„15–21 ივნისი. ’უფლის ნებაზეა ომი’: 1 მეფეთა 17–18; 24–26; 2 მეფეთა 5–7”, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)
„15–21 ივნისი. ’უფლის ნებაზეა ომი’“, მოდი და გამომყევი: ძველი აღთქმა 2026
David and Goliath [დავითი და გოლიათი], სტივ ნეთერკოტის მიერ
15–21 ივნისი: „უფლის ნებაზეა ომი“
1 მეფეთა 17–18; 24–26; 2 მეფეთა 5–7
მას შემდეგ, რაც ისრაელის ტომები დასახლდა აღთქმულ მიწაზე, ფილისტინელებისგან მათ გამუდმებული საფრთხე ემუქრებოდათ. უფალმა წარსულში ბევრჯერ იხსნა ისინი, მაგრამ იმ ეტაპზე ისრაელის უხუცესებმა მოითხოვეს: „მეფე უნდა გვეჯდეს … ჩვენი მეფე წინ წაგვიძღვება და ჩვენს ომებს წარმართავს“ (1 მეფეთა 8:19–20). საული ზეთცხებული მეფე იყო. და მიუხედავად ამისა, როდესაც მრისხანე გოლიათმა გამოიწვია ისრაელის ტომის ჯარები, საული — როგორც მისი ჯარის სხვა წევრები — „შეშინდ[ა] მეტისმეტად“ (1 მეფეთა 17:11). იმ დღეს, მეფე საულმა კი არ გადაარჩინა ისრაელი, არამედ მოკრძალებულმა მწყემსმა ბიჭმა, სახელად დავითი, რომელიც შემოსილი იყო არა აბჯრით, არამედ განუმსჭვალავი უფლის რწმენით. ამ ბრძოლამ დაუმტკიცა ისრაელს და ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სულიერი ბრძოლები აქვს, რომ „არა მახვილითა და შუბით იხსნის უფალი“ და რომ „უფლის ნებაზეა ომი“ (1 მეფეთა 17:47).
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
1 მეფეთა 17
უფლის შეწევნით, მე შემიძლია ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა.
დავითის და გოლიათის ამბავი წმინდა წერილებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამბავია. რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც წესი, მთელი ყურადღება დავითზე გვაქვს გამახვილებული. მაგრამ ამჯერად, როდესაც სწავლობთ 1 მეფეთა 17-ს, ასევე დაფიქრდით ამ თავში სხვა ადამიანების გამონათქვამებზე (სია იხილეთ ქვემოთ). რას სწავლობთ მათსა და მათი მოტივების შესახებ? რას იტყობთ დავითის შესახებ? რით განსხვავდება იგი სხვებისგან?
-
გოლიათი: მუხლები 8–10, 43–44
-
ელიაბი: მუხლი 28
-
საული: მუხლი 33
-
დავითი: მუხლები 26, 32, 34–37, 39, 45–47
თქვენი ამბავი, მიუხედავად იმისა, რომ არ არის ისეთი ცნობილი, როგორც დავითისა, აუცილებლად მოიცავს გოლიათის ზომის გამოწვევებს და შესაძლებლობებს, რათა გამოავლინოთ რწმენა უფლისადმი. რას გასწავლით დავითის მაგალითი თქვენს ბრძოლაში გასაჭირთან დაპირისპირების შესახებ? ასევე წაიკითხეთ პრეზიდენტ კამილ ნ. ჯონსონის გზავნილი „მოიწვიეთ ქრისტე, გახდეს თქვენი ცხოვრების ისტორიის ავტორი“ (ლიახონა, ნოემბერი, 2021, 80–82) ერთ-ერთი გამოწვევის გათვალისწინებით. ეძიეთ პასუხები შემდეგი სახის კითხვებზე: როგორ სურს უფალს, შევხედო ჩემს გამოწვევებს? როგორ დამეხმარა უფალი წარსულში? როგორ დავანახო უფალს, რომ მე მას ვენდობი, გახდეს ჩემი ცხოვრების ისტორიის ავტორი?
თქვენ, შეიძლება, უკვე იცოდეთ, რომ არსებობს ტრაგიკული თავები დავითის ამბავში (მაგალითად, იხილეთ 2 მეფეთა 11). შესაძლებლობა რომ გქონოდათ, დავითისთვის რჩევა მიგეცათ გოლიათთან ბრძოლის შემდეგ, რას ეტყოდით? როგორ შეძლებდით, იგივე რჩევა თქვენს ცხოვრებაშიც გამოგეყენებინათ?
იხ. აგრეთვე “The Lord Will Deliver Me” (video), Gospel Library.
The Lord Will Deliver Me
1 მეფეთა 17:26–50
ერთ ადამიანს ქრისტეს რწმენით შეუძლია ცვლილების განხორციელება.
გარდა პირადი გამოწვევებისა, ჩვენ ასევე ვუპირისპირდებით დიდ, კომპლექსურ პრობლემებს, რომლებიც მთელს მსოფლიოზე ზემოქმედებენ. როდესაც ბოროტების ძალები ერთად იკრიბებიან საბრძოლველად სიკეთის ძალებთან (1 მეფეთა 17:1), შეიძლება დავინტერესდეთ, ჩვენს ინდივიდუალურ მცდელობებს როგორ შეუძლია ცვლილების განხორციელება. დავითის ისტორიიდან რა გაიმედებთ?
ასევე იხილეთ „მოდით განვაგრძოთ“ საგალობლები, გვერდი 10.
True Friendship and Self-Respect [ნამდვილი მეგობრობა და თავმოყვარეობა], უილსონ ონგის მიერ (დეტალი)
1 მეფეთა 18
„შეიყვარა [დავითი] იონათანმა, როგორც საკუთარი სული“.
როდესაც კითხულობთ 1 მეფეთა 18-ს, განიხილეთ დაპირისპირება საულსა და მის ვაჟს, იონათანს, შორის (რომელსაც, რომ არა დავითი, შეეძლო ეფიქრა, რომ ის იქნებოდა შემდეგი მეფე). როგორი რეაქცია ჰქონდათ საულსა და იონათანს დავითის წარმატებაზე? რისი სწავლა შეგიძლიათ ამ გამოცდილებიდან?
რას ხედავთ იონათანის განწყობასა და ქმედებებში, რაც იესო ქრისტეს გაგონებთ?
წმინდა წერილის მისადაგება (1 ნეფი 19:23). წმინდა წერილები შესანიშნავ შესაძლებლობებს გვთავაზობენ, ვისწავლოთ დავითის, იონათანისა და საულის მსგავსი ადამიანების მოტივაციებისა და ქმედებებიდან. თქვენ ნახავთ, რომ წმინდა წერილებიდან უნაკლო არავინ არის. ამგვარად, კითხულობთ რა დავითის ერთგული არჩევანის შესახებ, ასევე გაითვალისწინეთ, რომ უნდა ისწავლოთ მისი შეცდომებიდანაც. ამის გაკეთება დაგვეხმარება ჩვენს თავში პოტენციური სისუსტეების ცნობაში რათა „[ვ]ისწავლოთ, რომ [ვ]იყოთ [სხვებზე] უფრო ბრძენნი“მორმონი 9:31).
1 მეფეთა 24–26
პატიება სარწმუნო გზაა მშვიდობისა და განკურნებისკენ.
1 მეფეთა 24–26-ში მოიძიეთ გაკვეთილები სიამაყის, პატიებისა და თვითკონტროლის შესახებ. შეგიძლიათ წაიკითხოთ უხუცეს მარკ ა. ბრაგის გზავნილი “Christlike Poise” as part of your study (Liahona, May 2023, 60–63). როგორ გამოავლინეს (ან ვერ გამოავლინეს) დავითმა, აბიგაილმა და სხვებმა, ქრისტეს მსგავსი თავმდაბლობა ამ თავებში? რა შესაძლებლობები გაქვთ ქრისტესმიერი თავმდაბლობის გამოსავლენად?
და კრისტენის გზავნილი “Beauty for Ashes: The Healing Path of Forgiveness” (Liahona, Nov. 2022, 36–39) can help you study 1 Samuel 25. როგორ ემსგავსება აბიგაილი იესო ქრისტეს?
2 მეფეთა 5:17–25
უფალს შეუძლია მომცეს მიმართულება.
მას შემდეგაც კი, რაც დავითმა გოლიათი დაამარცხა, მისი პრობლემები ფილისტინელებთან არ დასრულებულა. როდესაც კითხულობთ 2 მეფეთა 5:17–25-ს დაფიქრდით, როგორ დდაგეხმარებათ დავითის მაგალითი თქვენს გამოწვევებთან მიმართებით (ასევე იხილეთ 1 მეფეთა 23:2, 10–11; 30:8; 2 მეფეთა 2:1). როგორ იღებთ კურთხევას, როდესაც ქმედებით პასუხობთ მიღებულ გამოცხადებას?
2 მეფეთა 7
რა არის „სახლი“, რომელიც უფალმა დავითს აღუთქვა?
როდესაც დავითმა შესთავაზა უფლისთვის სახლის აშენება, რაც ნიშნავს ტაძარს (იხილეთ 2 მეფეთა 7:1–3), უფალმა უპასუხა, რომ დავითის ძე ააშენებდა მას (იხილეთ მუხლები 12–15; აგრეთვე 1 ნეშტთა 17:1–15). უფალმა ასევე თქვა, რომ ის, თავის მხრივ, აუშენებდა დავითს „სახლს“, რაც ნიშნავს შთამომავლობას და რომ მისი ტახტი მარადიულად იარსებებდა (იხილეთ 2 მეფეთა 7:11, 16, 25–29; ფსალმუნი 88:3–4, 36–38). ეს დაპირება შესრულდა იესო ქრისტეში, ჩვენს მარადიულ მეფეში, რომელიც დავითის შთამომავალი იყო (იხილეთ მათე 1:1; ლუკა 1:32–33; იოანე 18:33–37).
დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილე ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
1 მეფეთა17:20–54
იესო ქრისტეს მიმართ რწმენა დამეხმარება გამბედაობის მოკრებაში.
-
შესაძლოა მოისურვოთ განიხილოთ “David and Goliath” Old Testament Stories-ში, 112–16, რათა დაეხმაროთ შვილებს, გაეცნონ, რა მოხდა 1 მეფეთა 17:20–54-ში. შემდეგ შეგიძლიათ მისცეთ საშუალება, მოყვნენ ამბავი ამ მონახაზის სურათების ან გრაფიკული ნახატების გამოყენებით. ჰკითხეთ მათ, რას ფიქრობენ, რომ უფალს სურს, მათ ისწავლონ ამ ამბიდან.
2:36David and Goliath
-
თქვენ და თქვენს შვილებს ასევე შეგიძლიათ, შეადგინოთ რამდენიმე რთული გამოწვევის ჩამონათვალი, რომელთა წინაშეც ისინი, შეიძლება, აღმოჩნდნენ თავიანთი ცხოვრების განმავლობაში. შემდეგ დაეხმარეთ მათ დავითის გამონათქვამების მოძიებაში, რომლებიც დაგეხმარებათ ამ გამოწვევებთან დაკავშირებით გამოსავლის პოვნაში (იხილეთ 1 მეფეთა 17:26, 32, 34–37, 45–47). გააზიარეთ, როგორ დაგეხმარათ იესო ქრისტე გამოწვევების დროს.
-
თქვენს შვილებს შეუძლიათ იარონ ისე, თითქოს დავითი მიდის გოლიათთან საბრძოლველად, თან იმღერომ სიმღერა სიმამაცის შესახებ, მაგ: “I Will Be Valiant” (Children’s Songbook, 162).
1 მეფეთა 18:1–4
კარგი მეგობრები ღვთის კურთხევაა.
-
როგორ შეგიძლიათ მიეხმაროთ შვილებს, იონათანისა და დავითის მეგობრობისგან ისწავლონ? ერთი გზა იქნება, რომ თითოეულ ბავშვს მისცეთ ორი ქაღალდის გული, რომელიც ერთი დავითს, ხოლო მეორე იონათანს წარმოადგენს. შემდეგ ერთად წაიკითხეთ რამდენიმე ფრაზა 1 მეფეთა 18:1–4 -იდან, რომელიც ხაზს უსვამს იმ სიყვარულს, რომელსაც ეს ორი მეგობარი ერთმანეთის მიმართ გრძნობდა. შემდეგ თქვენს შვილებს შეუძლიათ დაწერონ ან დახატონ ქაღალდზე გულები იმის აღსაწერად, თუ როგორ გამოხატავენ სიყვარულს მეგობრის მიმართ.
2 მეფეთა 5:19, 23
თუ დაკვალიანება მჭირდება, მე ვკითხავ ზეციერ მამას.
-
ამ თავებში, დავითი გახდა ისრაელის მეფე. თქვენი შვილებისთვის შეიძლება სახალისო იყოს, როლებში გაითამაშონ, თითქოს არიან მეფე ან დედოფალი. რა კანონებს შექმნიდნენ? სად წავიდოდნენ დახმარების მისაღებად? დაეხმარეთ მეგობრებს აღმოაჩინონ, რომ როდესაც დავითს დახმარება სჭირდებოდა, ის „დაეკითხა“ უფალს და ილოცა პასუხებისთვის. მაგალითად, როდესაც კითხულობთ 2 მეფეთა 5:19, 23-ს, სთხოვეთ თქვენს შვილებს, მოუსმინონ სიტყვას „დაეკითხა“ და მკლავები გადააჯვარედინონ, როდესაც მას გაიგებენ. რატომ უნდა დასჭირვებოდა დავითს უფლის დახმარება თავის ახალ როლში?
-
მოუყევით ერთმანეთს იმ დროის შესახებ, როდესაც ზეციურ მამას დახმარება ლოცვით შესთხოვეთ. მისმა დახმარებამ რა ზეგავლენა იქონია?
2 მეფეთა 7:16–17
იესო ქრისტე არის ჩემი მარადიული მეფე.
-
ყველა მეფეს, რომელთა შესახებაც ჩვენ ვკითხულობთ ძველ აღთქმაში, ჰქონდა ნაკლი და მათმა სამეფოებმა არსებობა დაასრულეს. მაგრამ იესო ქრისტე არის სრულყოფილი მეფე და იმეფებს სამარადისოდ. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს შვილებს ამის აღმოჩენაში, თუ ერთად წაიკითხავთ, რა უთხრა წინასწარმეტყველმა ნათანმა მეფე დავითს 2 მეფეთა 7:16–17-ში. როგორ შეიძლებოდა, დავითის სამეფოს დასასრული არ ჰქონოდა? დაეხმარეთ თქვენს შვილებს, იპოვონ და წაიკითხონ წმინდა წერილები, რომლებიც გვასწავლიან, რომ იესო ქრისტე, დავითის შთამომავალი, არის ჩვენი მეფე, მაგალითად ლუკა 1:32–33; იოანე 18:33–37; და გამოცხადება 19:16. რით განსხვავდება იესო მიწიერი მეფეებისგან? როგორ ვაფასებთ იესო ქრისტეს, როგორც ჩვენს მარადიულ მეფეს?
დამატებითი მოსაზრებებისათვის იხილეთ ჟურნალის მეგობარი მიმდინარე თვის გამოცემა.