპოვონ სიტყვები ან ფრაზები, რომლებიც გიჩვენებთ, რას ფიქრობდა ხალხი უფლის მცნებების შესახებ. ბავშვებს შეუძლიათ წამოდგნენ და ისაუბრონ, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს, „[აღთქმის მოწონება]“. შემდეგ მათ შეუძლიათ ადგილზე იარონ და ისაუბრონ, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს „უფლის კვალზე [სიარული]“. ასევე შეუძლიათ, ხელები გულზე დაიდონ და გვირჩიონ, რა გზებით შეგვიძლია ჩვენი აღთქმების დაცვა „მთელი [ჩვენი] გულითა და სულით“.

დამატებითი მოსაზრებებისათვის, იხილეთ ჟურნალის მეგობარი მიმდინარე თვის გამოცემა.

ადამიანები თოკებით ძეგლს ძირს ექაჩებიან

Josiah’s people removing idols from the city [იოშიას ხალხი კერპებს ხსნის ქალაქიდან]; უილიამ ჰოულის ილუსტრაცია

დაწყებითი საზოგადოების აქტივობის გვერდი: წმინდა წერილები მასწავლის იესოს მიმდევრობას