Doctrine and Covenants 2025
24–30 ნოემბერი: „მან „ჩაბეჭდა საკუთარი სისხლით თავისი მისია და საქმე““; მოძღვრება და აღთქმები 135–136


„24–30 ნოემბერი: „მან „ჩაბეჭდა საკუთარი სისხლით თავისი მისია და საქმე““: მოძღვრება და აღთქმები 135–136“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)

„მოძღვრება და აღთქმები 135–136“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025

კარტიჯის ციხე

კარტიჯის ციხე

24–30 ნოემბერი: მან „ჩაბეჭდა საკუთარი სისხლით თავისი მისია და საქმე“

მოძღვრება და აღთქმები 135–136

1844 წლის 27 ივნისს, ნაშუადღევს, ჯოზეფ და ჰაირამ სმითი ჯონ ტეილორისა და უილარდ რიჩარდსის თანხლებით ისევ აღმოჩნდნენ ციხეში. მათ იცოდნეენ, რომ უდანაშაულონი იყვნენ, მაგრამ ნავუს წმინდანების უსაფრთხოების მიზნით დაემორჩილნენ დაპატიმრებას. ეს ეკლესიის მტრების მიერ წინასწარმეტყველი ჯოზეფის დაპატიმრების პირველი შემთხვევა არ იყო, მაგრამ ამჯერად მან იცოდა, რომ უკან ცოცხალი აღარ დაბრუნდებოდა. მან და მისმა მეგობრებმა სცადეს ერთმანეთის დამშვიდება მორმონის წიგნისა და საგალობლების კითხვით. შემდეგ გაიგეს გასროლის ხმა და რამდენიმე წუთის მერე ჯოზეფ სმითისა და მისი ძმის, ჰაირამის, მოკვდავი ცხოვრება დასრულდა.

და მაინც ეს არ იყო დასასრული იმ საღვთო საქმისა, რომელიც მათ სიხარულით მიიღეს. და ეს არ იყო იესო ქრისტეს სახარების აღდგენის დასასრული. უამრავი საქმე იყო გასაკეთებელი და მეტი გამოცხადება, რომელიც ეკლესიას წინ წაუძღვებოდა. წინასწარმეტყველის სიცოცხლის დასასრული არ იყო ღვთის საქმის დასასრული.

იხილე Saints, 1:521–52.

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

მოძღვრება და აღთქმები 135; 136:37–39

ჯოზეფ და ჰაირამ სმითმა თავიანთი მოწმობები საკუთარი სისხლით ჩაბეჭდეს.

წარმოიდგინე, რას იგრძნობდი, რომ გეცხოვრა ნავუში, როდესაც ჯოზეფ და ჰაირამ სმითი დახოცეს (იხილე Saints, 1:554–55). როგორ გაიაზრებდი ამ ტრაგიკულ ამბავს? მოძღვრება და აღთქმები 135, რომელიც სამი თვის მერე გამოქვეყნდა, შეიძლება, დაგეხმაროს. ამ ნაწილის შესწავლისას იფიქრე, რა მოგიტანდა გაგებასა და მეტ რწმენას. რას ეტყოდი მეორე ადამიანს, რომელიც გეკითხება: „რატომ მისცა ღმერთმა თავისი წინასწარმეტყველის მოკვლის უფლება?“ (იხილე მოძღვრება და აღთქმები 136:37–39).

ასევე შეგიძლია მოიძიო ნაწილი 135 იმ სიტყვებისა და ფრაზებისთვის, რომლებიც შთაგაგონებენ, იყო ბოლომდე ქრისტეს ერთგული, როგორც ჯოზეფი და ჰაირამი იყვნენ.

ასევე იხილე მოძღვრება და აღთქმები 5:21–22; “Remembering the Martyrdom;” Revelations in Context, 299–306; Teachings of Presidents of the Church: Joseph Smith (2011), 522–23, 529–40; “Testimony of the Book of Mormon” (video), Gospel Library.

4:39

Testimony of the Book of Mormon

მოძღვრება და აღთქმები 135:3

სემინარიის ხატულა
ჯოზეფ სმითი იყო წინასწარმეტყველი და იესო ქრისტეს მოწმე.

მოძღვრება და აღთქმები 135:3 ასახელებს ზოგიერთ რამეს, რასაც მიაღწია ჯოზეფ სმითმა „ოცი წლის დროის მცირე მონაკვეთში“. რა გავლენა იქონია ამან შენზე და შენს ურთიერთობაზე ზეციურ მამასთან და იესო ქრისტესთან? იფიქრე, როგორ დაასრულებდი ასეთ წინადადებას: იმის გამო, თუ რა გააკეთა უფალმა ჯოზეფ სმითის მეშვეობით, მე … შეგიძლია ასევე ჩაწერო და გაუზიარო სხვებს შენი დამოწმება წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითის შესახებ.

კიდევ ერთი გზა, რომ გაიგო ჯოზეფ სმითის მისიის შესახებ, არის მის შესახებ ნეკროლოგის ან საქები წერილის დაწერა. რას იტყვი ქრისტესა და მისი აღდგენილი სახარებისადმი რწმენის გასამყარებლად? იქნებ დაამატო მნიშვნელოვანი მოვლენები ან მიღწევები მოძღვრება და აღთქმები 135 -დან ან ქვემოთ მოცემული რესურსებიდან.

იესო ქრისტემ, ჯოზეფ სმითის მეშვეობით, გამოავლინა მრავალი ჭეშმარიტება საკუთარი თავისა და თავისი გამოსყიდვის შესახებ. იმსჯელე ამ წელს მოძღვრება და აღთქმების სწავლით მიღებული გამოცდილების შესახებ. რომელი ჭეშმარიტებები იყო გამორჩეული შენთვის? სასურველია, ისინი გაუზიარო შენს ოჯახს, კლასისა და ქვორუმის წევრებს ან სხვებს ამ კვირაში სწავლისას. როგორ გეხმარება ეს ჭეშმარიტებები, შეიცნო მხსნელი და მიუახლოვდე მას?

ასევე იხილე “Joseph Smith: The Prophet of the Restoration” (ვიდეო), სახარების ბიბლიოთეკა; ტად რ. კალისტერი, “Joseph Smith—Prophet of the Restoration,” Liahona, ნოემბერი, 2009, 35–37; „ლოცვა-დიდება ადამიანს“, საგალობლები, გვ. 50; თემები და კითხვები, “Joseph Smith”, სახარების ბიბლიოთეკა.

62:4

Joseph Smith: The Prophet of the Restoration

შესაბამისი მუსიკა

შემდეგი საგალობლების მოსმენამ შეიძლება მოიზიდოს ან წამოიწყოს დისკუსია წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის საქმიანობისა და მის მიმდევარ წმინდანთა მიერ გაღებული მსხვერპლის შესახებ.

A Poor Wayfaring Man of Grief” (Hymns, no. 29). კარტიჯის ციხეში ყოფნისას ჯონ ტეილორმა იმღერა ეს საგალობელი.

ლოცვა-დიდება ადამიანს“ (საგალობლები, გვ. 50; იხ. აგრეთვე video). ამ ჰიმნის ტექსტი დაიწერა, როგორც ჯოზეფ სმითისადმი მიძღვნა.

6:16

Praise to the Man – The Tabernacle Choir at Temple Square

მოდით, მოდით წმინდანებო“ (საგალობლები, გვ. 2; იხ. ასევე video).

4:58

Come, Come, Ye Saints - Mormon Tabernacle Choir

“Faith in Every Footstep” (იხ.ვიდეო).

5:32

Faith in Every Footstep - Mormon Tabernacle Choir

მოძღვრება და აღთქმები 136

მე შემიძლია, უფლის ნება აღვასრულო, როდესაც მივყვები მის დარიგებას.

ჯოზეფ სმითის სიკვდილის მერე წმინდანები განდევნეს ნავუდან. მათ მოუწიათ 2100 კმ-ის გავლა უკაცრიელ უდაბნოში. ბრიგამ იანგი, თორმეტ მოციქულთა ქვორუმის პრეზიდენტი, წუხდა, როგორ გადაიტანდნენ წმინდანები გზას. დროებით დასახლებაში, სახელად „უინტერ ქუორტერსი“, ის ევედრებოდა დარიგებას. უფლის პასუხი ჩაწერილია ნაწილი 136-ში. „ის, რომ წმინდანებს შეახსენეს, რომ მათი საქციელი გზაზე ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც მათი დანიშნულების ადგილი, ამ გამოცხადებამ ხელი შეუწყო იმას, რომ დასავლეთისკენ მიგრაციის სამწუხარო აუცილებლობა მნიშვნელოვან ერთობლივ სულიერ გამოცდილებად გადაიქცა“ (“This Shall Be Our CovenantRevelations in Context, 308).

გაითვალისწინე ეს ნაწილი 136-ს სწავლისას. რა დარიგება დაგეხმარება, შენს ცხოვრებაში რთული გამოცდა „მნიშვნელოვან … სულიერ გამოცდილებად“ გადააქციო? შეგიძლია იმსჯელო, როგორ შეიძლება ეს დარიგება დაგეხმაროს შენს ცხოვრებაში უფლის ნების აღსასრულებლად ისევე, როგორც ის პირველ წმინდანებს მგზავრობის დროს ეხმარებოდა.

ასევე იხილე “This Shall Be Our Covenant,” Revelations in Context, 307–14; „მოდით, მოდით წმინდანებო“, საგალობლები, გვ. 2; საეკლესიო ისტორიის საკითხები, “Succession of Church Leadership,” სახარების ბიბლიოთეკა.

სურათზე:  „უინტერ ქუორტერსი“

დეტალი სურათიდან: Winter Quarters [უინტერ ქუორტერსი], გრეგ ოლსენის მიერ

ბავშვთა განყოფილების ხატულა 02

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

მოძღვრება და აღთქმები 135:1–2, 4–5

ჯოზეფ და ჰაირამ სმითებმა სიცოცხლე დათმეს იესო ქრისტესა და მისი სახარებისთვის.

  • შეაჯამე ბავშვებისთვის მოძღვრება და აღთქმები 135:1 ან გაუზიარე “Chapter 57: The Prophet Is Killed” ( Doctrine and Covenants Stories-დან, 201–5, ან შესაფერისი ვიდეო სახარების ბიბლიოთეკაში). ეს შეიძლება კარგი შესაძლებლობა იყოს შენთვის და შენი ბავშვებისთვის, რათა გაუზიაროთ თქვენი გრძნობები ჯოზეფისა და ჰაირამის მიერ მხსნელისა და მისი სახარებისთვის გაღებული მსხვერპლის შესახებ.

    3:21

    Chapter 57: The Prophet Is Killed: June 1844

  • მოძღვრება და აღთქმები 135:4–5 აცხადებს, რომ ჰაირამ სმითმა წაიკითხა გზავნილი მორმონის წიგნიდან, ვიდრე კარტიჯის ციხეში წავიდოდა. შენ და ბავშვებმა შეგიძლიათ ერთად წაიკითხოთ ეს ამონარიდი (იხილე ეფერი 12:36–38). როგორ დაამშვიდებდა ეს მუხლები ჰაირამს? ასევე შეგიძლიათ გაუზიაროთ წმინდა წერილები, რომლებიც გამშვიდებს ღელვისა და სევდის დროს.

  • შეგიძლია ბავშვებთან ერთად წინასწარმეტყველების სურათები დაათვალიეროთ (იხილე Gospel Art Book, N. 7, 14, 67) და ისაუბროთ იმაზე, რის გაკეთებას სთხოვს ღმერთი წინასწარმეტყველებს. რა მსხვერპლი გაიღეს წინასწარმეტყველებმა მხსნელისთვის?

    The Old Testament prophet Noah standing on a log as he preaches to a group of assembled people. The people are laughing and mocking Noah. The partially completed ark is visible in the background.

სახლში სწავლა და ცხოვრება განუყოფელია. „სახარების გამოყენება უმალვე იწყება სახლში. ადამიანები, რომლებთან ერთადაც სახარებას სწავლობ, არიან ის ადამიანები, ვისთან ერთადაც იცხოვრებ სახარების მიხედვით — ყოველდღე. სინამდვილეში, ხშირად, სახარების მიხედვით ცხოვრება არის სახარების შესწავლის გზა“ (Teaching in the Savior’s Way, 31).

მოძღვრება და აღთქმები 135:3

ჯოზეფ სმითი იყო წინასწარმეტყველი და იესო ქრისტეს მოწმე.

  • რათა დაეხმარო ბავშვებს, ახსოვდეთ და დააფასონ, თუ როგორ გვაკურთხებს უფალი ჯოზეფ სმითის მისიის საშუალებით, შეგიძლია წარმოაჩინო ნივთები, რომლებიც წარმოადგენენ იმას, რაც ჯოზეფ სმითმა მოავლინა, მაგალითად, მორმონის წიგნი, მოძღვრება და აღთქმები ან ტაძრის სურათი (ასევე იხილე ამ კვირის გასართობი გვერდი). შემდეგ ბავშვებს შეუძლიათ მოძღვრება და აღთქმები 135:3 -ში მონახონ, რა გააკეთა ჯოზეფ სმითმა, რაც დაგვეხმარება ზეციურ მამასა და იესო ქრისტესთან მიახლოვებაში. სთხოვე ბავშვებს, გაგიზიარონ, რატომ არიან ამისთვის მადლიერი.

წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი

American Prophet [ამერიკელი წინასწარმეტყველი], დელ პარსონის მიერ

მოძღვრება და აღთქმები 136

უფალს შეუძლია მაკურთხოს, როდესაც მიჭირს.

  • შეგიძლია განათავსო ნავუს ტაძრის სურათი ოთახის ერთ მხარეს და გააკეთო უბრალო თავშესაფარი მეორე მხარეს. სთხოვე ბავშვებს, შეიკრიბონ სურათთან და უამბე მათ წმინდანების შესახებ, რომელთაც დატოვეს ნავუ ჯოზეფ სმითის სიკვდილის შემდეგ (იხ. chapters 58, 60, და 62 Doctrine and Covenants Stories, 206–8, 211–16, 222–24 ან შესაფერისი ვიდეო სახარების ბიბლიოთეკაში). ყურადღება გაამახვილე რწმენაზე, რომელიც წმინდანებს ჰქონდათ იესო ქრისტეს მიმართ და სთხოვე ბავშვებს, მივიდნენ თავშესაფართან, რათა განასახიერონ „უინთერ ქუორტერსში“ მოგზაურობა. სიარულისას მათ შეუძლიათ იმღერონ სიმღერა, მაგალითად “To Be a Pioneer” (Children’s Songbook, 218–19).

    1:31

    Chapter 58: A New Leader for the Church: July–August 1844

    3:51

    Chapter 60: The Saints Leave Nauvoo: September 1845–September 1846

    2:29

    Chapter 62: The Saints Establish Winter Quarters: 1846–1847

  • აუხსენი, რომ მოძღვრება და აღთქმები 136-ში უფალმა დაარიგა, წმინდანებს დახმარებოდნენ სოლთ-ლეიქ-სითიში მოგზაურობაში. დაეხმარე ბავშვებს, იპოვონ რამე ამ გამოცხადებაში, რაც მათ მისცემდა გამბედაობას ამ მგზავრობისთვის (იხილე მუხლები 4, 10–11, 18–30). როგორ დაგვეხმარება ეს დარიგება ჩვენს დღევანდელ განსაცდელთან დაპირისპირებაში?

დამატებითი მოსაზრებებისათვის იხილე ჟურნალ მეგობარი -ს მიმდინარე თვის გამოცემა.

ბრბო თავს ესხმის ჯოზეფ სმითსა და სხვებს კარტიჯის ციხეში

Greater Love Hath No Man [უფრო დიდი სიყვარული არ აქვს ადამიანს], ქეისი ჩაილდსის მიერ

გასართობი გვერდი ბავშვებისათვის