Come, Follow Me
დანართი ბ: დაწყებითი საზოგადოებისთვის — მოამზადეთ ბავშვები, მთელი ცხოვრების განმავლობაში ღვთის აღთქმის გზაზე სასიარულოდ


„დანართი ბ: დაწყებითი საზოგადოებისთვის — მოამზადეთ ბავშვები, მთელი ცხოვრების განმავლობაში ღვთის აღთქმის გზაზე სასიარულოდ“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)

„დანართი ბ“, მოდი და გამომყევი: ძველი აღთქმა 2026

A man baptizing a young girl.  They are standing in the font.

დანართი ბ

დაწყებითი საზოგადოებისთვის — მოამზადეთ ბავშვები მთელი ცხოვრების განმავლობაში ღვთის აღთქმის გზაზე სასიარულოდ

იმ თვეებში, რომლებშიც ხუთი კვირა დღეა, დაწყებითი საზოგადოების კლასების მასწავლებლებს ურჩევენ, შეცვალონ მეხუთე კვირას დაგეგმილი მოდი და გამომყევი გაკვეთილი ერთი ან მეტი შემდეგი სასწავლო ღონისძიებით.

იესო ქრისტეს სახარების პრინციპები და წეს-ჩვეულებები

ქრისტეს მოძღვრება გვასწავლის, როგორ დავბრუნდეთ ღმერთთან.

როდესაც იესო ქრისტე ხალხს ამერიკის კონტინენტზე გამოეცხადა, მან ასწავლა მათ თავისი მოძღვრება. მან თქვა, რომ ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ ღვთის სასუფეველში, თუ გვექნება რწმენა, მოვინანიებთ, მოვინათლებით, მივიღებთ სულიწმიდას და ბოლომდე გავუძლებთ (იხილეთ 3 ნეფი 11:31–40; იხილეთ აგრეთვე მოძღვრება და აღთქმები 20:29). ქვემოთ მოცემული აქტივობები დაგეხმარებათ ასწავლოთ ბავშვებს, რომ ეს პრინციპები და წეს-ჩვეულებები დაგვეხმარება მხსნელთან დაახლოებაში მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე.

ქრისტეს მოძღვრების შესახებ მეტის გასაგებად იხილეთ 2 ნეფი 31.

შესაძლო აქტივობები

  • მიეცით ბავშვებს ნახატები, რომლებიც წარმოადგენენ იესო ქრისტეს რწმენას, მონანიებას, ნათლობას და წევრად დამტკიცებას (იხილეთ Gospel Art Book, გვერდები 1, 111, 103და 105). წაიკითხეთ ან თქვით ბავშვებთან ერთად რწმენის მეოთხე სიმბოლო და სთხოვეთ, ასწიონ თავიანთი ნახატები, როცა ეს პრინციპი ან წეს-ჩვეულება იქნება ნახსენები. დაეხმარეთ ბავშვებს გააცნობიერონ, თუ როგორ გვეხმარება თითოეული ეს პრინციპი და წეს-ჩვეულება, უფრო დავემსგავსოთ ზეციერ მამასა და იესო ქრისტეს.

  • როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ ბავშვებს იმის გაგებაში, რომ რწმენა, მონანიება, ნათლობა და წევრად დამტკიცება არ არის ერთჯერადი მოვლენები, არამედ ისინი გავლენას ახდენენ ჩვენს სულიერ ზრდაზე მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში? მაგალითად, შეგიძლიათ აჩვენოთ მათ თესლისა და დიდი ხის სურათი (ან დახატოთ ეს ნივთები დაფაზე). დაეხმარეთ მათ მოიფიქრონ, რა ეხმარება თესლს გაიზარდოს დიდ ხედ, მაგალითად: წყალი, ნიადაგი და მზის შუქი. დაეხმარეთ მათ დაინახონ, რომ ეს არის ის, რასაც ჩვენ მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ვაკეთებთ, რათა მივუახლოვდეთ ღმერთს — განვავითაროთ ჩვენი რწმენა იესო ქრისტესადმი, მოვინანიოთ ყოველ დღე, ვიცხოვროთ ჩვენი ნათლობის აღთქმებით, მივიღოთ ზიარება და მოვუსმინოთ სულიწმინდას.

  • გაუზიარე ბავშვებს ამბავი პეტარდის შესახებ უხუცეს დეილ გ. რენლანდის გზავნილიდან “How Can Repenting Help Me Feel Happy?” (Friend, დეკემბერი, 2017, 12–13, ან Liahona, დეკემბერი, 2017, 70–71. ამ მოთხრობის სხვადასხვა ეპიზოდის დროს სთხოვე ბავშვებს, დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა ეგრძნო თავი უხუცეს რენლანდს. რატომ ვგრძნობთ სიხარულს, როცა ვინანიებთ? გაუზიარეთ ბავშვებს სიხარული და სიყვარული, რომელიც იგრძენით, როდესაც ზეციერ მამას სთხოვეთ პატიება.

    4:36

    Repentance: A Joyful Choice

ნათლობა

თავისი მონათვლით იესო ქრისტემ მაგალითი მომცა.

მიუხედავად იმისა, რომ იესო უცოდველი იყო, ის მოინათლა და მოგვცა ზეციერი მამისადმი მორჩილების შესანიშნავი მაგალითი (იხილეთ 2 ნეფი 31:6–10).

ნათლობის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 20:37-ში; Topics and Questions, “Baptism,” Gospel Library.

შესაძლო აქტივობები

  • აჩვენეთ მხსნელის ნათლობისა და სხვა ადამიანის ნათლობის სურათი (ან იხილეთ Gospel Art Book, გვერდი 35 და გვერდი 103 ან გვერდი 104). სთხოვეთ ბავშვებს ისაუბრონ, თუ რა განსხვავება და მსგავსებაა ამ ორ სურათს შორის. ერთად წაიკითხეთ მათე 3:13–17 oან “Chapter 10: Jesus Is Baptized” in New Testament Stories, 26–29. ნება მიეცით ბავშვებს, სურათებში მიუთითონ იმ საგნებზე, რომელთა შესახებაც ამ ამბებიდან მოისმენენ. უთხარით ბავშვებს თქვენი სიყვარულის შესახებ მხსნელის მიმართ და ასევე თქვენი სურვილის შესახებ, მიჰყვეთ უფალს.

    1:52

    Chapter 10: Jesus Is Baptized

  • მოუსმინეთ ან იმღერეთ სიმღერა ნათლობის შესახებ, მაგ. “When Jesus Christ Was Baptized” (Children’s Songbook, 102). რას ვიგებთ ამ სიმღერიდან ნათლობის შესახებ? წაიკითხეთ 2 ნეფი 31:9–10 და სთხოვეთ ბავშვებს მოუსმინონ, რატომ მოინათლა იესო ქრისტე. სთხოვეთ მათ, დახატონ საკუთარი თავი ნათლობის დღეს.

მე შემიძლია ავირჩიო ღმერთთან აღთქმის დადება და მონათვლა.

ნათლობისთვის მომზადება ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე რამე ღონისძიებისთვის მომზადება. ეს ნიშნავს აღთქმის დასადებად მომზადებას და შემდეგ ამ აღთქმის დაცვას მთელი სიცოცხლის განმავლობაში. იმსჯელეთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ ბავშვებს, გააცნობიერონ აღთქმა, რომელსაც დადებენ ზეციერი მამის წინაშე, როცა მოინათლებიან, რაც გულისხმობს დაპირებებს, რომლებსაც ის აძლევს მათ და დაპირებებს, რომლებსაც ისინი აძლევენ მას.

შესაძლო აქტივობები

  • აუხსენით, რომ აღთქმა არის დაპირება ადამიანსა და ზეციერ მამას შორის. როდესაც ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ ჩვენი დაპირებები ღვთისადმი, ღმერთი გვპირდება, რომ გვაკურთხებს. დაფაზე დაწერეთ ჩემი დაპირებები ღმერთის წინაშე და ღმერთის დაპირებები ჩემ წინაშე. ერთად წაიკითხეთ მოსია 18:10, 13 და მოძღვრება და აღთქმები 20:37და დაეხმარეთ ბავშვებს, შეადგინონ იმ დაპირებების სია, რომლებსაც ისინი ნახულობენ შესაბამისი სათაურების ქვეშ (see also Dallin H. Oaks, “Your Baptism Covenant,” Friend, Feb. 2021, 2–3). ისაუბრეთ, როგორ გლოცავთ ზეციერი მამა, როცა ცდილობთ დაიცვათ თქვენი ნათლობის აღთქმა.

  • აჩვენეთ ბავშვებს სურათები, რომლებზეც ასახულია იესო ქრისტეს მსახურების საქმენი (ზოგიერთი მაგალითისთვის იხილეთ Gospel Art Book, გვერდები 33–49). ნება დართეთ ბავშვებს ისაუბრონ იმაზე, თუ რას აკეთებს იესო თითოეულ სურათზე. წაიკითხეთ მოსია 18:8–10, 13, და სთხოვეთ შვილებს, მოუსმინონ, თუ რა გზებით შეუძლიათ ნათლობის აღთქმის დაცვა (იხ. “My Baptismal Covenant,” Liahona, Aug. 2023, 10–11). როგორ შეუძლია ნათლობის აღთქმას, გავლენა იქონიოს ჩვენს ქმედებებზე ყოველ დღე? სთხოვეთ ბავშვებს დახატონ, თუ როგორ ეხმარებიან მეორე ადამიანს ისე, როგორც ამას იესო გააკეთებდა.

წევრად დამტკიცება

როდესაც წევრად დავმტკიცდები, გავხდები უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრი.

უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრობას ბევრი კურთხევა მოაქვს, მათ შორის, ღვთის საქმეში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობები ბავშვებისთვის.

შესაძლო აქტივობები

  • სთხოვეთ ვინმეს, ვინც ცოტა ხნის წინ მოინათლა და წევრად დამტკიცდა, მოვიდეს კლასში და ისაუბროს, როგორი იყო წევრად დამტკიცების პროცესი. სთხოვეთ ამ ადამიანს, ისაუბროს იმაზე, თუ რას ნიშნავს მისთვის, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრად გახდომა. დაეხმარეთ ბავშვებს, მოიფიქრონ გზები, რომელთა საშუალებითაც დაიცავენ თავიანთ ნათლობის აღთქმას, როგორც ეკლესიის წევრები. ისაუბრეთ, როგორ დაგეხმარათ ამ საქმეთა აღსრულება, გეგრძნოთ სიხარული, რომ ქრისტეს ეკლესიის წევრი იყავით.

  • აჩვენეთ მორმონის წყლებთან შეგროვილი ხალხის სურათი (იხილეთ Gospel Art Book, გვერდი 76) და სთხოვეთ ბავშვებს აღწერონ, რას ხედავენ ამ სურათზე. მოჰყევით იქ ალმას და მისი ხალხის მონათვლის ამბავი (იხილეთ მოსია 18:1–17); “Alma at the Waters of Mormon,” in Book of Mormon Stories). განიხილეთ მოსია 18:8–9 და სთხოვეთ ბავშვებს, მოიმოქმედონ ისეთი რამ, რაც დაეხმარება მათ დაიმახსოვრონ, თუ რა სურდა ხალხს, გაეკეთებინათ, როგორც ქრისტეს ეკლესიის წევრებს. გაუზიარეთ გამოცდილება, როდესაც გინახავთ ეკლესიის წევრების მიერ მსგავსი მსახურება.

    2:41

    Alma at the Waters of Mormon

წევრად დამტკიცებასთან ერთად მე ასევე ვიღებ სულიწმინდის ძღვენს.

როდესაც ჩვენ ვინათლებით და წევრად ვმტკიცდებით, ზეციერი მამა გვპირდება, რომ „მისი სული მარადჟამს [იქნება ჩვენთან]“ (მოძღვრება და აღთქმები 20:77). ღვთის ამ შესანიშნავ საჩუქარს სულიწმინდის ძღვენი ეწოდება.

რათა გაიგოთ მეტი სულიწმინდის ძღვენის შესახებ, იხილეთ გარი ე. სტივენსონი, „სულიწმინდის კარნახი“, გენერალური კონფერენცია, ოქტომბერი, 2023, Topics and Questions, “Gift of the Holy Ghost,” Gospel Library.

შესაძლო აქტივობები

  • წაიკითხეთ მოძღვრება და აღთქმები 33:15 და სთხოვეთ ბავშვებს, მოისმინონ განსაკუთრებული ძღვენის შესახებ, რომელსაც ზეციერი მამა გვიბოძებს, როცა მოვინათლებით და წევრად დავმტკიცდებით. იმისათვის, რომ დაეხმაროთ მათ, გაიგონ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმარება მათ სულიწმინდის ძღვენი, ერთად გადახედეთ: იოანე 14:26; გალატელთა 5:22–23; 2 ნეფი 32:5; 3 ნეფი 27:20-ს. აგრეთვე შეგიძლიათ განიხილოთ სტატია “A Special Gift” (Liahona, Aug. 2023, 18–19).

  • გაკვეთილის დაწყებამდე სთხოვეთ ერთი ან რამდენიმე ბავშვის მშობლებს ისაუბრონ, თუ როგორ არიან ისინი კურთხეული სულიწმინდის ძღვენის გამო. როგორ ეხმარება ის მათ? როგორ ესმით მათ მისი ხმა?

  • ერთად იმღერეთ სიმღერა სულიწმინდის შესახებ, მაგალითად “The Holy Ghost” (Children’s Songbook, 105). დაეხმარეთ ბავშვებს გაიგონ, რას გვასწავლის სიმღერა იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია სულიწმინდას დაგვეხმაროს.

სულიწმინდას შეუძლია მრავალი გზით მელაპარაკოს.

ბავშვები, რომლებსაც შეუძლიათ ამოიცნონ სულიწმინდის ხმა, მზად იქნებიან, მიიღონ გამოცხადება, რომელიც მათ მთელი ცხოვრების მანძილზე გაუკვალავს გზას. დაეხმარეთ მათ გააცნობიერონ, რომ სულიწმინდას ჩვენთან საუბარი მრავალი გზით შეუძლია.

შესაძლო აქტივობები

  • დაეხმარეთ ბავშვებს, იფიქრონ სხვადასხვა საშუალებებზე, რომლებითაც შეგვიძლია დაველაპარაკოთ შორს მცხოვრებ მეგობარს, როგორიცაა წერილის დაწერა, ელექტრონული ფოსტით წერილის გაგზავნა ან ტელეფონზე საუბარი. ასწავლეთ მათ, რომ ზეციერ მამას შეუძლია, სულიწმინდის მეშვეობით სხვადასხვაგვარად გველაპარაკოს. გამოიყენე პრეზიდენტ დალინ ჰ. ოუქსის გზავნილი “How Does Heavenly Father Speak to Us?,” რათა დაეხმარო ბავშვებს გაიგონ, რა გზებით შეუძლია სულიწმინდას ჩვენს გონებასა და გულთან დაამყაროს კავშირი (Friend, მარტი, 2020, 2–3 ან Liahona, მარტი 2020, F2–F3).

  • გაუზიარეთ მათ გამოცდილება, როდესაც სულიწმიდა გესაუბრებოდათ გონებაში არსებული ფიქრებით ან გულში არსებული გრძნობებით (იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 6:22–23; 8:2–3); see also Henry B. Eyring, “Open Your Heart to the Holy Ghost,” Liahona, Aug. 2019, F2–F3). დაუმოწმეთ ბავშვებს, რომ სულიწმიდას შეუძლია მსგავსი გზებით დაეხმაროს მათ.

  • დაეხმარეთ ბავშვებს, ამოიცნონ დრო, როდესაც ისინი გრძნობენ სულიწმინდას, მაგალითად, როცა მღერიან სიმღერას მხსნელზე ან როცა კეთილ საქმეს აკეთებენ სხვებისთვის. დაეხმარეთ მათ, ამოიცნონ სულიწმინდის სულიერი კარნახები, განსაკუთრებით მისი ბიძგები მოქმედებისკენ. როგორ ფიქრობთ, რატომ აღგძრავს სულიწმინდა ჩვენში ამ გრძნობებს? დაეხმარეთ ბავშვებს, იფიქრონ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რათა სულიწმინდის საუბარი გავიგოთ. ისაუბრეთ იმაზე, რასაც პირადად აკეთებთ იმისთვის, რომ სულიწმინდის ხმა უფრო მკაფიოდ გესმოდეთ.

ზიარება

როდესაც ვიღებ ზიარებას, მე მახსოვს მხსნელის მსხვერპლი და ვდებ აღთქმას მასთან.

როდესაც ვიღებთ ზიარებას, ვდებთ აღთქმას, რომ ყოველთვის გვეხსომება მხსნელი, ავიღებთ საკუთარ თავზე მის სახელს და დავიცავთ მის მცნებებს.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მათე 26:26–30; 3 ნეფი 18:1–12; მოძღვრება და აღთქმები 20:77, 79.

შესაძლო აქტივობები

  • სთხოვეთ ბავშვებს, გააფერადონ “Jesus Introduced the Sacrament to the NephitesScripture Stories Coloring Book: Book of Mormon (2019), 26. სთხოვეთ, მიუთითონ იმაზე, თუ რაზე ფიქრობს სურათზე გამოსახული ხალხი. წაუკითხეთ ბავშვებს 3 ნეფი 18:1–12 ან “Jesus Shares the Sacrament,” in Book of Mormon Stories. რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ზიარების დროს იესო ქრისტე გვახსოვდეს?

  • სთხოვეთ ბავშვებს გითხრან, რისი გაკეთება უნდა ახსოვდეთ ყოველთვის, მაგალითად, ფეხსაცმლის თასმების შეკვრა ან ხელების დაბანა ჭამის წინ. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს რაღაცები გვახსოვდეს? წაუკითხეთ ბავშვებს მორონი 4:3 და სთხოვეთ მათ, მოუსმინონ, დადებული პირობის თანახმად, ყოველთვის რა უნდა გვახსოვდეს. რატომ არის მნიშვნელოვანი, გვახსოვდეს იესო ქრისტე? დაეხმარეთ ბავშვებს, გაიგონ, როგორ გვეხმარება ზიარების პური და წყალი გვახსოვდეს ის, რაც იესომ გააკეთა ჩვენთვის (იხილეთ მორონი 4:3; 5:2).

  • დაფაზე დაწერეთ „პირობას ვდებ, რომ …“ წაუკითხეთ ბავშვებს ზიარების ლოცვები (იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 20:77, 79). როდესაც ისინი მოისმენენ დაპირებას, რომელსაც ჩვენ ღმერთის წინაშე ვდებთ, შეყოვნდით და დაეხმარეთ მათ დაფაზე გამოსახული წინადადების დასრულებაში იმ დაპირებით, რომელიც მათ მოისმინეს.

  • რას ნიშნავს საკუთარ თავზე იესო ქრისტეს სახელის [აღება]? იმისათვის, რომ დაეხმაროთ ბავშვებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში, გაუზიარეთ მათ მაგალითი, როდესაც ჩვენ რამეს ჩვენს სახელს ვარქმევთ. რატომ ვარქმევთ ჩვენს სახელებს ამ რაღაცებს? რატომ ისურვებდა იესო ქრისტე თავისი სახელის ჩვენზე დარქმევას? სასურველია პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის შემდეგი ახსნის გაზიარება: „ჩვენი ქმედებებისა და სიტყვების მეშვეობით მხსნელის სახელის აღება ჩვენს თავზე მოიცავს სხვებისადმი დამოწმებასა და განცხადებას: იესო არის ქრისტე“ (“ეკლესიის სწორი სახელწოდება,” გენერალური კონფერენცია, ოქტომბერი, 2018).

მღვდლობის ძალა, უფლებამოსილება და გასაღებები

ღმერთი აკურთხებს თავის შვილებს მღვდლობის ძალით.

ღვთის ყველა შვილი — ქალი და მამაკაცი, ახალგაზრდა და მოხუცი — იღებს ღვთის ძალას, როდესაც იცავს მასთან დადებულ აღთქმებს. ჩვენ ვდებთ ამ აღთქმებს, როდესაც ვიღებთ მღვდლობის წეს-ჩვეულებებს, მაგალითად, ნათლობა (იხილეთ ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო: მსახურება უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში, 3.5, 3.6, სახარების ბიბლიოთეკა). მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ რასელ მ. ნელსონი “Spiritual Treasures,” Liahona, Nov. 2019, 76–79;„მღვდლობის პრინციპები“, თავი 3 ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო.

შესაძლო აქტივობები

  • დაეხმარეთ ბავშვებს, შეამჩნიონ კურთხევები, რომლებსაც იღებენ მღვდლობის გამო. იდეებისთვის შეგიძლია აჩვენო მათ ვიდეო „მღვდლობის კურთხევები“ (სახარების ბიბლიოთეკა). სასურველია ეს კურთხევები დაფაზე ჩამოწეროთ. რატომ არის ეს კურთხევები ჩვენთვის მნიშვნელოვანი? დაამოწმეთ, რომ ეს კურთხევები ჩვენთან მოდის იესო ქრისტესა და მისი მღვდლობის ძალის წყალობით.

    3:5

    Blessings of the Priesthood

  • დაეხმარეთ ბავშვებს, იპოვონ სურათები, რომლებიც ასახავენ იმას, თუ როგორ იყენებს ღმერთი თავის ძალას ჩვენს საკურთხევლად. მაგალითად, მათ შეუძლიათ მოიძიონ სამყაროს სურათი, რომელიც მან შექმნა ჩვენთვის, ავადმყოფების განკურნების მაგალითები და წმინდა წეს-ჩვეულებები, რომლებიც მან მოგვცა (იხ. Gospel Art Book, nos. 3, 46, 104, 105, 107120). ისაუბრეთ, რატომ ხართ მადლიერი მღვდლობისთვის და კურთხევებისთვის, რომლებიც მას მოაქვს. დაეხმარეთ ბავშვებს, გაიხსენონ გამოცდილება, როდესაც მათ ღვთის მღვდლობის ძალით კურთხევა მიიღეს.

  • ჩვენს ცხოვრებაში ღვთის ძალის კურთხევის მიღების ერთ-ერთი მთავარი გზა არის მღვდლობის წეს-ჩვეულებები (იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 84:20). იმისათვის, რომ დაეხმაროთ ბავშვებს ამ ჭეშმარიტების შესწავლაში, შეგიძლიათ შემდეგი წმინდა წერილები ჩამოწეროთ დაფაზე: 3 ნეფი 11:21–26, 33 (ნათლობა); მორონი 2 (წევრად დამტკიცება); მორონი 4–5 (ზიარება). ბავშვებს უნდა შეეძლოთ, სათითაოდ აირჩიონ ამ მონაკვეთებიდან ერთ-ერთი და დაადგინონ მასში აღწერილი წეს-ჩვეულება. სთხოვეთ ბავშვებს ისაუბრონ, თუ როგორ მიიღეს პირადი კურთხევები მღვდლობის წეს-ჩვეულებების მიღებით.

  • დაეხმარეთ ბავშვებს გააცნობიერონ, რომ ისინი მიიღებენ ძალას ღვთისგან, როცა მოინათლებიან და დაიცავენ ნათლობის აღთქმას. ჰკითხეთ ბავშვებს, როგორ დაეხმარება მათ ეს ძალა.

ღვთის საქმეს განკარგავს მღვდლობის გასაღებები და ის სრულდება მღვდლობის უფლებამოსილებით.

როდესაც ადამიანი ხელდასხმით არის დანიშნული მოწოდებაზე ან დაევალება ღვთის საქმეში დახმარება, მას შეუძლია განახორციელოს მღვდლობის დელეგირებული უფლებამოსილება. გარდა ამისა, ეკლესიის ღირს მამაკაც წევრებს შეუძლიათ მღვდლობისა და მღვდლობის წოდების მიღება. ეკლესიაში მღვდლობის სრული უფლებამოსილების გამოყენება იმართება იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც აქვთ მღვდლობის გასაღებები, სახელდობრ: პალოს პრეზიდენტი, ეპისკოპოსი და ქვორუმის პრეზიდენტები. მღვდლობის გასაღებები არის უფლებამოსილება, მართო მღვდლობის გამოყენება უფლის საქმის შესრულების მიზნით.

შესაძლო აქტივობები

  • ბავშვებთან ერთად წაიკითხეთ მარკოზი 3:14–15და აჩვენეთ მათ იქ აღწერილი მოვლენის სურათი (მაგალითად, Gospel Art Book, გვერდი 38). ჰკითხეთ ბავშვებს, უნახავთ თუ არა მათ ვინმე, ხელდასხმით დანიშნული მოწოდებაზე ან მღვდლობის წოდებაზე ხელდასხმული (ან მოუყევით მათ თქვენი გამოცდილების შესახებ). რამდენად ჰგავს ეს იმას, რაც მხსნელმა თავის მოციქულებთან გააკეთა? დაეხმარეთ ბავშვებს, დაფაზე ჩამოწერონ მოწოდებები ან მღვდლობის სხვადასხვა წოდებები, რომლებიც შეიძლება მიეცეთ ეკლესიის წევრებს, მაგალითად, მასწავლებელს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელს. თითოეული მოწოდების ან წოდების გვერდით შეგიძლიათ დაწეროთ ის, რისი უფლებამოსილებაც აქვს ამ მოწოდების ან წოდების მქონე ადამიანს. მოუყევით ბავშვებს, როგორ დაგეხმარათ მსახურებაში მღვდლობის გასაღებების მქონე ადამიანის მიერ თქვენი ხელდასხმით დანიშვნა.

  • სთხოვეთ ბავშვებს, მოიფიქრონ ისეთი რამ, რისთვისაც გასაღები გჭირდება, მაგალითად, მანქანა ან კარი. რა ხდება, თუ გასაღები არ გაქვთ? ერთად წაიკითხეთ მოძღვრება და აღთქმები 65:2 და გაუზიარეთ თქვენი დამოწმება მღვდლობის გასაღებების ქონის მნიშვნელობის შესახებ. შეგიძლია უყუროთ ვიდეოს “Where Are the Keys?” (სახარების ბიბლიოთეკა) და ეძიოთ, რა თქვა უხუცესმასტივენსონმა მღვდლობის გასაღებების შესახებ.

    2:51

    Where Are the Keys?

ტაძარი და ბედნიერების გეგმა

ტაძარი უფლის სახლია.

ტაძრები ზეციერი მამის გეგმის ნაწილია თავისი შვილებისთვის. ტაძრებში ჩვენ ვდებთ წმინდა აღთქმებს ღმერთთან, შევიმოსებით მღვდლობის ძალაუფლებით, ვიღებთ გამოცხადებას, ვასრულებთ წეს-ჩვეულებებს ჩვენი გარდაცვლილი წინაპრებისთვის და ჩვენს ოჯახებთან სამარადისოდ ჩავიბეჭდებით. ეს ყველაფერი შესაძლებელია იესო ქრისტეს და მისი გამომსყიდველი მსხვერპლის წყალობით.

როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ ბავშვებს, რომლებსაც ასწავლით, აღიარონ უფლის სახლის სიწმინდე და მოემზადონ, ღირსნი იყვნენ, მონაწილეობა მიიღონ სატაძრო წეს-ჩვეულებებში? გაითვალისწინეთ ამ რესურსის გადახედვა: რასელ მ. ნელსონი, „ტაძარი და თქვენი სულიერი საძირკველი“, გენერალური კონფერენცია, ოქტომბერი, 2021; “Why Latter-day Saints Build Temples,” temples.ChurchofJesusChrist.org.

ახალგაზრდები ტაძარში

ტაძრები ზეციერი მამის გეგმის ნაწილია თავისი შვილებისთვის.

შესაძლო აქტივობები

  • აჩვენეთ ტაძრის ერთი ან მეტი სურათი. ჰკითხეთ ბავშვებს, რა ხდის ტაძარს განსაკუთრებულ ადგილად. მიუთითეთ, რომ თითოეულ ტაძარზე არის ეს წარწერა: „სიწმინდე უფალს — უფლის სახლი“. ჰკითხეთ ბავშვებს, მათი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს „სიწმინდე უფალს“. რატომ ჰქვია ტაძარს უფლის სახლი? რას გვასწავლის ეს ტაძრის შესახებ? თუ რომელიმე ბავშვი იყო ტაძარში, მათ ასევე შეუძლიათ გაუზიარონ სხვებს, რას გრძნობდნენ იქ ყოფნისას. თუ ნამყოფი ხართ ტაძარში გაგვიზიარეთ, როგორ იგრძენით იქ უფლის სუფევა და ისაუბრეთ იმაზე, თუ რატომ არის ტაძარი თქვენთის წმინდა ადგილი.

  • ერთად წაიკითხეთ მოძღვრება და აღთქმები 97:15–17. სთხოვეთ ბავშვებს ეძიონ, რას ელის უფალი ადამიანებისგან, რომლებიც მის წმინდა სახლში შედიან. რატომ უნდა ვიყოთ ღირსი იმისათვის, რომ მის სახლში შევიდეთ? ამ საუბარში ესაუბრეთ ბავშვებს სატაძრო რეკომენდაციების შესახებ, მათ შორის იმაზე, თუ როგორ მიიღონ ის. თქვენ შეგიძლიათ სთხოვოთ ეპისკოპოსობის წევრს, გაუზიაროს მათ, თუ რა არის სატაძრო რეკომენდაციის მისაღებად გასაუბრება და კითხვები, რომლებიც ისმება ამ გასაუბრების დროს.

ტაძარში ჩვენ აღთქმებს ვდებთ ღმერთის წინაშე.

პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი ასწავლიდა: „იესო ქრისტე გვიწვევს დავადგეთ აღთქმის გზას, რომელიც მიგვიყვანს უკან, ზეციერი მშობლების გარემოცვაში და სადაც ვიქნებით საყვარელ ადამიანებთან ერთად“ („მოდი და გამომყევი“, გენერალური კონფერენცია, აპრილი, 2019). დაეხმარეთ ბავშვებს გააცნობიერონ, რომ აღთქმის გზა მოიცავს ნათლობას, წევრად დამტკიცებას, სატაძრო შემოსვასა და ჩაბეჭდვას.

შესაძლო აქტივობები

  • სთხოვეთ ბავშვებს, დაგეხმარონ იმ აღთქმის გადახედვაში, რომელსაც ღმერთთან ნათლობისას ვდებთ და რომელსაც ზიარების მიღებისას ვაახლებთ (იხილეთ მოსია 18:10, 13; მოძღვრება და აღთქმები 20:77, 79). აჩვენეთ ტაძრის სურათი და აუხსენით, რომ ზეციერ მამას აქვს მეტი კურთხევა, რომელთა ჩვენთვის მოცემაც ტაძარში სურს.

  • დახატეთ კარიბჭე, რომელსაც მივყავართ ბილიკთან. ჰკითხეთ ბავშვებს, რატომ ფიქრობენ, რომ ბილიკი აადვილებს საქმეს. ერთად წაიკითხეთ 2 ნეფი 31:17–20, სადაც ნეფი ნათლობის აღთქმას კარიბჭეს ადარებს და მოგვიწოდებს, გავაგრძელოთ გზა ნათლობის შემდეგ. ნათლობის შემდეგ უფრო მეტი აღთქმაა დასადები, მათ შორის, ტაძარში დადებული აღთქმები. აუხსენით, რომ პრეზიდენტმა ნელსონმა უწოდა ამ გზას „აღთქმის გზა“.

ტაძარში ჩვენ შეგვიძლია მოვინათლოთ და მივიღოთ წევრად დამტკიცება გარდაცვლილი წინაპრებისთვის.

იესო ქრისტეს სახარება შესაძლებელს ხდის, ღვთის ყველა შვილი დაბრუნდეს მასთან საცხოვრებლად, მაშინაც კი, თუ ისინი სახარების ცოდნის გარეშე გარდაიცვლებიან. ტაძარში შეგვიძლია მოვინათლოთ და მივიღოთ წევრად დამტკიცება მათი სახელით.

შესაძლო აქტივობები

  • ისაუბრეთ იმ დროზე, როდესაც ვიღაცამ ისეთი რამ გააკეთა თქვენთვის, რისი გაკეთებაც თქვენ არ შეგეძლოთ. სთხოვეთ ბავშვებს, ისაუბრონ მსგავს გამოცდილებაზე. აუხსენით, რომ როცა ტაძარში მივდივართ, შეგვიძლია მივიღოთ წმინდა წეს-ჩვეულებები, მაგალითად, გარდაცვლილთათვის ნათლობა. როგორ ვგავართ იესოს, როცა გარდაცვლილთათვის სამუშაოს ვასრულებთ? რა გააკეთა მან ჩვენთვის, რაც საკუთარი თავისთვის ვერ გავაკეთეთ?

  • სთხოვეთ ერთ ან მეტ ახალგაზრდას, რომლებიც მოინათლნენ თავიანთი წინაპრებისთვის, ისაუბრონ თავიანთი გამოცდილების შესახებ. ჰკითხეთ მათ, როგორი იყო მათი ტაძარში ყოფნის გამოცდილება. წაახალისეთ ისინი ისაუბრონ, რას გრძნობდნენ თავიანთი წინაპრებისთვის ამ სამუშაოს შესრულებისას.

  • დახატეთ ხე, ფესვებითა და ტოტებით. სთხოვეთ ბავშვებს დაფიქრდნენ, როგორ ჰგავს ოჯახი ხეს. ფესვებს დაარქვით წინაპრები, ტოტებს – შთამომავლები, ხოლო ხის ტანს – შენ. ერთად წაიკითხეთ ეს წინადადება მოძღვრება და აღთქმები 128:18-დან: „ვინაიდან, ჩვენ მათ [ჩვენი წინაპრების] გარეშე ვერ გავხდებით სრულყოფილნი; ვერც ისინი გახდებიან სრულყოფილნი ჩვენ გარეშე“. დასვით შემდეგი სახის კითხვები: „რატომ გვჭირდებიან ჩვენი წინაპრები? რატომ ვჭირდებით ჩვენ ჩვენს წინაპრებს? როგორ დაგვეხმარნენ მშობლები, პაპა-ბებია და სხვა წინაპრები?“ სთხოვეთ ბავშვებს, მოძღვრება და აღთქმები 128:18-ში მოძებნონ ფრაზა, რომელიც აღწერს, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენს წინაპრებს.

  • სასურველია, თითოეული ბავშვის მშობლებთან ითანამშრომლოთ, რათა იპოვოთ წინაპრის სახელი, რომელსაც სატაძრო წეს-ჩვეულებები სჭირდება (იხილეთ FamilySearch.org).