Come, Follow Me
2–8 მარტი. „მიანდეთ ღმერთს პირველობა“: დაბადება 24–33


„2–8 მარტი. ’მიანდეთ ღმერთს პირველობა’“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)

„2–8 მარტი. ’მიანდეთ ღმერთს პირველობა’“, მოდი და გამომყევი: 2026

ესავი თავისი პირმშოობის უფლებას მიჰყიდის იაკობს ერთი ჯამი შეჭამადისთვის

Esau Sells His Birthright [ესავი ჰყიდის თავის პირმშოობას], გლენ ს. ჰოპკინსონის მიერ (დეტალი)

2–8 მარტი: „მიანდეთ ღმერთს პირველობა“

დაბადება 24–33

როგორ უზრუნველვყოფთ საკუთარი თავისთვის ღვთის კურთხევას? შეიძლება თქვათ, რომ იაკობის, აბრაამის და სარას შვილიშვილის ისტორია არის ამბავი კაცის შესახებ, რომელმაც ამ კითხვაზე პასუხი მიიღო. კულტურაში, სადაც პირმშო კურთხევას იღებდა პირმშოობიდან გამომდინარე, იაკობი მეორე დაიბადა, თავისი ტყუპისცალი ძმის, ესავის ქუსლს ჩაჭიდებული. სახელი „იაკობი“ ნიშნავს „ჩამნაცვლებელს“ — ვინც სხვას ანაცვლებს. იაკობმა გაამართლა ეს სახელი და ის არაერთხელ შეეცადა ესავი, როგორც პირმშოობის უფლებით კურთხეული მემკვიდრე ჩაენაცვლებინა, რადგან ესავი არ იყო ამ კურთხევის ღირსი (იხილეთ დაბადება 25:30–34; 26:34–35; 27:36). შედეგად ოჯახში ამის გამო უთანხმოება ჩამოვარდა და იაკობი უდაბნოში გაიქცა.

წლების შემდეგ ღმერთმა უბრძანა იაკობს სახლში დაბრუნება. გზაში იაკობი თავმდაბლობით კვლავ ითხოვდა ღვთისგან კურთხევას. წმინდა წერილები აღწერენ ამ დროს, როგორც იაკობის „ბრძოლას“, როცა მან განუცხადა ღმერთს, რომ არ დანებდებოდა „ვიდრე არ [აკურთხებდა მას]“ (დაბადება 32:26). შემდეგ იყო გაკვეთილი — და კურთხევა. ღმერთმა შეცვალა იაკობის სახელი და დაარქვა ისრაელი, რაც, სხვა მნიშვნელობებთან ერთად, ნიშნავს: „მიანდეთ ღმერთს პირველობა“. ისრაელმა შეიტყო, რომ ღვთის ყველაზე ძვირფასი კურთხევების, მისი აღთქმის კურთხევების მისაღებად, არ არის აუცილებელი სხვისი ადგილის დაკავება. ღმერთის კურთხევებს ვერავინ იყიდის, მიიტაცებს ან მოიგებს. ის უსასყიდლოდ აძლევს მათ ყველას, ვინც ცხოვრობს ისრაელის სახელის თანახმად, ვინც ღმერთს პირველობას მიანდობს მათ ცხოვრებაში.

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

დაბადება 24

აღთქმისეული ქორწინება არსებითია ღვთის მარადიული გეგმისთვის.

დაბადება 24-ის კითხვისას ჰკითხეთ საკუთარ თავს, რატომ ჩათვალა აბრაამმა თავისი ვაჟის, ისააკის, ქორწინება ასე მნიშვნელოვნად. რატომ არის ქორწინება მნიშვნელოვანი ღმერთისთვის?

რა თვისებებს ხედავთ რებეკაში ისეთს, რაც ხელს შეუწყობს მტკიცე ქორწინებას და ძლიერი ოჯახის შექმნას? (განსაკუთრებით იხილეთ მუხლები 15–28, 57–61).

აგრეთვე იხილეთ Topics and Questions, „Marriage“, სახარების ბიბლიოთეკა.

დაბადება 25:29–34

მე ყოველივე მარადიულს ვაფასებ მეტად, ვიდრე ხორციელს.

ისაკისა და რებეკას კულტურაში უფროსი ვაჟი იღებდა პირმშოობას, რაც ნიშნავდა უფრო დიდ მემკვიდრეობას და ოჯახზე ზრუნვის უფრო დიდ პასუხისმგებლობას. როდესაც კითხულობთ დაბადების 25:29–34-ს დაფიქრდით, რატომ იყო ესავი მზად თავისი პირმშოობა საჭმელზე გაეცვალა. რა გაკვეთილს იპოვით თქვენთვის ამ ამბიდან? შეიძლება, წაგვადგეს ორი სიის შედგენა: (1) მარადიული კურთხევები, რომლებიც ღმერთს სურს მოგცეთ და (2) ამქვეყნიური რამ, რამაც შეიძლება ყურადღება გაგიფანტოთ. შემდეგ შეგიძლიათ წაიკითხოთ ნაწყვეტი და შეცვალოთ „პირმშოობა“ პირველი სიიდან რამეთი და „შეჭამადი“ ასევე სხვა სიტყვით მეორიდან. როგორ გაამახვილებთ ყურადღებას მხსნელზე და მისი სახარების მარადიულ კურთხევებზე?

იხილეთ აგრეთვე მათე 6:19–33; მ. რასელ ბალარდი, „გახსოვდეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია“, ლიახონა, მაისი, 2023, 105–7.

იაკობი ბეთელში

Jacob at Bethel [იაკობი ბეთელში], ჯეიმს სმეთამის მიერ

დაბადება 28

სემინარიის ხატულა
უფლის სახლის აღთქმებს შემოაქვს ღვთის ძალა ჩემს ცხოვრებაში.

ქვის ბალიშზე ძილის დროს იაკობს სიზმარი ესიზმრა, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა. ეს ისეთი წმინდა გამოცდილება იყო, რომ იაკობმა უწოდა ამ ადგილს ბეთელი ანუ „ღვთის სახლი“ და განაცხადა, რომ „ჭეშმარიტად უფალია ამ ადგილზე“ (დაბადება 28:16).

დაბადება 28-ის წაკითხვისას შეიძლება საკუთარ თავს ჰკითხოთ, რამ გახადა ეს გამოცდილება იაკობისთვის ასე წმინდა. რას გადიოდა ის ცხოვრების იმ ეტაპზე? რას შეიძლება ის გრძნობდეს? თქვენ ასევე შეგიძლიათ მოძებნოთ სიტყვები და ფრაზები მუხლები 10–22 -ში, რომლებიც უფლის სახლს გახსენებთ. რა შთაბეჭდილება გრჩებათ ღმერთის, მისი სახლისა და მისი აღთქმების შესახებ?

ამ მონახაზის ბოლოს არის ნახატი, რომელიც ასახავს იაკობის სიზმარს; თქვენ კითხვისას შეგიძლიათ, ახსენოთ ის. თქვენ რომ შეგექმნათ მისი სიზმრის საკუთარი მხატვრული გამოსახულება, რას გააკეთებდით? რა ჭეშმარიტების წარმოჩენას შეეცდებოდით მოთხრობიდან?

ჰიმნი “Nearer, My God, to Thee” (Hymns, no. 100) დაფუძნებულია იაკობის გამოცდილებაზე. რა კავშირს ხედავთ ამ სიმღერისა და დაბადება 28:10–22-ს შორის? როგორ გეხმარებათ ტაძარი, ღმერთთან უფრო ახლოს იგრძნოთ თავი? იფიქრეთ ამ კითხვაზე პასუხების მოძიებაზე პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის გზავნილში „ტაძარი და თქვენი სულიერი საძირკველი“ (ლიახონა, ნოემბერი 2021, 93–96). თქვენ ასევე შეგიძლიათ გადახედოთ უფლის სახლის აღთქმებსა და კურთხევებს ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 27.2 -ში (სახარების ბიბლიოთეკა). როგორ შემოაქვს ამ აღთქმების დაცვას თქვენს ცხოვრებაში ღვთის ძალა?

იყავით შემოქმედებითი. წმინდა წერილებიდან სწავლის მრავალი გზა არსებობს, გარდა მათი უბრალოდ წაკითხვისა. ზოგიერთი ადამიანი აღმოაჩენს ხოლმე, რომ წმინდა წერილები უკეთ ესმით, როცა ისინი იქ გადმოცემული ამბების დახატვას ცდილობენ. სხვები სულიერ სარგებელს პოულობენ წმინდა წერილებთან დაკავშირებულ წმინდა მუსიკაში. ნუ შემოიფარგლებით სწავლის მხოლოდ ერთი მეთოდით; იყავით ღია სხვადასხვა მიდგომების გამოსაცდელად.

დაბადება 29:31–35; 30:1–24

უფალს ვახსოვარ მე ჩემს განსაცდელში.

დაბადება 29:31–35-ისა და 30:1–24-ის კითხვისას ეძიეთ სიტყვები, რომლებიც აღწერენ ღვთის წყალობას რახელისა და ლეას მიმართ. იმსჯელეთ, როგორ „დაინახა უფალმა [თქვენი] ტანჯვა“ და „[გაგიხსენათ]“ (დაბადება 29:32; 30:22).

დაბადება 32–33

მხსნელს შეუძლია ჩემი ოჯახის განკურნება.

როდესაც იაკობი ქანაანში ბრუნდებოდა, მას „დიდად შეეშინდა … და შეშფოთდა“ იმის გამო, თუ როგორ მიიღებდა მას თავისი ძმა, ესავი (დაბადება 32:7). როდესაც კითხულობთ დაბადება 32–33-ს, დაფიქრდით საკუთარ ოჯახურ ურთიერთობებზე — განსაკუთრებით ისეთზე, რომელსაც განკურნება სჭირდება. იქნებ ამ ამბავმა შთაგაგონოთ, რათა შეეხმიანოთ სხვა ადამიანს. მსგავსმა კითხვებმა შეიძლება უხელმძღვანელოს თქვენს საკითხავს:

  • როგორ მოემზადა იაკობი ესავთან შესახვედრად?

  • რას გამოყოფდით იაკობის ლოცვიდან, რომელსაც კითხულობთ დაბადება 32:9–12-ში?

  • რას იგებთ პატიების შესახებ ესავის მაგალითიდან?

  • როგორ შეუძლია მხსნელს, ოჯახური ურთიერთობების მოგვარებაში დაგვეხმაროს?

დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.

ბავშვთა განყოფილების ხატულა 01

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

დაბადება 24:10–21

მე შემიძლია ვიყო კეთილი სხვების მიმართ.

  • რებეკას სიკეთის შთამბეჭდავი მაგალითის ხაზგასასმელად, შეგიძლიათ აჩვენოთ თქვენს შვილებს ქვემოთ მოცემული სურათი ან ამ კვირის აქტივობის გვერდი, როდესაც აჯამებთ ამბავს დაბადება 24:10–21-ში. თქვენმა შვილებმა შეიძლება სიამოვნებით გაითამაშონ ეს ამბავი. ამან შეიძლება მიგიყვანოთ საუბრამდე თქვენი და თქვენი შვილების ნანახი კეთილი საქმეების შესახებ.

  • შეგიძლიათ ერთად იმღეროთ სიმღერა სიკეთეზე,მაგ: “Kindness Begins with Me” (Children’s Songbook, 145). თქვენს შვილებს შეუძლიათ მოუსმინონ სიტყვას „სიკეთე“ (ან მსგავსი სიტყვა) და ფეხზე წამოდგნენ, როცა გაიგონებენ. როგორ შეგვიძლია, ვიყოთ კეთილი რებეკას მსგავსად?

რებეკას პორტრეტი

Old Testament Heroes [ძველი აღთქმის გმირები], დილინ მარშის მიერ (დეტალი)

დაბადება 25:21–34

ყოველივე მარადიული უფრო არის მნიშვნელოვანი, ვიდრე ნებისმიერი ამქვეყნიური რამ.

  • გამოიყენეთ “Jacob and Esau” (in Old Testament Stories, 38–41) რათა დაეხმაროთ შვილებს,გ აიგონ ამბავი დაბადება 25:21–34-დან. სთხოვეთ თქვენს შვილებს წარმოიდგინონ, რომ ესავი რჩევას ეკითხება მათ, გაცვალოს თუ არა თავისი პირმშოობის უფლება ერთ ჯამ შეჭამადზე. რას ეტყოდნენ ისინი მას?

    2:5

    Jacob and Esau

  • რას აქვს თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის მარადიული მნიშვნელობა? შესაძლოა, თქვენმა შვილებმა იპოვონ ნახატები ან საგნები, რომლებიც წარმოადგენენ ამ ნივთებს. როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ უფალს, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის მნიშვნელოვანია?

დაბადება 28:10–22

აღთქმები მეხმარება მე დავბრუნდე ჩემს ზეციერ მამასთან.

  • როდესაც ერთად კითხულობთ დაბადება 28:10–22 -ს, შეგიძლიათ გამოიყენოთ კიბე ან მსგავსი ნივთი (ან სურათი, როგორიც არის ამ მონახაზის ბოლოს), რათა ისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ჰგავს ჩვენი აღთქმები კიბეს. თქვენს შვილებს შეუძლიათ აჩვენონ, თითქოს კიბეზე ადიან და ყოველი ნაბიჯის დროს ისაუბრონ იმ შემთხვევებზე, როდესაც ჩვენ ღმერთს მორჩილებას ვპირდებით მონათვლის, ზიარების ან ტაძარში წასვლისას. როგორ გვაახლოებს ჩვენი აღთქმები ღმერთთან?

დაბადება 32:6–11; 33:1–4

ზეციერ მამასა და იესო ქრისტეს შეუძლიათ დამეხმარონ ჩემი ოჯახის სიყვარულში.

  • ეს მუხლები რომ წარმოიდგინოთ, შეიძლება სასარგებლო იყოს ახსნათ, რომ დიდი ხნის წყენის შემდეგ იაკობი კვლავ აპირებდა, ესავს შეხვედროდა. ერთად წაიკითხეთ დაბადება 32:6–11. რას გრძნობდა იაკობი? რა გააკეთა მან დახმარების მისაღებად? ერთად წაიკითხეთ დაბადება 33:1–4 რათა აღმოაჩინოთ, როგორ უპასუხა უფალმა იაკობის ლოცვას. იაკობს და ესავს რომ შეეძლოთ დღეს ჩვენთან საუბარი, რას გვეტყოდნენ, რათა დაგვხმარებოდნენ ჩვენს ოჯახში კამათის დროს?

დამატებითი მოსაზრებებისათვის, იხილეთ ჟურნალის მეგობარი მიმდინარე თვის გამოცემა.

იაკობს ესიზმრება კიბე და ანგელოზები, რომლებიც ზეციდან ჩამოდიან

Jacob’s Dream [იაკობის სიზმარი], ჯ. კენ სპენსერის მიერ

დაწყებითი საზოგადოების ღონისძიებების გვერდი: შემიძლია, ვიყო კეთილი სხვების მიმართ