„27 ოქტომბერი–2 ნოემბერი: „სახლი ჩემს სახელზე“: მოძღვრება და აღთქმები 124“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)
„მოძღვრება და აღთქმები 124“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025
Nauvoo the Beautiful [ნავუ ლამაზი], ლერი ჩ. ვინბორგის მიერ. საავტორო უფლება 2023 წ.
27 ოქტომბერი–2 ნოემბერი: „სახლი ჩემს სახელზე“
მოძღვრება და აღთქმები 124
რამდენადაც რთული იყო ბოლო ექვსი წელი წმინდანებისთვის, 1839 წლის გაზაფხულზე საქმე უკეთესად წავიდა: ილინოისის ქალაქ ქუინსის მოქალაქეებმა, ლტოლვილი წმინდანების მიმართ თანაგრძნობა გამოავლინეს. მცველებმა ჯოზეფ სმითს და ეკლესიის სხვა ლიდერებს მისურიში ტყვეობიდან გაქცევის უფლება მისცეს. ეკლესიას ახალი ნაყიდი ჰქონდა მიწა ილინოისში, სადაც წმინდანები კვლავ შეიკრიბებოდნენ. დიახ, ეს იყო ჭაობიანი, კოღოებით სავსე მიწა, მაგრამ იმ გამოწვევებთან შედარებით, რომლებსაც წმინდანები უკვე შეხვდნენ, საქმე მოგვარებადი ჩანდა. ამგვარად, მათ ჭაობი დააშრეს და შეადგინეს ქარტია ახალი ქალაქისთვის, რომელსაც დაარქვეს ნავუ. „ნავუ“ ებრაულად ნიშნავს „ლამაზს,“ თუმცა თავდაპირველად ეს უფრო რწმენის გამოხატულება იყო, ვიდრე ზუსტი აღწერა. ამასობაში უფალი თავის წინასწარმეტყველს გადაუდებლობის გრძნობით შთააგონებდა. მას უფრო მეტი ჭეშმარიტება და წეს-ჩვეულებები ჰქონდა აღსადგენი და სჭირდებოდა წმინდა ტაძარი, სადაც შეეძლო „[თავისი წმინდანების] დაგვირგვინება პატივით, უკვდავებითა და მარადიული სიცოცხლით“ (მოძღვრება და აღთქმები 124:55). მრავალი თვალსაზრისით, რწმენისა და გადაუდებლობის იგივე გრძნობები უფლის დღევანდელ საქმეშიც აშკარაა.
იხილე Saints, 1:399–427; “Organizing the Church in Nauvoo,” Revelations in Context, 264–71.
შეიტყვე მეტი ილინოისის ეკლესიის ისტორიული ადგილების შესახებ.
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
მოძღვრება და აღთქმები 124:2–11
შემიძლია სხვები მოვიწვიო, მიუახლოვდნენ ქრისტეს.
უფალმა უთხრა წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითს, „[შეედგინა] საზეიმო განცხადება [მის] სახარებაზე“ „ყოველ[ი] მეფ[ისთვის] ამქვეყნისა“ (იხილე მოძღვრება და აღთქმები 124:2–11). შენ რომ მიგეღო ეს დავალება, რას იტყოდა შენი განცხადება იესო ქრისტესა და მის აღდგენილ სახარებაზე? ასევე დაფიქრდი იმაზე, თუ როგორ შეგიძლია შენი მოწმობის ჩვეულებრივად და ბუნებრივად გაზიარება იმ ადამიანებისთვის, ვისთანაც ყოველდღიურად ურთიერთობ.
იხილე ასევე „იესო ქრისტეს სახარების სისრულის აღდგენა: ორასი წლისადმი მიძღვნილი მოწოდება მსოფლიოს“, სახარების ბიბლიოთეკა.
მოძღვრება და აღთქმები 124:12–21
მე შემიძლია ვიყო მოწაფე, რომელსაც უფალი ენდობა.
იფიქრე სხვებისთვის ქრისტეს მსგავსი თვისებების გაზიარებაზე, როგორც ეს მაცხოვარმა გააკეთა მოძღვრება და აღთქმები 124:12–21-ში, რომლებსაც მათში ხედავ. როგორ გამოხატა მან შენდამი სიყვარული და ნდობა?
იხილე ასევე რიჩარდ ჯ. მეინსი, “Earning the Trust of the Lord and Your Family,” ლიახონა, ნოემ. 2017, 75–77.
მოძღვრება და აღთქმები 124:22–24, 60–61
უფალს სურს, რომ მივესალმო სხვებს და მივიღო ისინი.
როდესაც დაფიქრდები უფლის მითითებებზე, რომლებიც მოძღვრება და აღთქმები 124:22–24, 60–61-შია მოცემული, იფიქრე იმაზე, თუ როგორ შეგიძლია გახადო შენი სახლი და შენი მრევლი ისეთ ადგილად, როგორიც უფალს ჰქონდა ნავუსთვის ჩაფიქრებული.
იხ. აგრეთვე “A Friend to All” (video), ChurchofJesusChrist.org.
A Friend to All
დეტალები ნახატიდან Joseph Smith at the Nauvoo Temple [ჯოზეფ სმითი ნავუს ტაძარში], გარი ე. სმითის მიერ
მოძღვრება და აღთქმები 124:25–45, 55
ჩვენ ვუშენებთ ტაძრებს უფალს, რათა მივიღოთ წმინდა წეს-ჩვეულებანი.
როგორ ფიქრობ, რატომ „ყოველთვის ნაბრძანები“ ჰქონდა უფლისგან მის ხალხს „[ტაძრების] შენება [მის] წმინდა სახელზე“? იფიქრე იმ მიზეზების ჩამონათვალის შედგენაზე, რომლებსაც აღმოაჩენ მოძღვრება და აღთქმები 124:25–45, 55-ში. შესაძლოა სხვა მიზეზები იპოვო საგალობლებში, მაგ: “We Love Thy House, O God” (Hymns, no. 247) or the video “What Is a Temple?” (სახარების ბიბლიოთეკა). როგორ არის ტაძრების აგების სამუშაო შენდამი უფლის სიყვარულის ნიშანი?
What Is a Temple?
მას შემდეგ, რაც 1840-იან წლებში ნავუს ტაძარი აშენდა, 300-ზე მეტი სხვა ტაძარი აშენდა ან აშენება დაიგეგმა. პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი ასწავლიდა: „ჩვენ ვიცით, რომ ტაძარში გატარებული დრო გადამწყვეტია ჩვენი და ჩვენი ოჯახების ხსნისა და ამაღლებისთვის. … მოწინააღმდეგის იერიში უფრო და უფრო იზრდება თავისი ინტენსიურობითა და მრავალფეროვნებით. არასდროს არ ყოფილა ამაზე დიდი საჭიროება, სისტემატიურად ვიაროთ ტაძარში“ („გავხდეთ სამაგალითო უკანასკნელ დღეთა წმინდანები“, Liahona, ნოემ. 2018, 114). როგორ დაგეხმარა ტაძარი „მოწინააღმდეგის იერიშის“ მოგერიებაში? რას გრძნობ, რა უნდა მოიმოქმედო, რათა პრეზიდენტ ნელსონის რჩევას მიჰყვე?
იხილე ასევე “Why Latter-day Saints Build Temples,” temples.ChurchofJesusChrist.org.
მოძღვრება და აღთქმები 124:45–55
უფალი აკურთხებს ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ დაემორჩილონ მის მცნებებს.
წმინდანებს მიეცათ ბრძანება, აეშენებინათ ტაძარი ჯექსონის ოლქში, მისურის შტატში, მაგრამ „მათმა მტრებმა ხელი შეუშალეს“ (მოძღვრება და აღთქმები 124:51). მუხლები 49–55 შეიცავს საიმედო გზავნილს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ დაემორჩილონ ღვთის მცნებებს, მაგრამ ამაში ოჯახი ან სხვა გარემოებები ხელს უშლის. რა რჩევა აღმოაჩინე ამ მუხლებში, რომელიც შეიძლება დაეხმაროს ვინმეს ასეთ სიტუაციაში?
მოძღვრება და აღთქმები 124:91–92
უფალს შეუძლია გამიძღვეს ჩემი პატრიარქის კურთხევის მეშვეობით.
წინასწარმეტყველის მამის, ჯოზეფ სმით უფროსის გარდაცვალების შემდეგ მალევე, უფალმა მოიხმო ჰაირამ სმითი თავისი მამის მოწოდებაზე - ეკლესიის პატრიარქი. აღნიშნულის შესახებ შეგიძლია წაიკითხო მოძღვრება და აღთქმები 124:91–92-ში.
იმისთვის, რომ მეტი შეიტყო პატრიარქებისა და პატრიარქის კურთხევების ისტორიის შესახებ, დააწკაპუნე აქ.
როგორ აღწერდი პატრიარქის კურთხევას მათთვის, ვისაც ამის შესახებ არასდროს სმენიათ? რას იტყოდი, რომ ვინმე ამ კურთხევის მისაღებად წაგეხალისებინა? ამ კითხვებზე პასუხები მოძებნე უხუცეს რენდალ კ. ბენეტის გზავნილში “Your Patriarchal Blessing—Inspired Direction from Heavenly Father” (Liahona, 2023 წლის მაისი, 42–43) ან თემები და საკითხები, “Patriarchal Blessings” (სახარების ბიბლიოთეკა).
შენი სწავლისა და გამოცდილების საფუძველზე დაფიქრდი, როგორ დაასრულებ ამ წინადადებას: „პატრიარქის კურთხევა ჰგავს “. რატომ სურს მამაზეციერს, რომ მისმა შვილებმა მიიღონ პატრიარქის კურთხევა?
თუ არ მიგიღია პატრიარქის კურთხევა, რა შეგიძლია გააკეთო, რომ მოემზადო ამისთვის? თუ მიიღე პატრიარქის კურთხევა, როგორ შეგიძლია აჩვენო ღმერთს, რომ ეს საჩუქარი შენთის ძალზედ ძვირფასია?
იხილე ასევე კაზუჰიკო იამაშიტას გზავნილი, „როდის მივიღოთ პატრიარქის კურთხევა“, Liahona, 2023 წლის მაისი, 88–90; ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 18.17, სახარების ბიბლიოთეკა.
ასწავლე გულით. სწავლება ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც ის პირად გამოცდილებას და მოწმობას მოიცავს. მაგალითად, თუ პატრიარქის კურთხევა მიღებული გაქვს, გადახედე მას, ამ განსაკუთრებულ კურთხევებზე სწავლებისთვის მზადებისას. რატომ ხარ მადლიერი შენი კურთხევისთვის? როგორ შთააგონებ სხვებს, მოემზადონ თავიანთი კურთხევის მისაღებად ან უფრო ხშირად პატრიარქის კურთხევის შესასწავლად?
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
მოძღვრება და აღთქმები 124:15, 20
იესო ქრისტეს უყვარს პატიოსნება.
-
იმისთვის, რომ ხელი შეუწყო ბავშვებს დაიმახსოვრონ, რას სწავლობენ მოძღვრება და აღთქმები 124:15, 20-დან, შეგიძლია დაეხმარო მათ ქაღალდის გულების დახატვასა და ამოჭრაში. შეგიძლია დაეხმარო მათ, დაწერონ გულებზე საკვანძო ფრაზები აღნიშნული მუხლებიდან. სიმღერა, მაგალითად, “Stand for the Right” (Children’s Songbook, 159) შესაძლოა დაგეხმაროს უფლის სიტყვების განმტკიცებაში.
-
მას შემდეგ, რაც ერთად წაიკითხავთ მოძღვრება და აღთქმები 124:15, 20-ს, იქნებ დაეხმარო ბავშვებს იმის გარკვევაში, თუ რას ნიშნავს პატიოსნად ცხოვრება გვერდი 31 For the Strength of Youth: A Guide to Making Choices. რა თქვა უფალმა კონკრეტულად ჯორჯ მილერზე 20-ე მუხლი -ში „ვინაიდან [ჯორჯი] გულით პატიოსანი [იყო]“? შენ ასევე შეგიძლია გაუზიარო ბავშვებს პატიოსნების მაგალითები საკუთარი გამოცდილებიდან ან ჟურნალიდან მეგობარი . შესთავაზე შენს ბავშვებს, დასახონ მიზანი, გამოიჩინონ პატიოსნება მიმდინარე კვირაში და გიამბონ, თუ რას გრძნობენ, როცა ამას აკეთებენ.
მოძღვრება და აღთქმები 124:28–29, 39
იესო უბრძანებს თავის ხალხს ტაძრების აშენებას.
-
შენმა ბავშვებმა შეიძლება სიამოვნებით დაათვალიერონ ტაძრების სურათები, მათ შორის უძველესი ტაძარი და ტაძარი, რომელთანაც ახლოს ისინი ცხოვრობენ (იხილე ChurchofJesusChrist.org/temples/list). შეგიძლია გამოიყენო სურათები და მოძღვრება და აღთქმები 124:39 იმის ასახსნელად, რომ იესო ქრისტე ყოველთვის უბრძანებდა თავის ხალხს ტაძრების აშენებას - ძველ დროში და ჩვენს დროში (იხილე ასევე მიმდინარე კვირის გასართობი გვერდი).
-
თუ საკმარისად ახლოს ცხოვრობ ტაძართან, წაიყვანე იქ შვილები და მოწიწებით იარეთ ტაძრის ტერიტორიაზე. სთხოვე მათ, ტაძრის გარე მხარეს იპოვონ სიტყვები „სიწმინდე უფალს - უფლის სახლი“. ისაუბრე შენს შვილებს იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს სიტყვები.
-
შეგიძლია გამოიყენო იდეები „წინაპრებისთვის მონათვლა და წევრად დამტკიცება“ დანართში „ა“, რათა დაეხმარო შვილებს, მოუთმენლად დაელოდონ იმ დღეს, როცა შეძლებენ ტაძარში შესვლას (იხილე ასევე „ტაძარი და ბედნიერების გეგმა“ დანართში „ბ“).
Solomon’s Temple [სოლომონის ტაძარი], სემ ლალორის მიერ
მოძღვრება და აღთქმები 124:91–92
უფალი პატრიარქის კურთხევით დამლოცავს.
-
როდესაც ერთად კითხულობთ მოძღვრება და აღთქმები 124:91–92-ს, დაეხმარე ბავშვებს იპოვონ ის, რისთვის მოიხმო უფალმა ჰაირამ სმითი. ისაუბრე იმაზე, თუ რა არის პატრიარქის კურთხევა: განსაკუთრებული კურთხევა, რომელშიც უფალი გვასწავლის საკუთარი თავის შესახებ და იმაზე, თუ რა სურს, რომ მოვიმოქმედოთ და რანი გავხდეთ. გაითვალისწინე დანართში „ა“ ნაწილი „პატრიარქის კურთხევის მიღება“ გამოყენება, რათა დაეხმარო შენს შვილებს, მოემზადონ პატრიარქის კურთხევის მისაღებად.
დამატებითი მოსაზრებებისათვის, იხილე ჟურნალ მეგობარი -ს მიმდინარე თვის გამოცემა.