„9–15 თებერვალი. ’ნოემ ჰპოვა მადლი უფლის თვალში’: დაბადება 6–11; მოსე 8“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)
„9–15 თებერვალი. ’ნოემ ჰპოვა მადლი უფლის თვალში’“, მოდი და გამომყევი: 2026
Jehovah Keeps a Promise [იეჰოვა ასრულებს სიტყვას], სემ ლალორის მიერ
9–15 თებერვალი: „ნოემ ჰპოვა მადლი უფლის თვალში“
დაბადება 6–11; მოსე 8
უკანასკნელ დღეებში ცხოვრებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მოვაქციოთ წარღვნის ამბავს. როდესაც იესო ქრისტე ასწავლიდა, თუ როგორ უნდა მოველოდეთ მეორედ მოსვლას, მან თქვა: „მაგრამ, როგორც ეს იყო ნოეს დღეებში, ისევე იქნება კაცის ძის მოსვლისას“ (ჯოზეფ სმითი — მათე 1:41). გარდა ამისა, სიტყვები, რომლებიც აღწერს ნოეს დღეებს, როგორიცაა „წაირყვნა“ და „აღივსო ძალადობით“, ასევე იოლად შეიძლებოდა ჩვენი დროისთვისაც მიგვესადაგებინა (დაბადება 6:12–13; მოსე 8:28). ბაბილონის გოდოლის ამბავი, ქედმაღლობისა და შედეგად მიღებული დაბნეულობისა და გაყოფის აღწერით, ასევე მიესადაგება დღევანდელობას.
ეს ძველი ამბები ღირებულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ გვიჩვენებს, როგორ მეორდება სიბოროტე ისტორიაში. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ისინი გვასწავლის, თუ რა მოვიმოქმედოთ. „ნოემ ჰპოვა მადლი უფლის თვალში“ (მოსე 8:27). იარედისა და მისი ძმის ოჯახები მიბრუნდნენ უფლისკენ და დაცულ იქნენ ბაბილონის დაბნეულობისა და გაყოფისაგან (იხილეთ ეფერი 1:33–43). თუ გვაინტერესებს, როგორ დავიცვათ საკუთარი თავი და ოჯახები ხრწნისა და ძალადობისგან, ამ თავებში ასახულ ამბებს ბევრის სწავლება შეუძლია.
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
დაბადება 6; მოსე 8
სულიერი უსაფრთხოება არის უფლის წინასწარმეტყველის მიმდევრობაში.
რამეს ხედავთ ნოეს დროის აღწერაში, რასაც დღევანდელობის პირობებთან აიგივებთ? კერძოდ, ჩახედეთ მოსე 8:15–24, 28-ს. რომელ განმეორებად საკითხებს ხედავთ?
ერთი მნიშვნელოვანი მსგავსება, რომელსაც დაინახავთ, არის ის, რომ ღმერთმა მოიხმო ნოე, ყოფილიყო წინასწარმეტყველი და მან მოიხმო წინასწარმეტყველი დღესაც. ჩამოწერეთ ჭეშმარიტებები, რომლებსაც სწავლობთ წინასწარმეტყველის შესახებ მოსე 8:13–30-იდან. როგორ ემსგავსება ჩვენი ცოცხალი წინასწარმეტყველი ნოეს? რა თქმა უნდა, უფლის წინასწარმეტყველი დღეს არ გვაფრთხილებს წარღვნის შესახებ და არ გვთავაზობს ჩვენ, დავეხმაროთ მას კიდობნის აგებაში. აბა, რის შესახებ გვაფრთხილებს ის? და რის გაკეთებას გვთავაზობს? ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად შეგიძლიათ გადახედოთ ეკლესიის პრეზიდენტების სწავლებანი სახარების ბიბლიოთეკაში, განსაკუთრებით სექციას სათაურით „მოწვევები და დაპირებული კურთხევები“. იქნებ შეარჩიოთ ერთი გაფრთხილება და ერთი მოწვევა, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თქვენთვის.
უხუცესი ალენ დ. ჰეინი ასწავლიდა: „სრულყოფილმა და მოსიყვარულე მამა ზეციერმა აირჩია შვილებისთვის ჭეშმარიტების გამჟღავნების ნიმუში წინასწარმეტყველის მეშვეობით“ („A Living Prophet for the Latter Days“ Liahona, მაისი, 2023, 25). იფიქრეთ უხუცეს ჰეინის გზავნილის შესწავლაზე, ეძიებთ რა მიზეზებს, წინასწარმეტყველის ყოლის, რაც ზეციერი მამის სიყვარულის ნიშანია. როგორ დაგეხმარათ უფლის წინასწარმეტყველის მიმდევრობა, თავი დაცულად გეგრძნოთ უკანასკნელ დღეებში?
იხ. აგრეთვე Topics and Questions, “Prophets,” Gospel Library; “Why Do We Have Prophets?” (video), Gospel Library.
Why Do We Have Prophets?
დაბადება 6:5–13
წარღვნა ღვთის წყალობის აქტი იყო.
ზოგი უღრმავდება წარღვნის გამომგზავნელი ღმერთის სამართლიანობის საკითხს, რომელსაც სურდა „მიწის პირისაგან [აღგვა ადამიანისა]“ (დაბადება 6:7). უხუცესმა ნილ ა. მაქსველმა განმარტა, რომ წარღვნის დროს „გარყვნილობამ მიაღწია თავისუფალი ნების გამანადგურებელ დონეს, ისეთს, რომ სულები ვეღარ იგზავნებოდნენ აქ სამართლიანად“ (We Will Prove Them Herewith [1982], 58). ასევე დაფიქრდით, წარღვნა როგორ იყო ღმერთის წყალობის აქტი ადამიანებისადმი. რას იპოვით დაბადება 6:5–13-ში, რომელიც აჩვენებს უფლის სათუთ გულმოწყალებასა და სიყვარულს ხალხის მიმართ?
დაბადება 9:8–17
ნიშნები ანუ სიმბოლოები მეხმარება, გავიხსენო ჩემი აღთქმები უფალთან.
დაბადება 9:8–17-ის თანახმად, რა შეიძლება გაგახსენოთ ცისარტყელამ? როგორ აღრმავებს თქვენს წვდომას Joseph Smith Translation, Genesis 9:21–25 (in the Bible appendix)? თქვენ ასევე შეგიძლიათ შეადგინოთ სია იმისა, რაც ღმერთმა მოგცათ თქვენი აღთქმების შესახსენებლად (მაგალითად, სიმბოლოები, საგნები ან სხვა რამ). რას გასწავლიან ეს საგნები? როგორ გეხმარებიან, რომ გახსოვდეთ?
იხ. აგრეთვე Gerrit W. Gong, “Always Remember Him,” Liahona, May 2016, 108–11; “Reverently and Meekly Now,” Hymns, no. 185.
The Tower of Babel [ბაბილონის გოდოლი], დევიდ გრინის მიერ
დაბადება 11:1–9
იესო ქრისტეს მიყოლა ერთადერთი გზაა ზეციერი მამისკენ.
ამბავი კოშკის ამგები ბაბილონელების შესახებ საინტერესო საპირისპირო მასალას გვაწვდის ენოქისა და სიონის ამგები მისი ხალხის შესახებ, რომელიც თქვენ გასულ კვირას შეისწავლეთ. ადამიანების ორივე ჯგუფი ცდილობდა სამოთხეში მისვლას, მაგრამ სხვადასხვა გზით. როგორ მოიპოვა სიონის ხალხმა სამოთხე? (იხილეთ მოსე 7:18–19, 53, 62–63, 69). რას სწავლობთ დაბადება 11:1–9 და ჰელამანი 6:26–28-იდან ბაბილონის ხალხის შესახებ? რას გვასწავლის ეს ჩვენი ძალისხმევის შესახებ, რათა დავბრუნდეთ ღმერთის გარემოცვაში? რა მოგვცა ღმერთმა, რაც გვეხმარება, „ზეცას [მივწვდეთ]“? (დაბადება 11:4; ასევე იხილეთ იოანე 3:16).
ისწავლეთ აქტიურად. სწავლა შეიძლება მოიცავდეს კითხვასა ან მოსმენაზე მეტს. მაგალითად, როდესაც გაიგებთ ბაბილონის გოდოლზე, თქვენ და თქვენს ოჯახს ან კლასს შეგიძლიათ ფურცელზე ჩამოწეროთ ის , რაც გვაშორებს ღმერთს. შემდეგ შეგიძლიათ სხვა ფურცლებზე ჩამოწეროთ ის, რაც ღმერთთან გვაახლოებს. ფურცლების პირველი გროვა დაალაგეთ კოშკისკენ, მეორე ჯგუფი კი ტაძრისკენ.
დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
დაბადება 6:14–22; 7–8; მოსე 8:16–24
უფლის წინასწარმეტყველის მიყოლა დაგვლოცავს მე და ჩემს ოჯახს.
-
ბავშვების უმეტესობას უყვარს ნოესა და კიდობნის ისტორია. მიეცით თქვენს შვილებს შესაძლებლობა, ისაუბრონ იმაზე, რაც მათ იციან ამის შესახებ. შეგიძლიათ, მათ დასახმარებლად გამოიყენოთ სურათები, „Noah and His Family“ Old Testament Stories -დან (22–25) და “Follow the Prophet” სიმღერის მესამე კუპლეტი (Children’s Songbook, 110–11). თქვენმა შვილებმა შეიძლება სიამოვნებით გაითამაშონ ამბის სხვადასხვა ეპიზოდები — მაგალითად, ვითომ იყენებენ კიდობნის ასაგებ ხელსაწყოს ან იარონ კიდობანში შემავალი ცხოველებივით.
-
როდესაც ერთად საუბრობთ ნოეს შესახებ, დაეხმარეთ თქვენს შვილებს დაინახონ, რამდენად კურთხეულნი ვართ, რომ გვყავს ღვთის წინასწარმეტყველი დღეს. დაეხმარეთ მათ მოსე 8:16–24-ის შესწავლაში, რათა იპოვონ ის, რასაც ნოე ასწავლიდა და რასაც დღესაც ასწავლიან უფლის წინასწარმეტყველები. როგორ ვართ დალოცვილები, როდესაც ამ სწავლებებს ვემორჩილებით?
დაბადება 9:15–16
ღმერთი შემისრულებს დაპირებებს.
-
სანამ თქვენ საუბრობთ იმაზე, თუ რას წარმოადგენს ცისარტყელა (იხ. Joseph Smith Translation, Genesis 9:21–25 [in the Bible appendix]), თქვენმა შვილებმა, შეიძლება, სიამოვნებით დახატონ ან გააფერადონ ის. რა სურდა ღმერთს, რომ ნოეს და მის ოჯახს ეფიქრათ ყოველ ჯერზე, როცა ცისარტყელას ხედავდნენ?
-
თქვენ ასევე შეგიძლიათ აჩვენოთ თქვენს შვილებს საქორწინო ბეჭედი, სურათი ან დღიური — ის, რაც შეგახსენებთ თქვენს ცხოვრებაში რამე მნიშვნელოვანს. სთხოვეთ თქვენს შვილებს, გაგიზიარონ საკუთარი მაგალითები. ამან შეიძლება გამოიწვიოს საუბარი იმაზე, რაც გვეხმარება დავიმახსოვროთ ჩვენი აღთქმები, როგორიცაა, მაგალითად, ზიარება, რომელიც გვეხმარება, გვახსოვდეს ჩვენი ნათლობის აღთქმა - მივყვეთ იესო ქრისტეს (იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 20:75–79).
ღმერთმა უთხრა ნოეს ოჯახს, რომ ცისარტყელა იქნებოდა „ნიშანი აღთქმისა, რომელსაც ვდებ თქვენთან“ (დაბადება 9:12).
დაბადება 11:1–9
იესო ქრისტეს მიყოლა ერთადერთი გზაა სამოთხისკენ.
-
შეიძლება, სახალისო იყოს თქვენს შვილებთან ერთად კუბიკების ან სხვა ობიექტებისგან კოშკის აგება. ვიდრე ამას აკეთებთ, აუხსენით, რომ ბაბილონელებს ეგონათ, მაღალი კოშკის აშენებით სამოთხეში მოხვედრა შეეძლოთ. შემდეგ შეგიძლიათ ერთად შეხედოთ მხსნელის სურათს და ჰკითხოთ თქვენს შვილებს, როგორ გვეხმარება ის ზეცაში მოხვედრაში. შემდეგ ისაუბრეთ ერთმანეთთან იმაზე, რის გაკეთებას შეძლებთ, რათა გახდეთ მაცხოვრის მიმდევარი.
-
დაბადება 11:1–9-ში ბაბილონის კოშკის ამბის წაკითხვის გარდა, თქვენ და თქვენს შვილებს შეგიძლიათ ჰელამანი 6:28წაიკითხოთ. ამ მუხლის მიხედვით, რატომ ააშენეს ბაბილონელებმა კოშკი? რატომ იყო სამოთხეში მისასვლელად კოშკის აშენება არასწორი გზა? შემდეგ შეგიძლიათ მოძებნოთ 2 ნეფი 31:20–21 და ჰელამანი 3:28 რათა იპოვოთ სწორი გზა სამოთხეში მისასვლელად. რა რჩევას მივცემდით ბაბილონელებს?
დამატებითი მოსაზრებებისათვის იხილეთ ჟურნალის მეგობარი მიმდინარე თვის გამოცემა.