„აღდგენის ხმები: მოწყალების საზოგადოება“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)
„მოწყალების საზოგადოება,“ მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025
აღდგენის ხმები
მოწყალების საზოგადოება
1842 წელს, მას შემდეგ, რაც ნავუში, ილინოისში, მოწყალების საზოგადოება ჩამოყალიბდა, წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა თქვა: „ეკლესია არასოდეს ყოფილა იდეალურად ორგანიზებული, სანამ ქალები ამგვარად ორგანიზება არ მოხდა.“ ანალოგიურად, უფლის ეკლესიისა და მისი მღვდლობის აღდგენის შესწავლა არ იქნება დასრულებული მანამ, სანამ არ მოხდება მოწყალების საზოგადოების შესწავლა, რომელიც თავისთავად გულისხმობს იესო ქრისტეს ქალი მოწაფეების „უძველესი ნიმუშის აღდგენას“.
ელიზა რ. სნოუმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ აღდგენაში. იგი იმყოფებოდა იქ, როდესაც მოწყალების საზოგადოება პირველად მოეწყო და, როგორც საზოგადოების მდივანი, შეხვედრების დროს იწერდა შენიშვნებს. იგი უშუალო მოწმეა, რომ მოწყალების საზოგადოება იყო ორგანიზებული „მღვდლობის ნიმუშის მიხედვით“. ქვემოთ მოყვანილი მისი სიტყვები დაწერილია მაშინ, როცა ის მოწყალების საზოგადოების მეორე გენერალურ პრეზიდენტად მსახურობდა. აღნიშნული სიტყვებით, იგი თავის დებს უნდა დახმარებოდა გაეგოთ საღვთო საქმე, რომელიც დაკისრებული ჰქონდათ ღმერთის აღთქმულ ასულებს.
იმისთვის, რომ მეტი შეიტყო, თუ როგორ იყო მოწყალების საზოგადოება მოწყობილი, იხილე Daughters in My Kingdom: The History and Work of Relief Society (2017 წ.), 1–25; The First Fifty Years of Relief Society (2016 წ.), 3–175.
Painting of the Relief Society organization [მოწყალების საზოგადოების მოწყობის ნახატი] პოლ მანის მიერ
ელიზა რ. სნოუ
„მიუხედავად იმისა, რომ სახელწოდება [მოწყალების საზოგადოება] შეიძლება თანამედროვე იყოს, თავად დაწესებულება უძველესი წარმოშობისაა. [ჯოზეფ სმითი] ამბობს, რომ მსგავსი ორგანიზაცია ძველად არსებობდა ეკლესიაში, რაზეც მინიშნებები გაკეთებულია ახალ აღთქმაში ჩაწერილ ზოგიერთ ეპისტოლეში, სადაც გამოყენებულია ტიტული „რჩეული ქალბატონი.“ [იხილე 2 იოანე 1:1; მოძღვრება და აღთქმები 25:3].
„ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ვერ იარსებებს მღვდლობის გარეშე, იქიდან გამომდინარე, რომ იგი მთელ თავის უფლებამოსილებას და გავლენას სწორედ ამ წყაროდან იღებს. როდესაც მღვდლობა დედამიწიდან იქნა აღებული, ეს დაწესებულება, ისევე როგორც დედამიწაზე იესო ქრისტეს ეკლესიის ჭეშმარიტი წესრიგის ყველა სხვა ნაწილი, გადაშენდა. …
ვინაიდან მე მანდ ვიყავი „ნავუს ქალთა მოწყალების საზოგადოების“ დაარსების დროს … და ამ ასოციაციაში მნიშვნელოვანი გამოცდილება დავაგროვე, შესაძლოა, შემეძლოს რამდენიმე რჩევა მივცე, რაც დაეხმარება სიონის ასულებს ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე წინსვლაში, რომელიც სავსეა ახალი და მზარდი პასუხისმგებლობებით. თუ ისრაელის ასულთა და დედათაგან რომელიმე გრძნობს რამე შეზღუდვას თავიანთ ამჟამინდელ სფეროებში, ისინი ახლა იპოვიან საკმარის ძალას და უნარს სიკეთის საკეთებლად, რომლითაც ისინი უხვად არიან დაჯილდოებულნი. …
მოწყალების საზოგადოება მოეწყო წითელი აგურის მაღაზიის ზედა სართულზე.
„თუ ვინმეს გონებაში წარმოექმნება კითხვა იმის შესახებ, თუ რა არის ქალთა მოწყალების საზოგადოების მიზანი? ჩემი პასუხი იქნება - სიკეთის კეთება - გამოვიყენოთ ყველა უნარი, რაც გვაქვს სიკეთის საკეთებლად, არა მხოლოდ ღარიბების, ასევე სულების გადასარჩენად. გაერთიანებული ძალისხმევით უსაზღვროდ ბევრის მიღწევაა შესაძლებელი, ვიდრე ცალ-ცალკე, თუნდაც ზღვა ენერგიით. …
„გაჭირვებულებზე ზრუნვისას, ქალთა მოწყალების საზოგადოებას სხვა მოვალეობებიც აქვს შესასრულებელი, ვიდრე მხოლოდ სხეულის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. გონების სიღარიბე და გულის ავადმყოფობა ასევე მოითხოვს ყურადღებას; და ბევრ შემთხვევაში, კეთილი გამოხატვა - რამდენიმე სიტყვა რჩევის სახით ან თუნდაც თბილი და მოსიყვარულე ხელის ჩამორთმევა უფრო მეტი სარგებლის მომტანია და მეტად დაფასდება, ვიდრე ოქროთი სავსე ტომარა. …
„როდესაც უცხოეთიდან ჩამოსული წმინდანები იკრიბებიან, ყველასთვის უცხონი, რომლების მოტყუება ადვილია მათ მიერ, ვინც ამისთვის ჩასაფრებულები არიან, [მოწყალების] საზოგადოებამ დაუყოვნებლივ უნდა იზრუნოს [მათზე] და გააცნოს ისინი საზოგადოებას, რომელიც მათ განწმენდს, აამაღლებს და უპირველეს ყოვლისა, განამტკიცებს მათ რწმენას სახარების მიმართ და ყოველივე აღნიშნული ხელს შეუწყობს მრავალთა გადარჩენას.
„საჭირო გახდება ტომები, რომლებიც განსაზღვრავს საზოგადოების ფუნქციებს, უპირატესობებსა და პასუხისმგებლობებს. … გააკეთეთ აღნიშნული (თქვენი ეპისკოპოსის ხელმძღვანელობით) მშვიდად, მიზანმიმართულად, ენერგიულად, თანამშრომლობით, ლოცვით და ღმერთი წარმატების გვირგვინს დაადგამს თქვენს ძალისხმევას.“