„დანართი გ: დაწყებითი საზოგადოებისთვის — მითითებები სიმღერის დროისა და ბავშვთა ზიარების შეკრების პრეზენტაციისთვის“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2026 (2026)
„დანართი გ“, მოდი და გამომყევი: ძველი აღთქმა 2026
დანართი გ
დაწყებითი საზოგადოებისთვის — მითითებები სიმღერის დროისა და ბავშვთა ზიარების შეკრების პრეზენტაციისთვის
სასულიერო მუსიკა არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება ბავშვებს, გაეცნონ ზეციერი მამის ბედნიერების გეგმასა და იესო ქრისტეს სახარების ფუნდამენტურ ჭეშმარიტებებს. როდესაც ბავშვები მღერიან სახარების პრინციპების შესახებ, სულიწმინდა დაამოწმებს მათ სიმართლეს. სიტყვები და მუსიკა ბავშვების გონებასა და გულებში მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში დარჩება.
ეძიეთ სულიწმინდის დახმარება, როცა ემზადებით სახარების სწავლებისთვის მუსიკის საშუალებით. გაუზიარეთ მათ თქვენი დამოწმება იმ ჭეშმარიტების შესახებ, რომლის შესახებაც მღერით. დაეხმარეთ ბავშვებს დაინახონ, როგორ უკავშირდება მუსიკა იმას, რასაც ისინი სწავლობენ და განიცდიან სახლში და დაწყებითი საზოგადოების კლასებში.
ზიარების შეკრების პრეზენტაციის სახელმძღვანელო მითითებები
ეპისკოპოსის ხელმძღვანელობით, ბავშვთა ზიარების შეკრების პრეზენტაცია, ჩვეულებრივ, წლის მეოთხე კვარტალში იმართება. როგორც დაწყებითი საზოგადოების პრეზიდენტობამ და მუსიკის ხელმძღვანელმა, იმუშავეთ დაწყებითი საზოგადოების ზედამხედველ ეპისკოპოსობის მრჩეველთან, რათა დაგეგმოთ პრეზენტაცია.
პრეზენტაციამ ბავშვებს უნდა მისცეს საშუალება წარმოადგინონ ის, რაც მათ და მათმა ოჯახებმა ისწავლეს მოძღვრება და აღთქმებიდან სახლში და დაწყებითი საზოგადოების კლასებში, მათ შორის, დაწყებითი საზოგადოების კლასის სიმღერები, რომლებიც მათ წლის განმავლობაში იმღერეს. პრეზენტაციის დაგეგმვისას იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ დაეხმარება მრევლს მხსნელზე და მის სწავლებებზე ყურადღების გამახვილება.
მცირერიცხოვანი ბავშვების მქონე დანაყოფებმა შეიძლება გაითვალისწინონ სხვადასხვა გზები, რომელთა საშუალებითაც ოჯახის წევრები შვილებთან ერთად შეძლებენ მონაწილეობის მიღებას. ეპისკოპოსობის წევრს შეუძლია, კრება დაასრულოს მოკლე შენიშვნებით.
პრეზენტაციის მომზადებისას გახსოვდეთ შემდეგი მითითებები:
-
პრაქტიკა არ უნდა ართმევდეს ზედმეტ დროს დაწყებითი საზოგადოების კლასებს ან ოჯახებს.
-
თვალსაჩინო მასალები, კოსტუმები და მედია პრეზენტაციები ზიარების შეკრებისთვის შესაფერისი არ არის.
იხილეთ ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო: მსახურება უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში, 12.2.1.2, სახარების ბიბლიოთეკა.
მითითებები სიმღერის დროისთვის
5 წუთი (დაწყებითი საზოგადოების პრეზიდენტობა): გახსნითი ლოცვა, წმინდა წერილი ან რომელიმე მუხლი რწმენის სიმბოლოებიდან და ერთი მოხსენება
20 წუთი (მუსიკის ხელმძღვანელი): სიმღერის დრო
დაწყებითი საზოგადოების პრეზიდენტობა და მუსიკის ხელმძღვანელი ირჩევენ სიმღერებს ყოველთვიურად, რათა განამტკიცონ პრინციპები, რომლებსაც ბავშვები სწავლობენ თავიანთ კლასებსა და სახლში. სიმღერების სია, რომლებიც აძლიერებენ ამ პრინციპებს, მოცემულია ამ სახელმძღვანელოში.
როდესაც ბავშვებს სიმღერებს ასწავლით, სთხოვეთ მათ, ისაუბრონ იმაზე, რაც უკვე ისწავლეს იმ ამბებისა და მოძღვრების პრინციპების შესახებ, რომლებსაც სიმღერები ასწავლის. სთხოვეთ ბავშვებს, ისაუბრონ თავიანთ აზრებსა და გრძნობებზე იმ ჭეშმარიტების შესახებ, რომლებიც ასახულია სიმღერებში.
საბავშვო სიმღერები არის მუსიკის ძირითადი რესურსი დაწყებითი საზოგადოების ბავშვებისთვის. ასევე გამოიყენება საგალობლები საგალობლების წიგნიდან და სიმღერები ჟურნალიდან მეგობარი. ასევე შეგიძლიათ, გამოიყენოთ სიმღერები საგალობლების წიგნიდან Hymns—For Home and Church. დაწყებითი საზოგადოების ბავშვებისთვის ნებისმიერი სხვა მუსიკის გამოყენება უნდა დაამტკიცოს ეპისკოპოსმა (იხილეთ ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 12.3.4).
მუსიკა სიმღერის დროისთვის
იანვარი
-
„მე ვიცი, რომ მამა-ღმერთი არსებობს“, საგალობლები და საბავშვო სიმღერები, გვერდი 59
-
“I Will Follow God’s Plan,” Children’s Songbook, 164-65
თებერვალი
-
“Follow the Prophet,” Children’s Songbook, 110–11
-
„ოჯახური ლოცვა“, საგალობლები და საბავშვო სიმღერები, გვერდი 67
მარტი
-
“Kindness Begins with Me,” Children’s Songbook, 145
-
„მე შენ მჭირდები მუდამ“, საგალობლები და საბავშვო სიმღერები, გვერდი 12
აპრილი
-
“Gethsemane,” Gospel Library
-
“Keep the Commandments,” Children’s Songbook, 146
მაისი
-
“Holy Places,” Gospel Library
-
„როს წავიკითხე ტკბილი ამბავი“, საგალობლები და საბავშვო სიმღერები, გვერდი 60
ივნისი
-
“I Will Be Valiant,” Children’s Songbook, 162
-
„როს სახლში სიყვარული დაისადგურებს“, საგალობლები და საბავშვო სიმღერები, გვერდი 44
ივლისი
-
“Search, Ponder, and Pray,” Children’s Songbook, 109
-
“I Pray in Faith,” Children’s Songbook, 14
აგვისტო
-
„ეცადე, მოიქცე სწორად“, საგალობლები და საბავშვო სიმღერები, გვერდი 64
-
„გმადლობ, ძვირფასო მამაო“, საგალობლები და საბავშვო სიმღერები, გვერდი 61
სექტემბერი
-
„როგორ ვიარო ნათელში, მითხარ“, საგალობლები და საბავშვო სიმღერები, გვერდი 66
-
“Love Is Spoken Here,” Children’s Songbook, 190–91
ოქტომბერი
-
„მე შვილი ვარ ღვთისა“, საგალობლები და საბავშვო სიმღერები, გვერდი 58
-
“I Lived in Heaven,” Children’s Songbook, 4
ნოემბერი
-
“Families Can Be Together Forever,” Children’s Songbook, 188
-
„აკეთე კარგი, კეთილი საქმე“, საგალობლები და საბავშვო სიმღერები, გვერდი 34
დეკემბერი
-
“We’ll Bring the World His Truth,” Children’s Songbook, 172–73
-
“The Hearts of the Children,” Children’s Songbook, 92–93
მუსიკის გამოყენება მოძღვრების სწავლებისთვის
სიმღერის დრო მიზნად ისახავს, დაეხმაროს ბავშვებს სახარების ჭეშმარიტების შესწავლაში. საგალობლებსა და დაწყებითი საზოგადოების სიმღერებში არსებული სახარების პრინციპების სწავლების დაგეგმვისას შეიძლება, შთაგაგონოთ შემდეგმა იდეებმა.
წაიკითხეთ შესაბამისი წმინდა წერილები. საბავშვო სიმღერების კრებულსა და საგალობლების წიგნში მრავალი სიმღერისთვის მითითებულია შესაბამისი წმინდა წერილები. დაეხმარეთ ბავშვებს, წაიკითხონ ზოგიერთი ეს ნაწყვეტი და ისაუბრონ იმაზე, თუ როგორ უკავშირდება წმინდა წერილები სიმღერას. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაფაზე ჩამოწეროთ წმინდა წერილების რამდენიმე ამონარიდი და სთხოვოთ ბავშვებს, დააკავშირონ თითოეული ამონარიდი სიმღერასთან ან სიმღერის სტროფთან.
შეავსეთ გამოტოვებული სივრცე. დაწერეთ დაფაზე სიმღერის ერთი სტროფი, რამდენიმე გამოტოვებული საკვანძო სიტყვით. შემდეგ სთხოვეთ ბავშვებს, იმღერონ სიმღერა და ყური დაუგდონ სიტყვებს, რომლებიც ავსებენ ცარიელ სივრცეს. სანამ ისინი თითოეულ ცარიელ სივრცეს ავსებენ განიხილეთ, სახარების რა პრინციპებს ისწავლით გამოტოვებული სიტყვებიდან.
დაამოწმეთ. გაუზიარეთ ბავშვებს მოკლე მოწმობა სახარებისეული ჭეშმარიტებების შესახებ, რომლებიც დაწყებითი საზოგადოების სიმღერაშია. დაეხმარეთ ბავშვებს გააცნობიერონ, რომ სიმღერა არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც შეუძლიათ დამოწმება და სულიწმინდის შეგრძნება.
დადექით მოწმედ. სთხოვეთ ბავშვებს, რიგრიგობით ადგნენ და ისაუბრონ, თუ რას სწავლობენ სიმღერიდან, რომელსაც მღერიან ან რას გრძნობენ სიმღერაში ნასწავლი ჭეშმარიტების მიმართ. ჰკითხეთ მათ, რას გრძნობენ, როდესაც სიმღერას მღერიან და დაეხმარეთ მათ, ამოიცნონ სულიწმინდის გავლენა.
გამოიყენეთ სურათები. სთხოვეთ ბავშვებს, დაგეხმარონ, იპოვოთ ან შექმნათ ნახატები, რომლებიც შეესაბამება მნიშვნელოვან სიტყვებს ან ფრაზებს სიმღერიდან. სთხოვეთ მათ, ისაუბრონ, თუ როგორ უკავშირდება სურათები სიმღერას და რას ასწავლის სიმღერა. მაგალითად, თუ შენ ასწავლი სიმღერას “When He Comes Again” (Children’s Songbook, 82–83), შეგიძლია მთელ ოთახში მოათავსო სურათები, რომლებიც ასახავს მნიშვნელოვან სიტყვებს სიმღერიდან (მაგალითად ანგელოზები, თოვლი, და ვარსკვლავი). სთხოვეთ ბავშვებს, შეაგროვონ ნახატები და დაიჭირონ ისინი სწორი თანმიმდევრობით, როცა ერთად მღერით სიმღერას.
ჩაატარეთ გაკვეთილი თვალსაჩინო მასალების გამოყენებით. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ობიექტი, რათა უბიძგოთ მათ სიმღერის განხილვისკენ. მაგალითად, “My Heavenly Father Loves Me” (Children’s Songbook, 228–29 სიმღერის შესრულებისას შეგიძლიათ ბავშვებს აჩვენოთ ისეთი საგნების სურათი, როგორებიცაა: ჩიტი, წვიმა ან ყვავილები. ამან შეიძლება გამოიწვიოს საუბარი იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ვიპოვოთ ზეციერი მამის სიყვარულის ნიშნები ჩვენ გარშემო.
წაახალისეთ საუბარი პირად გამოცდილებებზე. დაეხმარეთ ბავშვებს, დააკავშირონ სიმღერაში ნასწავლი პრინციპები იმ გამოცდილებასთან, რომელიც მათ ამ პრინციპებთან დაკავშირებით მიიღეს. მაგალითად, სანამ იმღერებთ „უფალმა მომცა ტაძარი“ (საგალობლები და საბავშვო სიმღერები, გვერდი 62), შეგიძლიათ სთხოვოთ ბავშვებს, ასწიონ ხელები, თუ ტაძარი ნანახი აქვთ. სთხოვე მათ, როცა მღერიან, დაფიქრდნენ იმაზე, თუ რას გრძნობენ ტაძრის დანახვისას.
დასვით კითხვები. სიმღერების შესრულების დროს შეგიძლიათ ბევრი კითხვა დასვათ. მაგალითად, შეგიძლიათ ჰკითხოთ ბავშვებს, რას სწავლობენ სიმღერის თითოეული სტროფიდან. თქვენ ასევე შეგიძლიათ სთხოვოთ მათ, მოიფიქრონ კითხვები, რომლებზეც სიმღერა პასუხობს. ამან შეიძლება სიმღერაში ნასწავლი ჭეშმარიტების შესახებ დისკუსია გამოიწვიოს.
გამოიყენეთ ხელის მარტივი მოქმედებები. სთხოვეთ ბავშვებს, მოიფიქრონ ხელის მარტივი მოქმედებები, რათა გაუიოლდეთ, დაიმახსოვრონ სიმღერის სიტყვები და გზავნილები. მაგალითად, როცა მღერით სიმღერას “Search, Ponder, and Pray” (Children’s Songbook, 109), შეგიძლია სთხოვოთ ბავშვებს, მიუთითონ თვალებზე, როცა მღერიან წმინდა წერილის შესწავლის შესახებ, მიუთითონ თავზე, როცა მღერიან დაფიქრების შესახებ და გულზე დაიკრიბონ ხელები, როცა მღერიან ლოცვის შესახებ.