Come, Follow Me
8–14 ივნისი. „უფალი გულს ხედავს“: 1 მეფეთა 8–10; 13; 15–16


„8–14 ივნისი. ’უფალი გულს ხედავს’: 1 სამუელი 8–10; 13; 15–16“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)

„8–14 ივნისი. ’უფალი გულს ხედავს’“, მოდი და გამომყევი: ძველი აღთქმა 2026

იესოს ხელში კვერთხი უჭირავს

Beside Still Waters [წყნარ წყლებზე], სიმონ დიუის მიერ

8–14 ივნისი: „უფალი გულს ხედავს“

1 მეფეთა 8–10; 13; 15–16

საული ვირების მწყემსი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი და კარგი გარეგნობის იყო, მას „არ [ეღირსებოდა] თავი“ და ეუხერხულებოდა თავისი ოჯახური წარმოშობა (იხილეთ 1 მეფეთა 9:2–3, 21; 15:17). იმ დღეს, როდესაც ის ისრაელის მეფედ უნდა წარედგინათ, ის არ გამოჩენილა; ის იმდენად ნერვიულობდა, რომ „[დაიმალა]“ (1 მეფეთა 10:21–22). საულის შემხედველი, ვერც კი წარმოიდგენდით, რომ ის ისრაელიელებს მტრებზე გამარჯვებამდე მიიყვანდა ან მოგვიანებით გაამაყდებოდა და აუჯანყდებოდა უფალს.

დავითი ცხვრის მწყემსი იყო. ის არ იყო ფიზიკურად ისეთი წარმოსადეგი, როგორც მისი შვიდი უფროსი ძმა. იმ დღეს, როდესაც სამუელი მოვიდა ისრაელისთვის ახალი მეფის ასარჩევად, არ ჩანდა ღირებულად დავითის შეყვანა შესაძლო კანდიდატებს შორის, ამიტომ იგი ცხვრებთან ერთად მინდორში დატოვეს. დავითს რომ შეხედავდით, ვერც კი წარმოიდგენდით, რომ მას ექნებოდა რწმენა და გამბედაობა, დაემარცხებინა გოლიათი და გამხდარიყო ისრაელის ყველაზე წარმატებული მეფე.

მაგრამ უფალი იმზირება ჩვენი იარლიყების, ჩვენი ფიზიკური გარეგნობისა და ჩვენი დაუცველობის მიღმა. სამაგიეროდ, ის „გულს“ ხედავს (1 მეფეთა 16:7). და მაშინაც კი, როდესაც ჩვენი გული არ არის მართალი, თუ ჩვენ სურვილი გვექნება, უფალი „სხვა გულ[ს]“ ჩაგვიდებს (1 მეფეთა 10:9).

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

1 მეფეთა 8

იესო ქრისტე არის ჩემი მეფე.

1 მეფეთა 8 მოგვითხრობს მოვლენაზე, რომელიც სამუდამოდ შეცვლიდა ისრაელიელების ბედს. მტრებისგან თავის დასაცავად ისრაელიელებს სურდათ ის, რაც მათ მეზობლებს ჰქონდათ — მეფე, რომელიც მათზე იბატონებდა. როდესაც კითხულობთ მათ თხოვნას და უფლის პასუხს, იფიქრეთ იმაზე, თუ ვის მიმართავთ თქვენ უსაფრთხოებისა და ხელმძღვანელობისთვის. დაფიქრდით, რას ნიშნავს, ნება მისცეთ უფალს, იყოს „[თქვენი მეფე]“ (1 მეფეთა 8:7).

მომდევნო კვირების განმავლობაში თქვენ წაიკითხავთ ისრაელის სამეთაუროდ მოწოდებულ რამდენიმე მეფის შესახებ. როდესაც მათ შესახებ შეიტყობთ, განიხილეთ შემდეგი კითხვები:

  • როგორ შესრულდა უფლის გაფრთხილებები 1 მეფეთა 8:10–18-ში?

  • როგორ იმოქმედა ისრაელის შვილებზე მიწიერი მეფის არჩევამ?

  • რით განსხვავდება იესო ქრისტე მიწიერი მეფეებისგან? იფიქრეთ იმაზე, თუ რა ამქვეყნიური გავლენის უარყოფა დაგჭირდებათ თქვენი ცხოვრებიდან, რათა ქრისტე იყოს თქვენი მეფე.

ასევე იხილეთ „ქრისტე იშვა, ვით მოკვდავი“, საგალობელი, გვერდი 20.

1 მეფეთა 9–10; 16:1–13

ღმერთი წინასწარმეტყველებით მოუწოდებს ხალხს, იმსახურონ მის სამეფოში.

წაიკითხეთ იმის შესახებ, თუ როგორ აირჩია ღმერთმა ისრაელის მეფეები 1 მეფეთა 9–10 -სა და 16 -ში (განსაკუთრებით 9:15–17; 10:1–12; 16:1–13). მოძებნეთ ამონარიდები, რომლებიც დაგეხმარებათ გაიგოთ, რას ნიშნავს დღეს უფლის ეკლესიაში „ მოწოდებული … [იყო] ღმერთის მიერ, წინასწარმეტყველებით“ (რწმენის სიმბოლოები 1:5). თქვენ შეიძლება განიხილოთ საკუთარი თავი იმ წინამძღოლის (სამუელის) ადგილას, რომელიც მოიხმობს, იმ ადამიანების ადგილას, რომლებსაც მოიხმობენ (საულს და დავითს) და იმ ხალხის ადგილას, რომლისთვისაც მოიხმობენ მათ რომ ემსახურონ (ისრაელიელები). რას სწავლობთ მათი სიტყვებიდან და მოქმედებებიდან ამ თავებში?

სამუელი ზეთს სცხებს საულს

სამუელი ზეთს ცხებს საულს, ილუსტრაცია პ. მანის მიერ, © Lifeway Collection/ლიცენზირებულია goodsalt.com

1 მეფეთა 13:5–1415

„მოსმენა უკეთესია საკლავზე“.

იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მორცხვი ჩანდა საული 1 მეფეთა 10-ში, გასაკვირია მისი „ურჩობ[ისა]“ და „სიჯიუტ[ის]“ შესახებ წაკითხვა მას შემდეგ, რაც ის გამეფდა (1 მეფეთა 15:23). როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა ეს? 1 მეფეთა 13:5–14-ში რა დამოკიდებულებებსა და ქცევებს ხედავთ, რამაც გამოიწვია მისი დაცემა?

1 მეფეთა 15-ში თქვენ წაიკითხავთ უფლის მცნებას, რომელსაც საული არ დაემორჩილა, რადგან ფიქრობდა, რომ კარგი მიზეზი ჰქონდა. იმისათვის, რომ ისწავლოთ საულის ცუდი არჩევანიდან, გადახედეთ მუხლი 22 -ს და შეცვალეთ სიტყვები „საკლავ[ი]“ და „ცხვრების ლურთებ[ი]“ ისეთი რამით, რაც კარგი ჩანს, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორც უფლის მოსმენა და მორჩილება. როგორ იყავით კურთხეული, როცა უფლის ნებას პირველ ადგილზე აყენებდით თქვენს ცხოვრებაში?

1 მეფეთა 16:6–12

სემინარიის ხატულა
„უფალი გულს ხედავს“.

ოდესმე მიგიღიათ გადაწყვეტილება რაღაცის ან ვიღაცის „გარეგნობ[ის]“ საფუძველზე, შემდეგ კი მიმხვდარხართ, რომ ცდებოდით? შესაძლოა, რაღაც შეჭამეთ, რაც ისეთი კარგი არ იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. ან იქნებ ვინმე უსამართლოდ განსაჯეთ.

როდესაც სამუელი ისრაელის ახალ მეფეს ეძებდა, უფალმა მას უკეთესი გზა ასწავლა. წაიკითხეთ ამის შესახებ 1 მეფეთა 16:6–7-ში და შეადგინეთ სია, თუ როგორ აფასებენ ადამიანები სხვებს „გარეგნობით“. შეგიძლიათ რამდენიმე მაგალითი ნახოთ უხუცეს კრისტოფე გ. ჟირაუდ-კარიეს გზავნილში „ჩვენ მისი შვილები ვართ“ (ლიახონა, ნოემბერი, 2023, 114–16). რას ნიშნავს უფლის მსგავსად „გულ[ს]“ ხედავდე? (1 მეფეთა 16:7). ამის მაგალითები ასევე შეგიძლიათ, უხუცეს ჟირაუდ-კარიეს გზავნილში იხილოთ. იქნებ შეგიძლიათ გაიხსენოთ სხვა მომენტები, როდესაც მხსნელმა ყურადღება არ მიაქცია ადამიანის გარეგნობას. (იხილეთ, მაგალითად, მარკოზი 12:41–44; ლუკა 5:1–11; 19:1–9; იოანე 4:5–30; მოსე 6:31–36.) რას სწავლობ ამ მაგალითებიდან?

როგორ შეგიძლიათ მიჰყვეთ მხსნელის მაგალითს იმაში, თუ როგორ ხედავთ სხვებს და საკუთარ თავს? როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს ამან თქვენს ურთიერთობაზე სხვებთან? იფიქრეთ, ვინმეს მოუყვეთ იმ სიკეთის შესახებ, რომელსაც ხედავთ მათ გულებში.

ულისეს სოარესი, „დები და ძმები ქრისტეში“, ლიახონა, ნოემბერი, 2023, 70–73.

დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.

ბავშვთა განყოფილების ხატულა

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

1 მეფეთა 8

იესო ქრისტე არის ჩემი მეფე.

  • როცა შვილებთან ერთად კითხულობთ 1 მეფეთა 8 -ს, დაეხმარეთ მათ, იპოვონ მიზეზები, რის გამოც სამუელმა უთხრა ისრაელიელბს, რომ მეფის ყოლა ცუდი იდეა იყო. რატომ სჯობია იესო ქრისტე გვყავდეს მეფედ? იქნებ ერთად გააკეთოთ ქაღალდის გვირგვინი და რიგრიგობით ჩამოიცვათ იგი, გავუზიაროთ ერთმანეთს ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია იმის დასანახად, რომ გვსურს, იესო იყოს ჩვენი მეფე. (ასევე იხილეთ იერემია 23:5; მოძღვრება და აღთქმები 45:59.)

1 მეფეთა 8:6; 9:15–17; 10:1–24; 16:1–13

ვინც ეკლესიაში მსახურობს, ღმერთის მიერ არის მოწოდებული.

  • ღმერთის მიერ საულისა და დავითის მეფეებად არჩევის შესახებ ცნობები დაეხმარება თქვენს შვილებს გაიგონ, როგორ მოიხმობენ დღეს ადამიანებს ეკლესიაში მსახურებისთვის გამოცხადების გზით. მათთვის ამ ისტორიების სასწავლებლად შეგიძლიათ ჩამოწეროთ ქაღალდის ზოლებზე მოვლენები მოთხრობებიდან, რათა თქვენს შვილებს შეეძლოთ მათი სწორი თანმიმდევრობით დალაგება, როცა ერთად კითხულობთ წმინდა წერილის მონაკვეთებს (იხ. აგრეთვე “Young David” in Old Testament Stories, 110–11). შემდეგ შეგიძლიათ ისაუბროთ შემთხვევებზე, როდესაც ღმერთმა გაკურთხათ სულიერი ძალით, შეგესრულებინათ დავალება ან მოწოდება (იხილეთ 1 მეფეთა 10:9–10).

    1:16

    Young David

  • ეს ასევე შეიძლება იყოს კარგი შემთხვევა, ასწავლოთ თქვენს შვილებს რწმენის მეხუთე სიმბოლო. უთხარით მათ, როგორ მიიღეთ თქვენი მოწოდება ეკლესიაში. საიდან იცით, რომ ღმერთმა მოგიხმოთ?

სამუელი დავითს გამეფებისას სცხებს ზეთს

The Prophet Samuel Anoints David to Be King of Israel in Bethlehem [წინასწარმეტყველი სამუელი სცხებს დავითს ისრაელის მეფედ ბეთლემში], ბალაჟ ბალოუს მიერ

1 მეფეთა 16:1–13

უფალი გულს ხედავს.

  • თვალსაჩინო გაკვეთილი დაეხმარება თქვენს შვილებს, გაიგონ 1 მეფეთა 16:7-ში მოცემული პრინციპი. მაგალითად, შეგიძლიათ აჩვენოთ საკვები ან წიგნი შეფუთვით ან ყდით, რომელიც არ ემთხვევა მის ნამდვილ შინაარსს. რას გვთავაზობს 1 მეფეთა 16:7 და ეს გაკვეთილი იმის შესახებ, თუ როგორად უნდა შევხედოთ საკუთარ თავსა და სხვა ადამიანებს? იმღერეთ სიმღერა, როელიც ხაზს უსვამს ამ პრიმციპს, მაგ. “Love One Another” (Children’s Songbook, 136).

    მიმართეთ თვალსაჩინო გაკვეთილებს. როდესაც თქვენს შვილებს აქვთ რაიმე სახარების პრინციპთან დაკავშირებული, რასაც შეიძლება შეეხონ და დაინახონ, ისინი უკეთესად დაიმახსოვრებენ მას. მაგალითად, როცა მათთან ერთად კითხულობთ 1 მეფეთა 16:7 -ს, შეგიძლიათ დაიხმაროთ ისინი ოპტიკური ილუზიების მაგალითების პოვნაში, რათა გაათვალსაჩინოოთ ის აზრი, რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ დავინახოთ ისე, როგორც ამას უფალი აკეთებს — „გულზე“ შეხედვით და არა „გარეგნობაზე“ დაფუძნებული განსჯით.

  • თქვენ და თქვენს შვილებს შეგიძლიათ ისაუბროთ გამოცდილებებზე, რომლებითაც ისწავლეთ, რატომ უნდა „[შეხედოთ გულს]“ და არა მხოლოდ „გარეგნობას“ (მუხლი 7). თქვენ ასევე შეიძლება მორიგეობით უთხრათ ერთმანეთს იმ კარგი თვისებების შესახებ, რომლებსაც ერთმანეთის გულებში ხედავთ.

დამატებითი მოსაზრებებისათვის იხილეთ ჟურნალის მეგობარი მიმდინარე თვის გამოცემა.

სამუელი ესაუბრება საულს

Samuel Instructing Saul [სამუელი ასწავლის საულს], ტედ ჰენინჯერის მიერ

დაწყებითი საზოგადოების ღონისძიებების გვერდი: უფალი გულს ხედავს