„17–23 ნოემბერი: „მოემზადეთ ნეფის მოსვლისთვის“: მოძღვრება და აღთქმები 133–134“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის 2025 (2025)
„მოძღვრება და აღთქმები 133–134“, მოდი და გამომყევი— სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025
Ten Virgins [ათი ქალწული], ხორხე კოკოს მიერ
17–23 ნოემბერი: „მოემზადეთ ნეფის მოსვლისთვის“
მოძღვრება და აღთქმები 133–134
1833 წელს, ბრბომ შეუტია და გაანადგურა ეკლესიის სტამბა. იმ დროისთვის მიმდინარე ბეჭდურ საქმიანობაში შედიოდა მცნებების წიგნზე მუშაობა - ეკლესიის პირველი მცდელობა, შეეკრიბა ღმერთის უკანასკნელ დღეთა გამოცხადებები ერთ ტომად. ბრბომ მიმოფანტა აუკინძავი გვერდები და მიუხედავად იმისა, რომ მამაცმა წმინდანებმა შეინახეს ზოგიერთი გვერდი, როგორც ცნობილია, მცნებების წიგნიდან მხოლოდ რამდენიმე არასრული ასლია შემორჩენილი.
ის, რაც ახლა ჩვენთვის ცნობილია მოძღვრება და აღთქმების ნაწილი 133 -ს სახით, უნდა ყოფილიყო მცნებების წიგნის დანართი, როგორც უფლის გამოქვეყნებული გამოცხადებების ბოლოს დასმული ძახილის ნიშანი. ის აფრთხილებს განკითხვის დღის მოახლოებას და იმეორებს მოწოდებას, რომელიც გვხვდება თანამედროვე გამოცხადებაში: გაერიდეთ ამქვეყნიურობას, რისი სიმბოლოც ბაბილონია. ააშენე სიონი. მოემზადე მეორედ მოსვლისთვის. და გაავრცელე ეს გზავნილი „ყველა ერის, ტომის, ენისა და ხალხისთვის“ (მუხლი 37). მცნებების წიგნში შემავალი თავდაპირველი გეგმები არ შესრულდა, მაგრამ ეს გამოცხადება არის შეხსენება და მოწმობა იმისა, რომ უფლის საქმე წინ მიიწევს, „ვინაიდან, იგი გაიშიშვლებს წმინდა მკლავს … და დედამიწის ყველა კიდე იხილავს თავიანთი ღმერთის ხსნას (მუხლი 3).
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
მოძღვრება და აღთქმები 133:4–14
იესო ქრისტე მომიწოდებს უარვყო ბაბილონი და მოვიდე სიონში.
სიონის სულიერი საპირისპირო არის ბაბილონი - უძველესი ქალაქი, რომელიც მთელ წმინდა წერილში განასახიერებდა ბოროტებასა და სულიერ მონობას. როდესაც კითხულობ მოძღვრება და აღთქმები 133:4–14-ს დაფიქრდი, როგორ მოგიწოდებს მაცხოვარი: „წადით ბაბილონიდან“ (მუხლი 5) და „წადით სიონის მიწაზე“ (მუხლი 9). როგორ პასუხობ მაცხოვრის მოწოდებას? კიდევ რა შეიტყვე სიონის შესახებ უხუცეს დ. ტოდ კრისტოფერსონის გზავნილიდან “Come to Zion”? (Liahona, 2008 წლის ნოემ. 37–40).
მოძღვრება და აღთქმები 133:1–19, 37–39
ახლა შემიძლია მოვემზადო მაცხოვრის მეორედ მოსვლისთვის.
ორივე: ნაწილი 1, მოძღვრება და აღთქმების უფლის წინასიტყვაობა და ნაწილი 133, მცნებათა წიგნის თავდაპირველი დანართი, იწყება უფლის იმავე თხოვნით: „ყური დამიგდეთ, ჩემი ეკლესიის ხალხო“(მოძღვრება და აღთქმები 1:1; 133:1). შეგიძლია ისწვალო მოძღვრება და აღთქმები 133:1–19, 37–39 და ჩამოთვალო უფლის გზავნილები, სადაც ის გიწვევს, „ყური და[უ]გდ[ო]“ (მოუსმინო და დაემორჩილო), მისი მეორედ მოსვლისთვის მზადებისას. კერძოდ, შეგიძლია ჩამოთვალო ის, რაც მას სურს, რომ გააკეთო (1) თავად მოემზადო და (2) დაეხმარო სამყაროს მომზადებაში მის დაბრუნებისთვის. რას სწავლობ ამ სიებიდან?
პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა გააზიარა მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებები იმის შესახებ, თუ როგორი იქნება სამყარო, როცა მაცხოვარი დაბრუნდება და როგორ უნდა მოვემზადოთ ამისთვის. მოძებნე ეს ჭეშმარიტებები მის გზავნილში “The Future of the Church: Preparing the World for the Savior’s Second Coming” (Liahona, აპრ. 2020 წელი, 6–11). რისი გაკეთების ან რა საქმის გაგრძელების შთაგონებას გრძნობ, რომ „მოამზადო სამყარო მაცხოვრის დასაბრუნებლად“? (“Aaronic Priesthood Quorum Theme,” სახარების ბიბლიოთეკა).
იხილე ასევე მათე 25:1–13; რასელ მ. ნელსონი, “Embrace the Future with Faith,” Liahona, 2020 წლის ნოემ. 73–76; „მოდით, ერთხმად ვიმღეროთ“, საგალობლები, ნოემ. 4; თემები და საკითხები, “Second Coming of Jesus Christ,” სახარების ბიბლიოთეკა.
მოძღვრება და აღთქმები 133:19–56
იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა სასიხარულო იქნება მართალთათვის.
როდესაც კითხულობ მაცხოვრის დაბრუნების აღწერას მუხლები 19–56-ში, რას ხედავ ისეთს, რასაც მოუთმენლად ელი? რა სიტყვები ან ფრაზები აღწერს უფლის სიყვარულს თავისი ხალხის მიმართ? ჩაიწერე შენი პირადი გამოცდილება, რაც უკავშირდება „[შენი] უფლის წყალობას, და ყოველივე იმას, რაც უფალმა მი[გ]იგო თავისი დიდი სიკეთით“ (მუხლი 52).
დეტალები სურათდან Healer [მკურნალი], კელსისა და ჯესი ლაითვივის მიერ
„მთავრობები დაარსდა ღვთის მიერ ადამიანთა სასარგებლოდ“.
ადრეული წმინდანების ურთიერთობა მთავრობასთან არ იყო მარტივი. როდესაც 1833 წელს, წმინდანები იძულებით გააძევეს მისურის შტატის ჯექსონის ოლქიდან, მათ დახმარება სთხოვეს ადგილობრივ და ეროვნულ მთავრობას, თუმცა უარი მიიღეს. ამავდროულად, ზოგიერთმა ადამიანმა ეკლესიის გარეთ, სიონის შესახებ სწავლება გაიგო ისე, თითქოს წმინდანები უარყოფდნენ მიწიერი მთავრობების უფლებამოსილებას. მოძღვრება და აღთქმები 134 ნაწილობრივ დაიწერა ეკლესიის მთავრობის მიმართ დამოკიდებულების განსამარტად. აღნიშნული ნაწილის თანახმად, რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს უფლის წმინდანებს მთავრობის მიმართ?
როდესაც სწავლობ ნაწილი 134-ს, ეძიე ხელისუფლების პრინციპები და მოქალაქეების პასუხისმგებლობა. როგორ შეიძლებოდა ეს იდეები დამხმარე ყოფილიყო ადრეული წმინდანებისთვის? როგორ გამოიყენება აღნიშნული იდეები იქ, სადაც შენ ცხოვრობ?
იხილე ასევე რწმენის სიმბოლოები 1:11–12; თემები და საკითხები, “Religious Freedom,” სახარების ბიბლიოთეკა.
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
მოძღვრება და აღთქმები 133:4–5, 14
უფალს სურს, რომ შორს დავიჭირო თავი ამ სამყაროში არსებული ბოროტებისგან.
-
შენ და შენს ბავშვებს შეგიძლიათ ჩამოთვალოთ ადგილები და სიტუაციები, რომლებსაც უფალს სურს, რომ თავი ავარიდოთ. შემდეგ შეგიძლიათ შეადაროთ ეს ადგილები და სიტუაციები “Babel, Babylon” in the Guide to the Scriptures (Gospel Library)-ში მოცემულ განმარტებას. შემდეგ, მათ შეუძლიათ წაიკითხონ მოძღვრება და აღთქმები 133:4–5, 14. რას ნიშნავს „წადით ბაბილონიდან“? (მუხლი 5). თქვენ ასევე შეგიძლიათ შეადგინოთ ადგილებისა და სიტუაციების მსგავსი სია, რომლებშიც უფალი გვიწვევს და შევადაროთ ეს სია „სიონი-ს“ განმარტებას, როგორც ეს მოცემულია Guide to the Scriptures-ში.
მოძღვრება და აღთქმები 133:19–21, 25
იესო ქრისტე ისევ მოვა.
-
შენი ბავშვები შეიძლება გაერთონ თამაშით, როგორიცაა ვითომ რამესთვის მომზადება, მაგალითად სპორტული ტურნირისთვის, მნიშვნელოვანი სტუმრის მისაღებად ან საყვარელი დღესასწაულისთვის. რატომ არის მნიშვნელოვანი მომზადება? შეგიძლიათ ერთად წაიკითხოთ მოძღვრება და აღთქმები 133:17–19, 21 და მოიწვიო ებავშვები, ეძებონ ის, რისთვისაც უფალი მოგვიწოდებს, მოვემზადოთ. შეგიძლია მათ აჩვენო სურათი ამ კვირის მონახაზიდან და ჰკითხო შენს შვილებს, თუ რა იციან იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ. კიდევ რა ვისწავლეთ მუხლები 19–25, 46–52-დან? რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ სასიხარულო მოვლენისთვის მოსამზადებლად?
-
შენ შეგიძლია დამალო სხვადასხვა ნახატები ან საგნები, რომლებიც ასახავს იმას, რისი გაკეთებაც შეგვიძლია იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისთვის მოსამზადებლად (როგორიცაა წმინდა წერილების წაკითხვა, სახარების გაზიარება ან ჩვენი ოჯახების მსახურება). სთხოვე შენს ბავშვებს, იპოვონ სურათები ან საგნები და ისაუბრონ იმაზე, თუ როგორ გვეხმარება ამ საქმის კეთება მაცხოვართან შესახვედრად მომზადებაში, როდესაც ის დაბრუნდება.
-
თქვენ ასევე შეგიძლიათ ერთად იმღეროთ სიმღერა მეორედ მოსვლის შესახებ, მაგალითად: “When He Comes Again” (Children’s Songbook, 82–83). გაუზიარეთ ერთმანეთს თქვენი სიყვარული მაცხოვრის მიმართ და თქვენი გრძნობები მის დაბრუნებასთან დაკავშირებით.
მოძღვრება და აღთქმები 133:52–53
იესო ქრისტე მოსიყვარულე და კეთილია.
-
შენ და შენს ბავშვებს შეგიძლიათ დაათვალიეროთ სურათები, რომლებიც ასახავს, რომ იესო მოსიყვარულე და კეთილია. (მაგალითად, იხილე Gospel Art Book, nos. 42, 47.) კიდევ რა გააკეთა იესომ თავისი სიყვარულისა და სიკეთის გამოსავლენად? ერთად წაიკითხეთ მოძღვრება და აღთქმები 133:52და დაეხმარე ბავშვებს იფიქრონ იმაზე, თუ რა გზით შეუძლიათ სხვებთან „მოიხსენი[ონ] თავიანთი უფლის წყალობა“.
დეტალი სურათიდან In His Light [მის სინათლეზე], გრეგ ოლსენის მიერ
ასწავლე ცხადი და მარტივი მოძღვრება. უფალი ასწავლის თავის სახარებას „სისადავით და უბრალოებით“ (მოძღვრება და აღთქმები 133:57). რას გეუბნება ეს სიტყვები სახარების სწავლების შესახებ შენი ოჯახისთვის ან ჯგუფისთვის?
მოძღვრება და აღთქმები 134: 1–2
უფალს სურს, დავემორჩილო კანონს.
-
შენს შვილებს შეუძლიათ ჩამოთვალონ წესები ან კანონები, რომლებსაც ემორჩილებიან. როგორი იქნებოდა ცხოვრება, თუ არავინ დაემორჩილებოდა ამ კანონებს? შემდეგ, შეგიძლია წაიკითხო მოძღვრება და აღთქმები 134:1–2 მათთან ერთად, რათა დაეხმარო გააცნობიერონ ნებისმიერი სიტყვა ან ფრაზა, რომელიც შესაძლოა არ ესმით. რატომ სურს უფალს, რომ დავემორჩილოთ კანონს? (იხილე ასევე რწმენის სიმბოლოები 1:12).
დამატებითი მოსაზრებებისათვის იხილე ჟურნალ მეგობარი -ს მიმდინარე თვის გამოცემა.