„აღდგენის ხმები: ნათლობა ჩვენი წინაპრებისთვის, „დიდებული მოძღვრება““, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)
„ნათლობა ჩვენი წინაპრებისთვის, „დიდებული მოძღვრება““, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025
აღდგენის ხმები
ნათლობა ჩვენი წინაპრებისთვის, „დიდებული მოძღვრება“
ეს ესკიზი გვიჩვენებს ნავუს ტაძრის სანათლავ ემბაზს, რომელიც თორმეტ ხარს ადგას ზურგზე.
ფებე და ვილფორდ ვუდროფი
ფებე ვუდროფი ნავუს მახლობლად ცხოვრობდა, როდესაც ჯოზეფ სმითმა დაიწყო სწავლება წინაპართათვის მონათლვის შესაძლებლობის შესახებ. ამის შესახებ მან თავის ქმარს, ვილფორდს, მისწერა, რომელიც მისიას ინგლისში ასრულებდა:
„ძმამ ჯოზეფმა… გამოცხადებით შეიტყო, რომ ამ ეკლესიაში ისინი შეიძლება მოინათლონ ნებისმიერი მათი ნათესავისთვის, ვინც გარდაცვლილია და არ ჰქონდა ამ სახარების მოსმენის უპირატესობა, თუნდაც მათი შვილებისთვის, მშობლებისთვის, ძმებისთვის, დებისთვის, პაპა-ბებიისთვის, ბიძებისთვის და დეიდებისთვის. … როგორც კი ისინი მოინათლებიან თავიანთი მეგობრებისთვის, ისინი ციხიდან გათავისუფლდებიან და შესაძლებელი გახდება მათთვის აღდგომის მოთხოვნა და ცელესტიალურ სასუფეველში მიიყვანა - ეს მოძღვრება ეკლესიამ გულით მიიღო და ისინი წინ მიდიან მრავლად, ზოგი აპირებს 16-ჯერ მოინათლოს… ერთ დღეში“.
მოგვიანებით ვილფორდ ვუდროფმა თქვა ამ პრინციპის შესახებ: „იმ მომენტში, როცა ამის შესახებ გავიგე, ჩემი სული სიხარულისგან შეიძრა. … წავედი და მოვინათლე ყველა ჩემი გარდაცვლილი ნათესავისთვის, ვისი გახსენებაც შემეძლო. … მინდოდა მეთქვა ალილუია, როცა გამოცხადდა გარდაცვლილთათვის ნათლობა. ვგრძნობდი, რომ ჩვენ გვქონდა უფლება, გვეხარა ზეცის კურთხევებით“.
ვაილეტ კიმბალი
მსგავსად ვუდროფისა, ვაილეტ კიმბალმაც გაიგო გარდაცვლილთათვის ნათლობის შესახებ, როცა მისი ქმარი, ჰიბერი, წასული იყო სახარების საქადაგებლად. მან მისწერა მას:
„პრეზიდენტმა სმითმა გახსნა ახალი და დიდებული თემა … რამაც საკმაო აღორძინება გამოიწვია ეკლესიაში. ანუ მიცვალებულთათვის ნათლობა. პავლე ამაზე საუბრობს პირველ კორინთელთა მე-15 თავის 29-ე მუხლი-ში. ჯოზეფმა ამის უფრო სრული ახსნა მიიღო გამოცხადებაში. … ამ ეკლესიის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ შესაძლებელლია მოინათლო ყველა ნათესავის მაგივრად, რომელიც გარდაიცვალა ამ სახარების გამოჩენამდე; თუნდაც დიდი პაპისა და ბებიისთვის. … ამ გზით ჩვენ მათთან შუამავლების როლი გვაკისრია და ვანიჭებთ მათ პირველ აღდგომაში გაცოცხლების უპირატესობას. ის ამბობს, რომ მათთვის სახარება იქნება ნაქადაგები… მაგრამ არ არსებობს სულების ნათლობა. … მას შემდეგ, რაც აქ ეს წესი იქადაგეს, წყლები სულ აბობოქრებულია. კრების დროს, ხანდახან, მდინარეში რვიდან ათამდე უხუცესი ერთდროულად ნათლავდა. … მე მინდა მოვინათლო დედაჩემისთვის. გათვლილი მქონდა დავლოდებოდი, სანამ შინ დაბრუნდებოდი, თუმცა, ბოლოჯერ, როდესაც ჯოზეფ სმითი საუბრობდა ამ თემაზე, მან ყველას ადგომა და საქმისთვის ხელის მოკიდება ურჩია, რაც ხელს შეუწყობდა მათი მეგობრების რაც შეიძლება სწრაფად ტყვეობიდან გათავისუფლებას. ასე რომ, ვფიქრობ, ამ კვირაში გავაგრძელებ, რადგან რამდენიმე მეზობელი მიდის. ზოგი უკვე რამდენჯერმე მოინათლა. …. ამრიგად, შენ ხედავ, რომ ყველას აქვს შანსი. განა ეს მოძღვრება დიდებული არ არის ?“
ფებე ჩეისი
ნავუს ტაძარში სანათლავი ადგილის მოწყობის შემდეგ, გარდაცვლილთათვის ნათლობის აღსრულება დაიწყო იქ და არა მდინარეში. ფებე ჩეისმა, ნავუს მკვიდრმა, დედას მისწერა ტაძრის შესახებ და აღწერდა ემბაზს, როგორც ადგილს, სადაც „ჩვენ შეგვიძლია მოვინათლოთ ჩვენს გარდაცვლილთათვის და გავხდეთ მხსნელები სიონის მთაზე“. შემდეგ, მან ახსნა, რომ ემბაზში „მე ჩემი ძვირფასი მამის და დანარჩენი ჩემი გარდაცვლილი მეგობრების ნაცვლად მოვინათლე. … ახლა, მინდა ვიცოდე შენი მამისა და დედის სახელები, რამეთუ მსურს გარდაცვლილთა გათავისუფლება. … უფალმა კვლავ ისაუბრა და აღადგინა უძველესი წესი.“
სალი რენდალი
სალი რენდალმა, წინაპართა ნათლობის შესახებ მეგობრებისადმი და ნათესავებისადმი მიწერილ წერილში, გაიხსენა თავისი შვილის, ჯორჯის, გარდაცვალება:
„ოჰ, რა მძიმე დრო იყო ჩემთვის და, როგორც ჩანს, ჯერ ვერ შევურიგდები ჩემს ასეთ ყოფას, მაგრამ … მამამისი მოინათლა მისთვის და მშვენიერია, რომ ჩვენ გვჯერა და ვიღებთ სახარების სისრულეს იმ სახით, რომ შეგვიძლია მოვინათლოთ ყველა ჩვენი გარდაცვლილი მეგობრის მაგიერ და გადავარჩინოთ ისინი წინაპართა იმ თაობამდე, რა თაობამდეც შევძლებთ მათ შესახებ ინფორმაციის მოძიებას.
„მინდა, მომწეროთ ყველა თქვენი გარდაცვლილი ახლობლის სახელი, სულ მცირე, პაპა-ბებიების. ვაპირებ გავაკეთო ის, რაც შემიძლია ჩემი მეგობრების გადასარჩენად და ძალიან გამიხარდება, თუ რომელიმე თქვენგანი მოვა და დამეხმარება, რადგან ერთი ადამიანისთვის ეს ძალიან დიდი საქმეა გასაკეთებლად. … ვფიქრობ, თქვენი აზრით ეს უცნაური მოძღვრებაა, მაგრამ დარწმუნდებით, რომ ჭეშმარიტებაა“.