Come, Follow Me
დანართი ა: მშობლებისთვის — მოამზადეთ თქვენი შვილები, მთელი ცხოვრების განმავლობაში ღვთის აღთქმის გზაზე სასიარულოდ


„დანართი ა: მშობლებისთვის — მოამზადეთ თქვენი შვილები, მთელი ცხოვრების განმავლობაში ღვთის აღთქმის გზაზე სასიარულოდ“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)

„დანართი ა“, მოდი და გამომყევი: ძველი აღთქმა 2026

დედა და ვაჟიშვილი

დანართი ა

მშობლებისთვის — მოამზადეთ თქვენი შვილები, მთელი ცხოვრების განმავლობაში ღვთის აღთქმის გზაზე სასიარულოდ

რადგან ზეციერ მამას უყვარხართ, გენდობათ და იცის თქვენი პოტენციალი, ის გაძლევთ შესაძლებლობას დაეხმაროთ შვილებს, დადგნენ უფლის აღთქმის გზაზე და იარონ წინ, მარადიული ცხოვრებისკენ მიმავალი გზით (იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 68:25–28). ეს მოიცავს მათ დახმარებას, მოემზადონ წმინდა აღთქმების დასადებად და დასაცავად, როგორებიცაა ნათლობის აღთქმა და ტაძარში დადებული სხვა აღთქმები. ამ აღთქმების საშუალებით ბავშვები შეძლებენ, ხალისით დაუკავშირონ თავი მხსნელს, იესო ქრისტეს.

თქვენი შვილების აღთქმის გზაზე მოგზაურებისთვის მოსამზადებლად ბევრი გზა არსებობს და ზეციერი მამა დაგეხმარებათ, შვილების დასახმარებლად საუკეთესო გზის მონახვაში. შთაგონების ძიებისას გახსოვდეს, რომ ყველაფრის სწავლა არ ხერხდება ერთდროულად, დაგეგმილი გაკვეთილების დროს. სინამდვილეში, ნაწილობრივ, რაც სახლში სწავლას ასე ძლიერ მოქმედს ხდის, არის სწავლის შესაძლებლობა მაგალითითა და მცირე, მარტივი სწავლების ეპიზოდებით — რომლებიც ბუნებრივად ხდება ყოველდღიურ ცხოვრებაში. აღთქმის გზის შესახებ სწავლის პროცესი ისეთივე თანმიმდევრული, უწყვეტი პროცესია, როგორც აღთქმის გზით სიარული. (იხილეთ “Home and Family,” Teaching in the Savior’s Way [2022], 30–31.)

ქვემოთ არის რამდენიმე იდეა, რომელსაც მიჰყავხართ დამატებით შთაგონებამდე. დაწყებითი საზოგადოების ასაკის ბავშვების სწავლებისთვის დამატებითი იდეებისთვის მიმართეთ: „დანართი ბ: დაწყებითი საზოგადოებისთვის — მოამზადეთ ბავშვები, მთელი ცხოვრების განმავლობაში ღვთის აღთქმის გზაზე სასიარულოდ“.

ნათლობა და წევრად დამტკიცება

ნეფი ასწავლიდა, რომ „კარიბჭე, რომლითაც [ჩვენ] უნდა [შევიდეთ]“ აღთქმის გზაზე „არის მონანიება და წყლით ნათლობა“ (2 ნეფი 31:17). თქვენი მცდელობები ბავშვების დასახმარებლად, რათა მოემზადონ ნათლობისა და წევრად დამტკიცებისთვის, ხელს შეუწყობს მათ, ამ გზაზე მყარად დადგნენ. ეს მცდელობები იწყება იესო ქრისტეს რწმენისა და მონანიების სწავლებით. ისინი ასევე მოიცავს სწავლებას, თუ როგორ შეგვიძლია განვაახლოთ ნათლობის აღთქმა ყოველ კვირას ზიარების მიღებით.

მამა ნათლავს თავის ვაჟს ემბაზში

ნეფი ასწავლიდა, რომ „კარიბჭე, რომლითაც [ჩვენ] უნდა [შევიდეთ]“ აღთქმის გზაზე „არის მონანიება და წყლით ნათლობა“ (2 ნეფი 31:17).

შემდეგი რესური დაგეხმარებათ სწავლაში: 2 ნეფი 31; special issue of the Friend magazine about baptism; Topics and Questions, “Baptism,” Gospel Library.

  • ზეციერი მამისა და იესო ქრისტეს მიმართ რწმენის გამაძლიერებელი ყოველი გამოცდილების მიღებისას გაუზიარეთ ის თქვენს შვილებს. დაეხმარეთ მათ გაიგონ, რომ რწმენა არის ისეთი რამ, რისი გაძლიერებაც ცხოვრების განმავლობაში შეიძლება. რისი გაკეთება შეუძლია თქვენს შვილს, მონათვლამდე ქრისტეს მიმართ რწმენის გასაძლიერებლად?

  • როდესაც თქვენი შვილი მცდარ არჩევანს გააკეთებს, ხალისით ისაუბრეთ მონანიების ძღვენზე. და როდესაც არასწორ არჩევანს აკეთებთ, გაუზიარეთ სიხარული, რომელიც ცოდვების ყოველდღიური მოინანიებით მოდის. დაამოწმეთ, რომ რადგან იესო ქრისტე იტანჯა და მოკვდა ჩვენი ცოდვების გამო, ჩვენ შეგვიძლია ყოველდღიურად მოვინანიოთ, ვიყოთ მიტევებული და მივიღოთ ძალა, რომ შევიცვალოთ. როდესაც ბავშვი ეძიებს თქვენგან მიტევებას, აპატიეთ მას ადვილად და ხალისით.

  • მოუყევით ბავშვს თქვენი ნათლობის შესახებ. აჩვენეთ სურათები და გაუზიარეთ მოგონებები. ისაუბრეთ, რას გრძნობდით, როგორ დაგეხმარათ ნათლობის აღთქმების დაცვა, უკეთ შეგეცნოთ იესო ქრისტე და როგორ განაგრძობს აღთქმები თქვენი ცხოვრების კურთხევას. წაახალისეთ ბავშვი, დასვას კითხვები.

  • როდესაც თქვენს ოჯახში ან მეურვეობაში ნათლობაა, წაიყვანეთ შვილი მის სანახავად. ერთად ისაუბრეთ იმაზე, თუ რა ნახეთ და იგრძენით. თუ შესაძლებელია, ისაუბრეთ ადამიანთან, რომელიც ინათლება და დასვით შემდეგი სახის კითხვები: „როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? როგორ მოემზადეთ?“

  • ყოველთვის, როდესაც შენიშნავთ, რომ შვილი დანაპირებს ასრულებს, გულწრფელად შეაქეთ ის. ხაზი გაუსვით, რომ ვალდებულების შესრულება გვეხმარება ნათლობის დროს დადებული აღთქმების დაცვაში. რას ვპირდებით უფალს, როდესაც ვინათლებით? რას გვპირდება იგი ჩვენ? (იხილეთ მოსია 18:8–10, 13.)

  • ისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გაკურთხათ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრად დამტკიცებამ და წევრობამ. მაგალითად, როგორ მიეახლეთ ზეციერ მამასა და იესო ქრისტეს, როდესაც სხვებს ემსახურეთ და სხვები გემსახურნენ თქვენ? დაეხმარეთ ბავშვს მოიფიქროს, თუ რა გზებით შეიძლება ემსახუროს სხვებს და გააძლიეროს ისინი, როგორც ეკლესიის წევრმა. ასევე დაეხმარეთ მათ, განიცადონ და ამოიცნონ მსახურებიდან მიღებული სიხარული.

  • როდესაც თქვენ და თქვენი შვილი ერთად იღებთ წმინდა გამოცდილებას (ეკლესიაში, წმინდა წერილის კითხვისას ან ვინმეს მსახურების დროს), უთხარით მას თქვენი სულიერი გრძნობების ან შთაბეჭდილებების შესახებ. სთხოვეთ შვილს, გაგიზიაროთ გრძნობები. აღნიშნეთ სხვადასხვა გზები, რომელთა საშუალებითაც სულიწმინდა შეიძლება ესაუბროს ადამიანებს, მათ შორის, ისიც, თუ რა საშუალებით გესაუბრებათ იგი თქვენ. დაეხმარეთ შვილს, ამოიცნოს და გაგიზიაროთ მომენტები, როდესაც შესაძლოა, ის განიცდიდა სულიწმინდის გავლენას.

  • ერთად უყურეთ რამდენიმე ვიდეოს სახარების ბიბლიოთეკიდან შემდეგი სათაურით „Hear Him! (მას უსმინეთ!)“ ისაუბრეთ ერთად იმაზე, თუ როგორ ესმით უფლის მსახურებს მისი ხმა. სთხოვეთ თქვენს შვილს, დახატოს სურათი ან გადაიღოს ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორ ესმის მას მხსნელის ხმა.

  • ზიარება თქვენს ოჯახში წმინდა და სასიხარულო მოვლენად აქციეთ. გაუზიარეთ თქვენს შვილს, როგორ ამახვილებთ ყურადღებას იესო ქრისტეზე ზიარების დროს. დაეხმარეთ თქვენს შვილს შეადგინოს გეგმა, რათა აჩვენოს, რომ ზიარება მისთვის წმინდაა. მაგალითად, ზიარების ლოცვების სიტყვების მოსმენამ შეიძლება შეგვახსენოს ჩვენი ნათლობის აღთქმები.

  • ჟურნალ მეგობრის მრავალი გამოცემა შეიცავს სტატიებს, მოთხრობებსა და აქტივობებს, რომლებიც ეხმარება ბავშვებს, მოემზადონ ნათლობისა და წევრად დამტკიცებისათვის. მიეცით თქვენს შვილს არჩევანის გაკეთების საშუალება, რათა თქვენთან ერთად წაიკითხოს და ისიამოვნოს. (იხ. აგრეთვე კოლექცია “Preparing for Baptism” სახარების ბიბლიოთეკის საბავშვო სექციაში.)

მღვდლობის ძალა, უფლებამოსილება და გასაღებები

მღვდლობა არის ღმერთის უფლებამოსილება და ძალა, რომლითაც ის აკურთხებს თავის შვილებს. დედამიწაზე ღმერთის მღვდლობა დღეს არის უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში. „ეკლესიის ყველა წევრი, რომელიც იცავს თავის აღთქმებს — ქალები, კაცები და ბავშვები — კურთხეულია ღვთის მღვდლობის ძალით საკუთარ სახლებში, რათა გააძლიერონ საკუთარი თავი და ოჯახები“ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო: მსახურება უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში3.6, სახარების ბიბლიოთეკა). ეს ძალა დაეხმარება წევრებს ღვთის ხსნისა და ამაღლების სამუშაოს შესრულებაში მათ პირად ცხოვრებასა და ოჯახებში (იხილეთ ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო2.2).

როდესაც მამაკაცები და ქალები მსახურობენ საეკლესიო მოწოდებებში, ისინი ამას აკეთებენ მღვდლობის უფლებამოსილებითა და მღვდლობის გასაღებების მფლობელთა ხელმძღვანელობით. ზეციერი მამის ყველა შვილი — მისი ძენი და ასულნი — კურთხეულ იქნებიან, როდესაც უკეთ გაიგებენ მღვდლობას.

ჩვენ ვიღებთ წეს-ჩვეულებებს მღვდლობის უფლებამოსილებით. „ეკლესიის ღირსი მამაკაცი წევრები იღებენ მღვდლობის უფლებამოსილებას მღვდლობის მინიჭებისა და მღვდლობის წოდებებზე ხელდასხმის გზით“ (ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო3.4). მათ, ვისაც მღვდლობის წოდება აქვთ, შეიძლება უფლებამოსილება მიენიჭოთ იმ ადამიანის მიერ, რომელსაც მღვდლობის გასაღებები აქვს, რათა მღვდლობის წეს-ჩვეულებები შეასრულოს.

მღვდლობის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ რასელ მ. ნელსონის, “Spiritual Treasures,” Liahona, Nov. 2019, 76–79; Russell M. Nelson, “The Price of Priesthood Power,” Liahona, May 2016, 66–69; „Priesthood Principles [მღვდლობის პრინციპები]“, თავი 3 ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოში.

  • აქციეთ მღვდლობის წეს-ჩვეულებები თქვენი ოჯახის ცხოვრების თანმიმდევრულ ნაწილად. მაგალითად, დაეხმარეთ თქვენს შვილს, ყოველ კვირას სულიერად მოემზადოს ზიარებისთვის. წაახალისეთ თქვენი შვილი, მოიძიოს მღვდლობის კურთხევები, როდესაც ის ავად არის ან საჭიროებს ნუგეშს ან ხელმძღვანელობას. ჩვეულებად აქციეთ, მიუთითოთ გზები, თუ როგორ აკურთხებს უფალი თქვენს ოჯახს მღვდლობის ძალით.

  • როდესაც ერთად კითხულობთ წმინდა წიგნებს, თვალყური ადევნეთ შესაძლებლობებს, რათა განიხილოთ, თუ როგორ აკურთხებს ღმერთი ადამიანებს თავისი ძალით. გაუზიარეთ საკუთარი გამოცდილება იმის შესახებ, თუ როდის გაკურთხათ ღმერთმა თავისი მღვდლობის მეშვეობით. კურთხევების მაგალითები, რომლებსაც ღვთისგან მღვდლობის მეშვეობით ვიღებთ, იხილეთ ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 3.23.5.

  • ასწავლეთ შვილებს, რომ ნათლობის შემდეგ ნათლობის აღთქმის დაცვით მათ შეუძლიათ მიიღონ მღვდლობის ძალა. ერთად განიხილეთ პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის გზავნილი “Spiritual Treasures” (Liahona, ნოემბერი, 2019, 76–79). მოუყევით ბავშვს, როგორ შემოიტანა მღვდლობის წეს-ჩვეულებებმა ღვთის ძალა თქვენს ცხოვრებაში. იმისათვის, რომ ჩამოთვალოთ მღვდლობის ძალით კურთხევების რამდენიმე გზა, იხილეთ ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო3.5.

  • იმსჯელეთ კითხვაზე „როგორია უფლის მსახური?“ ერთად წაიკითხეთ მოძღვრება და აღთქმები 121:36–42 და მოიძიეთ პასუხები. როდესაც შეამჩნევთ, რომ თქვენი შვილი (ან ვინმე სხვა) იყენებს ამ მუხლებში მოცემულ ერთ-ერთ პრინციპს ან თვისებას, აღნიშნეთ ეს.

  • როდესაც თქვენ ან თქვენი შვილი იყენებთ გასაღებებს კარის გასაღებად ან მანქანის დასაქოქად, გაჩერდით ერთი წუთით და შეადარეთ ეს გასაღებები იმ გასაღებებს, რომლებიც მღვდლობის მფლობელ ხელმძღვანელებს აქვთ. (მღვდლობის გასაღებების განმარტებისთვის იხილეთ ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 3.4.1). რას „ხსნის“ ან „იწყებს“ ჩვენთვის მღვდლობის გასაღებები? ასევე იხილეთ გარი ე. სტივენსონის “Where Are the Keys and Authority of the Priesthood?,” Liahona, მაისი, 2016, 29–32; “Where Are the Keys?” (ვიდეო), სახარების ბიბლიოთეკა.

    2:51

    Where Are the Keys?

წინაპრებისთვის მონათვლა და წევრად დამტკიცება

ტაძრები ზეციერი მამის გეგმის ნაწილია მისი შვილებისთვის. უფლის სახლში ჩვენ ვდებთ წმინდა აღთქმებს ზეციერი მამის წინაშე, როდესაც ვმონაწილეობთ წმინდა წეს-ჩვეულებებში და ყოველივე ეს მიუთითებს იესო ქრისტეზე. ზეციერმა მამამ მისცა საშუალება თავის ყველა შვილს, რომ დადონ აღთქმები და მონაწილეობა მიიღონ წეს-ჩვეულებებში, მათ შორის იმ ადამიანებმა, რომლებმაც არ მიიღეს ისინი ამ ცხოვრებაში. იმ წლის დასაწყისში, როდესაც თქვენი შვილი 12 წლის ხდება, მას უკვე შეუძლია მოინათლოს და წევრად დამტკიცდეს გარდაცვლილი წინაპრებისთვის ტაძარში (იხილეთ აგრეთვე 1 კორინთელთა 15:29).

  • იარეთ უფლის სახლში იმდენად ხშირად, რამდენადაც თქვენი გარემოებები იძლევა ამის საშუალებას. ესაუბრეთ თქვენს შვილს იმის შესახებ, თუ რატომ დადიხართ ტაძარში და როგორ გეხმარებათ ტაძარი, უფრო მიუახლოვდეთ ზეციერ მამას და იესო ქრისტეს.

  • ერთად გადახედეთ სატაძრო რეკომენდაციის კითხვებს და განიხილეთ ისინი. მათი ნახვა შესაძლებელია: გვ. 36–37 სახელმძღვანელოში For the Strength of Youth: A Guide for Making Choices. ესაუბრეთ თქვენს შვილს იმის შესახებ, თუ რა ხდება სატაძრო რეკომენდაციის მისაღებ გასაუბრებაზე. გაუზიარეთ მათ, რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი სატაძრო რეკომენდაციის მიღება.

  • ერთად წაიკითხეთ მალაქია 3:24. ისაუბრეთ იმაზე, როგორ შეიძლება, თქვენი გულები თქვენი წინაპრებისკენ შებრუნდეს. შეიტყვეთ მეტი თქვენი წინაპრების შესახებ თქვენი ოჯახის ისტორიის ერთად შესწავლით FamilySearch.org-ზე. მოძებნეთ წინაპრები, რომლებსაც სჭირდებათ მონათვლა და წევრად დამტკიცება. მეურვეობის სატაძრო და ოჯახური ისტორიის კონსულტანტი დაგეხმარებათ.

  • ერთად განიხილეთ რესურსები კოლექციაში სათაურით “Temple” სახარების ბიბლიოთეკის საბავშვო სექციაში. (ასევე იხილეთ “Preparing Your Child for Temple Baptisms and Confirmations” ChurchofJesusChrist.org.)

პატრიარქის კურთხევის მიღება

პატრიარქის კურთხევა შეიძლება იყოს ხელმძღვანელობის, ნუგეშისა და შთაგონების წყარო. ის შეიცავს ჩვენთვის პირად რჩევას ზეციერი მამისგან და გვეხმარება, გავიგოთ ჩვენი მარადიული ვინაობა და დანიშნულება. დაეხმარეთ თქვენს შვილს, მოემზადოს პატრიარქის კურთხევის მისაღებად, ასწავლეთ მას პატრიარქის კურთხევის მნიშვნელობა და წმინდა ბუნება.

იხ.Topics and Questions, “Patriarchal Blessings,” Gospel Library.

  • გაუზიარეთ თქვენს შვილს პატრიარქის კურთხევით მიღებული საკუთარი გამოცდილება. შეგიძლიათ ისაუბროთ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: როგორ მოემზადეთ მის მისაღებად, როგორ დაგეხმარათ ის ღმერთთან დაახლოებაში და ღმერთი როგორ აგრძელებს თქვენს ხელმძღვანელობას ამ კურთხევის მეშვეობით. თქვენ ასევე შეგიძლიათ სთხოვოთ თქვენს შვილს, ესაუბროს ოჯახის სხვა წევრებს, რომლებმაც მიიღეს პატრიარქის კურთხევა.

  • ერთად გადახედეთ უხუცეს რენდალ კ. ბენეტის გზავნილს ‘Your Patriarchal Blessing—Inspired Direction from Heavenly Father” და უხუცეს კაზუჰიკო იამაშიტას გზავნილს „როდის მივიღოთ პატრიარქის კურთხევა“ (Liahona, მაისი, 2023, 42–43, 88–90). გაუზიარეთ ერთმანეთს, რასაც ისწავლით ამ გზავნილიდან იმის შესახებ, თუ რატომ სურს ზეციერ მამას, მივიღოთ პატრიარქის კურთხევა. პატრიარქის კურთხევის მიღების პროცესის გასაგებად იხილეთ ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 18.17.

  • თუ თქვენ გყავთ წინაპრები, რომლებმაც მიიღეს პატრიარქის კურთხევა, შესაძლოა შთამაგონებელი იყოს ზოგიერთი მათგანის თქვენს შვილთან ერთად წაკითხვა. გარდაცვლილი წინაპრების კურთხევის მოსათხოვნად, შედით ChurchofJesusChrist.org, დააწკაპუნეთ ხელსაწყოებზე ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში და აირჩიეთ პატრიარქის კურთხევა.

  • მას შემდეგ, რაც თქვენი შვილი მიიღებს პატრიარქის კურთხევას, სთხოვეთ ოჯახის ყველა წევრს, ვინც ესწრებოდა, ჩაწერონ თავიანთი გრძნობები და გაუზიარონ ისინი ბავშვს.

შემოსვის მიღება

ღმერთს სურს, შემოსოს ან აკურთხოს ყველა თავისი შვილი „ძლიერებით ზეციდან“ (მოძღვრება და აღთქმები 95:8). ჩვენ მხოლოდ ერთხელ მივდივართ ტაძარში, რათა საკუთარი შემოსვა მივიღოთ, მაგრამ ღმერთთან დადებულ აღთქმებსა და იმ სულიერ ძალას, რომელსაც ის გვაძლევს, როგორც შემოსვის ნაწილს, შეუძლია ჩვენი ცხოვრების ყოველ დღეს გვაკურთხოს.

  • თქვენს სახლში ტაძრის სურათი შესამჩნევ ადგილას განათავსეთ. გაუზიარეთ შვილს ის გრძნობები, რომლებსაც განიცდით უფლის სახლში. ხშირად ისაუბრეთ უფლისა და მისი სახლის მიმართ თქვენს სიყვარულზე და იქ დადებული აღთქმების შესახებ. მოძებნეთ შესაძლებლობა, წახვიდეთ ტაძარში შვილებთან ერთად, რათა შეასრულოთ მათი წინაპრებისთვის ნათლობა და წევრად დამტკიცება.

  • ერთად დაათვალიერეთ temples.ChurchofJesusChrist.org. ერთად წაიკითხეთ სტატიები, როგორებიცაა „About the Temple Endowment” და „Prepare for the House of the Lord”. ნება მიეცით შვილს, დასვას ნებისმიერი შეკითხვა ტაძრის შესახებ. იმისათვის, რომ დაკვალიანდეთ, თუ რაზე შეგიძლიათ ისაუბროთ ტაძრის გარეთ, იხილეთ უხუცეს დევიდ ა. ბედნარის გზავნილი „ვიყოთ მზად ყოველგვარი საჭიროს მისაღებად“ (გენერალური კონფერენცია, აპრილი, 2019; განსაკუთრებით იხილეთ ნაწილი სათაურით „ოჯახზე ორიენტირებული და ეკლესიაზე დაყრდნობილი სწავლება და ტაძრისთვის მომზადება“).

  • როდესაც თქვენ და თქვენი შვილი მონაწილეობთ სხვა წეს-ჩვეულებებში ან ესწრებით მათ (მაგალითად, ზიარება ან განკურნების კურთხევა) შეყოვნდით და განიხილეთ წეს-ჩვეულებაში გამოყენებული სიმბოლიკა. რას წარმოადგენს ეს სიმბოლოები? როგორ მოწმობენ ისინი იესო ქრისტეს შესახებ? ეს დაეხმარება თქვენს შვილს, მოემზადოს სატაძრო წეს-ჩვეულებების სიმბოლურ მნიშვნელობებზე დასაფიქრებლად, რომლებიც ასევე მოწმობს იესო ქრისტეს შესახებ.

  • დაეხმარეთ ბავშვს შეამჩნიოს, როგორც იცავენ ისინი ნათლობის აღთქმას მოსია 18:10, 13 -ში (იხილეთ აგრეთვე მუხლები 8–9, რომლებიც აღწერენ ამ აღთქმის შედეგებს). ასევე დაეხმარეთ თქვენს შვილს შენიშნოს, თუ როგორ აკურთხებს მას უფალი. გაამყარეთ თქვენი შვილის რწმენა აღთქმების დასაცავად საჭირო შესაძლებლობების საშუალებით.

  • ისაუბრეთ ღიად და ხშირად იმაზე, თუ როგორ წარმართავს თქვენი სატაძრო აღთქმები თქვენს არჩევანს და გეხმარებათ იესო ქრისტესთან უფრო მეტად მიახლოებაში. შეგიძლიათ გამოიყენოთ ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 27.2, რათა გადახედოთ ჩვენ მიერ ტაძარში დადებულ აღთქმებს. თუ შემოსვა მიღებული გაქვთ, უთხარით თქვენს შვილებს, როგორ გეხმარებათ სატაძრო სამოსი, გახსოვდეთ იესო ქრისტეს წინაშე დადებული თქვენი აღთქმები (იხილეთ ანეტ ჯ. დენისი, „შეიმოსეთ უფალი ქრისტე“, გენერალური კონფერენცია, აპრილი, 2024).

    4:12

    Sacred Temple Clothing

მისიაში მსახურება

უხუცესი დევიდ ა. ბედნარი ასწავლიდა: „ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ მსახურების მოწოდებისთვის მოსამზადებლად, არის მისიონერობა მისიაში წასვლამდე დიდი ხნით ადრე. … საკითხი მდგომარეობს არა იმაში, რომ იმსახურო მისიაში, არამედ იმაში, რომ გახდე მისიონერი და იმსახურო მთელი ცხოვრების განმავლობაში მთელი გულით, მონდომებით, გონებითა და სიძლიერით. … თქვენ ემზადებით მთელი სიცოცხლის განმავლობაში მისიონერული მუშაობისთვის“ (“Becoming a Missionary,” Liahona, ნოემბერი, 2005, 45–46). თქვენი შვილის მისიონერობით მიღებული გამოცდილება აკურთხებს მას სამუდამოდ და არა მხოლოდ მისიონერად მსახურების დროის განმავლობაში.

რათა შეიტყოთ მეტი, იხილეთ რასელ მ. ნელსონი, “Preaching the Gospel of Peace,” Liahona, May 2022, 6–7; გარი ე. სტივენსონი, “შეიყვარე, გაუზიარე, მოიწვიე,” გენერალური კონფერენცია, აპრილი, 2022; “Adjusting to Missionary Life,” Gospel Library.

  • აჩვენეთ, როგორ გაავრცელოთ სახარება ბუნებრივი გზებით. ყოველთვის იყავით ფხიზლად, რათა გაუზიაროთ სხვებს თქვენი გრძნობები ზეციერი მამისა და მხსნელის შესახებ და კურთხევები, რომლებსაც იღებთ მხსნელის აღდგენილი სახარებიდან და როგორც მისი ეკლესიის წევრი. სთხოვეთ სხვებს, შეუერთდნენ თქვენს ოჯახს ეკლესიასთან და ოჯახთან დაკავშირებულ საქმიანობაში.

  • ეძიეთ მისიონერებთან ურთიერთობის შესაძლებლობები თქვენი ოჯახისთვის. სთხოვეთ მათ, ასწავლონ თქვენს მეგობრებს ან შესთავაზეთ მათ, ასწავლონ ადამიანებს თქვენს სახლში. ჰკითხეთ მისიონერებს მათი გამოცდილების შესახებ და როგორ ეხმარება მათ მისიონერული სამსახური იესო ქრისტესთან მიახლოებაში. ასევე ჰკითხეთ, რა გააკეთეს (ან სურდათ, რომ გაეკეთებინათ) მისიონერობისთვის მოსამზადებლად.

  • თუ თქვენ მსახურობდით მისიაში, ისაუბრეთ ღიად და ხშირად თქვენს გამოცდილებაზე. ან მოიწვიეთ მეგობრები ან ოჯახის წევრები, რომლებიც მსახურობდნენ მისიაში, რათა ისაუბრონ თავიანთ გამოცდილებაზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უზიარებდით სახარებას სხვებს მთელი ცხოვრების განმავლობაში. დაეხმარეთ თქვენს შვილს, იფიქროს იმაზე, თუ როგორ შეუძლია გაავრცელოს სახარება.

  • მიეცით თქვენს შვილს შესაძლებლობა, თქვენი ოჯახის წევრებს სახარების პრინციპები ასწავლოს. თქვენს შვილს ასევე შეუძლია ივარჯიშოს საკუთარი რწმენის სხვებისთვის გაზიარებაში. მაგალითად, შეგიძლიათ განიხილოთ კითხვები: „როგორ გავაცნოთ მორმონის წიგნი ვინმეს, ვისაც არასდროს სმენია მის შესახებ?“ ან „როგორ აღვუწეროთ მხსნელის საჭიროება ადამიანს, რომელიც არ არის ქრისტიანი?“ (იხილეთ ახმედ ს. კორბიტი, „იცით, რატომ მე, როგორც ქრისტიანს, მწამს ქრისტე?“, გენერალური კონფერენცია, აპრილი, 2023.)

  • დაეხმარეთ ბავშვს, ადამიანებთან საუბრისას თავი კომფორტულად იგრძნოს. რომელი მეთოდებია საუბრის დასაწყებად კარგი? წაახალისეთ ბავშვი ისწავლოს, როგორ მოუსმინოს სხვების ნათქვამს, გაიგოს, რა აქვთ გულში და გაუზიაროს სახარების ჭეშმარიტება, რამაც შეიძლება მათი ცხოვრება აკურთხოს.

  • ეძიეთ შესაძლებლობები, რათა შვილს გააცნოთ სხვა კულტურები და რწმენა. დაეხმარეთ მათ, აღიარონ და პატივი სცენ სხვათა რწმენის კარგ და ჭეშმარიტ პრინციპებს.

ჩაბეჭდვის წეს-ჩვეულების მიღება

ტაძარში ცოლ-ქმარი შეიძლება სამარადისოდ დაქორწინდნენ. ეს ხდება წეს-ჩვეულების „სატაძრო ჩაბეჭდვის“ შესრულებით. მიუხედავად იმისა, რომ თქვენს ქალიშვილს ან ვაჟს ამ წეს-ჩვეულებამდე შეიძლება მრავალი წელი აშორებდეს, მცირე, მარტივი, თანმიმდევრული საქმეები, რომლებსაც ამ წლების განმავლობაში ერთად აკეთებთ, დაეხმარება მათ, მოემზადონ ამ შესანიშნავი კურთხევისთვის.

  • წაიკითხეთ ერთად „ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს“ (სახარების ბიბლიოთეკა). რას გვასწავლის ეს „მოწოდება“ ოჯახურ ცხოვრებაში ბედნიერებისა და წარმატებული ქორწინების შესახებ? თქვენს შვილთან ერთად შეარჩიეთ ერთ-ერთი პრინციპი, რომელიც ჩამოთვლილია „მოწოდებაში“ შესასწავლად. შეგიძლია მოძებნო ამ პრინციპთან დაკავშირებული ამონარიდები წმინდა წერილიდან აქ: Guide to the Scriptures. შეგიძლიათ მიზნად დაისახოთ, თქვენს ოჯახში ამ პრინციპის უფრო სრულად გამოყენება. მიზნებზე მუშაობისას ერთად განიხილეთ ამ პრინციპით ცხოვრების გავლენა ოჯახურ ცხოვრებაზე.

  • შენს შვილთან ერთად წაიკითხე პრეზიდენტი დიტერ ფ. უხტდორფის გზავნილი “In Praise of Those Who Save” (Liahona, მაისი, 2016, 77–80). როდესაც კითხულობთ ნაწილს “A Society of Disposables,” შეიძლება მოიძიოთ როგორც ერთჯერადი, ისე არაერთჯერადი ნივთები თქვენს სახლში. ისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ განსხვავებულად ექცევით საგნებს როდესაც გსურთ, რომ მათ დიდხანს გაძლონ. რას მიგვითითებს ეს იმაზე, თუ როგორ უნდა მოვექცეთ ქორწინებასა და ოჯახურ ურთიერთობებს? კიდევ რას ვსწავლობთ პრეზიდენტ უხტდორფის გზავნილიდან იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია მხსნელს, დაგვეხმაროს ძლიერი ქორწინებისა და ოჯახების ჩამოყალიბებაში?

  • გულახდილად ესაუბრეთ შვილს იმის შესახებ, თუ რას სწავლობთ თქვენ და თქვენი მეუღლე ქრისტეზე ორიენტირებული მარადიული ქორწინების შესახებ და როგორ ცდილობთ გაუმჯობესებას. თუ თქვენ და თქვენი მეუღლე ჩაბეჭდილი ხართ ტაძარში, საკუთარი მაგალითით აჩვენეთ შვილს, როგორ ცდილობთ უფლის წინაშე დადებული აღთქმების დაცვას. უთხარით შვილს, როგორ ცდილობთ, რომ ზეციერი მამა და მხსნელი თქვენი ურთიერთობის ცენტრში იყვნენ და როგორ გეხმარებიან ისინი (იხ. Ulisses Soares, “In Partnership with the Lord,” Liahona, Nov. 2022, 42–45).

  • როდესაც ოჯახური გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, გამართეთ საოჯახო საბჭოები და დისკუსიები. დარწმუნდით, რომ ოჯახის ყველა წევრის აზრი არის მოსმენილი და დაფასებული. გამოიყენეთ ეს დისკუსიები ოჯახურ ურთიერთობებში ჯანსაღი კომუნიკაციისა და სიკეთის შესაქმნელად, მაშინაც კი, როდესაც ყველა ერთნაირად არ უყურებს ყველაფერს. (იხილე მ. რასელ ბალარდი, “Family Councils,” Liahona, მაისი, 2016, 63–65.)

  • როდესაც ოჯახში უთანხმოება ან კონფლიქტია, გამოიჩინეთ მოთმინება და თანაგრძნობა. დაეხმარეთ შვილს დაინახოს, როგორ დაეხმარება მას კონფლიქტის ქრისტესმიერი გზებით მოგვარება ბედნიერი ქორწინებისთვის მომზადებაში. ერთად წაიკითხეთ მოძღვრება და აღთქმები 121:41–42 და ისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ მუხლებში მოცემული პრინციპების გამოყენება ქორწინებაში.