Come, Follow Me
9–15 მარტი. „უფალი იყო იოსებთან“: დაბადება 37-41


„9–15 მარტი. ’უფალი იყო იოსებთან’: დაბადება 37-41“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)

„9–15 მარტი. ’უფალი იყო იოსებთან’“, მოდი და გამომყევი: ძველი აღთქმა 2026

იოსების ძმებს მიაქვთ მოსაცმელი

Joseph and His Brothers [იოსები და მისი ძმები], სემ ლალორის მიერ

9–15 მარტი: „უფალი იყო იოსებთან“

დაბადება 37-41

ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი აკურთხებს ადამიანებს, რომლებიც ენდობიან მას და იცავენ მის მცნებებს. მაგრამ ზოგჯერ ეს ასე არ ჩანს. ზოგჯერ ის, ვინც ღმერთს ენდობა, ძალადობის მსხვერპლი ხდება ოჯახის მხრიდან და მას ზურგს აქცევენ. ზოგჯერ ადამიანი, რომელიც გაბედულად უარს ამბობს უბიწოების კანონის დარღვევაზე, მაინც ცრუ ბრალდებების მსხვერპლი ხდება. როდესაც მსგავსი რამ გვემართება, შესაძლოა, ღმერთზე გაბრაზების ცდუნება დაგვეუფლოს. შეიძლება, დავინტერესდეთ: „რა აზრი აქვს სწორი საქმის კეთების მცდელობას, თუ ეს მხოლოდ ცხოვრებას ართულებს?“

იოსებს, იაკობის ძესაც, შეეძლო ამის გაფიქრება. ხანდახან ამ ერთგულ კაცს ხელი ემართებოდა; სხვა დროს კი ჩანდა, თითქოს რაც უფრო ერთგული იყო, მით მეტი გაჭირვება ხვდებოდა. მაგრამ იოსებს არასოდეს მიუტოვებია უფალი და უფალსაც არასოდეს მიუტოვებია იოსები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ უფალმა თავიდან ააცილა ცუდი რამ იოსებს, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად „უფალი იყო მასთან“ (დაბადება 39:3).

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

დაბადება 37:1–28; 39; 41:9–45

უფალი ჩემთან იქნება ჩემს გასაჭირში.

როგორც ჩანს, ბედი დროდადრო ტოვებდა იოსებს, მაგრამ უფალს არასოდეს მიუტოვებია. იოსების ამბის წაკითხვისას დაფიქრდით ასეთ კითხვებზე: რას აკეთებდა იოსები, უფალთან ახლოს რომ დარჩენილიყო? როგორ იყო უფალი „მასთან“? (იხილეთ დაბადება 39; 40:1–19; 41:9–45). რას იგებთ იოსების ისტორიიდან, რაც დაგეხმარებათ ამოიცნოთ უფლის თანაობა თქვენს ცხოვრებაში?

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი კითხვები თქვენს ცხოვრებაზეც დასვათ. რა მტკიცებულება გინახავთ, რომ უფალმა არ მიგატოვათ განსაცდელის დროს? დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენი გამოცდილება ოჯახის წევრებსა და მომავალ თაობებს (იხილეთ 1 ნეფი 5:14).

რა თქმა უნდა, მომავალში სხვა განსაცდელიც გექნებათ. რისი გაკეთება შეგიძლიათ ახლა იმისთვის, რომ დარწმუნდეთ: ეს განსაცდელები არ დაგაშორებთ უფალს? შეგიძლიათ დაწეროთ წერილი საკუთარი თავისადმი მოწოდებით, დარჩეთ უფალთან ახლოს, რაც არ უნდა მოხდეს. თქვენ შეიძლება, ამ წერილში გაითვალისწინოთ შეხედულებები იოსების ცხოვრებიდან ან უხუცეს ტოდ დ. კრისტოფერსონის გზავნილიდან „ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან“ (ლიახონა, მაისი, 2022, 78–81).

აგრეთვე იხილეთ იოანე 14:18; რომაელთა 8:28; ალმა 36:3; მოძღვრება და აღთქმები 121:7–8; “Abide with Me!,” Hymns, no. 166.

დაბადება 37:5–11; 40; 41:1–38

თუ ერთგული ვიქნები, უფალი მიწინამძღვრებს და შთამაგონებს.

იოსებს ჰქონდა ნიჭი, უფლის შეტყობინებები სიზმრებიდან ამოეცნო. რისი სწავლა შეგიძლიათ დაბადება 37:5–11; 40:5–8; 41:14–25, 37–38-იდან უფლის გამოცხადების მიღებისა და გაგების შესახებ? მაგალითად, რისი სწავლა შეგიძლიათ იოსების მაგალითიდან, როცა გამოცხადება რთულად გასაგები ჩანს? (იხილეთ დაბადება 40:8; 41:16).

დაფიქრდით, როგორ გიცხადებთ უფალი თავის ნებას. რა არის თქვენი პასუხი იმ გამოცხადებაზე, რომელიც მან გიბოძათ? როგორ ეძებთ მისგან დამატებით ხელმძღვანელობას?

იოსები სიზმრებს ხსნის

Joseph Interpreting the Butler and Baker’s Dreams [იოსები განმარტავს მწდისა და მეპურის სიზმრებს], ფრანსუა ჟერარდის მიერ

დაბადება 39:1–20

სემინარიის ხატულა
უფლის დახმარებით მე შემიძლია, გავექცე ცდუნებას.

იოსებს რომ რჩევა მიეცა, როგორ გაუძლოს კაცმა სექსუალური ცოდვის ჩადენის ცდუნებას, როგორ ფიქრობთ, რას იტყოდა? დაფიქრდით ამაზე, როცა კითხულობთ მის გამოცდილებას დაბადება 39-ში. მაგალითად, იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება უპასუხოს იოსებმა ასეთ ხიფათებს:

  • თუ სხვამ არავინ იცის, რას ვაკეთებ, მაშ რაშია საქმე? (იხილეთ მუხლები 8–9).

  • ვცდილობ, წინააღმდეგობა გავუწიო, მაგრამ ცდუნება, ვფიქრობ, არ ჩერდება (იხილეთ მუხლი 10).

  • რა უნდა გავაკეთო, როცა ცდუნება ძლიერია? (იხილეთ მუხლი 12).

როგორ ხსნით, რატომ არის მნიშვნელოვანი უბიწოების კანონის დაცვა? (იხ. For the Strength of Youth: A Guide for Making Choices, 23–28).

იოსების მაგალითი, რა თქმა უნდა, შეიძლება, ეხებოდეს სხვა სახის ცდუნებებსაც. იოსების გამოცდილების გათვალისწინებით, განიხილეთ ცდუნების თავიდან აცილებისა და წინააღმდეგობის გაწევის გეგმა. მაგალითად, შეგიძლიათ, იფიქროთ ცდუნებაზე და დაწეროთ სიტუაციები, რომელთა თავიდან აცილებაც გსურთ და ასევე როგორ „გაიქცევით“ ამ ცდუნებასთან დაპირისპირებისას.

ცდუნება

ასარიდებელი სიტუაციები

დაგეგმეთ რეაგირება

აი, კიდევ რამდენიმე ნაწყვეტი წმინდა წერილებიდან, რომლებიც მოგეხმარებათ გეგმის შედგენისას. რას სწავლობთ თითოეულისგან იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია მხსნელს, ცდუნების წინააღმდეგ ბრძოლაში დაგეხმაროთ? მათე 4:1–11; 1 კორინთელთა 10:13; 1 ნეფი 15:23–24; 3 ნეფი 18:17–18.

გეგმის შედგენისას შეიძლება, ასევე დაგვეხმაროთ წარსულის შემთხვევებიც, როდესაც წარმატებით აირიდეთ ან წინააღმდეგობა გაუწიეთ ცდუნებას. როგორ დაგეხმარათ მხსნელი? (იხილეთ 2 ნეფი 4:18–33).

დაბადება 41:15–57

უფალი დამეხმარება შესაძლო გასაჭირისთვის მომზადებაში.

იოსების მიერ ფარაონის სიზმრის ახსნამ რამდენიმე ძალიან ბრძნული და პრაქტიკული რჩევა მისცა მათ, როგორ გაეძლოთ შიმშილისთვის (იხილეთ დაბადება 41:15–57). დაფიქრდით, რა სულიერი გზავნილები შეიძლება, ჰქონდეს უფალს თქვენთვის ამ მონათხრობის მიხედვით. როგორ ფიქრობთ, როგორ სურს მას, მოემზადოთ თქვენი მომავალი გასაჭირისთვის?

იხ. აგეთვე David A. Bednar, “We Will Prove Them Herewith,” Liahona, Nov. 2020, 8–11.

დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.

ბავშვთა განყოფილების ხატულა 01

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

დაბადება 37

შემიძლია კეთილგანწყობილი ვიყო ჩემი ოჯახის მიმართ.

  • იოსების ოჯახში მძიმე გრძნობების წაკითხვამ შეიძლება გამოიწვიოს დისკუსია იმაზე, თუ როგორ უნდა მოვექცეთ ოჯახის წევრებს. იოსებისა და მისი ძმების ამბის მოსაყოლად დაბადება 37-იდან შეგიძლიათ გამოიყენოთ სურათები ამ მონახაზში ან “Joseph’s Inspired Dreams” (in Old Testament Stories, 47–51). სთხოვეთ თქვენს შვილებს, გაგიზიარონ დეტალები, რომლებიც იციან ამ ამბის შესახებ. შეიძლება, თქვენ სთხოვოთ მათ, წარმოიდგინონ, რომ ისინი იოსების ოჯახში არიან. რას იტყოდნენ ან გააკეთებდნენ, რომ ოჯახში მშვიდობისმყოფელნი გამხდარიყვნენ? მაგალითად, რას ნიშნავს ჩვენს ოჯახში „ლაპარაკი მშვიდობიანად“? (მუხლი 4). როგორ არის იესო ქრისტე მშვიდობისმყოფელი ღვთის ოჯახში?

    2:17

    Joseph’s Inspired Dreams

დაბადება 37:18–28; 39:20–23; 41:38

ღმერთს შეუძლია დამეხმაროს, როცა ცუდი რამ ხდება.

  • როცა თქვენს შვილებს უჭირთ, მათ უნდა იცოდნენ, რომ უფალი იქნება მათთან, როგორც ის იყო იოსებთან. იქნებ, დაეხმაროთ თქვენს შვილებს, შეადგინონ იმ მძიმე მოვლენების სია, რომლებიც გადახდა იოსებს (იხილეთ დაბადება 37:23–28; 39:20) ან “Joseph’s Inspired Dreams” and “Joseph in Egypt,” in Old Testament Stories, 47–51, 52–56). ყოველი გაჭირვების პოვნის შემდეგ სთხოვეთ თქვენს შვილებს, გაიმეორონ: „უფალი იყო იოსებთან“ (დაბადება 39:2).

    2:17

    Joseph’s Inspired Dreams

    2:50

    Joseph in Egypt

  • შესაძლოა, თქვენმა შვილებმა მოიძიონ დაბადება 39:1–3, 20–23-ში ფრაზის „უფალი იყო იოსებთან“ და მსგავსი ფრაზების ყველა მაგალითი. სთხოვეთ მათ, ისაუბრონ, რას ნიშნავს ეს ფრაზა მათი აზრით. საიდან ვიცით, რომ უფალი ჩვენთანაა? მოუყევით ერთმანეთს იმის შესახებ, თუ როგორ იგრძენით, როცა ღმერთი თქვენთან იყო რთულ პერიოდში.

იოსები ციხეში

Joseph of Egypt in Prison [იოსები ეგვიპტის ციხეში], ჯეფ ვორდის მიერ (დეტალი)

დაბადება 39:7–12

უფლის დახმარებით მე შემიძლია გავექცე ცდუნებას.

  • აი, თვალსაჩინო გაკვეთილი, რომელიც დაეხმარება თქვენს შვილებს, მიჰბაძონ იოსების მაგალითს, რომელიც ფოტიფარის ცოლს გაექცა: გამოიყენეთ ორი მაგნიტი იესო ქრისტესა და სატანის გამოსასახავად. გამოიყენეთ პატარა ლითონის ობიექტი, როგორიცაა, მაგალითად, ქაღალდის სამაგრი, რომელიც ჩვენ წარმოგვადგენს. შემდეგ უჩვენეთ თქვენს შვილებს, როგორია მაგნიტის გავლენა მეტალის საგანზე, როდესაც ისინი აახლოებენ საგანს მაგნიტთან. როგორ ასახავს იოსების გამოცდილება ამ ჭეშმარიტებას დაბადება 39:7–12-ში? რა შეგვიძლია გავაკეთოთ ცოდვისგან თავის დასაღწევად და იესოსთან დასაახლოებლად? ვიდეო „Temptation Fades as We Seek Christ in Every Thought [ცდუნება ქრება, როცა ქრისტეს ვეძებთ ყოველ ფიქრში]“ (სახარების ბიბლიოთეკა) და საგალობელი, მაგალითად, „მე შენ მჭირდები მუდამ“ (საგალობლები, გვერდი 12) დაგეხმარებათ ამ დისკუსიაში.

    2:58

    Temptation Fades as We Seek Christ in Every Thought

    გამოიყენეთ მუსიკა. „საგალობლებსა და სხვა წმინდა სიმღერებს შეუძლიათ დაეხმარონ ბავშვებს, იგრძნონ ღვთის სიყვარული, იგრძნონ სულიწმინდა და ისწავლონ სახარებისეული ჭეშმარიტებები. შეიძლება, მელოდიები, რიტმები და მარტივი რითმები დაეხმარონ ბავშვებს ახსოვდეთ სახარების ჭეშმარიტებანი მრავალი წლის განმავლობაში. როცა ბავშვებთან ერთად გალობთ, დაეხმარეთ მათ საგალობლებში ნასწავლი პრინციპების აღმოჩენასა და გაგებაში“ (Teaching in the Savior’s Way, 32).

  • დაეხმარეთ თქვენს შვილებს იფიქრონ ცდუნებებზე, რომლებსაც ისინი შეიძლება, დაუპირისპირდნენ. სთხოვეთ მათ, გაითამაშონ როლები, როგორ შეძლებდნენ „გაჰქცეოდნენ“ ამ ცდუნებებს.

დამატებითი მოსაზრებებისათვის, იხილეთ ჟურნალის მეგობარი მიმდინარე თვის გამოცემა.

იოსებს ძმები ქურთუკს ართმევენ

Joseph, the Dream Interpreter [იოსები, სიზმრების ამხსნელი], კრისტი კირისბერგ ჰარმონის მიერ

დაწყებითი საზოგადოების ღონისძიებების გვერდი: შემიძლია, ვიყო კეთილი ჩემი ოჯახის მიმართ