„გასათვალისწინებელი აზრები: ისრაელის სახლი“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)
„ისრაელის სახლი“, მოდი და გამომყევი: 2026
გასათვალისწინებელი აზრები
ისრაელის სახლი
სადღაც უდაბნოში, ქანაანის მახლობლად იაკობი აღელვებული ელოდა თავის ტყუპ ძმასთან, ესავთან, შეხვედრას. ბოლოს, როდესაც იაკობმა ესავი ნახა, დაახლოებით 20 წლის წინ, ესავს მისი მოკვლა უნდოდა. იაკობმა მთელი ღამე ბრძოლაში გაატარა, ეძიებდა რა კურთხევას ღმერთისგან. იაკობის რწმენის, შეუპოვრობისა და მონდომების შედეგად ღმერთმა მის ლოცვებს უპასუხა. იმ ღამეს იაკობს სახელი გადაერქვა და დაერქვა ისრაელი, სახელი, რომელიც, გარდა სხვა მნიშვნელობებისა, ასევე ნიშნავდა „ის შეუპოვრად დგას ღმერთთან“.(Genesis 32:28, footnote b).
მდინარე იაბოკთან იაკობმა მიიღო სახელი ისრაელი.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელი ისრაელი ჩნდება ბიბლიაში და ეს არის სახელი, რომელიც რჩება მთელ წიგნსა და ისტორიაში. ეს სახელი მალე გადაიქცა ტერმინად, რომელიც აღნიშნავდა ერთზე მეტ ადამიანს. ისრაელს ჰყავდა 12 ვაჟი და მათ შთამომავლებს ერთობლივად ეწოდებოდათ „ისრაელის სახლი“, „ისრაელის ტომები“, „ისრაელის შვილები“ ან „ისრაელიელები“.
ისტორიის მანძილზე ისრაელის შვილები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რომ ისრაელის თორმეტი ტომიდან ერთ-ერთის შთამომავლები იყვნენ. მათი ჩამომავლობა მათი აღთქმისეული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. პავლე მოციქულმა გამოაცხადა, რომ ის იყო „ბენიამინის ტომიდან“ (რომაელთა 11:1). ერთი მიზეზი, რის გამოც ლეხიმ თავისი ვაჟები სპილენძის ფირფიტების დასაბრუნებლად იერუსალიმში გაგზავნა ის იყო, რომ ფირფიტები შეიცავდა „თავისი მამების გვარტომობის აღწერა[ს]“ (1 ნეფი 5:14). ლეხიმ აღმოაჩინა, რომ ის იოსების შთამომავალი იყო. მისი შთამომავლობის გაგება მათი კავშირის შესახებ ისრაელის სახლთან, მათთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მომდევნო წლებში.
დღეს ეკლესიაში, შეიძლება, გაიგოთ ისრაელის შესახებ ისეთი გამონათქვამებით, როგორიცაა „ისრაელის შეკრება“. ჩვენ ვმღერით „ისრაელის მხსნელო“, „ისრაელის იმედო“ და „ისრაელის უხუცესებო“. ამ შემთხვევებში, ჩვენ არ ვსაუბრობთ და არ ვმღერით ისრაელის უძველეს სამეფოზე ან თანამედროვე ერზე, რომელსაც ისრაელი ჰქვია. პირიქით, ჩვენ ვგულისხმობთ ადამიანებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ერებიდან იესო ქრისტეს ეკლესიაში შეიკრიბნენ. ჩვენ ვგულისხმობთ ადამიანებს, რომლებიც დგანან ღმერთთან, რომლებიც გულმოდგინედ ეძიებენ მის კურთხევებს და რომლებიც, ნათლობის გზით, გახდნენ მისი აღთქმის ხალხი. პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის სიტყვებით, იყო ისრაელის ნაწილი ნიშნავს „მივანდოთ ღმერთს პირველობა ჩვენს ცხოვრებაში … ჰქონდეს ღმერთს ყველაზე ძლიერი გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე“.
თქვენი საპატრიარქო კურთხევა აცხადებს თქვენი კავშირის შესახებ ისრაელის სახლის ერთ-ერთ ტომთან. ეს იმაზე უფრო მეტია, ვიდრე ოჯახის ისტორიის საინტერესო ნაწილი. ეს ასევე დაკავშირებულია თქვენს აწმყოსა და მომავალთან. იყო ისრაელის სახლის ნაწილი ნიშნავს, რომ გაქვს აღთქმის ურთიერთობა ზეციერ მამასა და იესო ქრისტესთან. ეს ნიშნავს, რომ თქვენ, ისევე როგორც აბრაამი, მოწოდებული ხართ, იყოთ „კურთხევა“ ღვთის შვილებისთვის (დაბადება 12:2; აბრაამი 2:9–11). პეტრეს სიტყვებით ეს ნიშნავს, რომ „თქვენ … რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, [წილხვედრი] ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოებანი, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი ნათლისაკენ გამოგიხმოთ“ (1 პეტრე 2:9). ეს ნიშნავს, რომ თქვენ „[მიანდობთ] ღმერთს პირველობა[ს]“ — რომ თქვენ ხართ ის, ვინც „დგახართ ღმერთთან“, როცა პატივს მიაგებთ მასთან დადებულ აღთქმებს.
Family Tree of Jacob (Israel) [იაკობის (ისრაელის) ოჯახური ხე], ბრენტ ევანსის მიერ