Come, Follow Me
14–20 დეკემბერი. „მე შეგიყვარეთ თქვენ, – ამბობს უფალი“: მალაქია


„14–20 დეკემბერი. ’მე შეგიყვარეთ თქვენ, – ამბობს უფალი’: მალაქია“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)

„14–20 დეკემბერი. ’მე შეგიყვარეთ თქვენ, – ამბობს უფალი’“, მოდი და გამომყევი: ძველი აღთქმა 2026

იესოს ქანდაკება ვარსკვლავიანი ცის ქვეშ

14–20 დეკემბერი: „მე შეგიყვარეთ თქვენ, – ამბობს უფალი“

მალაქია

„მე შეგიყვარეთ თქვენ“ – უთხრა უფალმა თავის ხალხს წინასწარმეტყველ მალაქიას საშუალებით. მაგრამ ისრაელიელებმა, რომლებიც თაობების განმავლობაში განიცდიდნენ ტანჯვასა და ტყვეობას, ჰკითხეს: „როგორ შეგვიყვარე?“ (მალაქია 1:2). იმის შემდეგ, რაც მთელმა ისრაელმა გაიარა, მათ შეიძლება, აინტერესებდათ, იყო თუ არა მათი ისტორია მართლაც ღვთის სიყვარულის ისტორია მისი აღთქმული ხალხის მიმართ. გარკვეულწილად, უფრო ადვილია მისი დანახვა, როგორც ადამიანური სისუსტისა და აჯანყების ამბისა. მიუხედავად ამისა, ღმერთს არასოდეს შეუწყვეტია სიყვარულის ხელის გამოწვდა. როდესაც იაკობის ვაჟები ცუდად მოექცნენ თავიანთ ძმას, იოსებს, უფალმა მაინც იხსნა ისინი შიმშილისგან (იხილეთ დაბადება 45:4–8). როდესაც ისრაელიელები უდაბნოში დაეხეტებოდნენ, მან აჭამა მათ მანანა (იხილეთ გამოსვლა 16:1–4). მაშინაც კი, როცა ისრაელი სხვა ღმერთებისკენ მიბრუნდა და გაიფანტა, ღმერთი დაჰპირდა, რომ თუ მოინანიებდნენ, შეკრებდა და გამოისყიდიდა მათ „დიდი მოწყალებით“ (იხილეთ ესაია 54:7). მართლაც, ძველი აღთქმა არის ამბავი ღვთის მომთმენი, გამძლე სიყვარულისა. და ეს ამბავი დღესაც გრძელდება. იესო ქრისტე, „მზე სიმართლისა“, როგორც მას მალაქიამ უწოდა, მოვიდა „კურნებ[ით] მის ფრთებზე“ (მალაქია 3:20). ის არის ღმერთის სიყვარულის უდიდესი მტკიცებულება ძველი ისრაელისა და თითოეული ჩვენგანის მიმართ.

მალაქიის წიგნის შესახებ მეტი ინფორმაცია ინგლისურ ენაზე იხილეთ აქ: “Malachi” in the Bible Dictionary.

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

მალაქია 1–3

„მოიქეცით ჩემსკენ და მეც მოვიქცევი თქვენსკენ“

მალაქიას ეპოქაში ისრაელიელებს უკვე აღდგენილი ჰქონდათ იერუსალიმის ტაძარი, მაგრამ როგორც ხალხს, მათ კვლავ სჭირდებოდათ უფალთან ურთიერთობის აღდგენა. მალაქიას შესწავლისას მოძებნეთ კითხვები, რომლებიც უფალმა დაუსვა ისრაელიელებს ან რომლებიც მათ დაუსვეს უფალს. დაუსვით საკუთარ თავს მსგავსი კითხვები (ზოგიერთი მაგალითი მოცემულია ქვემოთ), რათა დაგეხმაროთ, შეაფასოთ თქვენი ურთიერთობა უფალთან და დაუახლოვდეთ მას.

  • როგორ ვიგრძენი უფლის სიყვარული ჩემ მიმართ? (იხილეთ მალაქია 1:2).

  • ნამდვილად პატივს მივაგებ უფალს ჩემი შესაწირავით? (იხილეთ მალაქია 1:6–11)

  • რა გზებით უნდა „მოვიქცეთ“ უფლისკენ? (იხილეთ მალაქია 3:7).

  • ღმერთს ვძარცვავ რამენაირად? (იხილეთ მალაქია 3:8–11).

  • როგორ ასახავს ჩემი განწყობა რთულ დროს ჩემს გრძნობებს უფლის მიმართ? (იხილეთ მალაქია 3:13–15; იხილეთ აგრეთვე 2:17).

მალაქია 1:6–14

უფალი ითხოვს „წმიდა ძღვენს“.

როცა კითხულობთ მალაქია 1-ში აღწერილი შესაწირავის შესახებ, რას ამჩნევთ იმ მსხვერპლის შესახებ, რომელსაც მღვდლები სწირავდნენ? რას გვეუბნება ეს მსხვერპლი მღვდლების გრძნობებზე უფლის მიმართ? (იხილეთ მალაქია 1:13). იფიქრეთ იმ ძღვენის ან მსხვერპლის სიის შედგენის შესახებ, რომელსაც უფალს სწირავთ. სიის თითოეული ნივთისთვის დაფიქრდით, რამ შეიძლება გახადოს ის „წაბილწულ“ ან „წმინდა“ შესაწირად (მალაქია 1:7, 11).

მალაქია 3:8–12

სემინარიის ხატულა
უფალი ხსნის ცათა სარკმელებს, როდესაც მე ვუჩვენებ ჩემს რწმენას მეათედის გადახდით.

წარმოიდგინეთ, რომ გყავთ მეგობარი, რომელმაც ახლახან გაიგო, რომ მეათედს იხდით. „რატომ აკეთებ ამას?“– კითხულობს თქვენი მეგობარი. დაფიქრდით ამაზე, როცა კითხულობთ მალაქიას 3:8–12-ს. რას ნახულობთ იქ, რაც დაგეხმარებათ თქვენი მეგობრის კითხვაზე პასუხის გაცემაში? კიდევ რისი გაგება სურს თქვენს მეგობარს მეათედის შესახებ? დამატებითი დახმარებისთვის შეგიძლიათ მოძებნოთ უხუცეს ნილ ლ. ანდერსენის შეტყობინება „[მეათედი]: ცის საქანელის გახსნაა“ (გენერალური კონფერენცია, ოქტომბერი, 2023), შემდეგ კითხვებზე პასუხის გასაცემად:

  • რატომ სურს უფალს, რომ მეათედი გადავიხადოთ?

  • რამ შეიძლება ხელი შეუშალოს ვინმეს მეათედის გადახდაში და როგორ შეგვიძლია გადავლახოთ ეს დაბრკოლებები?

  • როგორ აძლიერებს მეათედის გადახდა ჩვენს რწმენას ზეციერი მამისა და იესო ქრისტეს მიმართ?

თქვენ ასევე შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენს მეგობარს, როგორ გაკურთხათ უფალმა მეათედის გადახდისას. მეტი იდეა ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ: “Lesson Number 1—Significant but Subtle Blessings” in Elder David A. Bednar’s message “The Windows of Heaven” (Liahona, Nov. 2013, 17–18). როგორი ადამიანები ვხდებით მეათედის გადახდით?

როგორ ფიქრობთ, რას შეიძლება ნიშნავდეს ფრაზა „გაგიხსნათ ცის საქანელნი“ (მუხლი 10)? იქნებ, გაიხედოთ ფანჯრიდან და ფანჯრების დანიშნულებაზე იფიქროთ. რატომ არის ფრაზა „ცის საქანელნი“ კარგი საშუალება იმის აღსაწერად, თუ როგორ გვაკურთხებს უფალი მეათედის გადახდისას?

იესო ეცხადება ჯოზეფ სმითს კირტლანდის ტაძარში

Vision in the Kirtland Temple [ხილვა კირტლანდის ტაძარში], გარი სმითის მიერ

მალაქია 3:23-24

„მოგივლენთ ელია წინასწარმეტყველს“.

როდესაც მორონიმ წარმოთქვა მალაქია 3:23-24 ჯოზეფ სმითთან, მან ეს გააკეთა „მცირეოდენ განსხვავებულად იმასთან შედარებით, როგორც ეს იკითხება“ ბიბლიაში (იხილეთ ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:36–39). რას მატებს მორონის ვარიაცია ამ წინასწარმეტყველების თქვენეულ გაგებას? კერძოდ, დაფიქრდით ასეთ კითხვებზე:

  • ვინ არიან „მამები“? (იხილეთ მეორე რჯული 29:13). რა დაპირებები აღუთქვეს მათ? (იხილეთ აბრაამი 2:9–11). როგორ მონაწილეობთ ამ დაპირებების შესრულებაში?

  • რა გამოცდილება დაგეხმარათ, თქვენი გული თქვენი წინაპრებისკენ მიგემართათ? რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი ზეციერი მამის გეგმისთვის?

ელიას მოსვლის შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ სრულდება ეს წინასწარმეტყველება დღეს, იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 110:13–16 და დ. ტოდ კრისტოფერსონი, „ჩაბეჭდვის ძალა“ (გენერალური კონფერენცია, ოქტომბერი, 2023). რატომ ხართ მადლიერი, რომ ელია მოვიდა?

იხ. აგრეთვე გერიტ ვ. გონგი, “We Each Have a Story,” Liahona, May 2022, 43–46; “Turn Your Hearts,” Hymns, no. 291; “The Sealing Power” (video), ChurchofJesusChrist.org.

3:38

The Sealing Power

დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.

ბავშვთა განყოფილების ხატულა

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

მალაქია 1:2

უფალს ვუყვარვარ.

  • როგორ უპასუხებდით თქვენ და თქვენი შვილები მალაქია 1:2-ში მოცემულ კითხვას — „როგორ [შეგვიყვარა უფალმა]? გაუზიარეთ ერთმანეთს მიზეზები, რომელთა გამოც თქვენ იცით, რომ მას უყვარხართ. შესაძლოა, თქვენმა შვილებმა დახატონ ნახატები, რომლებიც შეახსენებენ მათ მის სიყვარულს.

ჩართეთ ბავშვები სახარების დისკუსიებში. თუ თქვენ ასწავლით მცირეწლოვან ბავშვებს, შეიძლება, დაგჭირდეთ შემოქმედებითი მიდგომები მათ სახარების დისკუსიებში ჩასართველად. მაგალითად, თქვენს შვილებს შეუძლიათ ბურთის ერთმანეთისთვის გადაცემა; როდესაც მათ ხელში უჭირავთ ბურთი, შეუძლიათ დაასახელონ ერთი მიზეზი, რომლის გამოც იციან, რომ იესოს უყვარს ისინი.

მშობლები და ახალგაზრდა ბიჭი ფანჯრიდან იყურებიან

მალაქია 3:8–12

მეათედის გადახდისას უფალი დამლოცავს.

  • როგორ დაეხმარებით თქვენს შვილებს, ისწავლონ მეათედის შესახებ? შეგიძლიათ სთხოვოთ, დათვალონ 10 პატარა ობიექტი, მაგალითად, მონეტები ამ კვირის აქტივობის გვერდზე. შემდეგ მათ შეუძლიათ გამოყონ ერთი ნივთი დანარჩენისგან — აი, რამდენს ვაძლევთ უფალს მეათედად. მალაქია 3:8–12-ის მიხედვით, რატომ სურს უფალს, რომ მეათედი გადავიხადოთ? იხ. აგრეთვე “Malachi the Prophet” in Old Testament Stories, 171–72; “First Things First!” [video], Gospel Library).

    0:58

    Malachi the Prophet

    1:18

    First Things First!

  • როდესაც ერთად კითხულობთ მალაქია 3:10 -ს, შეგიძლიათ სთხოვოთ ბავშვებს, დადგნენ ფანჯარასთან, როცა წაიკითხავთ ფრაზას „ცის საქანელნი“. ან შეგიძლიათ დაასხათ წყალი თასში, სანამ ის არ გადმოიღვრება, რათა აჩვენოთ ფრაზა „არ გადმოგიცალოთ კურთხევა აურწყველად“. უთხარით ბავშვებს იმ კურთხევების შესახებ, რომლებიც ღმერთმა მოგცათ მეათედის გადახდისას. თქვენს შვილებს შეუძლიათ დახატონ ამ კურთხევების ამსახველი ნახატები და დაკიდონ ისინი თქვენი სახლის ფანჯარასთან ან მის მახლობლად.

მალაქია 3:23-24

ელია მოვიდა, რათა ჩვენი გული ჩვენი ოჯახებისკენ მიებრუნებინა.

  • მალაქია 3:23-24-ში თქვენს შვილებს შეუძლიათ ეძიონ პასუხები მალაქიას წინასწარმეტყველების შესახებ შემდეგ კითხვებზე: ვის გამოგზავნას დაჰპირდა უფალი? მისი თქმით, როდის მოვა ეს ადამიანი? რა თქვა უფალმა, რას გააკეთებს ეს ადამიანი? რატომ უნდა მოვიდეს ეს ადამიანი? სად შესრულდა ეს წინასწარმეტყველება? (იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 110:13–16).

  • იმის გასაგებად, თუ როგორ შესრულდა დაპირება Malachi 3:23 -ში შეგიძლიათ განიხილოთ “Joseph and Oliver Receive Priesthood Keys” in Doctrine and Covenants Stories, 26–30. სიმღერა, მაგ. “The Hearts of the Children” (Children’s Songbook, 92) დაეხმარება თქვენს შვილებს ისწავლონ, რატომ იყო ასე მნიშვნელოვანი ელიას მოსვლა. თქვენ ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ FamilySearch.org-ს, FamilySearch Tree-ს აპლიკაციას ან My Family booklet -ს იმ ღონისძიებებისთვის, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენ და თქვენს შვილებს, თქვენი წინაპრებისკენ მიმართოთ გული.

დამატებითი მოსაზრებებისათვის, იხილეთ ჟურნალის მეგობარი მიმდინარე თვის გამოცემა.

ქალი, რომელიც თეთრ ცხვირსახოცს იქნევს

Mourning’s Hosanna [გლოვის ჰოსანა], როუზ დატოკ დალის მიერ. ქალი, სახელად გლოვა, დგას სულების სამყაროში, გარშემორტყმული თავისი წინაპრებით. იგი აღნიშნავს მათ გამოხსნას სულიერი ტყვეობიდან.

დაწყებითი საზოგადოების ღონისძიებების გვერდი: უფალი მაკურთხებს მეათედის გადახდისას