„3–9 ნოემბერი: „სიხარულის ხმა ცოცხალთათვის და გარდაცვლილთათვის“: მოძღვრება და აღთქმები 125–128,“ მოდი და გამომყევი, სახლისთვის და ეკლესიისთვის 2025 (2025)
„მოძღვრება და აღთქმები 125–128,“ მოდი და გამომყევი, სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025
Us with Them and Them with Us [ჩვენ მათთან და ისინი ჩვენთან], კეიტლენ კონოლის მიერ
3–9 ნოემბერი: „სიხარულის ხმა ცოცხალთათვის და გარდაცვლილთათვის“
მოძღვრება და აღთქმები 125–128
1840 წლის აგვისტოში, მგლოვიარე ჯეინ ნიმანი ისმენდა წინასწარმეტყველი ჯოზეფის სიტყვას, მისი მეგობრის, სიმურ ბრანსონის, დაკრძალვაზე. ჯეინს, საკუთარი ვაჟი საირასი, ცოტა ხნის წინ გარდაეცვალა. მის გლოვას ისიც დაერთო, რომ საირასი არასოდეს ყოფილა მონათლული და ჯეინი წუხდა იმის გამო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამას მისი სულის მარადისობისთვის. ჯოზეფს იგივე სადარდებელი ჰქონდა მისი საყვარელი ძმის, ალვინის გამო, რომელიც ასევე მონათვლამდე გარდაიცვალა. ამიტომ, დაკრძალვაზე წინასწარმეტყველმა გადაწყვიტა, ყველასთვის გაეზიარებინა ის, რაც უფალმა მას გამოუცხადა ადამიანების შესახებ, რომლებიც აღესრულებიან ისე, რომ არ მიუღიათ სახარების წეს-ჩვეულებები და თუ რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ მათ დასახმარებლად.
გარდაცვლილთათვის ნათლობის მოძღვრებამ აღაფრთოვანა წმინდანები; მათი ფიქრები მაშინვე გარდაცვლილი ოჯახის წევრებისკენ მიემართა. ახლა მათ იმედი გაუჩნდათ! ჯოზეფმა მათი სიხარული გაიზიარა და წერილში, რომელიც ამ მოძღვრებას ასწავლიდა, მან გამოიყენა სიხარულით და აღმაფრენით სავსე ენა იმის გამოსახატავად, თუ რა ასწავლა მას უფალმა მიცვალებულთა ხსნის შესახებ: „დაე, სიხარულით შესძახონ მთებმა და თქვენ, ველებო, ხმამაღლა შეჰღაღადეთ; და თქვენ ყველა, ზღვაო და მშრალო მიწავ, აუწყეთ საოცრებანი თქვენი მარადიული მეფის!“ (მოძღვრება და აღთქმები 128:23).
იხილე Saints, 1:415–27; “Letters on Baptism for the Dead,” Revelations in Context, 272–76.
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
უფალს სურს, ჩემს ოჯახზე ვიზრუნო.
ბრიგამ იანგმა, მისიიდან ინგლისში დაბრუნების შემდეგ—ერთ-ერთი იმ მრავალი მისიათაგან, სადაც ის მსახურობდა, მიიღო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოწოდება უფლისგან. მოწოდება გულისხმობდა „განსაკუთრებულ [ზრუნვას მის] ოჯახზე“ (მუხლი 3), რომელმაც ტანჯვის გზა გაიარა მისი არყოფნისას. ამ ნაწილის შესწავლისას იმსჯელე იმაზე, თუ რატომ მოითხოვს უფალი ზოგჯერ მსხვერპლს ჩვენი მსახურებისას. რისი გაკეთება შეგიძლია ოჯახზე ზრუნვისთვის?
იხილე ასევე “Take Special Care of Your Family,” Revelations in Context, 242–49.
რთულ დროს შემიძლია ვენდო უფალს.
ცრუ ბრალდებებმა და დაპატიმრების მუქარამ კვლავ აიძულა ჯოზეფ სმითი, დამალულიყო 1842 წლის აგვისტოში. და მაინც სიტყვები, რომლებიც მან წმინდანებს იმ დროს მისწერა (ახლა მოძღვრება და აღთქმები 127) სავსეა ოპტიმიზმითა და სიხარულით. რას ასწავლის მუხლები 2–4 ღმერთის შესახებ? სასაცილოდ აგდების ან დაპირირსპირებასთან გამკლავების შესახებ? ამ მუხლებიდან რომელი ფრაზები დაგეხმარება, როცა გრძნობ, რომ გდევნიან? ჩაიწერე, თუ როგორ გრძნობ უფლის მხარდაჭერას ცხოვრების „ღრმა წყლებში“ ცურვის დროს.
მოძღვრება და აღთქმები 127:5–8; 128:1–8
„რასაც ჩაწერთ დედამიწაზე, ჩაიწერება ზეცაშიც.“
როდესაც კითხულობ მოძღვრება და აღთქმები 127:5–8; 128:1–8-ს, მოძებნე მიზეზები, რის გამოც უფალმა ჯოზეფ სმითს მისცა ასეთი კონკრეტული მითითებები გარდაცვლილთათვის ნათლობების ჩაწერის შესახებ. რას გასწავლის აღნიშნული უფლისა და მისი საქმის შესახებ? როგორ ფიქრობ, ეს მითითება შეიძლება თუ არა ეხებოდეს შენს ოჯახურ ჩანაწერებს, როგორიცაა პირადი დღიურები?
ჩვენი წინაპრებისთვის ტაძარში მსახურება ჩვენს გულებს მათთან აკავშირებს.
მოძღვრება და აღთქმები 128:5–25
ჩემი წინაპრების ხსნა არსებითია ჩემი გადარჩენისთვის.
იქიდან, რაც ღმერთმა ჯოზეფ სმითის მეშვეობით გამოავლინა ნათლად ჩანს, თუ რატომ ვჭირდებით ჩვენ, ჩვენს წინაპრებს, რომლებიც სიცოცხლეში არ მონათლულან: ჩვენ მათი სახელით ვინათლებით, მათ კი შეუძლიათ აირჩიონ, მიიღონ ან უარყონ ეს წეს-ჩვეულება. მაგრამ წინასწარმეტყველი ასევე ასწავლიდა, რომ ჩვენი წინაპრების ხსნა არის „აუცილებელი და მნიშვნელოვანი ჩვენი ხსნისთვის“. როდესაც კითხულობ მოძღვრება და აღთქმები 128:15–18-ს, იფიქრე იმაზე, თუ რას ნიშნავს აღნიშნული.
მუხლი 5 გვასწავლის, რომ გარდაცვლილთათვის ნათლობის წეს-ჩვეულება „მო[მზადდა] ამაქვეყნის დასაბამამდე“. რას გასწავლის ეს ჭეშმარიტება ღმერთისა და მისი გეგმის შესახებ? უხუცეს დეილ გ. რენლანდის გზავნილი “Family History and Temple Work: Sealing and Healing” კიდევ რის გაგებაში გეხმარება? (Liahona, 2018 წლის მაისი, 46–49).
ჯოზეფ სმითმა გამოიყენა ისეთი ფრაზები, როგორიცაა „შემკრავი ძალა“, „დამაკავშირებელი რგოლი“ და „სრულყოფილი გაერთიანება“, როდესაც ასწავლიდა მღვდლობის წეს-ჩვეულებებისა და გარდაცვლილთათვის ნათლობის შესახებ. მოძღვრება და აღთქმები 128:5–25-ს კითხვისას ეძებე აღნიშნული და მსგავსი ფრაზები. შეგიძლია მოიფიქრო საგნები, რომლებიც დაგეხმრება აღნიშნული ფრაზების საილუსტრაციოდ, მაგალითად, ჯაჭვი ან თოკი? რატომ არის ეს კარგი ფრაზები ამ მოძღვრების აღსაწერად?
შემდეგი კითხვების გათვალისწინება ასევე დაგეხმარება ამ მუხლების შესწავლაში:
-
შენი აზრით, რატომ შეიძლება ჩაითვალოს გარდაცვლილთათვის ნათლობა „მარადიული სახარების … ყველაზე დიდებულ საკითხ[ად]“? (მუხლი 17). რა გამოცდილება დაგეხმარა აღნიშნულის შეგრძნებაში?
-
რა გაგებით შეიძლება იყოს დედამიწა დაწყევლილი, თუ არ არსებობს „დამაკავშირებელი რგოლი მამებსა და შვილებს შორის“?(მუხლი 18).
-
რა შთაბეჭდილებას ახდენს შენზე ჯოზეფ სმითის სიტყვები მუხლები 19–25-ში? როგორ მოქმედებს ეს მუხლები იესო ქრისტეს მიმართ შენს დამოკიდებულებაზე? ასევე, შენი წინაპრებისთვის სატაძრო მსახურებაზე? (იხ.აგრეთვე “Come, Rejoice,” Hymns, no. 9).
ამ მუხლების შესწავლის შემდეგ, შესაძლოა, იგრზნო შთაგონება, რამე გააკეთო შენი წინაპრებისთვის. FamilySearch.org -ზე მოცემული იდეები დაგეხმარება.
“Inspirational Videos”, სახარების ბიბლიოთეკის “Temple and Family History” -ს კოლექციიდან, მოგაწვდის პრაქტიკულ დახმარებას, შთამაგონებელ ისტორიებს და გზავნილებს ხელმძღვანელებისგან ოჯახური ისტორიის შესახებ.
გამოიყენე შესაბამისი საეკლესიო რესურსები. ბმულები მოდი და გამომყევი -ში ხაზს უსვამს მარტივ წვდომას სასარგებლო რესურსებზე, რომლებიც დაგეხმარება გაიგო და გამოიყენო სახარებისეული ჭეშმარიტება ან იმოქმედო მიღებული შთაბეჭდილებების მიხედვით. მაგალითად, FamilySearch-ის ზემოთ მოცემულ ბმულს მივყავართ ისეთ აქტივობამდე, როგორიცაა საკუთარი ოჯახური ხის აშენება, იმ წინაპრების პოვნა, რომლებსაც სატაძრო წეს-ჩვეულებები ესაჭიროებათ, იმის დანახვა, თუ საიდან წარმოიშვნენ შენი წინაპრები ან ოჯახური ამბის ატვირთვა.
იხილე ასევე კევინ რ. დუნკანი, „სიხარულის ხმა,“ Liahona, 2023 წლის მაისი, 95–97.
„დიდებული და მშვენიერი შესაძლებლობა“.
პრეზიდენტმა გორდონ ბ. ჰინკლიმ თქვა:
„იესოს გამოსყიდვა ყველასათვის წარმოადგენს გამოსყიდვის დიდ და სამაგიერო მსხვერპლს. მან შექმნა ნიმუში, რომლის მიხედვითაც იგი მთელი კაცობრიობისთვის ჩამნაცვლებელი გახდა. ეს ნიმუში, რომლითაც ერთ ადამიანს შეუძლია იმოქმედოს მეორის სახელით, ასახულია უფლის სახლის წეს-ჩვეულებებში. აქ ჩვენ ვემსახურებით მათი სახელით, რომლებიც აღესრულნენ სახარების შეუტყობლად. მათ აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ან უარყონ ჩატარებული წეს-ჩვეულება. ისინი უთანაბრდებიან დედამიწაზე მოსიარულეებს. გარდაცვლილებს ეძლევათ იგივე შესაძლებლობა, რაც ცოცხლებს. და კიდევ ერთხელ: რა დიდებული და მშვენიერი შესაძლებლობა მისცა უზენაესმა თავის წინასწარმეტყველს გამოცხადების მეშვეობით. (“The Great Things Which God Has Revealed,” Liahona, 2005 წლის მაისი, 82–83).
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
შემიძლია დავეხმარო ჩემი ოჯახის მზრუნველობაში.
-
იმისთის, რომ დაეხმაროთ შვილებს, ისწავლონ ოჯახის წევრებისთვის მსახურება, გაუზიარეთ მათ ინფორმაცია ბრიგამ იანგის შესახებ “Chapter 50: The Saints in Nauvoo” ( Doctrine and Covenants Stories, 184-დან ან შესაბამისი ვიდეო სახარების ბიბლიოთეკიდან) ან თქვენი სიტყვებით გადმოეცით Doctrine and Covenants 126 . შენ შეგიძლია ხაზგასმით აღნიშნო ფრაზა „განსაკუთრებულად იზრუნო შენს ოჯახზე“ (მუხლი 3) და ისაუბრო ბავშვებთან იმაზე, თუ რას ნიშნავს განსაკუთრებული ზრუნვა ჩვენს ოჯახებზე.
1:33Chapter 50: The Saints in Nauvoo: January–July 1841
-
შეიძლება შენთვის და შენი შვილებისთვის სახალისო იყოს ოჯახის ნახატების დათვალიერება (ან ნახატების დახატვა), როდესაც ერთად საუბრობთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ოჯახის წევრების „ზრუნვაში“. შეგიძლიათ ასევე იმღეროთ სიმღერა, მაგალითად: “Home Can Be a Heaven on Earth” (Hymns, no. 298).
მოძღვრება და აღთქმები 128:5, 12
ღვთის ყველა შვილს სჭირდება მონათვლის შესაძლებლობა.
-
შესთავაზე ბავშვებს, მოძებნონ მოძღვრება და აღთქმები 128:1 -ში, რა თემამ მიიპყრო ჯოზეფ სმითის გონება. მათ ასევე შეუძლიათ მოძებნონ მუხლი 17 -ში, თუ რომელი თემა ჩათვალა მან „ყველაზე დიდებულ[ად]“. ნება დართე მათ გააზიარონ ის, რაც აღმოაჩინეს და ისაუბრონ იმაზე, თუ რატომ არის ეს თემა ასე საინტერესო.
-
გარდა იმისა, რომ დაეხმარები შენს ბავშვებს მოემზადონ (და იცხოვრონ) საკუთარი ნათლობის აღთქმების შესაბამისად, შენ შეგიძლია დაეხმარო მათ იცოდნენ, როგორ დაეხმარონ ადამიანებს, რომლებსაც არ დაუდიათ აღთქმები სიცოცხლის განმავლობაში. მოუყევი ბავშვებს ვინმეს შესახებ, რომელსაც იცნობ და მონათვლის გარეშე გარდაიცვალა. შეგიძლიათ ერთად წაიკითხოთ მოძღვრება და აღთქმები 128:5 და შეხედოთ სატაძრო ნათლობის ემბაზის სურათს (როგორც ამ მონახაზის ბოლოს). უამბე შენს შვილებს, თუ რას ფიქრობ გარდაცვლილი ადამიანების ნაცვლად ტაძარში ნათლობის შესახებ იმ მიზნით, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა დადოს აღთქმა მამაზეციერთან.
მამაზეციერს სურს, ვისწავლო ოჯახური ისტორიის შესახებ.
-
შეიძლება შენთვის და შენი ბავშვებისთვის სახალისო იყოს ქაღალდის ჯაჭვის გაკეთება მშობლების, პაპა-ბებიის, დიდი პაპა-ბებიის სახელებით და ა.შ. (იხილე მიმდინარე კვირის გასართობი გვერდი). შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გაუზიაროთ ერთმანეთს ის, რაც იცით ამ წინაპრების შესახებ. ერთად წაიკითხეთ მოძღვრება და აღთქმები 128:18 იმის გასარკვევად, თუ რა არის „დამაკავშირებელი რგოლი“, რომელიც ხდის ჩვენს ოჯახურ ისტორიას „მთელ[ს] და სრულყოფილ[ს]“. შეგიძლიათ აგრეტვე იხილოტ ვიდეო “Courage: I Think I Get It from Him” (Gospel Library).
1:38Courage: I Think I Get It From Him
-
დამატებითი აქტივობები, რომლებიც დაეხმარება ბავშვებს, მონაწილეობა მიიღონ ოჯახური ისტორიის შემუშავებაში, შეგიძლია მოიძიო „ტაძარი და ბედნიერების გეგმა“ დანართში „ბ“ ან FamilySearch.org.
სატაძრო წეს-ჩვეულებები გვეხმარება გავაერთიანოთ ოჯახები, როგორც ამ ჯაჭვის რგოლში.
დამატებითი მოსაზრებებისათვის, იხილე ჟურნალ მეგობარი -ს მიმდინარე თვის გამოცემა.