„16–22 თებერვალი. ’რათა [ვიყო] სამართლიანობის უფრო ერთგული მიმდევარი’: დაბადება 12–17; აბრაამი 1–2“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)
„16–22 თებერვალი. ’რათა [ვიყო] სამართლიანობის უფრო ერთგული მიმდევარი’“, მოდი და გამომყევი: 2026
Melchizedek Blesses Abram [მელქიცედეკი ლოცავს აბრამს], უოლტერ რეინის მიერ (დეტალი)
16–22 თებერვალი: „რათა [ვიყო] სამართლიანობის უფრო ერთგული მიმდევარი“
დაბადება 12–17; აბრაამი 1–2
ღმერთმა მასთან დადებული აღთქმის გამო აბრაამს უწოდა „ერთგულთა მამა“ (მოძღვრება და აღთქმები 138:41) და „ღვთის მეგობარი“ (იაკობი 2:23). დღეს მილიონები პატივს სცემენ მას, როგორც უშუალო წინაპარს, სხვები კი აბრაამის ოჯახში მიიღეს იესო ქრისტეს სახარებაზე მოქცევის გზით. თუმცა თავად აბრაამი შეძლებული ოჯახიდან არ იყო — მამამისი, რომელმაც მიატოვა ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისცემა, ცდილობდა, აბრაამი ცრუ ღმერთებისთვის შეეწირა. მიუხედავად ამისა, აბრაამის სურვილი იყო „სამართლიანობის უფრო ერთგული მიმდევარი“ ყოფილიყო (აბრაამი 1:2) და მისი ცხოვრების ამბავი ცხადყოფს, რომ ღმერთმა პატივით აღასრულა მისი სურვილი. აბრაამის ცხოვრება იმის დამოწმებაა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, როგორია ადამიანის ოჯახური ისტორია, მომავალი შეიძლება სავსე იყოს იმედით.
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
ღმერთი დამლოცავს ჩემი რწმენისა და მართალი სურვილებისთვის.
„ჩვენ ყველანი ჩვენი ოჯახებისა [და] კულტურის გავლენას განვიცდით“, — ასწავლიდა უხუცესი ნილ ლ. ანდერსენი, „და მაინც, მე მჯერა, რომ ჩვენს შიგნით არის ადგილი, რომელსაც ჩვენ ცალსახად და ინდივიდუალურად ვაკონტროლებთ და ვქმნით. … საბოლოოდ, ჩვენს შინაგან სურვილებს სიცოცხლე ენიჭება და ისინი ჩვენს არჩევანსა და ჩვენს ქმედებებში ჩანს“ („Educate Your Desires, Elder Andersen Counsels“, ChurchofJesusChrist.org). დაფიქრდით, როგორ ცხადყოფს აბრაამი 1:1–19, რასაც უხუცესი ანდერსენი ასწავლიდა. ასეთი კითხვები შეიძლება დაგვეხმაროს:
-
რა სურდა აბრაამს? როგორ გამოიკვეთა მისი სურვილები მისივე ქმედებებში? როგორ დაუჭირა მხარი ღმერთმა მის სურვილებს?
-
რა არის თქვენი სურვილები? როგორ ვლინდება ისინი თქვენს ქმედებებში? როგორ გიჭერთ მხარს ღმერთი?
-
რა გზავნილი აქვს ამ მუხლებს იმ ადამიანებისთვის, რომელთა ოჯახის წევრებსაც არ სურთ სიმართლე?
აბრაამის და სარას ერთ-ერთი უდიდესი სურვილი — შვილის ყოლა — მრავალი წლის განმავლობაში აუხდენელი დარჩა (იხილეთ დაბადება 15:1–6). რას სწავლობთ ებრაელთა 11:8–13-იდან იმის შესახებ, თუ როგორ შეხვდნენ აბრაამი და სარა ამ განსაცდელს? როგორ გეხმარებათ მხსნელი მისი დაპირებების „მიღებაში“, თუნდაც ისინი „შორეული“ იყოს?
იხ. ააგრეთვე “Deliverance of Abraham” (video), Gospel Library.
Deliverance of Abraham
დაბადება 12:1–3; 13:15–16; 15:1–6; 17:1–8, 15–22; აბრაამი 2:6–11
ღმერთს სურს, რომ მე დავდო და დავიცვა აღთქმები მასთან.
რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, იცოდეთ ღმერთის მიერ აბრაამთან დადებული აღთქმის შესახებ? იმიტომ, რომ ღმერთს სურს, თქვენთან მსგავსი აღთქმა დადოს. ის დაჰპირდა, რომ ეს აღთქმა გაგრძელდებოდა აბრაამის შთამომავლობაში ანუ „თესლში“, და „ამ სახარების მიმღებნი, ყველანი … ჩაითვლებიან … შთამომავლებად“ (იხილეთ აბრაამი 2:10–11). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღთქმა გრძელდება თქვენში — როცა მოინათლებით და უფრო სრულად, როცა ტაძარში აღთქმებს დებთ (იხილეთ გალატელთა 3:26–29; მოძღვრება და აღთქმები 132:30–32).
ამ მიზეზით, თქვენ შეგიძლიათ შეისწავლოთ აბრაამი 2:6–11 და შეადგინოთ სია, თუ რას დაჰპირდა ღმერთი აბრაამსა და სარას (იხილეთ აგრეთვე დაბადება 12:1–3; 13:15–16; 15:1–6; 17:1–8, 15–22). როგორ შეიძლება, ეს კურთხევები თქვენზე გავრცელდეს?
ზოგიერთ ამ დაპირებას მარადიული პარალელები აქვს. როგორ სრულდება მუდმივად დაპირებები, როგორიცაა მემკვიდრეობის მიწა ან დიდი შთამომავლობა? (იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 131:1–4; 132:20–24, 28–32).
კურთხევების დაპირების გარდა, ღმერთმა უთხრა აბრაამს, რომ[ყოფილიყო] კურთხევა (დაბადება 12:2). როგორ ფიქრობთ, ეს რას ნიშნავს? როგორ იქნებით თქვენ კურთხევა? (იხილეთ აბრაამი 2:11).
აღთქმების შესახებ სწავლების მიზნით, უხუცესმა დეილ გ. რენლანდმა ისაუბრა მდინარე ამაზონის მოქცევის ტალღებზე, ხოლო პრეზიდენტი ემილი ბელ ფრიმანი საუბრობდა კლდოვან გზაზე ნატკენი კოჭით სიარულის შესახებ (იხილეთ „Accessing God’s Power through Covenants“, Liahona, მაისი, 2023, 35–37; „ქრისტესთან აღთქმის ურთიერთობაში სიარული“, ლიახონა, ნოემბერი, 2023, 76–79). მოძებნეთ ერთ ან ორივე გზავნილში წინადადებები, რომლებიც დაგეხმარებათ, უპასუხოთ კითხვას „რატომ სურს ღმერთს, რომ მე დავდო აღთქმები მასთან?“
სთხოვეთ მსმენელებს, ასწავლონ ერთმანეთს. თუ თქვენ ასწავლით თქვენს ოჯახს ან საეკლესიო გაკვეთილს აღთქმების შესახებ, გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ ადამიანს მისცეთ უხუცეს რენლანდის ან პრეზიდენტ ფრიმანის გზავნილის ნაწილი შესასწავლად. შემდეგ მათ შეუძლიათ ოჯახის დანარჩენ წევრებს ან კლასს გაუზიარონ ის, რაც ისწავლეს. ეს საშუალებას აძლევს ადამიანებს, დაემოწმონ ერთმანეთს და ისწავლონ ერთმანეთისგან, და ეს გამოიხმობს სულიწმინდას. (იხილეთ Teaching in the Savior’s Way, 26.)
აგრეთვე იხილეთ Topics and Questions, „Abrahamic Covenant“, სახარების ბიბლიოთეკა; „გასათვალისწინებელი აზრები: აღთქმა“, ამ რესურსში.
The Abrahamic Covenant [აბრაამისეული აღთქმა], დილინ მარშის მიერ (დეტალი)
დაბადება 14:18–19; Joseph Smith Translation, Genesis 14:25–40
„მელქიცედეკი მორწმუნე კაცი იყო“.
წარმოიდგინეთ, რომ მელქიცედეკს აცნობდეთ ვინმეს, ვინც მას არ იცნობდა. რას იტყოდით? მოძებნეთ იდეები Joseph Smith Translation, Genesis 14:26–27, 33–38 (in the Bible appendix); ალმა 13:13–19; მოძღვრება და აღთქმები 107:1–4-ში. რა ქრისტესმაგვარ თვისებებს ნახავთ მელქიცედეკის ამ აღწერილობაში? როგორ მოქმედებს თქვენი შესწავლა მელქიცედეკის ცხოვრებისა თქვენს შეხედულებაზე მელქიცედეკის მღვდლობის შესახებ?
დაბადება 14:18–24; Joseph Smith Translation, Genesis 14:36–40
აბრაამმა მეათედი გადაიხადა.
რას იგებთ აბრაამის დამოკიდებულების შესახებ სიმდიდრის მიმართ დაბადება 14:18–24 და Joseph Smith Translation, Genesis 14:36–40 (in the Bible appendix)-დან? მაგალითად, გაითვალისწინეთ მისი პასუხი სოდომის მეფისადმი დაბადება 14:23-ში. როგორ იმოქმედა მეათედის კანონის დამორჩილებამ ფულის შესახებ თქვენს შეხედულებაზე?
დაბადება 16
ღმერთს ესმის ჩემი.
დაბადება 16-ის წაკითხვისას შეიძლება იფიქროთ დროზე, როცა გრძნობდით, რომ უსამართლოდ გეპყრობოდნენ, როგორც ამას ჰაგარი გრძნობდა. გაითვალისწინეთ, რომ „ისმაელი“ ნიშნავს „ღმერთს ესმის“. როგორ გაჩვენა ღმერთმა, რომ თქვენ გისმინათ?
იხ. აგრეთვე “Secret Prayer,” Hymns, no. 144.
დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
იესო ქრისტე გამიძღვება ხელჩაჭიდებული.
-
როდესაც თქვენ და თქვენი შვილები კითხულობთ აბრაამი 1:18 -სა და 2:8-ს, შეგიძლიათ მოიწვიოთ ისინი, მოუსმინონ სხეულის იმ ნაწილს, რომელიც ორივე მუხლშია ნახსენები. იქნებ, ითამაშოთ ისეთი თამაში, როდესაც ბავშვი თვალებს ხუჭავს და თქვენ ის სადმე ხელჩაჭიდებული მიგყავთ. შემდეგ შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ როგორი გრძნობაა, როცა იესო ქრისტე ხელჩაჭიდებულს მიგვიძღვება ან გვიცავს ჩვენ.
დაბადება 13:5–12
მე შემიძლია ვიყო მშვიდობისმყოფელი.
-
თქვენმა შვილებმა შეიძლება სიამოვნებით გაითამაშონ დაბადება 13:5–12-იდან მოყვანილი ამბავი, თითქოს აბრაამი, ლოტი და მწყემსები არიან. როგორ შეგვიძლია მივყვეთ აბრაამის მაგალითს, ვიყოთ მშვიდობისმყოფელი ჩვენს ოჯახებსა ან მეგობრებთან? სცადეთ მათი პასუხების როლებად გათამაშება.
Lot’s Choice [ლოტის არჩევანი], უილიამ ფრედერიკსის მიერ © Providence Collection / ლიცენზირებულია goodsalt.com-იდან
დაბადება 13:16; დაბადება 15:1–6; 17:1–8; აბრაამი 2:9–11
ღმერთს სურს, რომ მასთან აღთქმა დავდო.
-
აჩვენეთ თქვენს შვილებს ქვიშის კონტეინერი, ღამის ცის ვარსკვლავები ან სურათი ამ მონახაზის ბოლოს. ეს მათ დაეხმარება, გააცნობიერონ ღვთის დაპირებები დაბადება 13:16-ში; 15:1–6–ში. ისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ისწავლეთ ღვთის დაპირებების ნდობა მაშინაც კი, როდესაც ისინი შეუძლებელი გეჩვენებოდათ.
-
იმისათვის, რომ თქვენი შვილები აღთქმებს მიაჩვიოთ, სთხოვეთ, გიამბონ იმის შესახებ, როდესაც ისინი სხვებს დაჰპირდნენ ან ვინმე დაჰპირდა მათ. თუ ეს სასარგებლო იქნება, გაუზიარეთ თქვენი საკუთარი მაგალითი, მათ შორის, აღთქმები, რომლებიც დადებული გაქვთ ღმერთთან ნათლობისას ან ტაძარში. როგორ იმოქმედა თქვენმა აღთქმებმა ღმერთთან თქვენს ურთიერთობაზე? აირჩიეთ რამდენიმე ფრაზა დაბადება 15:1–6; 17:1–8; აბრაამი 2:9–11 -იდან იმ კურთხევების გასაზიარებლად, რომლებიც ღმერთმა აბრაამსა და სარას აღუთქვა.
-
იმისათვის, რომ დაეხმაროთ თქვენს შვილებს, მონათვლის დროს ღმერთთან აღთქმის დადებაში მოსამზადებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ზოგიერთი აქტივობის იდეა, შემოთავაზებული დანართი ა ან დანართი ბ-ში.
აბრაამი 1:12–17; დაბადება 16:7–11
ღმერთს ესმის ჩემი.
-
როდესაც აბრაამის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, მან ღმერთს მოუხმო. როდესაც ჰაგარი მარტო იყო უდაბნოში, მან გაიგო, რომ ღმერთმა შეისმინა მისი. გაუზიაროთ ეს ორი ამბავი თქვენს შვილებს: “Abraham and Sarah” და “Hagar” in Old Testament Stories, 28–31, 32–33. რას ვიგებთ ღმერთის შესახებ ამ ამბებიდან? შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ერთმანეთს გაუზიაროთ თქვენი გამოცდილება, როცა ღმერთმა გისმინათ. მაგ. სიმღერამ “A Child’s Prayer” (Children’s Songbook, 12–13) შეიძლება გააძლიეროს ეს პრინციპი.
Abraham and Sarah
Hagar
დამატებითი მოსაზრებებისათვის, იხილეთ ჟურნალის მეგობარი მიმდინარე თვის გამოცემა.