Come, Follow Me
23 თებერვალი–1 მარტი. „განა უფლისთვის შეუძლებელია რამე?“: დაბადება 18–23


„23 თებერვალი–1 მარტი. ’განა უფლისთვის შეუძლებელია რამე?’: დაბადება 18–23“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)

„23 თებერვალი–1 მარტი. ’განა უფლისთვის შეუძლებელია რამე?’“ მოდი და გამომყევი: 2026

სარას უჭირავს ყრმა ისაკი

Sarah and Isaac [სარა და ისაკი], სკოტ სნოუს მიერ

23 თებერვალი–1 მარტი: „განა უფლისთვის შეუძლებელია რამე?“

დაბადება 18–23

აბრაამის და სარას ცხოვრება, სავსე როგორც გულისამაჩუყებელი, ასევე გულისგამათბობელი მოვლენებით, არის იმ ჭეშმარიტების მტკიცებულება, რაც აბრაამმა ხილვაში შეიტყო — რომ ჩვენ დედამიწაზე ვართ, რათა დავამტკიცოთ რაც ვართ „და … [გამოგვცადონ], რათა [იხილონ], თუ [შევასრულებთ] ყოველივეს, რასაც უფალი, [ჩვენი] ღმერთი, [გვიბრძანებს ჩვენ]“ (აბრაამი 3:25). იქნებოდნენ თუ არა აბრაამი და სარა ერთგულები? ექნებოდათ მათ რწმენა უფლის აღთქმისა დიდი შთამომავლობის შესახებ მაშინაც კი, როცა ისინი ჯერ კიდევ უშვილო იყვნენ სიბერეში? და როცა ისააკი დაიბადა, გაუძლებდა თუ არა მათი რწმენა წარმოუდგენელს — ბრძანებას, შეეწირათ სწორედ ის ვაჟი, რომლის მეშვეობითაც ღმერთი აღთქმის შესრულებას დაჰპირდა?

აბრაამი და სარა ენდობოდნენ ღმერთს და ის ენდობოდა მათ (იხილეთ დაბადება 15:6; რომაელთა 4:3). დაბადება 18–23-ში ჩვენ ვნახულობთ ისტორიებს აბრაამის, სარას და სხვების ცხოვრებიდან, რომლებიც გვიბიძგებენ, ვიფიქროთ საკუთარ მზადყოფნაზე, დავიჯეროთ ღვთის დაპირებები, გავექცეთ ბოროტებას და არასოდეს მოვიხედოთ უკან და მივენდოთ ღმერთს მსხვერპლის მიუხედავად. საკუთარი თავის დამტკიცებისას ღმერთიც გვაუმჯობესებს.

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

დაბადება 18:9–14; 21:1–7

უფალი თავის დაპირებებს თავის დროზე ასრულებს.

უფალმა დიდებული აღთქმები მისცა ერთგულებს, მაგრამ ზოგჯერ ჩვენმა ცხოვრებისეულმა ვითარებამ შეიძლება დაგვაეჭვოს, საერთოდ როგორ შეიძლება ამ დაპირებების შესრულება. აბრაამი და სარაც შეიძლება სწორედ ასე გრძნობდნენ თავს. რას სწავლობთ მათი გამოცდილებიდან? შეიძლება სასარგებლო იყოს თქვენი შესწავლის დაწყება იმის განხილვით, თუ რას დაჰპირდა მათ უფალი დაბადება 17:4, 15–22-ში. როგორი რეაქცია ჰქონდათ აბრაამსა და სარას? (იხილეთ Joseph Smith Translation, Genesis 17:23 [in Genesis 17:17, footnote b]; დაბადება 18:9–12. მიაქციეთ ყურადღბა იმას, რომ ჯოზეფ სმითის თარგმანი აზუსტებს, რომ აბრაამმა „გაიხარა“). როგორ დაეხმარა მათ უფალი, უფრო მეტი რწმენა ჰქონოდათ მისი დაპირებების მიმართ? (იხილეთ დაბადება 18:14).

რას ნახულობთ ამ მუხლებში, რაც ამყარებს თქვენს რწმენას? სხვა რომელმა გამოცდილებამ — თქვენი თუ სხვისი ცხოვრებიდან — გააძლიერა თქვენი რწმენა, რომ უფალი შეასრულებს თავის დანაპირებს თავის დროზე და თავისი გზით? დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ თქვენი რწმენა, როდესაც დაპირებული კურთხევები არ მოდის ამ ცხოვრებაში. რა რჩევას იპოვით ებრაელთა 11:8–13-ში და პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის გზავნილში „ქრისტე აღსდგა: მასში რწმენა მთებს გადააადგილებს“? (ლიახონა, მაისი, 2021, 101–4).

ასევე იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 88:68.

დაბადება 19:12–29

უფალი მიბრძანებს, გავექცე ბოროტებას და უკან არ მოვიხედო.

რა გაკვეთილებს სწავლობთ ბოროტებისგან თავის დაღწევის შესახებ, როცა კითხულობთ ლოტისა და მისი ოჯახის შესახებ? მაგალითად, რა ახდენს თქვენზე შთაბეჭდილებას ანგელოზების ნათქვამიდან და მოქმედებებიდან ლოტისა და მისი ოჯახის დასახმარებლად განადგურებისგან თავის დაღწევაში? (იხილეთ დაბადება 19:12–17). როგორ გეხმარებათ უფალი თქვენ და თქვენს ოჯახს, თავი დააღწიოთ ან თავი დაიცვათ ბოროტი გავლენისგან ამ სამყაროში? იფიქრეთ სიტუაციებზე, როდესაც შეიძლება გაგიჩნდეთ ცდუნება, „[მოიხედოთ] უკან“ (მუხლი 26), როცა წინ უნდა იყურებოდეთ მხსნელის რწმენით. რას ჰმატებს ლუკა 9:62 ამ კონცეფციის თქვენეულ გაგებას?

იხ. აგრეთვე Joseph Smith Translation, Genesis 19:9–15 (in the Bible appendix).

დაბადება 19:26

რა დააშავა ლოტის ცოლმა?

უხუცესი ჯეფრი რ. ჰოლანდი ასწავლიდა:

„როგორც ჩანს, ლოტის ცოლმა დააშავა ის, რომ ის უბრალოდ კი არ იხედებოდა უკან, არამედ გულში უკან დაბრუნება ეწადა. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ, ვიდრე ის ქალაქის საზღვრებს გასცდებოდა, მას უკვე აკლდა ის, რაც სოდომმა და გომორამ შესთავაზა. …

„შესაძლებელია, რომ ლოტის ცოლი უკმაყოფილო სახით იმზირებოდა უფლის მიმართ იმის გამო, თუ რის დატოვებასაც ის მას სთხოვდა. … ასე რომ, ეს არ არის მხოლოდ ის, რომ მან უკან გაიხედა; არამედ ის, რომ მან მონატრებით გაიხედა უკან. მოკლედ, წარსულისადმი მიჯაჭვულობა აღემატებოდა მის მომავლის ნდობას. ეს, როგორც ჩანს, მისი ცოდვის ნაწილი მაინც იყო.

„… გევედრები, ნუ იდარდებ ახლა გასულ დღეებზე და ტყუილად ნუ მოგენატრება გუშინდელი დღე, რაც არ უნდა კარგი ყოფილიყო ეს გუშინდელი დღე. წარსული იმისთვისაა, რომ ვისწავლოთ მისგან და არა რომ ვიცხოვროთ მასში. ჩვენ უკან ვიხედებით, რათა მოელვარე გამოცდილებიდან მოვითხოვოთ ნაკვერჩხალი და არა ფერფლი. და როდესაც ვისწავლით იმას, რაც უნდა გვესწავლა და მოვიყოლებთ საუკეთესოს გამოცდილებათაგან, მაშინ ვიყურებით წინ და გვახსოვს, რომ რწმენა ყოველთვის მომავლისკენ არის მიმართული. …

„… წარსულ ცხოვრებაზე ფიქრი, წარსული შეცდომების ჩათვლით, უბრალოდ არ არის სწორი! ეს არ არის იესო ქრისტეს სახარება. …

„ყველა თაობის ყოველ [ადამიანს] მე მოვუწოდებ: „გაიხსენეთ ლოტის ცოლი“ [ლუკა 17:32]. რწმენა მომავლისთვისაა. რწმენა წარსულზეა დაფუძნებული, მაგრამ არასოდეს ესწრაფვის იქ დარჩენას. რწმენა იმედოვნებს, რომ ღმერთს აქვს დიდი რამ თითოეული ჩვენგანისთვის და რომ ქრისტე ნამდვილად არის „კეთილი მომავლის მღვდელმთავარი“ (ებრაელთა 9:11)“ („The Best Is Yet to Be“, Ensign, იანვარი, 2010, 24, 26–27).

აბრაამი დანით ხელში ზეცისკენ იყურება და ისააკი საკურთხეველზე წევს

Abraham and Isaac [აბრაამი და ისააკი], ჰაროლდ კოპინგის მიერ

დაბადება 22:1–19

სემინარიის ხატულა
აბრაამის მზაობა, ისააკი შესწიროს, ღვთისა და მისი ძის მაგვარია.

მართალია, ჩვენ არ ვიცით ყველა მიზეზი, რომელთა გამოც ღმერთმა აბრაამს ისააკის მსხვერპლად შეწირვა უბრძანა, მაგრამ ვიცით ის, რომ ეს იყო ღვთისადმი მისი რწმენის გამოცდა. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ეს იყო „ღმერთისა და მისი მხოლოდშობილი ძის მაგვარი“ (იაკობი 4:5). როდესაც კითხულობთ დაბადება 22:1–19-ს, შეგიძლიათ მოძებნოთ სიმბოლოები ან მსგავსება აბრაამის მიერ ისაკის შეწირვასა და მამის მიერ საკუთარი ძის, იესო ქრისტეს, შეწირვას შორის. მოძიებული ინფორმაცია შეგიძლიათ დაწეროთ შემდეგი სახის დიაგრამაზე:

აბრაამი და ისაკი

ზეციერი მამა და იესო ქრისტე

აბრაამი და ისაკი

ისააკი იყო აბრაამისა და სარას მხოლოდშობილი ძე (დაბადება 22:2; ასევე იხილეთ ებრაელთა 11:17)

ზეციერი მამა და იესო ქრისტე

იესო არის მამის მხოლოდშობილი ძე (იოანე 3:16)

აბრაამი და ისაკი

ისააკი კრავის ნაცვლად უნდა შეეწირათ (დაბადება 22:7–9)

ზეციერი მამა და იესო ქრისტე

იესო ქრისტე არის ღვთის კრავი (იოანე 1:29)

რა სიმბოლოები ან მსგავსებები მიგაჩნიათ მხსნელის გამომსყიდველ მსხვერპლთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანად? იმღერეთ ან წაიკითხეთ ჰიმნის სიტყვები, რომლებიც გამოხატავენ ჩვენდამი მამაზეციერის სიყვარულს, მაგ: “God Loved Us, So He Sent His Son,” Hymns, no. 187. თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენი გრძნობები ზეციერი მამისა და იესო ქრისტეს მიმართ და ასევე მათ მიერ თქვენთვის გაღებული მსხვერპლის შესახებ.

თუ გსურთ, მეტი გაიგოთ ჩვენი მხსნელის მსხვერპლშეწირვის შესახებ, წაიკითხეთ პრეზიდენტ ჯეფრი რ. ჰოლანდის გზავნილი „Behold the Lamb of God“ (Liahona, მაისი, 2019, 44–46). რატომ არის კრავი ღვთის ძის ასეთი ძლიერი სიმბოლო? რა ასწავლა პრეზიდენტმა ჰოლანდმა, რაც ზრდის თქვენს პატივისცემას ზეციერი მამის ძღვენის მიმართ?

იხ. აგეთვე “Akedah (The Binding)” (video), Gospel Library.

12:57

Akedah (The Binding)

სწავლებისთვის გამოიყენეთ თვალსაჩინო მასალა. სწავლებისა და სწავლის მრავალფეროვნების მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი ან მეტი სურათი ამ მონახაზში, როდესაც სწავლობთ დაბადება 18–23-ში მოცემულ ისტორიებს. მაგალითად, თქვენ და თქვენს ოჯახს ან კლასს შეგიძლიათ აბრაამისა და ისაკის სურათებში დეტალების აღნიშვნა. ისაუბრეთ იმაზე, თუ რატომ არის ეს დეტალები მნიშვნელოვანი ამ ამბისთვის და იპოვეთ ეს დეტალები წმინდა წერილებში. როგორ უსვამენ ისინი ხაზს ღვთის ძის მსხვერპლშეწირვის სიუჟეტის სიმბოლიკას?

დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.

ბავშვთა განყოფილების ხატულა 01

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

დაბადება 17:15–21; 18:14; 21:1–7

მე შემიძლია ვენდო ღმერთს, რომ შეასრულებს თავის დანაპირებს.

  • იმისათვის, რომ გაგეგოთ, როგორ ენდობოდნენ აბრაამი და სარა ღვთის დაპირებებს, თქვენ და თქვენს შვილებს შეგიძლიათ ისაუბროთ დროზე, როდესაც ისინი ელოდებოდნენ რაღაცას, რაც ძალიან უნდოდათ. ამის შემდეგ შეგიძლიათ შეხედოთ სარასა და ისაკის სურათს ამ მონახაზის დასაწყისში და ისაუბროთ დაპირებაზე, რომელიც ღმერთმა მისცა მას და აბრაამს (იხ. აგრეთვე “Abraham and Sarah,” in Old Testament Stories, 28–31). დაეხმარეთ თქვენს შვილებს გაიხსენონ, რას გვპირდება ღმერთი, თუ ერთგულები ვიქნებით. წაახალისეთ ისინი, იყვნენ მოთმინებით და სწამდეთ, რომ ღმერთი შეასრულებს თავის დანაპირებს.

    2:20

    Abraham and Sarah

  • იმისათვის, რომ დაეხმაროთ თქვენს შვილებს დაბადება 18:14-ში ჩაწერილი მნიშვნელოვანი ჭეშმარიტების შესწავლაში, შეგიძლიათ ამ სტროფის პირველი წინადადებიდან ცალკე ფურცლებზე დაწეროთ თითოეული სიტყვა. შემდეგ აურიეთ ფურცლები და სთხოვეთ თქვენს შვილებს, რომ სიტყვები სწორი თანმიმდევრობით დაალაგონ. შემდეგ თქვენ და თქვენს შვილებს შეგიძლიათ წაიკითხოთ დაბადება 17:15–21; 21:1–7 რათა იპოვოთ მაგალითი იმისა, რაც შეუძლებელი ჩანდა, მაგრამ უფალმა გააკეთა. გაუზიარეთ თქვენს შვილებს თქვენი რწმენა, რომ უფალი შეასრულებს თავის დაპირებებს, მაშინაც კი, თუ ისინი შეუძლებელი გეჩვენებათ ან დროში იწელება.

დაბადება 19:15–26

მე შემიძლია გავექცე ბოროტებას.

  • სთხოვეთ თქვენს შვილებს, ისაუბრონ იმ სიტუაციების შესახებ, როდესაც ვინმემ შეიძლება მათ სთხოვოს ისეთი რამის გაკეთება, რაც მათ იციან, რომ არ არის სწორი. როგორ „გავექცეოდით“ ამ სიტუაციებს? შეაჯამეთ დაბადება 19:15–26 და აუხსენით, რომ ლოტის ოჯახი ძალიან ბოროტ ქალაქში ცხოვრობდა და ანგელოზებმა გააფრთხილეს ისინი, წასულიყვნენ. როდესაც თქვენ და თქვენი შვილები ერთად კითხულობთ მუხლები 15–17, 26-ს, ჰკითხეთ მათ, რას შეიძლება ნიშნავდეს ჩვენთვის დღეს ბოროტებისგან „გაქცევა“ და „უკან არ მოხედვა“ (მუხლი 17).

კაცები და ქალები, რომლებიც გარბიან სოდომი და გომორადან

Sodom [სოდომი], იულიუს შნორ ვონ კაროლსფელდი

დაბადება 22:1–14

აბრაამი დაემორჩილა უფალს.

  • აბრაამის, ისააკისა და ჯვარცმის სურათების გამოყენება (იხილეთ Gospel Art Book, სურათები 957) დაეხმარება თქვენს შვილებს, შეადარონ ამბავი დაბადება 22 -იდან მხსნელის მსხვერპლშეწირვას (იხილეთ მათე 27:26–37). რა შეგვიძლია ვისწავლოთ ზეციერი მამისა და იესო ქრისტეს შესახებ აბრაამის და ისაკის და ჯვარცმის შესახებ ცნობებიდან? (იხ. აგრეთვე “Abraham and Isaac,” in Old Testament Stories, 34–37.)

    2:0

    Abraham and Isaac

  • შეგიძლიათ მოიფიქროთ მარტივი თამაში თქვენს შვილებთან ერთად, რომელიც მოითხოვს მათ მიერ მითითებების მიყოლას? შესაძლოა, მითითებებმა მიიყვანონ მაცხოვრის დამალულ სურათამდე. თამაშმა შეიძლება, გამოიწვიოს საუბარი იმაზე, თუ რისი გაკეთება მოგვიწოდა ზეციერმა მამამ, რათა ჩვენ კვლავ შევძლოთ მასთან და იესო ქრისტესთან ცხოვრება. იმღერეთ სიმღერა, მაგალითად, „მოდით განვაგრძოთ“ (საგალობლები, გვერდი 10). ამ კვირის აქტივობის გვერდი ასევე შეიძლება დაგეხმაროთ.

დამატებითი მოსაზრებებისათვის იხილეთ ჟურნალის მეგობარი მიმდინარე თვის გამოცემა.

აბრაამი უყურებს ისაკს, რომელსაც შეშის კონა მოაქვს

Abraham and Isaac [აბრაამი და ისაკი], ჯეფ უორდის მიერ

დაწყებითი საზოგადოების ღონისძიებების გვერდი: აბრაამი დაემორჩილა უფალს