„16–22 მარტი. ’ღმერთმა სიკეთედ მოაქცია იგი’: დაბადება 42–50“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)
„16–22 მარტი. ’ღმერთმა სიკეთედ მოაქცია იგი’“, მოდი და გამომყევი: 2026
Forgiveness [პატიება], მეგან რიკერის მიერ
16–22 მარტი: „ღმერთმა სიკეთედ მოაქცია იგი“
დაბადება 42–50
დაახლოებით 22 წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც საკუთარმა ძმებმა იოსები მონად გაყიდეს. იოსებმა მრავალი განსაცდელი გამოიარა, მათ შორის მცდარი ბრალდებები და პატიმრობა. როდესაც ბოლოსდაბოლოს მან კვლავ იხილა საკუთარი ძმები, იოსები სრულიად ეგვიპტის მმართველი იყო, ფარაონის შემდეგ მეორე კაცი. მას იოლად შეეძლო თავის ძმებზე შურის ძიება და იმის გათვალისწინებით, თუ რა გაუკეთეს იოსებს, ეს შეიძლებოდა გასაგებიც კი ყოფილიყო. თუმცა იოსებმა მათ აპატია. და არა მხოლოდ ეს, არამედ მან დაანახა მათ ღვთიური მიზანი თავის ტანჯვაში. „ღმერთმა სიკეთედ მოაქცია იგი“, - (დაბადება 50:20), მან უთხრა მათ, რადგან ამით მას მიეცა შესაძლებლობა „[მამა და ძმები და მთელი მათი სახლი]“ (დაბადება 47:12) შიმშილისგან გადაერჩინა.
იოსები მრავალი თვალსაზრისით იესო ქრისტეს ჰგავდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ცოდვები [იესოს] დიდი ტანჯვის მიზეზი გახდა, მხსნელი გვთავაზობს მიტევებას, იხსნის რა ყოველ ჩვენგანს იმ ბედისწერისგან, რომელიც შიმშილზე უარესია. განურჩევლად იმისა, უნდა მოგვიტევონ თუ ჩვენ უნდა მივუტევოთ სხვას – იქნება მომენტები, როცა ორივე უნდა მოვიმოქმედოთ – იოსების მაგალითი მიგვითითებს მხსნელზე, განკურნებისა და შემწყნარებლობის ჭეშმარიტ წყაროზე.
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
დაბადება 45:5–7; 47:12
„მომავლინა ღმერთმა თქვენს წინ, რათა შეგინარჩუნოთ სიცოცხლე.“
შენიშნეთ რამე მსგავსება იოსების ცხოვრებასა და იესო ქრისტეს გამომსყიდველ მისიას შორის? ამ მსგავსების მაგალითების სანახავად, შეადარეთ:
-
დაბადება 37:3 და მათე 3:17-ს.
-
დაბადება 37:26–28 და მათე 26:14–16-ს.
-
დაბადება 45:5–7 და ლუკა 4:18-ს.
-
დაბადება 47:12 და იოანე 6:35-ს.
რა შთაბეჭდილებები გრჩებათ მხსნელზე და მის მისიაზე, როდესაც კითხულობთ ამ მონაკვეთებს?
დაბადება 45; 50:15–21
პატიებას მოაქვს განკურნება.
იმის წაკითხვამ, რომ იოსებმა აპატია ძმებს მათ მიერ ჩადენილი საშინელება, შეიძლება დაგაფიქროთ იმ ადამიანზე, ვისი პატიებაც ამჟამად გიჭირთ. შემდეგი კითხვები დაგეხმარებათ ამ პრინციპის გამოყენების მცდელობისას:
-
რატომ შეიძლებოდა იოსებისთვის რთული ყოფილიყო ძმების პატიება? (იმისათვის, რომ გადახედოთ რა გაუკეთეს მას, იხილეთ დაბადება 37). რა გამოცდილებამ ან დამოკიდებულებებმა მისცეს იოსებს პატიების ძალა? (იხილეთ, მაგალითად, დაბადება 45:1–15 ან 50:15–21).
-
რა კურთხევა მოჰყვა იოსების მიერ ძმების პატიებას? მაგალითად, შეადარეთ იაკობის ოჯახში არსებული ურთიერთობები ამ ამბის დასაწყისში (იხილეთ, მაგალითად, დაბადება 37:3–11) და როგორ ვლინდება ისინი ამბის ბოლოს (იხილეთ დაბადება 45:9–15; 50:15–21). სხვანაირად როგორ განვითარდებოდა სიტუაცია, თუკი იოსები არ იქნებოდა მზად პატიებისთვის?
-
ჩაწერეთ ვინმეს სახელი, რომელსაც შესაძლოა, თქვენი პატიება დასჭირდეს — მიუხედავად იმისა, ითხოვს თუ არა ის ამას. რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რათა მოიხმოთ მხსნელის კურნების ძალა ამ სიტუაციაში? თუ პატიება ძალიან რთული გეჩვენებათ, გადახედეთ უხუცეს გერიტ ვ. გონგის რჩევას მისი გზავნილის „დიდხანს და ბედნიერად“ ბოლო ექვს აბზაცში (ლიახონა, ნოემბერი, 2022, 85). რას პოულობთ, რაც იმედს გაძლევთ, რომ შეგიძლიათ, აპატიოთ?
იხილეთ აგრეთვე მოძღვრება და აღთქმები 64:9–11.
Forgiveness: My Burden Was Made Light
დაბადება 49
იაკობმა თავის ოჯახს წინასწარმეტყველური კურთხევა მისცა.
იაკობის კურთხევები მისი შთამომავლობისთვის შეიცავს ნათელ სახეებს, მაგრამ მათი გაგება ადვილი არ არის. საბედნიეროდ, აღდგენილი სახარება გარკვეულ დახმარებას გაგვიწევს. როდესაც კითხულობთ იოსების კურთხევას დაბადება 49:22–26-ში, წაიკითხეთ შემდეგი მუხლებიც და ნახეთ, რა აზრს ატარებენ ისინი: 1 ნეფი 15:12; 2 ნეფი 3:4–5; იაკობი 2:25; მოძღვრება და აღთქმები 50:44.
როდესაც იუდას კურთხევის შესახებ კითხულობთ დაბადება 49:8–12-ში, გახსოვდეთ, რომ იესო ქრისტე იუდას შთამომავალი იყო. რას იპოვით ამ მუხლებში, რაც მხსნელს მოგაგონებთ? (იხილეთ აგრეთვე გამოცხადება 5:5–6, 9; 1 ნეფი 15:14–15; მოძღვრება და აღთქმები 45:59; 133:46–50).
შესაძლოა, ამ კურთხევების წაკითხვამ შთაგაგონოთ, გადახედოთ თქვენს პატრიარქის კურთხევას ან, თუ არ გაქვთ, მიიღოთ ის. თქვენს კურთხევაში რომელი სიტყვები და ფრაზები მიმართავს თქვენს აზრებს იესო ქრისტესკენ?
იხ. აგრეთვე Randall K. Bennett, “Your Patriarchal Blessing—Inspired Direction from Heavenly Father,” Liahona, May 2023, 42–44.
დაბადება 50:19–21
ღმერთს შეუძლია, ჩემი განსაცდელების დანიშნულების პოვნაში დამეხმაროს.
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს არ ყოფილიყო ნათელი, სანამ იოსები ამ განსაცდელს გადიოდა, იოსებმა საბოლოოდ შეძლო თავის გაჭირვებასთან დაპირისპირება ეგვიპტეში და დაინახა, რომ „ღმერთმა სიკეთედ მოაქცია იგი“ (დაბადება 50:20). რომ შეგძლებოდათ იოსების მონახულება, როცა ის ორმოში ან ეგვიპტის ციხეში იყო, როგორ გაუგებდით, როგორ ანუგეშებდით მას? როგორ დაგეხმარებათ დაბადება 50:19–21 თქვენი განსაცდელის ჟამს?
იხილეთ აგრეთვე მოძღვრება და აღთქმები 122; „როგორ განგვიმტკიცდება ღვთის მიმართ რწმენა“, საგალობლები, გვერდი 6.
Joseph Smith among the Prophets [ჯოზეფ სმითი წინასწარმეტყველთა შორის], პოლ მანის მიერ (დეტალი)
დაბადება 50:24–25
„წინასწარმჭვრეტელს აღზრდის უფალი, ჩემი ღმერთი“.
როდესაც კითხულობთ დაბადება 50:24–25 -სა და ჯოზეფ სმითის თარგმანი, დაბადება 50:24–38 -ს (Joseph Smith Translation Appendix-ში), დაფიქრდით, რატომ იქნებოდა მნიშვნელოვანი იოსებისთვის, მრავალი საუკუნის წინ სცოდნოდა მოსესა და ჯოზეფ სმითის შესახებ. როგორ შეასრულა ჯოზეფ სმითმა იოსების წინასწარმეტყველებები მის შესახებ? (იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 1:17–23; 20:7–12; 39:11; 135:3).
დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
დაბადება 42–44; 45:4–15
შემიძლია, სიყვარული და პატიება გამოვხატო ჩემი ოჯახის მიმართ.
-
შეიძლება, თქვენი შვილებისთვის სახალისო იყოს, გაითამაშონ იოსების მიერ თავისი ოჯახის გამთლიანების ამბავი (იხილეთ დაბადება 42–44). ან მათ შეუძლიათ გამოიყენონ “Joseph and the Famine” (in Old Testament Stories, 57–60) ან ნახატები ამ მონახაზიდან, რათა ერთმანეთს მოუთხრონ ეს ამბავი. აქ არის რამდენიმე შეკითხვა, რომელიც დაეხმარება თქვენს შვილებს, ისწავლონ ისტორიიდან:
-
რა გააკეთა იოსებმა ოჯახისადმი სიყვარულის გამოსავლენად? (იხილეთ დაბადება 45:4–15).
-
როგორ ფიქრობთ, რატომ აპატია იოსებმა ძმებს?
-
როგორ ფიქრობთ, რა იგრძნეს იოსების ძმებმა როცა გაიგეს, რომ იოსებმა აპატია მათ? ვის სჭირდება შენს ცხოვრებაში პატიება? როგორ შეგიძლიათ, სიყვარული და პატიება გამოავლინოთ?
2:26Joseph and the Famine
-
როდესაც ემზადებით სწავლებისთვის, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რას გააკეთებენ ჩემი შვილები, რომ ისწავლონ?“ მაგალითად, ამ აქტივობაში თქვენი შვილები თამაშობენ ან ჰყვებიან ამბავს. ამის გაკეთება მათ დაეხმარება, დაიმახსოვრონ როგორც მომხდარი ამბები, ისე სახარების პრინციპები, რომლებიც ისტორიაშია მოცემული.
-
შეიძლება, თქვენ ან თქვენმა შვილებმა ისაუბროთ გამოცდილებაზე, როდესაც მათ აპატიეს ვინმეს ან როცა ვინმემ აპატია მათ. შემდეგ შეგიძლიათ იმღეროთ სიმღერა, მაგ. “Love One Another” (Children’s Songbook, 136) or “Help Me, Dear Father” (Children’s Songbook, 99).
დაბადება 48:8–9
უფალი მეხმარება მღვდლობის კურთხევებით.
-
თქვენ და თქვენს შვილებს შეგიძლიათ უყუროთ იაკობის სურათს ამ მონახაზის ბოლოს, რომელშიც იგი აკურთხებს თავის ვაჟებს, და განიხილოთ, რა ხდება (იხილეთ დაბადება 48:8–9). საჭიროების შემთხვევაში აუხსენით, რომ იაკობს, იოსების მამას, სურდა მღვდლობის კურთხევა მიეცა თავისი ოჯახისთვის. იქნებ, თქვენ ერთმანეთს გაუზიაროთ რაიმე გამოცდილება, როდესაც მიიღეთ ღვთისგან დახმარება მღვდლობის კურთხევით. რა მიზეზით შეიძლება, მღვდლობის კურთხევა მოვითხოვოთ?
დაბადება 45:5–11
მამაზეციერმა გამოგზავნა იესო ქრისტე ჩემს გადასარჩენად.
-
როგორ შეგიძლიათ, თქვენს შვილებს დაანახოთ მხსნელი იოსების ამბავში, რომელმაც თავისი ოჯახი შიმშილისგან იხსნა? იფიქრეთ სქემის შექმნაზე ორი სვეტითა და წარწერით იოსები და იესო ქრისტე. დაეხმარეთ თქვენს შვილებს, მოძებნონ წმინდა წერილების შემდეგი წყვილები და შეავსონ დიაგრამა იოსებისა და იესოს საერთო თვისებებით: დაბადება 37:3 და მათე 3:17; დაბადება 37:26–28 და მათე 26:14–16; დაბადება 45:5–7 და ლუკა 4:18; დაბადება 47:12 და იოანე 6:35.
-
ჰკითხეთ თქვენს შვილებს, რას ნიშნავს მეორე ადამიანის ხსნა ან გადარჩენა. თუ რომელიმე მათგანს ჰქონია ხსნის ან საფრთხისგან გადარჩენის გამოცდილება, სთხოვეთ მათ ისაუბრონ ამაზე. როგორ გადაარჩინა იოსებმა ძმები? (იხილეთ დაბადება 42:1–3; 45:5–7). შემდეგ შეგიძლიათ, ერთად დაათვალიეროთ მხსნელის სურათი და სთხოვოთ თქვენს შვილებს, ისაუბრონ იმაზე, თუ როგორ გვიხსნის იესო.
დამატებითი მოსაზრებებისათვის, იხილეთ ჟურნალის მეგობარი მიმდინარე თვის გამოცემა.