Come, Follow Me
დანართი დ: აარონის მღვდლობის ქვორუმებისა და ახალგაზრდა ქალების გაკვეთილებისთვის — შეხვედრების განრიგი


„დანართი დ: აარონის მღვდლობის ქვორუმებისა და ახალგაზრდა ქალების გაკვეთილებისთვის — შეხვედრების განრიგი“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2026 (2026)

„დანართი დ“, მოდი და გამომყევი: ძველი აღთქმა 2026

დანართი დ

აარონის მღვდლობის ქვორუმებისა და ახალგაზრდა ქალების გაკვეთილებისთვის — შეხვედრების განრიგი

შეხვედრის თარიღი:

წამყვანი (კლასის ან ქვორუმის პრეზიდენტობის წევრი):

გახსნა

საგალობელი (არასავალდებულო):

ლოცვა:

გაიმეორეთ ახალგაზრდა ქალების თემა ან აარონის მღვდლობის ქვორუმის თემა.

ითათბირეთ ერთად

წამყვანის ხელმძღვანელობით კლასი ან ქვორუმი 5-10 წუთის განმავლობაში თათბირობს მათი პასუხისმგებლობის შესახებ ხსნისა და ამაღლების ღვთის საქმეში. ეს არის შესაძლებლობა კლასის ან ქვორუმის პრეზიდენტობისთვის, დააზუსტოს პრეზიდენტობის შეხვედრებზე ან მრევლის ახალგაზრდული საბჭოს სხდომებზე განხილული საკითხების შესრულება.

წამყვანმა შეიძლება გამოიყენოს ერთი ან მეტი ამ კითხვათაგან:

სახარების მიხედვით ცხოვრება

  • რომელმა ბოლოდროინდელმა გამოცდილებამ გააძლიერა იესო ქრისტესი და მისი სახარებისადმი ჩვენი დამოწმებები?

  • რას ვაკეთებთ, რომ უფრო მივუახლოვდეთ მხსნელს? როგორ ვცდილობთ უფრო მეტად დავემსგავსოთ მას?

  • როგორ ვიგრძენით უფლის ხელმძღვანელობა ჩვენს ცხოვრებაში?

გაჭირვებულ ადამიანებზე ზრუნვა

  • ვისი დახმარების ან მსახურების გრძნობა გაგვიჩნდა? რა დავალებები მიგვიღია გაჭირვებულის დასახმარებლად?

  • რა გამოწვევების წინაშე დგანან ჩვენი კლასის ან ქვორუმის წევრები? როგორ შეგვიძლია, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს იმაში, რასაც ცხოვრებაში გავდივართ?

  • ვინმე ახლახან გადმოვიდა ჩვენს მრევლში ან შეუერთდა ეკლესიას? როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, რომ თავი კომფორტულად იგრძნონ?

სახარების მიღებისთვის ყველას მოხმობა

  • რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რათა დავეხმაროთ სხვებს, იგრძნონ ღვთის სიყვარული?

  • რა აქტივობები იგეგმება, რომლებზეც შეგვიძლია ჩვენი მეგობრების მოწვევა?

  • სახარების გავრცელების რა გეგმები იქნა განხილული მრევლის ახალგაზრდული საბჭოს სხდომებზე? როგორ შეუძლია ჩვენს კლასს ან ქვორუმს მონაწილეობის მიღება?

ოჯახების გაერთიანება სამარადისოდ

  • რა გზებით შეგვიძლია, უკეთ დავუკავშირდეთ ოჯახის წევრებს, მათ შორის პაპა-ბებიებს და ბიძაშვილ-მამიდაშვილ-დეიდაშვილებს?

  • რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ ვიპოვოთ ჩვენი წინაპრების სახელები, რომლებსაც სატაძრო წეს-ჩვეულებები სჭირდებათ? რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რათა დავეხმაროთ სხვებს თავიანთი წინაპრების სახელების პოვნაში?

  • როგორ შეგვიძლია, უფრო მეტი მონაწილეობა მივიღოთ სატაძრო სამუშაოში — ინდივიდუალურად, მთელი კლასით ან ქვორუმით?

ერთად სწავლა

ზრდასრული წინამძღოლი, ქვორუმის ან კლასის წევრი უძღვება ამ კვირის მოდი და გამომყევი -ს წაკითხვას. ისინი იყენებენ სასწავლო იდეებს რესურსიდან მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისათვის. შესწავლის იდეა ამ სემინარიის ხატულა ხატულით უკავშირდება სემინარიას და განსაკუთრებით ეხება ახალგაზრდებს. თუმცა, სწავლის ნებისმიერი იდეა შეიძლება იქნეს გამოყენებული. შეხვედრის ამ ნაწილს, ჩვეულებრივ, დაახლოებით 35-40 წუთი სჭირდება.

დახურვა

შეხვედრის წამყვანი:

  • დაამოწმებს პრინციპებს, რომლებიც ისწავლება.

  • მსჯელობს, თუ როგორ გაითვალისწინებს კლასი ან ქვორუმი იმას, რაც ისწავლეს — ჯგუფურად თუ ინდივიდუალურად.

ლოცვა: