Come, Follow Me
21–27 დეკემბერი. „მას მოველოდით; და მან გვიხსნა ჩვენ“: შობა


„21–27 დეკემბერი. ’მას მოველოდით; და მან გვიხსნა ჩვენ’: შობა“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)

„21–27 დეკემბერი. ’მას მოველოდით; და მან გვიხსნა ჩვენ’“, მოდი და გამომყევი: ძველი აღთქმა 2026

ყრმა იესოს სძინავს

For unto Us a Child Is Born [რამეთუ ყრმა გაგვიჩნდა], საიმონ დუის მიერ

21–27 დეკემბერი: „მას მოველოდით; და მან გვიხსნა ჩვენ“

შობა

ძველ აღთქმას აქვს მოწადინებული მოლოდინის სული. ამ მხრივ, ეს ცოტათი საშობაო სეზონს წააგავს. ადამიდან და ევადან მოყოლებული, ძველი აღთქმის პატრიარქები, წინასწარმეტყველები, პოეტები და ხალხები მოუთმენლად ელოდებოდნენ უკეთეს დღეებს, სავსეს მესიის მიერ განახლებისა და ხსნის იმედით. ისრაელიელებს კი ხშირად სჭირდებოდათ ეს იმედი მიუხედავად იმისა, თუ რის ტყვეობაში იმყოფებოდნენ—ეგვიპტის ან ბაბილონის თუ საკუთარი ცოდვისა ან აჯანყების. ამ დროის განმავლობაში წინასწარმეტყველებმა შეახსენეს მათ, რომ მესია, მხსნელი მოვიდოდა, რათა „[გამოეცხადებინა] თავისუფლება … [ტყვეებთათვის]“ (ესაია 61:1).

ამ იმედმა მაშინ დაიწყო განხორციელება, როცა იესო ქრისტე დაიბადა ბეთლემში. ისრაელის ძლევამოსილი მხსნელი თავლაში დაიბადა და ბაგაში ჩააწვინეს (იხილეთ ლუკა 2:7). მაგრამ ის არ იყო მხოლოდ ძველი ისრაელიელების მხსნელი. ის მოვიდა თქვენს გამოსახსნელად — რათა ეტვირთა თქვენი სნეულებანი და თქვენი ტკივილებით გატანჯულიყო, რათა მისი ჭრილობებით თქვენ განიკურნოთ (იხილეთ ესაია 53:4–5). ამიტომაც დღესაც შობა სავსეა მხიარული მოლოდინებით. მესია 2000 წელზე მეტი ხნის წინ მოვიდა და ის კვლავაც შემოდის ჩვენს ცხოვრებაში, როცა მას ვეძიებთ.

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

სემინარიის ხატულა
მიხარია ჩემი გამომსყიდველი.

შობა ცნობილია, როგორც მხიარული სეზონი იმ სიხარულის გამო, რომელიც იესო ქრისტეს მოაქვს ჩვენი სამყაროსთვის. მხსნელის დაბადებამდე საუკუნეებით ადრე, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებმაც იგრძნეს სიხარული, როცა მომავალ მესიაზე საუბრობდნენ. წაიკითხეთ შემდეგი რამდენიმე მონაკვეთი და დაფიქრდით, რატომ იქნებოდნენ ისინი ძვირფასი ადამიანებისთვის, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ მხსნელის მისიას: ფსალმუნი 34:9; ესაია 25:8–9; 44:21–24; 51:11; სოფონია 3:14–20; მოსე 5:5–11. რატომ არის ეს მონაკვეთები თქვენთვის ძვირფასი? რა მიზეზებს გვაძლევს წმინდა წერილის ეს მონაკვეთები სიხარულისთვის?

იხ. დალინ ჰ. ოუქსი, “Good Tidings of Great Joy” (First Presidency Christmas devotional, Dec. 4, 2022), Gospel Library; “Joy to the World,” Hymns, no 201.

კაშკაშა ვარსკვლავი ღამის ცაზე

სიმბოლოები დამეხმარება, მახსოვდეს იესო ქრისტე.

შობასთან დაკავშირებულ ბევრ ტრადიციას შეიძლება ჰქონდეს სიმბოლური მნიშვნელობა, რაც ქრისტეზე მიგვანიშნებს. ამ წელს ძველი აღთქმის შესწავლისას, შესაძლოა შენიშნოთ მხსნელის მრავალი სიმბოლო. რამდენიმე ჩამოთვლილია ქვემოთ. შეისწავლეთ და ჩაიწერეთ, რასაც ისინი გასწავლიან უფლის შესახებ.

  • ვარსკვლავი (რიცხვნი 24:17; მათე 2:2; გამოცხადება 22:16).

  • მწყემსი (ფსალმუნი 22; ლუკა 15:4–7; იოანე 10:11)

  • კრავი (დაბადება 22:8; გამოსვლა 12:5; 1 პეტრე 1:18–20).

  • წყალი (გამოსვლა 17:1–6; იერემია 2:13; ეზეკიელი 47:1–12; იოანე 4:7–14).

  • კლდე (1 მეფეთა 2:2; 2 მეფეთა 22:2–3; ფსალმუნი 117:22–23; ესაია 28:16; ეფესელთა 2:20).

  • ყლორტი (ესაია 11:1–2; იერემია 23:5; 33:15).

  • ნათელი (ფსალმუნი 26:1; ესაია 9:2; 60:19; მიქა 7:8; იოანე 8:12).

რა სხვა სიმბოლოები, მონაკვეთები და ცნობები იპოვეთ წმინდა წერილებში, რომლებიც მოწმობენ იესო ქრისტეს შესახებ?

აგრეთვე იხილეთ 2 ნეფი 11:4; მოსია 3:14–15; მოსე 6:63.

„უწოდებენ მას სახელად საკვირველს“.

იესო ქრისტეს მრავალი განსხვავებული სახელითა და ეპითეტით მოიხსენიებენ. ეპითეტები მოიძიეთ შემდეგ მუხლებში: ფსალმუნები 22:1; 82:19; ესაია 7:14; 9:6; 12:2; 63:16; ამოსი 4:13; ზაქარია 14:16; მოსე 7:53. სხვა რა ეპითეტები შეიძლება გაიხსენოთ? თქვენ შეიძლება ისიამოვნოთ იესო ქრისტეს ეპითეტების ჩამოთვლით, რომლებსაც საშობაო საგალობლებში ნახულობთ. რა ზეგავლენას ახდენს თითოეული ეპითეტი თქვენს დამოკიდებულებაზე მისდამი?

შეგიძლიათ აირჩიოთ მხსნელის ეპითეტი ან როლი, რომელიც დაგეხმარებათ გახსოვდეთ იგი მომავალი წლის განმავლობაში.

იხილეთ აგრეთვე ქუენტინ ლ. კუკი, „პირადი სიმშვიდე გამოწვევებით სავსე დროში“, გენერალური კონფერენცია, ოქტომბერი, 2021. The Herald Angels Sing,” Hymns, no. 209.

დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.

ბავშვთა განყოფილების ხატულა

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

ძველი აღთქმა მასწავლის იესოს შესახებ.

  • თქვენ და თქვენს შვილებს შეიძლება გქონდეთ საშობაო დეკორაციები, რომლებიც შეგიძლიათ, იესო ქრისტეზე საუბრის დასაწყებად გამოიყენოთ. იქნებ ისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გვახსენებს საშობაო ვარსკვლავი, განათება ან საჩუქარი მხსნელს. შემდეგ შეგიძლიათ მოძებნოთ ერთ ან რამდენიმე მომდევნო წმინდა წერილში ის, რაც შეიძლება განასახიერებდეს იესო ქრისტეს: დაბადება 22:8; რიცხვნი 24:17; ფსალმუნები 22:1; 26:1. ბავშვებს შეუძლიათ ასწიონ სურათი ან დეკორაცია, რომელიც შეესაბამება თითოეულ მუხლს მათი წაკითხვისას. როგორ ჰგავს იესო კრავს, ვარსკვლავს, მწყემსს ან ნათელს? შეგიძლიათ, ერთად იმღეროთ საშობაო სიმღერა.

  • თქვენს შვილებს ასევე შეუძლიათ დაათვალიერონ სურათი ამ მონახაზის ბოლოს, როცა მათ ესაია 9:6-ს უკითხავთ. სთხოვეთ თქვენს შვილებს, მიუთითონ ყრმა იესოზე, როდესაც გაიგონებენ ფრაზას „ვაჟი შეგვეძინა ჩვენ“. გაუზიარეთ თქვენი მოწმობა, რომ წინასწარმეტყველებმა ძველ აღთქმაში იცოდნენ, რომ იესო დაიბადებოდა.

  • როდესაც ემზადებით მომავალ წელს იესო ქრისტეს ცხოვრების შესასწავლად ახალ აღთქმაში, ბავშვებთან ერთად განიხილეთ, თუ რა ისწავლეს მათ იესოს შესახებ წელს ძველ აღთქმაში. შეგიძლიათ გადახედოთ ამ რესურსის მონახაზებს და ინდივიდუალური შესწავლის ჩანაწერებს, რათა დაგეხმაროთ გახსოვდეთ ის, რაც ისწავლეთ. მცირეწლოვან ბავშვებს შეუძლიათ ისარგებლონ სურათების გადახედვით სერიაში მოდი და გამომყევი. რა წინასწარმეტყველებები ან ისტორიები იყო განსაკუთრებული? რა ვისწავლეთ მხსნელის შესახებ?

საშობაო ტრადიციები შეიძლება მიუთითებდეს იესო ქრისტეზე.

  • ისრაელიელების ოჯახებს ჰქონდათ ტრადიციები, როგორებიცაა პასექი და სხვა დღესასწაულები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ მათი გულებისა და გონების უფლისკენ მიბრუნებას (იხილეთ გამოსვლა 12). რა ტრადიციები გაქვთ თქვენ და თქვენს შვილებს შობის დროს, რაც დაგეხმარებათ იესო ქრისტეზე ყურადღების გამახვილებაში? რომელი ტრადიციები იცით თქვენი ოჯახის ისტორიიდან? თქვენ შეგიძლიათ, შვილებთან ერთად, განიხილოთ ტრადიციები, რომელთა დაწყებაც გსურთ. ზოგიერთი იდეა შეიძლება მოიცავდეს გაჭირვებაში მყოფი ადამიანის მსახურებას, რამეს არჩევას, რასაც მხსნელს „ძღვენის“ სახით მიართმევთ, თქვენი საკუთარი საშობაო სიმღერის დაწერას ან ქრისტეს შობის გზავნილის გასაზიარებლად შემოქმედებითი გზის პოვნას.

სახლში, სწავლა და ცხოვრება განუყოფელია. „სახარების გამოყენება უმალვე იწყება სახლში. ადამიანები, რომლებთან ერთადაც სახარებას სწავლობთ, არიან ის ადამიანები, ვისთან ერთადაც იცხოვრებთ სახარების მიხედვით — ყოველდღე. სინამდვილეში, როგორც წესი, სახარებით ცხოვრება არის სახარების შესწავლის გზა. ასე რომ, როდესაც სწავლობთ და ასწავლით სახარებას სახლში, მოძებნეთ გზები, რათა რასაც სწავლობთ დააკავშიროთ იმასთან, რასაც აკეთებთ. თქვენს სახლში დაე, სახარება იყოს ის, რისთვისაც ცდილობთ იცხოვროთ და არა მხოლოდ ის, რაზეც საუბრობთ“ (Teaching in the Savior’s Way31).

შობის სცენა

შობის ილუსტრაცია, იტან ბრაუნის მიერ

ზეციერმა მამამ მაჩუქა ძღვენი - თავისი ძე, რომ ყოფილიყო ჩემი მხსნელი.

  • როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს შვილებს, იგრძნონ ქრისტეს შობის პატივისცემა და სიხარული? შეგიძლიათ, უყუროთ ვიდეოს „The Christ Child [ყრმა იესო]“ (სახარების ბიბლიოთეკა) ან ერთად წაიკითხოთ მათე 1:18–25; 2:1–12; ლუკა 1:26–38; 2:1–20. თითოეულ ბავშვს შეუძლია აირჩიოს ადამიანი ვიდეოდან ან წმინდა წერილიდან და გაუზიაროს ის, თუ რას გრძნობს ეს ადამიანი მხსნელის მიმართ. მაშინ თქვენ შეგიძლიათ ერთმანეთს გაუზიაროთ საკუთარი გრძნობები მის მიმართ.

    17:57

    The Christ Child

  • თქვენ და თქვენს შვილებს შეგიძლიათ ისაუბროთ წლების განმავლობაში გაცემული ან მიღებული საჩუქრების შესახებ, რამაც სიხარული მოგიტანათ. შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ერთად წაიკითხოთ ესაია 25:9 და ისაუბროთ იმაზე, თუ რატომ გიხარიათ, რომ ზეციერმა მამამ მხსნელი გამოგვიგზავნა. იმისათვის, რომ დაეხმაროთ თქვენს შვილებს, უკეთ გაიგონ იესო ქრისტეს, როგორც ჩვენი მხსნელის როლი, სთხოვეთ მათ, წაიკითხონ ესაია 25:8–9; 53:3–5; და ოსია 13:14. რას გვასწავლის ეს წმინდა წერილები იმის შესახებ, თუ როგორ გვიხსნის უფალი?

  • თქვენ ასევე შეგიძლიათ ერთად იმღეროთ საშობაო სიმღერა, მაგალითად, „შორს, იუდეას მინდვრებზე“ (საგალობლები, გვერდი 52) ან „ჩუმი ღამე“ (საგალობლები, გვერდი 53). დაეხმარეთ თქვენს შვილებს, იპოვონ ფრაზები სიმღერაში, რომელიც ეხმარება მათ გაიგონ, რომ ზეციერ მამას და იესო ქრისტეს უყვართ ისინი.

დამატებითი მოსაზრებებისათვის, იხილეთ ჟურნალის „მეგობარი“ მიმდინარე თვის გამოცემა.

შობის სცენა

The Nativity [შობა], ნ. კ. ვაიეთის მიერ

დაწყებითი საზოგადოების ღონისძიებების გვერდი: ძველი აღთქმა მასწავლის იესოს შესახებ