„7–13 დეკემბერი. ’სიწმიდე უფალს’: ანგია 1–2; ზაქარია 1–4; 7–14“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)
„7–13 დეკემბერი. ’სიწმიდე უფალს’“, მოდი და გამომყევი: ძველი აღთქმა 2026
ლაიეს ტაძარი ჰავაის კუნძულებზე
7–13 დეკემბერი: „სიწმიდე უფალს“
ანგია 1–2; ზაქარია 1–4; 7–14
ათწლეულებით ტყვეობის შემდეგ ისრაელელთა ჯგუფს, სავარაუდოდ, წინასწარმეტყველების, ანგიასა და ზაქარიას ჩათვლით, უფლება მიეცათ, იერუსალიმში დაბრუნებულიყვნენ. ზოგიერთს ამ ჯგუფიდან ახსოვდა, როგორ გამოიყურებოდა ტაძარი მის დანგრევამდე. მათ, ვისაც აინტერესებდა, დაემსგავსებოდა თუ არა ის ოდესმე უფლის „სახლის პირვანდელ დიდებას“ (ანგია 2:3), ანგიამ უთხრა უფლის გამამხნევებელი სიტყვები: „ახლა გამაგრდი … მთელი ქვეყნის ერო! – ამბობს უფალი, – და იშრომეთ, რადგან თქვენთანა ვარ … ნუ გეშინიათ“. „დიდებით ავავსებ ამ სახლს … [და] ამ ადგილზე მოვაფენ მშვიდობას“ (ანგია 2:4–5, 7, 9).
მაგრამ მხოლოდ წმინდა ტაძარი როდი საჭიროებდა აღდგენას. მრავალი თვალსაზრისით, ღვთის ხალხი სულიერ ნანგრევებში იყო მოყოლილი. თუმცა წმინდა ხალხის აღსადგენად უფრო მეტია საჭირო, ვიდრე ქვების მოჭრა და მათი განლაგება წმინდა სახლის ასაშენებლად. ეს ნიშნავს, რომ წარწერა „სიწმიდე უფალს“ უნდა იყოს ამოტვიფრული არა მხოლოდ ტაძრის კედელზე ან თუნდაც „ცხენთა ზანზალაკებზე“ და „იერუსალიმის ყოველ ქვაბზე“ (ზაქარია 14:20–21). ისინი ასევე უნდა იყოს ამოტვიფრული ყველა გულში.
ანგიას და ზაქარიას წიგნების მიმოხილვა ინგლისურ ენაზე იხილეთ აქ: “Haggai” and “Zechariah” in the Bible Dictionary.
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
ანგია 1; 2:1–9
„დაუკვირდით თქვენს გზებს“.
ბევრი მნიშვნელოვანი რამ იყო გასაკეთებელი იერუსალიმის აღსადგენად. მაგრამ ისრაელიელების დაბრუნებიდან დაახლოებით 15 წლის გასვლის შემდეგ უფალი უკმაყოფილო იყო იმით, რომ ტაძრის აღდგენას არ მიენიჭა უფრო დიდი პრიორიტეტი (იხილეთ ანგია 1:2–5; აგრეთვე ეზრა 4:24). როდესაც კითხულობთ ანგია 1; 2:1–9-ს განიხილეთ ასეთი კითხვები:
-
რა შედეგების წინაშე აღმოჩნდნენ ისრაელიელები ტაძრის დაუმთავრებლობის გამო?
-
რა კურთხევებს დაჰპირდა მათ უფალი, თუ მისი სახლის მშენებლობას დაასრულებდნენ?
-
რა არის უფლის გზავნილი თქვენთვის ანგია 1:5–7-ში? როგორ შეიძლება საკუთარი პრიორიტეტების უფლის პრიორიტეტებთან შესაბამება? როდის იკურთხეთ იმისთვის, რომ ღმერთი პირველ ადგილზე დააყენეთ თქვენს ცხოვრებაში?
ადრეული უკანასკნელ დღეთა წმინდანები ანგიას ეპოქაში ისრაელიელების მსგავსი ვითარების წინაშე აღმოჩნდნენ (იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 95). რას სწავლობთ ამ ორი მაგალითიდან ტაძრების მიმართ უფლის გრძნობების შესახებ?
იხილეთ აგრეთვე დეილ გ. რენლანდი, „იესო ქრისტე საგანძურია“, გენერალური კონფერენცია, ოქტომბერი, 2023; Terence M. Vinson, “True Disciples of the Savior,” Liahona, Nov. 2019, 9–11; “We Love Thy House, O God,” Hymns, no. 247; “Provo City Center Temple Completed” (video), ChurchofJesusChrist.org.
Provo City Center Temple Completed
ზაქარია 1–3; 7–8; 14
უფალს შეუძლია ჩემი განწმენდა.
თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს ფრაზის „სიწმიდე უფალს“ ამოტვიფვრას ყოველდღიურ საგნებზე, რომლებიც მსგავსია ზაქარია 14:20-ში ნახსენები საგნებისა? (იხილეთ აგრეთვე გამოსვლა 28:36–38). რა ღირებულება აქვს დღეს ტაძრებზე ამის ამოტვიფვრას? რას ნიშნავს ეს ფრაზა თქვენთვის? როგორ შეგიძლიათ სიწმინდე გახადოთ თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად? დაფიქრდით ამ კითხვებზე, როდესაც კითხულობთ უფლის მოწვევებს მისი ხალხისთვის, რათა გამხდარიყვნენ უფრო წმინდა ზაქარია 1:1–6; 3:1–7; 7:8–10; 8:16–17-ში.
თქვენ ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ ზაქარია 2:10–11; 8:1–8; 14:9–11, 20–21, რათა გაიგოთ, როგორი იქნება ცხოვრება მომავალში, როდესაც ჩვენ ყველანი ვიცხოვრებთ უფალთან სიწმინდის მდგომარეობაში. რით ახდენს თქვენზე შთაბეჭდილებას იერუსალიმის მომავლის ზაქარიასეული ხედვა? რას ნახულობთ აქ, რისი ნახვაც გსურთ თქვენს თემში? როგორ შეგიძლიათ მოემზადოთ ზაქარიას მიერ აღწერილ პირობებში საცხოვრებლად?
„აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართალი და გამარჯვებული; თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე“ (ზაქარია 9:9). Triumphal Entry [ტრიუმფალური შესვლა], ჰარი ანდერსონის მიერ
ზაქარია 9:9–11; 11:12–13; 12:10; 13:6–7; 14:1–9
იესო ქრისტე არის აღთქმული მესია.
ზაქარიას რამდენიმე ნაწერი მიუთითებს როგორც იესო ქრისტეს მიწიერ მსახურებაზე, ასევე მის მეორედ მოსვლაზეც. ქვემოთ მოცემულია ზაქარიას რამდენიმე წინასწარმეტყველება და წმინდა წერილები მათი აღსრულების შესახებ. ამ მონაკვეთების შესწავლისას ჰკითხეთ საკუთარ თავს: რას მასწავლის ეს მხსნელის შესახებ?
-
ზაქარია 9:9–11 (იხილეთ მათე 21:1–11; 1 პეტრე 3:18–19)
-
ზაქარია 11:12–13 (იხილეთ მათე 26:14–16; 27:1–7)
-
ზაქარია 12:10 (იხილეთ იოანე 19:37; გამოცხადება 1:7)
-
ზაქარია 13:6–7; 14:1–9 (იხილეთ მათე 26:31; მოძღვრება და აღთქმები 45:47–53)
როგორ ფიქრობთ, როგორი იქნებოდა იმ ხალხში ყოფნა, ვინც იესოს მიეგება იერუსალიმში, როგორც აღწერილია ზაქარია 9:9–11-ში? თქვენ როგორ შეგიძლიათ მიეგებოთ მას თქვენს ცხოვრებაში, თქვენს სახლებსა და თქვენს თემში?
აგრეთვე იხილეთ “Messiah,” Gospel Library; “The Lord’s Triumphal Entry into Jerusalem” (video), Gospel Library; რონალდ ა. რასბანდი, „ოსანა უზენაეს ღმერთს“, გენერალური კონფერენცია, აპრილი, 2023.
The Lord's Triumphal Entry into Jerusalem
დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
ანგია 1:2–8
„დაუკვირდით თქვენს გზებს“.
-
როცა შვილებთან ერთად წაიკითხავთ ანგია 1:2–5 -ს ნაწილებს, დაეხმარეთ მათ, გაარკვიონ, რატომ იყო უფალი უკმაყოფილო ხალხით. შესაძლოა, თქვენმა შვილებმა აირჩიონ ფრაზა მუხლი 6-იდან და დახატონ მისი სურათი. მათ შეუძლიათ ერთმანეთს აჩვენონ და გამოიცნონ, თუ რა ფრაზას წარმოადგენს თითოეული ნახატი. როცა დროს ვხარჯავთ სხვა რამეზე, გარდა იმისა, რაც უფალს სურს, რომ გავაკეთოთ, როგორ ჰგავს ეს ჭამას, მაგრამ არა დანაყრებას? თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ ერთმანეთთან იმაზე, თუ როგორ დაუთმოთ დრო უფლისთვის მნიშვნელოვან საქმეებს.
-
თქვენ ასევე შეგიძლიათ წაუკითხოთ მუხლი 8 თქვენს შვილებს და სთხოვოთ მათ, გაითამაშონ, თითქოს „ადიან მთაზე“, „მოაქვთ ხე-ტყე“ და „აშენებენ ტაძარს“. ბავშვებს შეუძლიათ შეადგინონ იმ საქმეების სია, რომლებსაც აკეთებენ ჩვეულებრივ ყოველდღიურად, მათ შორის ისინი, რომელთა გაკეთებაც მათ უფალმა სთხოვა. სთხოვეთ თქვენს შვილებს, „დაუკვირდ[ნენ თავიანთ] გზებს“ და შემოხაზონ, უფლის აზრით, რა შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მათ სიაში.
სახლზე ორიენტირებული სწავლება. პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი ასწავლიდა, რომ სახლი უნდა იყოს „სახარების შესწავლის ცენტრი“ („გავხდეთ სამაგალითო უკანასკნელ დღეთა წმინდანები“, გენერალური კონფერენცია, ოქტომბერი, 2018). როდესაც თქვენი ოჯახი შეისწავლის ანგიას რჩევას, „დაუკვირდ[ე]თ თქვენს გზებს“, შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ როგორ დააყენოთ ღმერთი პირველ ადგილზე თქვენი ოჯახის ცხოვრებაში.
ზაქარია 3:1–7
აღთქმების დადება და დაცვა დამეხმარება უფრო მეტად დავემსგავსო ზეციერ მამასა და იესო ქრისტეს.
-
ხილვაში ზაქარიამ იხილა მღვდელმთავარი, რომელსაც „წვირიანი სამოსელი ეცვა“ (ზაქარია 3:3). ანგელოზმა მას სუფთა ტანსაცმელი მისცა. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს შვილებს მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებების აღმოჩენაში, თუ ერთად წაიკითხავთ ზაქარია 3:1–7 -ს და ისაუბრებთ იმაზე, თუ რას წარმოადგენს ჭუჭყიანი და სუფთა სამოსელი. როგორ განვიწმინდოთ ჩვენი ცოდვებისგან მას შემდეგაც კი, რაც მოვინათლებით? როგორ გვეხმარება ჩვენი ნათლობის აღთქმა „[უფლის] გზებით სიარულში“?
-
თქვენ და თქვენს შვილებს შეგიძლიათ დაათვალიეროთ ნათლობის სურათი, მსგავსი იმისა რომელიც ამ მონახაზშია. რატომ ვიცვამთ თეთრს ნათლობისას? თქვენ ასევე შეგიძლიათ იმღეროთ სიმღერა ნათლობის შესახებ, მაგ. “When I Am Baptized” (Children’s Songbook, 103); რას ასწავლის ეს სიმღერა, რატომ სურს უფალს, მოვინათლოთ?
ზაქარია 9:9–11; 11:12; 13:6–7
იესო ქრისტე არის აღთქმული მესია.
-
თქვენს შვილებს შეიძლება მოეწონოთ ზაქარია 9:9-ში ნაწინასწარმეტყველები შემთხვევის წარმოდგენა, როდესაც იესო თავისი მიწიერი ცხოვრების ბოლო კვირას იერუსალიმში მოვიდა. დახმარების მიზნით აჩვენეთ მათ ამ მოვლენის სურათი, როგორიც ამ მონახაზშია. აგრეთვე შეგიძლიათ გაუზიაროთ მათ “The Savior Goes to Jerusalem” (in New Testament Stories, 110–12). თქვენს შვილებს შეუძლიათ მიუთითონ სურათებზე გამოსახულ ადამიანებზე, რომლებიც „[ხარობენ] დიდად“. ვინ არის მეფე ზაქარია 9:9-ში? რატომ ვართ მისი მადლიერი?
1:35Chapter 44: The Savior Goes to Jerusalem
-
დაეხმარეთ თქვენს შვილებს, შეადარონ ზაქარიას წინასწარმეტყველებები ახალი აღთქმის მუხლებთან, რომლებიც მათ აღსრულებას აღწერენ. აი, რამდენიმე მაგალითი: ზაქარია 9:9 და მათე 21:5–9; ზაქარია 9:11 და 1 პეტრე 3:18–19; ზაქარია 11:12 და მათე 26:14–16; ზაქარია 13:7 და მათე 26:31. რას ვიგებთ მხსნელის შესახებ ამ მუხლებიდან?
დამატებითი მოსაზრებებისათვის, იხილეთ ჟურნალის „მეგობარი“ მიმდინარე თვის გამოცემა.