„10-16 ნოემბერი: „ვიხილე შენი მსხვერპლშეწირვები … მორჩილებაში“: მოძღვრება და აღთქმები 129-132“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის 2025 (2025)
„მოძღვრება და აღთქმები 129–132“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის 2025
დეტალები სურათიდან Joseph Smith in Nauvoo, 1840 [ჯოზეფ სმითი ნავუში, 1840 წელი], თეოდორე გორკას მიერ
10–16 ნოემბერი: „ვიხილე შენი მსხვერპლშეწირვები … მორჩილებაში“
მოძღვრება და აღთქმები 129–132
ჯოზეფ სმითის მეშვეობით უფალმა ზოგიერთი საიდუმლო მარადისობიდან ამოიღო. ღმერთის სიდიადე, ზეცის დიდება და მარადისობის უკიდეგანობა შეიძლება თითქმის ნაცნობი ჩანდეს აღდგენილი სახარების შუქზე, თუნდაც ჩვენსავით სასრული გონებისთვის. გამოცხადებები მოძღვრება და აღთქმები 129–32 -ში ამის კარგი მაგალითია. როგორია ღმერთი? მას „აქვს ხელშესახები სხეული … როგორც ადამიანს“. როგორია ზეცა? „იქ გვექნება იგივე ურთიერთობა, რომელიც არსებობს ჩვენ შორის აქ“ (მოძღვრება და აღთქმები 130:22, 2). სინამდვილეში, ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო ჭეშმარიტება სამოთხის შესახებ არის ის, რომ ის შეიძლება მოიცავდეს ჩვენს სანუკვარ ოჯახურ ურთიერთობებს, თუ ჩაბეჭდილია სათანადო უფლებამოსილებით. მსგავს ჭეშმარიტებებს შეუძლია გვაგრძნობინოს, რომ სამოთხე არც თუ ისე შორს არის - დიდებული თუმცა ხელმისაწვდომი.
მაგრამ შემდეგ, ზოგჯერ ღმერთმა შეიძლება გვთხოვოს ისეთი რამის გაკეთება, რაც არასასიამოვნო და მიუწვდომელი გვეჩვენება. მრავალი ადრეული წმინდანისთვის მრავლობითი ქორწინება ერთ-ერთი მცნება იყო. ეს იყო რწმენის მძიმე გამოცდა ჯოზეფ სმითისთვის, მისი მეუღლის, ემასთვის, და თითქმის ყველასთვის, ვინც მიიღო იგი. ამ გამოცდის ჩასაბარებლად მათ სჭირდებოდათ მეტი, ვიდრე უბრალოდ დადებითი დამოკიდებულება აღდგენილი სახარების მიმართ; მათ სჭირდებოდათ ღმერთის რწმენა, რაც გაცილებით ღრმა იყო. აღნიშნული მცნება დღეს აღარ მოქმედებს, მაგრამ რჩება იმ ადამიანების მაგალითი, რომლებიც ამ მცნებას იცავდნენ. და ეს მაგალითი ხდება შთაგონების წყარო, როდესაც გვთხოვენ, გავიღოთ „მსხვერპლშეწირვები … მორჩილებაში“. (მოძღვრება და აღთქმები 132:50).
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
ღმერთს სურს თავისი შვილების ამაღლება.
არსებობს ბევრი რამ, რაც არ ვიცით ამაღლების ან ცელესტიალური სასუფევლის უმაღლეს ხარისხში ცხოვრების შესახებ - ისეთი ცხოვრების, რომლითაც ღმერთი ცხოვრობს. მეტწილად ეს ჩვენი გაგების უნარს აღემატება. მაგრამ ღმერთმა გამოავლინა რამდენიმე ძვირფასი მინიშნება და ბევრი მათგანი გვხვდება მოძღვრება და აღთქმები 130–32-ში. შეგიძლია წაიკითხო ასეთი კითხვებით გონებაში: რას ვსწავლობ ღმერთზე? რას ვსწავლობ მიწიერი ცხოვრების შემდეგ არსებულ ცხოვრებაზე? როგორ მაკურთხებს ამჟამად, აღნიშნული ინფორმაცია მარადიული სიცოცხლის შესახებ?
იხილე ასევე “Our Hearts Rejoiced to Hear Him Speak,” Revelations in Context, 277–80.
მოძღვრება და აღთქმები 130:20–21; 132:5
ღმერთი აკურთხებს ადამიანებს, რომლებიც ემორჩილებიან მის კანონებს.
როგორ ჩამოაყალიბებ შენი სიტყვებით - რას გასწავლის უფალი მოძღვრება და აღთქმები 130:20–21 და 132:5-ში? იმსჯელე, იმაზე, თუ როგორ გაჩნდა ეს პრინციპი შენს ცოხვრებაში.
ზოგჯერ, მაშინაც კი, როცა ღმერთს ვემორჩილებით, კურთხევები, რომელთა იმედიც გვაქვს, მაშინვე არ მოდის. როგორ ინარჩუნებ რწმენას და იმედს, როდესაც ასე ხდება? მოძებნე ინფორმაცია უხუცეს დ. ტოდ კრისტოფერსონის გზავნილში „ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან“ (Liahona, 2022 წლის მაისი, 78–80).
იხილე ასევე 1 ნეფი 17:35; მოძღვრება და აღთქმები 82:10.
მოძღვრება და აღთქმები 132:13–21
მამაზეციერმა შესაძლებელი გახადა, ოჯახები მარადიული ყოფილიყო.
წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითის მეშვეობით უფალმა აღადგინა ჭეშმარიტება, რომ ქორწინება და ოჯახური ურთიერთობები შეიძლება იყოს მარადიული. როდესაც შენ კითხულობ მოძღვრება და აღთქმები 132:13–21-ს, მოძებნე ფრაზები, რომლებიც დაგეხმარება გაიგო განსხვავება იმაზე, თუ რა „დარჩება“ სამუდამოდ და რა არა. როგორ ფიქრობ, რას ნიშნავს საქორწინო ურთიერთობა იყოს „[უფლისგან]“? (მუხლი 14).
პრეზიდენტი დიტერ ფ. უხტდორფი, თავის გზავნილში “In Praise of Those Who Save,” უპირისპირებს მარადიულ ქორწინების ურთიერთობას რამე „ერთჯერად“-ს (Liahona, 2016 წლის მაისი, 77–78). რას გასწავლის ეს კონტრასტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განავითარო საქორწინო ურთიერთობები ან მოემზადო ქორწინებისთვის? იფიქრე შენს ოჯახურ ურთიერთობებზე — ახლა და მომავალში — როცა კითხულობ უხუცეს უხტდორფის გზავნილს. რა მოიძიე ამ გზავნილში, რაც გაძლევს ქრისტეს იმედს შენი ოჯახური ურთიერთობებისთვის?
პრეზიდენტმა ჰენრი ბ. აირინგმა გაგვიზიარა რჩევა, რომელიც თავად მიიღო, როდესაც საკუთარი ოჯახური მდგომარეობა აწუხებდა: „შენ უბრალოდ იცხოვრე ცელესტიალური სასუფევლის ღირსად და ოჯახური მდგომარეობა ბევრად უფრო მშვენივრად აეწყობა, ვიდრე წარმოგიდგენია“ („A Home Where the Spirit of the Lord Dwells,“ Liahona, 2019 წლის მაისი, 25). როგორ შეიძლება ეს რჩევა დაგეხმაროს შენ ან რომელიმე შენს ნაცნობს?
იხ. აგრეთვე “Families Can Be Together Forever,” Hymns, no. 300; Topics and Questions, “Marriage,” Gospel Library.
ქორწინება შეიძლება მარადიულად ჩაიბეჭდოს უფლის სახლში.
მოძღვრება და აღთქმები 132:1–2, 29–40
მრავლობითი ქორწინება ღვთისთვის მისაღებია მხოლოდ მაშინ, როცა ის ბრძანებს.
ბევრ ადამიანს, ვინც კითხულობს ძველ აღთქმას, აინტერესებს აბრაამის, იაკობის, მოსესა და სხვების მრავალცოლიანობა. მრუშობდნენ თუ არა უფლის ეს მსახურები? მოიწონა თუ არა ღმერთმა მათი ქორწინება? ჯოზეფ სმითს მსგავსი კითხვები ჰქონდა. ღვთის პასუხები მოიძიე მოძღვრება და აღთქმები 132:1–2, 29–40-ში.
ერთ მამაკაცსა და ერთ ქალს შორის ქორწინება ღვთის ქორწინების სტანდარტია (იხილე ოფიციალური განცხადება 1-ს სათაური; იაკობი 2:27, 30). თუმცა, იყო შემთხვევები, როცა ღმერთმა უბრძანა თავის შვილებს მრავალცოლიანობა.
აღდგენილი ეკლესიის ადრეული წლები იყო ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისი პერიოდი. თუ გსურს გაიგო მეტი მრავალცოლიანობის შესახებ ადრეულ წმინდანთა შორის, იხილე “Mercy Thompson and the Revelation on Marriage” ( Revelations in Context, 281–93); Saints, 1:290–92, 432–35, 482–92, 502–4; თემები და საკითხები, “Plural Marriage in The Church of Jesus Christ of Latter-day Saints,” Gospel Library; “Why Was It Necessary for Joseph Smith and Others to Practice Polygamy?” (video), ChurchofJesusChrist.org.
Why was it necessary for Joseph Smith and others to practice polygamy?
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
მოძღვრება და აღთქმები 130:2, 18–19; 132:13, 19
მამაზეციერს სურს, რომ მარადიულ საკითხებზე გავამახვილო ყურადღება.
-
რას გვასწავლის მოძღვრება და აღთქმები 132:13 სამყაროს შესახებ? შესაძლოა შენ და შენმა ბავშვებმა ჩაალაგოთ ჩემოდანში ან ზურგჩანთაში ნივთები, რომლებიც წარმოადგენს იმას, რაც მოძღვრება და აღთქმები 130:2, 18–19; 132:19-ს თანახმად, შეგვიძლია თან წავიღოთ საიქიოში.
მოძღვრება და აღთქმები 130:20–21; 132:5, 21–23
ღმერთი მაკურთხებს, როცა ვემორჩილები მის კანონებს.
-
შესაძლოა, უბრალო შედარებამ ასწავლოს შენს შვილებს ღვთის მცნებების შესრულება. მაგალითად, შეგიძლია სთხოვო, მოგცენ მითითებები, რომ გაისეირნო სადმე, მაგალითად, სკოლაში ან ეკლესიის შენობაში. რა ხდება, როდესაც ჩვენ არ მივყვებით მითითებებს? შემდეგ, შეგიძლია წაიკითხო მოძღვრება და აღთქმები 130:21 და შეადარო ეს მითითებები იმ მცნებებს, რომლებიც ღმერთმა მოგვცა.
-
თქვენ ასევე შეგიძლიათ ერთად იმღეროთ სიმღერა მორჩილების შესახებ, მაგალითდ, “Keep the Commandments” (Children’s Songbook, 146–47) და მოიძიოთ სიტყვები მოძღვრება და აღთქმები 130:20–21 და 132:5 -ში რომლებიც მსგავსია აღნიშნული სიმღერისა. როგორ გვაკურთხებს ღმერთი, როცა მისი მცნებების დაცვას ვცდილობთ?
მამაზეციერსა და იესო ქრისტეს აქვთ უკვდავი ფიზიკური სხეულები.
-
მას შემდეგ, რაც ბავშვებთან ერთად წაიკითხავთ მოძღვრება და აღთქმები 130:22 -ს, თქვენ უნდა შეხედოთ იესო ქრისტეს სურათს და მიუთითოთ მის თვალებზე, მის პირზე და მისი სხეულის სხვა ნაწილებზე. შენს ბავშვებს შეუძლიათ მიუთითონ თავიანთი სხეულის იმავე ნაწილებზე. უთხარი მათ, რატომ არის შენთვის მნიშვნელოვანი იცოდე, რომ ჩვენი სხეული მამაზეციერისა და იესოს სხეულს ჰგავს.
უფლის სახლის წეს-ჩვეულებებიდან გამომდინარე, ოჯახები შეიძლება მარადიული იყოს.
მამაზეციერმა შესაძლებელი გახადა ოჯახებისთვის სამუდამოდ ერთად ყოფნა.
-
დაეხმარე შენს შვილებს იპოვონ ისეთი ნივთების მაგალითები, რომლებიც სამუდამო არ არის - საკვები, რომელიც ფუჭდება, ყვავილები, რომლებიც ჭკნება და ა.შ. შემდეგ ერთად გადახედეთ მოძღვრება და აღთქმები 132:19 -ს და იპოვეთ საკვანძო ფრაზები, როგორიცაა „მარადიული აღთქმა“, „ჩაბეჭდილი“, „მთელი მარადისობა“ და „უკუნითი უკუნისამდე“. (იხ. აგრეთვე “Chapter 55: A Revelation about Marriage,” Doctrine and Covenants Stories-ში, 198, ან შესაფერისი ვიდეო სახარების ბიბლიოთეკაში.) ასევე შეგიძლიათ გადახედოთ ოჯახურ სურათებს და დაამოწმო, რომ უფალმა შესაძლებელი გახადა ტაძრის წეს-ჩვეულებებისა და აღთქმების მეშვეობით ოჯახების მარადიული არსებობა.
Chapter 55: A Revelation about Marriage: July 1843
იყავი მგრძნობიარე ოჯახური სიტუაციების მიმართ. „დღეს ბავშვები აღმოჩნდებიან მრავალ განსხვავებულ და რთულ ოჯახურ ვითარებაში. … ჩვენ უნდა დავუკავშირდეთ მათ, რომლებიც მარტოდ, მიტოვებულად ან „ღობის გარეთ მყოფად“ გრძნობენ თავს …(ნილ ლ. ანდერსენი, “Whoso Receiveth Them, Receiveth Me,” Liahona, 2016 წლის, მაისი 49, 52).
დამატებითი მოსაზრებებისათვის, იხილე ჟურნალ მეგობარი -ს მიმდინარე თვის გამოცემა.